Medfox / მედფოქსი

Medfox / მედფოქსი თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია

მედფოქსი ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტების მიერ შექმნილი ინოვაციური სერვისია, რომელიც მიზნად ისახავს, საზოგადოებას სარეაბილიტაციო მომსახურება ნებისმიერ სივრცეში შესთავაზოს (სახლში, ოფისში, სასტუმროში ან კლინიკურ გარემოში). ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ადგილზე მოგაკითხავენ და თქვენს გამოჯანმრთელებაზე იზრუნებენ.

26/01/2026

🤸🏻 “შეთავაზეთ ალტერნატიული, უსაფრთხო აქტივობები და ბავშვი ყოველთვის გამოგყვებათ თუ მისთვის საინტერესოა ეს” - ნანა ნაცაური

ჩვენი სამედიცინო დირექტორის რეკომენდაციები ფიზიკური აქტივობის როლზე ბავშვის განვითარებაში

📹TV პალიტრანიუსი - TV PalitraNews

🎄✨  მედფოქსის გუნდი გილოცავთ შობა-ახალ წელს!🦊💚 გისურვებთ სითბოთი სავსე დღეებს, მშვიდ საღამოებს, ბევრ ღიმილსა და სიყვარულ...
31/12/2025

🎄✨ მედფოქსის გუნდი გილოცავთ შობა-ახალ წელს!

🦊💚 გისურვებთ სითბოთი სავსე დღეებს, მშვიდ საღამოებს, ბევრ ღიმილსა და სიყვარულით სავსე მომენტებს თქვენს პატარებთან ერთად.

29/12/2025

✨სპეციალური შეთავაზება მედფოქსში

📅 8 და 9 იანვარს, 2026 წელს, კონსულტაციის ღირებულება იქნება 80 ლარი 100 ლარის ნაცვლად.

კონსულტაციის ფარგლებში შეფასდება ბავშვის ინდივიდუალური განვითარება სენსომოტორულ სფეროებში:
▪️ მსხვილი მოტორიკა
▪️ ნატიფი მოტორიკა
▪️ დამოუკიდებლობის ხარისხი
▪️ ტაქტილური სისტემა
▪️ ვიზუალური სისტემა
▪️ ვესტიბულური სისტემა
▪️ პროპრიოცეპტული სისტემა და სხვა…

🕒 კონსულტაციის ხანგრძლივობა: დაახლოებით 90 წუთი, რაც მოიცავს:
✔️ ბავშვის ინდივიდუალურ შეფასებას
✔️ მშობლის ინტერვიუს
✔️ მშობლის კითხვარს (სახლში)

📄 კონსულტაციის დასრულების შემდეგ გაიცემა:
✔️ კონსულტაციის დეტალური დასკვნა
✔️ ინდივიდუალური რეკომენდაციები ბავშვის საჭიროებების შესაბამისად. რეკომენდაციები სახლის გარემოში და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა გარემოებშიც (ბაღი, სკოლა, დამატებითი თერაპიული სივრცეები)

👩‍⚕️ კონსულტაციას ჩაატარებს მედფოქსის სამედიცინო დირექტორი:

ნანა ნაცაური, M. Sc.
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი ნეირორეაბილიტოლოგი
კინესთეტიკის პირველი საფეხურის ტრენერი

📩 კონსულტაციაზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

⏳ ადგილები შეზღუდულია

🦊 თქვენი პატარების ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია

22/12/2025

🎄 მედფოქსი
ბავშვებისთვის შექმნილი ჯადოსნური გარემო

🇬🇪🇪🇺 საქართველოსა და ევროპის კინესთეტიკის ასოციაციების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაიწყო კინესთეტიკის II საფეხურის სატ...
22/11/2025

🇬🇪🇪🇺 საქართველოსა და ევროპის კინესთეტიკის ასოციაციების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაიწყო კინესთეტიკის II საფეხურის სატრენერო განათლება. კურსის მონაწილეები განათლებას მშობლიურ ენაზე მიიღებენ.

📚 ჯგუფში 9 მონაწილეა სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, მათ შორის „მედფოქსის“ სამედიცინო დირექტორი — ნანა ნაცაური.

🦊 ჩვენი პროფესიული განვითარება თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია.

საქართველოს კინესთეტიკის ასოციაცია

🇬🇪🇪🇺 საქართველოსა და ევროპის კინესთეტიკის ასოციაციების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაიწყო კინესთეტიკის მე-2 საფეხურის სატრენერო განათლება. კურსის მონაწილეები განათლებას მშობლიურ ენაზე მიიღებენ.

📚 ჯგუფში 9 მონაწილეა სხვადასხვა ორგანიზაციიდან, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში მოღვაწეობენ და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, საექთნო და მოვლის საქმიანობებს ეწევიან. პროექტში მონაწილეობენ:
🔸 „ჰოსპისი ფერისცვალება“ ჰოსპისი • ფერისცვალება
🔸 ფონდი „თაობა“ ფონდი "თაობა"
🔸 „საქართველოს კარიტასი“ Caritas Georgia Health Care Program/ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა
🔸 „მედფოქსი“ Medfox / მედფოქსი
🔸 „რეჰაუსი“ ReHouse.რეჰაუსი
🔸 „ნიუ ჰოსპიტალი“ New Hospitals / ნიუ ჰოსპიტალსი

კინესთეტიკის სატრენერო განათლება მოიცავს რამდენიმე საფეხურს:

🔹 I საფეხური – ტრენერი ხდება საკუთარი პროფესიული სფეროს ექსპერტი და უფლებამოსილია კოლეგებს გაუწიოს პრაქტიკული მხარდაჭერა და შეუქმნას მათ სასწავლო გარემო. კურსი გრძელდება 1 წელი.

🔹 II საფეხური – ტრენერს უკვე შეუძლია კინესთეტიკის ძირითადი კურსის ჩატარება და შესაბამისი სერტიფიკატების გაცემა. ეს საფეხურიც ერთწლიანია.

🔹 III საფეხური – ტრენერს ენიჭება სრულყოფილი კინესთეტიკის კურსის ჩატარების უფლებამოსილება. ეს საფეხურიც ერთწლიან განათლებას მოიცავს.

👨‍🏫 საგანმანათლებლო კურსს უძღვებიან შვეიცარიიდან და რუმინეთიდან მოწვეული ლექტორები — შტეფან კნობელი და დოქტორი ანდრაშ მარტონი.

🔹 შტეფან კნობელი მოვლის ექსპერტი და კინესთეტიკის ლექტორია. ის ამზადებს კინესთეტიკის ტრენერებს და ხელმძღვანელობს ფონდის — „ცხოვრების ხარისხი“ — პროექტებს სხვადასხვა ქვეყნებში. ცხოვრობს შვეიცარიაში, შუბელბახში.

🔹 დოქტორი ანდრაშ მარტონი ექიმია. იგი მუშაობს ზიბენბურგენში, ალბა-ლულიას ეპარქიაში „კარიტასის“ დირექტორად და ამავდროულად არის ევროპის „კარიტასის“ მზრუნველობისა და მობილობის სამუშაო ჯგუფის წევრი.

✨ წარმატებას ვუსურვებთ მონაწილეებს და გვჯერა, რომ მათი ცოდნა, კომპეტენცია და უნარ-ჩვევები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მათ პროფესიულ საქმიანობასა და ადამიანების ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე.

💖 უღრმესი მადლობა ფონდ “თაობას”, რომელმაც სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმო სივრცე 5 დღის განმავლობაში.

Kinaesthetics
stiftung lebensqualität

22/09/2025

🌿 ბავშვის განვითარება ყოველთვის ინდივიდუალურია, ამას უკვე ათწლეულების წინ მარია მონტესორიც (1870–1952) უსვამდა ხაზს. თითოეულ ბავშვს ინდივიდუალური ტემპი, სივრცე და დრო სჭირდება, რომ ბუნებრივად განვითარდეს.

🦊 “მედფოქს” - ში სწორედ ამ პრინციპით ვქმნით გარემოს: მოძრაობით, თამაშით და პირადი გამოცდილებით ვეხმარებით ბავშვებს, უკეთ გაიცნონ საკუთარი სხეული, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები და გაიუმჯობესონ კოორდინაცია, ბალანსი, მოქნილობა, ძალა და უფრო თავდაჯერებულები გახდნენ.

🌞 ზაფხულის თავგადასავლების შემდეგ ჩვენი პატარა გმირები სიახლეებსაც არ უშინდებიან 💪 ვიდეოში ისინი სამკუთხედის საძრომიალოზე ერთობიან — ყოველი პატარა გამოწვევა მათთვის გამოცდილებაა, რომელიც განვითარების საწინდარია.

💚 განსაკუთრებული მადლობა Gogora • გოგორა - ს ამ საოცარი საჩუქრისთვის

💡 4 მარტივი რჩევა ზაფხულის აქტიურად გატარების ხელშეწყობისთვის:👟 ყოველდღიური მოძრაობა — მინიმუმ 1 საათი სირბილი, თამაში, ...
30/08/2025

💡 4 მარტივი რჩევა ზაფხულის აქტიურად გატარების ხელშეწყობისთვის:

👟 ყოველდღიური მოძრაობა — მინიმუმ 1 საათი სირბილი, თამაში, ცეკვა, ლაშქრობა,…

🍎 ჯანსაღი კვება — მეტი ხილი, წყალი და ნაკლები გადამუშავებული ტკბილეული

📱 ეკრანის დროის ბალანსი — ტელეფონისა და ტაბლეტის დრო უნდა იყოს განსაზღვრული და მინიმუმამდე დაყვანილი

👨‍👩‍👧 გააკეთეთ არჩევანი ერთად — კითხეთ ბავშვებს, რისი გაკეთება სურთ და ჩართეთ დაგეგმვაში

💖 მოძრაობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ბევრად ეფექტურია მაშინ, როდესაც ბავშვს გვერდით ჰყავს ადამიანი, ვინც უსმენს, მხარს უჭერს და იზიარებს მის სიხარულს.

🦊 თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია

გაინტერესებთ როგორ ჩართოთ ბავშვები ფიზიკურ აქტივობაში?  აი რამდენიმე სახალისო და სასარგებლო იდეა:🧗ცოცვა შიდა სივრცეში ან...
29/08/2025

გაინტერესებთ როგორ ჩართოთ ბავშვები ფიზიკურ აქტივობაში? აი რამდენიმე სახალისო და სასარგებლო იდეა:

🧗ცოცვა შიდა სივრცეში ან ბუნებაში
– ავითარებს ძალას, კოორდინაციას, გამძლეობასა და სხეულის აღქმას
– ავითარებს გუნდურობისა და პასუხისმგებლობის უნარს

🏊ცურვა აუზში ან ბუნებრივ წყალში
– ხსნის სტრესს და აუმჯობესებს განწყობას
– აძლიერებს იმუნურ, კუნთოვან და ნერვულ სისტემას

🏇ცხენოსნობა
– აუმჯობესებს ბალანსსა და სხეულის პოზას. აძლიერებს კუნთებს
– დადებითად მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

🤸 ბატუტზე ხტომა
– ავითარებს ბალანსს, კოორდინაციასა და ძალას
– ამაღლებს განწყობას და მატებს ენერგიას

👟 ლაშქრობა ოჯახთან ერთად
– აძლიერებს გამძლეობასა და ფიზიკურ ძალას
– ბავშვებს ასწავლის ადაპტაციას, ბუნების დაფასებას და გუნდურ მუშაობას
– ამცირებს შფოთვას და დეპრესიას

🏀⚽️კალათბურთი და ფეხბურთი
– ავითარებს გამძლეობას, კუნთებსა და ძვლებს
– ზრდის თვითშეფასებას და გუნდურ უნარებს
– ამცირებს სტრესს და ხელს უწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას

🦊 თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია

🏃‍♀️ ზაფხულში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა!🌻 არდადეგების დროს ბავშვების შესაძლებლობები კლებულობს — კვლ...
13/08/2025

🏃‍♀️ ზაფხულში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა!

🌻 არდადეგების დროს ბავშვების შესაძლებლობები კლებულობს — კვლევები აჩვენებს, რომ ისინი ფიზიკური უნარების 80%-ს კარგავენ “ზარმაცი არდადეგების” შემდეგ! 😱

🌍 ჯანმო (WHO) გირჩევთ: ფიზიკურად დატვირთეთ თქვენი პატარები დღეში მინიმუმ 60 წუთით – სირბილი, თამაში, ცურვა…

🥇60 წუთზე მეტი ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობის დამატებით სარგებელს უზრუნველყოფს.

🦊 თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია

23/06/2025

🤸🏻 ფიზიკური აქტივობა ბავშვის ადრეული განვითარების საფუძველია და გავლენას ახდენს მოტორულ, კოგნიტურ და სოციალურ უნარებზე.

📱 დღევანდელ სამყაროში, სადაც ბავშვები მეტ დროს ეკრანებთან ატარებენ, მოძრაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება.

✅ სწორად შერჩეული ფიზიკური აქტივობა ეხმარება მათ ენერგიის სწორად წარმართვაში, კონცენტრაციასა და თვითშეფასების გაუმჯობესებაში.

🦊 თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია

👩‍⚕ გაიცანით მედფოქსის სამედიცინო დირექტორინანა ნაცაური (B.Sc., M.Sc.)კინესთეტიკის I საფეხურის ტრენერინეირორეაბილიტოლოგი...
02/06/2025

👩‍⚕ გაიცანით მედფოქსის სამედიცინო დირექტორი

ნანა ნაცაური (B.Sc., M.Sc.)
კინესთეტიკის I საფეხურის ტრენერი
ნეირორეაბილიტოლოგი
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი

ნანას 12 წლიანი გამოცდილება აქვს პედიატრიულ რეაბილიტაციაში. ის მუდმივად იღრმავებს კვალიფიკაციას საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობით, რომელთა შორისაა:

📍 2024 - 2025
• კინესთეტიკის 2 საფეხურის ტრენერი - კრეატიული სწავლების კურსი (გერმანია)
• კინესთეტიკის ტრენერების საერთაშორისო სიმპოზიუმი (გერმანია)
• პედიატრიული პირველადი დახმარება – I დონე

📍 2023
• შიშთან დაკავშირებული ქცევა ბავშვებში – ქცევითი ინტერვენციის დაგეგმვა და განხორციელება
• ინოვაციური ტექნოლოგიები სპორტულ მედიცინასა და რეაბილიტაციაში
• ქცევის ანალიზის გამოყენება ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციაში

📍 2022–2016
• ჭრილობის მართვა
• კვების ინტერვენცია პედიატრიაში
• სენსორული ინტეგრაციის ელემენტები და სახალისო აქტივობები
• აუტიზმის სპექტრის აშლილობების ადრეული გამოვლენა, დიაგნოსტიკა და მართვა
• კინეზიოლოგიური ტეიპირების საფუძვლები
• სენსორული დამუშავება და აუტიზმის სპექტრის აშლილობა
• ტკივილის მართვის სიმპოზიუმი (Category A, გერმანია)
• ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსი
• კინესთეტიკის სრულყოფილი კურსი მოვლის სფეროში
• სენსორული დამუშავების დარღვევის შესავალი
• კინესთეტიკის საბაზისო კურსი მოვლაში
• თანამედროვე მედიცინის აქტუალური საკითხები
• რეაბილიტაცია და სენსორული ინტეგრაცია (პოლონეთი)

📍 2015–2009
• მოხალისეობრივი სამსახური შშმ პირებთან (გერმანია)
• სპორტული მედიცინის კურსი

Address

Tbilisi
0192

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995595285000

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Medfox / მედფოქსი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Medfox / მედფოქსი:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram