TEGA somatics•თეგა სომატიკს

TEGA somatics•თეგა სომატიკს რეაბილიტაცია, ფიზიკური თერაპია: კლას?

This is Jaroslav from Ukraine 🇺🇦.He says, that exercise bands on his head give him power. Yes, my little boy, they do!!!
08/04/2023

This is Jaroslav from Ukraine 🇺🇦.
He says, that exercise bands on his head give him power. Yes, my little boy, they do!!!

9 pm. Long session,but these  beauties always make my day💋❤️
04/03/2023

9 pm. Long session,but these beauties always make my day💋❤️

08/12/2022

ადამიანის ტვინს შეუძლია განაგრძოს განვითარება და ცვლილება მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ცნობილია, რომ ფიზიკური ვარჯიში იწვევს ადამიანის ტვინში სტრუქტურულ პლასტიურობას და აძლიერებს კოგნიტურ ფუნქციებს. ჩვენ, როგორც ინდივიდებს, რეალურად შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი ტვინის სტრუქტურა-გავაუმჯობესოდ ის. არაორდინალური ვარჯიშები, ნეიროპლასტიურობაზე დაფუძნებული სომატური და კლასიკური მეთოდების კომბინაცია რომელიც მხოლოდ ჩვენს კლინიკაში გამოიყენება, აიძულებს პაციენტის ცენტრალურ ნერვულ სისტემას აღიაროს ადაპტაციის საჭიროება და მოახდინოს რესტრუქტურიზაცია (გადატვირთვა).
ჩვენ ვამაყობთ მიღწეული შედეგებით!

06/08/2022

ფოტობიომოდულაცია (PBM) გულისხმობს წითელი ან ინფრაწითელი შუქის გამოყენებას ქსოვილის სტიმულირებისთვის, დაზიანებული უჯრედების დაცვის,რეგენერაციისა და აღდგენა/მოშუშებისთვის.
იგი ასევე გამოიყენება ანთების საწინააღმდეგოდ.PBMT იწვევს სხეულის მცირე არტერიებისა და ლიმფური სადინარების ზომებში ზრდას, რასაც ვაზოდილაცია ეწოდება. ვაზოდილაცია ხელს უწყობს ლიმფურ დრენაჟს, რაც თავისთავად ეხმარება ანთების დაცხრომისა და მოშუშების პროცეს. არის ძალიან ეფექტური და აბსოლუტურად უმტკივნეულო..

19/07/2022

“All that is important is this one moment in movement. Make the moment important, vital, and worth living. Do not let it slip away unnoticed and unused.”

მოძრაობა არის სხეულის ნაწილის პოზიციის ცვლილება მთელ სხეულთან მიმართებაში.  ეს არის ყველა ცოცხალი არსების ერთ-ერთი მნიშვ...
19/07/2022

მოძრაობა არის სხეულის ნაწილის პოზიციის ცვლილება მთელ სხეულთან მიმართებაში. ეს არის ყველა ცოცხალი არსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება.
კოგნიტური მეცნიერება მოძრაობას უკავშირებს შეგრძნებას. რიტმული კოორდინაცია საჭიროებს სენსორულ-მოტორულ კავშირს.რიტმი დაკავშირებულია მოძრაობებთან, მოძრაობები კი ჩვენი სხეულის ფიზიკური სამყაროს აღქმასთან. სახსრების გამოყენება ვარჯიშის აქტიურ და ხარისხიან ფორმებში საშუალებას აძლევს თქვენს სხეულს მიაღწიოს მის სრულ პოტენციალს. ...
შეუძლია დაეხმაროს უკეთეს ძილს. ...
ტკივილის წყაროების აღმოფხვრას. ...
დამოუკიდებლობის გაზრდას..
თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

პატარა ალისა ბაბუს თანაუგრძნობს და ეხმარება ვარჯიშში.
06/05/2022

პატარა ალისა ბაბუს თანაუგრძნობს და ეხმარება ვარჯიშში.

ვარჯიში, საკვების მსგავსად, ბავშვის ფიზიკური ზრდის ფუნდამენტური ნაწილია..COVID-19 შეზღუდვებმა, როგორიცაა სკოლებისა და პა...
15/03/2022

ვარჯიში, საკვების მსგავსად, ბავშვის ფიზიკური ზრდის ფუნდამენტური ნაწილია..
COVID-19 შეზღუდვებმა, როგორიცაა სკოლებისა და პარკების დახურვა და ახალგაზრდული სპორტისა და აქტივობის გაკვეთილების გაუქმება, პრობლემა შეუქმნა ბავშვების ფიზიკურ , გონებრივ და ემოციურ განვითარებას .
რეგულარული ფიზიკური აქტივობა ეხმარება ბავშვებსა და მოზარდებს კარდიორესპირატორული , ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემის გაძლიერებაში. იგი შესაძლებლობას იძლევა გაკონტროლდეს წონა და შემცირდეს სტრესისა და დეპრესიის სიმპტომები ….“თეგა სომატიკს” გთავაზობთ სპეციალურად შეუშავებულ ვარჯიშებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ არა მარტო ფიზიკურ არამედ კოგნიტურ და ემოციურ განვითარებას.

04/02/2022

Feldenkrais Method® არის სომატური მეთოდი:ფუნქციონალური განვითარებისა და ზრდის ყოვლისმომცველი გზა. ვაკვირდებით რა სხეულს მთლიანობაში, ასაკის მიუხედავად ჩვენ ვახორციელებთ მოძრაობის სპეციფიურ თანმიმდევრობას,ფუნქციონალურ ინტეგრაციას.ასევე დიდი ყურადღება ექცევა ამა თუ იმ მოძრაობის დეტალური შესწავლის პროცეს.იქმნება გარემო რომელშიც ცენტრალური ნერვული სისტემა მარტივად პოულობს ახალ გზებს , ამყარებს ახალ კონტაქტებს… ხდება ნეიროლოგიური ცნობიერების გაღვიძება, აღქმა და თვითგანვითარება…..

თავი დაახლოებით 5 კგ-ს იწონის.კისერი იჭერს თავს, რომლის წონა დახრილობის კუთხიდან გამომდინარე იზრდება..რაც უფრო ქვევით ვი...
20/01/2022

თავი დაახლოებით 5 კგ-ს იწონის.
კისერი იჭერს თავს, რომლის წონა დახრილობის კუთხიდან გამომდინარე იზრდება..რაც უფრო ქვევით ვიყურებით, მით უფრო მეტად მძიმდება თავი.როდესაც ის 60 გრადუსზეა დახრილი, 22-27 კგ-ით იტვირთება არა მარტო კისერი არამედ მთელი ხერხემალი.
უფრო მეტიც, რბილი ქსოვილები, კუნთები,ლიგამენტები და მყესები იჭიმება და იღლება, რაც დამატებით დაძაბულობას და სტრესს ქმნის სახსრებსა და დისკებზე. ყურადღება მიაქციეთ ტელეფონის მოხმარებისას საკუთარი სხეულის პოზიციას. ჩვენ ტელეფონით ბევრ სასარგებლო და საჭირო ინფორმაციას ვიღებთ,მაგრამ წარმოდგენა არა გვაქვს რა ზიანის მოყენება შეუძლია ამ პატარა მოწყობილობას დროთა განმავლობაში.

ბავშვის დაბადებასთან ერთად, ყველა მშობელს ეწყება ახალი როლი ცხოვრებაში და ახალი გამოწვევა მისი პიროვნული ზრდისთვის.  შეზ...
05/01/2022

ბავშვის დაბადებასთან ერთად, ყველა მშობელს ეწყება ახალი როლი ცხოვრებაში და ახალი გამოწვევა მისი პიროვნული ზრდისთვის. შეზღუდული შესაძლებლობის და განვითარების შეფერხების მქონე ბავშვის მშობლები აწყდებიან მოულოდნელ წინააღმდეგიბებს და ბევრ კითხვას, რომლებზეც პასუხის გაცემა ადვილი არ არის. ჩემთვის, როგორც თერაპისტისთვის ბავშვებთან მუშაობა უფრო ადვილია , ვიდრე მშობელთან. მაგრამ იმაზე დიდი საჩუქარი არ არსებობს, როცა შედეგი აშკარაა და ამის გაცნობიერებისას მშობელს ძალიან გულწრფელი ,შვების სიცილი წასკდება.
შშმ ბავშვებს ინტენსიური თერაპია სჭირდებათ. ჩემი რჩევაა:ნუ დააყოვნებთ!დროულად გააცნობიერეთ პრობლემა, გაუსწორეთ თვალი და ასევე დროულად მიმართეთ თერაპისტს და არა მასაჟისტს!!!

Address

20 სულხან ნასიძის ქუჩა
Tbilisi
0171

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 16:00

Telephone

+995557665515

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when TEGA somatics•თეგა სომატიკს posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share