01/04/2026
🗓️აპრილი - ადენომიოზის ცნობიერების ამაღლების თვეა.
ადენომიოზი არის გინეკოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის ქსოვილი იზრდება საშვილოსნოს კუნთოვან შრეში. ხშირად ის იწვევს ძლიერ მენსტრუაციულ ტკივილებს, ჭარბ მენსტრუაციებს და შეიძლება იყოს ასოცირებული რეპროდუქციულ სირთულეებთან.
🔍 რა უნდა ვიცოდეთ:
• ადენომიოზი ხშირად რჩება დაუდგენელი ან გვიან დიაგნოსტირდება
• სიმპტომები შეიძლება იყოს განსხვავებული ან საერთოდ არ არსებობდეს
• სწორი დიაგნოსტიკა და ინდივიდუალური მართვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს
👉მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა არ მიიჩნიონ ძლიერი ტკივილი „ნორმად“
ადრეული მიმართვა სპეციალისტთან ეხმარება სწორი გზის შერჩევაში-იქნება ეს მედიკამენტური მკურნალობა, ჰორმონული მართვა თუ რეპროდუქციული გეგმები.
🩷გავზრდაოთ ცნობიერება - გავზარდოთ ზრუნვა ქალთა ჯანმრთელობაზე
#ქალთაჯანმრთელობა #გინეკოლოგია #რეპროდუქციულიჯანმრთელობა