19/11/2021
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ექიმი ლაბორანტი,მოლეკულური ბიოლოგი,
ბიოქიმიკოსი - ნანა ცინაძე.
✅ვისაუბროთ ზოგადად სიმსივნეებსა და მათ დიაგნოსტიკაზე. ადამიანის ორგანიზმის ზრდასთან ერთად იზრდება უჯრედების რაოდენობა , რომელიც ქმნიან პოპულაციებს და სხვადასხვა ტიპებს, ეს ყველაფერი ჯანმრთელ ორგანიზმში მკაცრად კონტროლირებულია. მაგრამ პათოლოგიური პროცესების დროს ზოგიერთი უჯრედი მასში არსებული სტრუქტერელი ცვლილებების გამო არ ექვემდებარება მკაცრ კანონებს და უკონტროლოდ და უსასრულოდ მრავლდება. შესაბამისად ვითარდება სიმსივნური წარმონაქმნი. სიმსივნეებში გამოყოფენ ორ ტიპს ავთვისებიან და კეთილთვისებიან სიმსივნეებს.
🔹ავთვისებიან სიმსივნეს უნარი აქვს შეიჭრას, დაარღვიოს და დააზიანოს ახლომდებარე ქსოვილები და გავრცელდეს სხეულის სხვა ორგანოებშიც.
🔹ხოლო კეთილთვისებიანი სიმსივნეების უმეტესი იშვიათად თუ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებას, თუმცაღა არსებობს კეთილთვისებიანი სიმსივნეების რამდენი ტიპი, რომლებსაც ასევე შეუძლიათ ზიანი მიაყენოს ორგანიზმს.
✅სიმსივნეებს შეისწავლის მეცნიერება რომელსაც ონკოლოგია ეწოდება.
🔹კეთილთვისებიანი სიმსივნეების სახელწოდება წარმოიშობა დაზიანებული ორგანოს ლათინური დასახელებიდან, რომელსაც ემატება დაბოლოება "ომა". მაგალითად: მიომა, ფიბრომა და ა.შ.
🔹ავთვისებიან სიმსივნეებს რომლებიც ვითარდება ეპითელიალური უჯერედისაგან კარცინომა ეწოდება.
🔹ხოლო შემაერთებელი ქსოვილისგან განვითარებული სიმსივნეებს - სარკომა.
მაგალითად ხრტილოვანი ქსოვილიდან განვითარებული სიმსივნეებს, ქონდროსარკომა, ცხიმოვანი ქსოვილიდან განვითარებულ სიმსივნეებს ლიპოსარკომა და ა.შ.
✅ სიმსივნეებს გააჩნიათ დიფერენციაციის ხარისხი, გამოყოფენ, მაღალ დიფერენცირებული, საშუალო დიფერენცირებულ და დაბალ დიფერენცირებულ სიმსივნეებს. რომელიც შესაბამისად აღინიშნება ლათინური ასოებით G1, G2 , G3. მაღალ დიფერენცირებული (G1) სისივნეები, რომლებიც მსგავსია წარმოქმნილი ორგანოს უჯრედებისა . საშუალო დიფერენცირებული (G2) და დაბალ დიფერენცირებული(G3) ნაკლებად ჰგავს საწყის ქსოვილებს. არსებობს აგრეთვე არადიფერენცირებული სიმსივნეები, რომლის ქსოვილოვანი წარმოშობის (ჰისტოგენეზის} დადგენა შეუძლებელია.
▶️ ავთვისებიან სიმსივნეებს ახასიათებთ მეტასტაზირება, რაც ბერძნული სიტყვიდან მოდის და გადანაცვლებას ნიშნავს, იგი სისხლის ან ლიმფის ნაკადით ორგანიზმის სხვა მიდამოებში გადაადგილდებიან და იწვევენ დაავადების ახალი კერების წარმოქმნას, ანუ სიმსივნის მეტასტაზირებას.
🔸კარცინომების კლასიფიკაცია საერთაშორისოდ აღიარებული TNM კლასიფიკაციით ხდება.
T –(tumour)- ახდენს სიმსივნის კლასიფიცირებას , ზომის მიხედვით, დაზიანების და გავრცელების მიხედვით.
N –(nodulus)- მიუთითებს რეგიონული ლიმფურ კვანძებში მეტასტაზურ პროცესებზე.
M (metastasis)- მიუთითებს შორელ რეგიონებში, ლიმფური კვანძების ან ორგანოების მეტასტაზირებაზე.
▶️სიმსივნის ზომის, მეტასტაზირების და გავრცელების მაჩვენებლების, და ასევე კომპლექსური კვლევებით ( რადიოლოგია , ქირურგია, მორფოლოგია და ა.შ.) დგინდება სიმსივნის საბოლოო სტადია.
🔸ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების უჯრედულ დონეზე შესწავლა ხდება ჰისტოლოგიური, ციტოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევით,. ეს სამივე კომპლექსური კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტის დაავადების დიაგნოსტირებისთვის.
▶️მორფოლოგიური კვლევის მონაცემების, კლინიკური და რადიოლოგიური კვლევის მონაცემებთან შეჯამებით დგინდება დაავადების საბოლოო დიაგნოზი, სტადია და იგეგმება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა.
🆒🆕ჩვენს კლინიკაში აქტიურად ტარდება ციტოლოგიური, ჰისტოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევები.
▶️ჰისტოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევა მეთოდურად ხორციელდება
1. ბიოფსიურ - წარმონაქმნიდან ოპრაციამდე ამოკვეთილ ქსოვილოვან ფრაგმენტზე
2. პოსტოპერაციულ ( ოპერაციის შემდგომ ამოკვეთილი ) ქსოვილოვან ნიმუშებზე.
🔸ჩვენს კლინიკაში ჰისტოლოგიური დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება H@E შეღებვის მეთოდი , Giemsa Helicobacter pylori- ის შეღებვის მეთოდი.
🔸ასევე აქტიურად მიმდინარეობს იმუნოჰისტოქიმიური მოლეკულური კვლევები.
📌იმუნოჰისტოქიმია ეს არის კვლევის ერთ-ერთი მეთოდი , რომელიც გამოიყენება ანტიგენის, ასევე ამინომჟავების, ცილების , ინფექციური აგენტებისა და უჯრედული პოპულაციების იდენტიფიცირებისთვის. მეთოდურად წარმოდგენილი ანტიგენ-ანტისხეულის შერწყმით უჯრედულ პოპულაციებში განსაზღვრული, მიმართული ანტიგენის მოძიება და გამოვლინება ხდება ქრომოგენული მეთოდით.
📌იმუნოჰისტოქიმიური მეთოდი ფართოდ გამოიყენება კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი უჯრედული პროლიფერატის დიფენცირენცირებისათვის, პროლიფერაციული აქტივობის განსაზღვრისათვის, ჰისტოლოგიურად არადიფერენცირებული სიმსივეების, ქვეტიპის დასადგენად. ლიმფოპროლიფერაციული დაავადების ფენოტიპის განსასაზღვრად. მეტატსაზური პროცესების დროს პირველადი კერის დასადგენად. ჰორმონოთერაპიული მკურნალობის და ასევე Her2 გენის ამფლიფიკაციის განსასაზღვრად.
📌ლაბორატორიული კვლევები და დიაგნოსტიკა მიმდინარეობს LEICA-ს ფირმის უახლესი აპარატურით , სრულიად ავტომატიზირებული ლაბორატორია იყენებს Novo castra-ს(გერმანული ), Bio-optica-ს(იტალიური) ბრენდის რეაგენტებს .
🔸დიაგნოსტირებას უმოკლეს დროში ახდენს მაღალკვალიფიციური მედ.მეც.დოქტ. პათოლოგანატომები , ექიმ-ლაბორანტებისა და მოლეკულური ტექნოლოგების ჯგუფი.
📪📌
📍მისამართი: თბილისი, ლუბლიანას 5.
📍ჰოსპიტალ დიღომი, III სართული.
📍"კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი"
☎️📞 0322516800