ექიმი ნათია მელაძე

ექიმი ნათია მელაძე მეან-გინეკოლოგი

 #რჩევებიორსულობისდროს🔆ვიზიტი მეანთან🔆მიიღეთ წყალი სათანადო რაოდენობით🔆გამოიძინეთ სრულფასოვნად🔆იკვებეთ ჯანსაღად🔆აკონტროლ...
15/12/2022

#რჩევებიორსულობისდროს
🔆ვიზიტი მეანთან
🔆მიიღეთ წყალი სათანადო რაოდენობით
🔆გამოიძინეთ სრულფასოვნად
🔆იკვებეთ ჯანსაღად
🔆აკონტროლეთ წონა
🔆მიიღეთ ვიტამინები
🔆ივარჯიშეთ იოგა
🔆ჩაიტარეთ გამოკვლევები

რომელი ხილი შეიცავს უფრო მეტ შაქარს(გლუკოზა+ფრუქტოზა)?🍉🍉🍉🍇🍇🍇🍓🍓🍓
02/08/2022

რომელი ხილი შეიცავს უფრო მეტ შაქარს(გლუკოზა+ფრუქტოზა)?🍉🍉🍉🍇🍇🍇🍓🍓🍓

Fruit has fiber and other nutrients you need. But it also has natural sugar, and some have more than others. https://wb.md/3PISB64

31/07/2022

🔵ლოგინობის ხანა, ასევე ცნობილი როგორც მეოთხე ტრიმესტრი, ეხება მშობიარობის შემდგომ პერიოდს,
როდესაც დედის ფიზიოლოგიური ცვლილებები უბრუნდება ორსულობამდე არსებულ მდგომარეობას.

🔵ლოგინობის ხანა იწყება ნაყოფის დაბადებისთანავე და მთავრდება მშობიარობიდან 12კვირაში.
მომყოლის დაბადების შემდეგ დაუყოვნებლივ იწყება საშვილოსნოს შეკუმშვა და თანდათანობით
დაბრუნება საწყის მდგომარეობაში,
რასაც ეწოდება საშვილოსნოს ინვოლუცია.

🔵საშვილოსნო ნორმალურ ზომას უბრუნდება მშობიარობიდან 6-დან 8კვირის შემდეგ.
ამ პროცესზე გავლენას ახდენს მრავალჯერ
ნამშობიარები საშვილოსნოს არსებობა,
საკეისრო კვეთა (უფრო დიდია ზომაში), ძუძუთი კვება (ხელს უწყობს ინვოლუციას). საშვილოსნოს წონა 1000 გრამიდან უბრუნდება 60გრამს.

🔵ლოგინობის ხანაში საშვილოსნოდან გამონადენს ეწოდება ლოქიები. ლოქიების საერთო მოცულობა 200-დან 500მლ-მდეა და მისი გამოყოფა ხდება მშობიარობიდან 1თვის განმავლობაში.
ლოქიები პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში არის წითელი/ყავისფერი, შემდეგ ვარდისფერი/ყავისფერი და ბოლოს მოყვითალო/თეთრი.
#ლოგინობისხანა

https://www.fb.com/NatiaMeladzeMD

👇🏻👇🏻👇🏻
23/01/2022

👇🏻👇🏻👇🏻

⚠️მასტიტი⚡მასტიტი არის სარძევე ჯირკვლის ქსოვილის ანთება,რომელსაც ძირითადად იწვევს ბაქტერია. ანთების შედეგად  ვითარდება  ...
20/12/2021

⚠️მასტიტი

⚡მასტიტი არის სარძევე ჯირკვლის ქსოვილის ანთება,რომელსაც ძირითადად იწვევს ბაქტერია. ანთების შედეგად ვითარდება ძუძუს ტკივილი, შეშუპება და სიწითლე. შეიძლება აღინიშნოს ცხელება და შემცივნება.

⚡მასტიტი ყველაზე ხშირად უვითარდებათ მეძუძურ ქალებს (ლაქტაციური მასტიტი).

⚡სიმპტომები(ვითარდება სწრაფად და უეცრად):

▪️მკერდის შეშუპება
▪️ძუძუს ქსოვილის ან დვრილის გასქელება
▪️ტკივილი ან წვის შეგრძნება მუდმივად ან ძუძუთი კვების დროს
▪️კანის სიწითლე(ჰიპერემია)
▪️ზოგადი სისუსტე
▪️ცხელება >38,0

⚡სარძევე ჯირკვალში დაგროვილი რძე მასტიტის მთავარი გამომწვევი მიზეზია. სხვა მიზეზები მოიცავს:

▪️დახშული რძის სადინარი. თუ ძუძუ მთლიანად არ დაიცალა კვების დროს, რძის ერთ-ერთი სადინარი შეიძლება დაიხშოს. ბლოკირება იწვევს რძის სტაზს, რაც ქმნის ნიადაგს ბაქტერიების გამრავლებისთვის.ბაქტერიები ძუძუში შეიძლება მოხვდეს კანის ზედაპირიდან და ბავშვის პირიდან.

⚡მასტიტის რისკ-ფაქტორები მოიცავს:

▪️მასტიტის წინა შემთხვევა

▪️მტკივნეული ან დახეთქილი ძუძუს თავი - თუმცა მასტიტი შეიძლება განვითარდეს კანის დაზიანების გარეშეც.

▪️მჭიდრო ბიუსტჰალტერის ტარება ან ძუძუზე ზეწოლა ღვედის გამოყენებისას ან მძიმე ჩანთის ტარებისას.

▪️გადაღლა ან სტრესი

▪️არაბალანსირებული კვება

▪️მოწევა

⚡გართულებები

მასტიტი, რომელიც არ არის ადექვატურად ნამკურნალები შეიძლება გართულდეს აბსცესით, რაც საჭიროებს ქირურგიულ დრენაჟს. ამ გართულების თავიდან ასაცილებლად, მასტიტის ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს.

⚡პრევენცია

▪️იმისათვის, რომ ჩვილთან ძუძუთი კვების ურთიერთობა საუკეთესოდ დაიწყოს და თავიდან აიცილოთ ისეთი გართულებები, როგორიცაა მასტიტი განიხილეთ ლაქტაციის
კონსულტანტთან შეხვედრა.

▪️ლაქტაციის კონსულტანტს შეუძლია მოგაწოდოთ ფასდაუდებელი რჩევები ძუძუთი კვების სწორი ტექნიკისთვის.

⚡შეამცირეთ მასტიტის განვითარების შანსი შემდეგი რჩევების გათვალისწინებით:

▪️ძუძუთი კვების დროს მთლიანად გამოიწველეთ რძე მკერდიდან.

▪️ ნება მიეცით თქვენს პატარას მთლიანად დაცალოს ერთი ძუძუ, სანამ მეორეზე გადაერთვება კვების დროს.

▪️შეცვალეთ პოზიცია, რომელსაც იყენებთ ძუძუთი კვების დროს.

▪️ დარწმუნდით, რომ თქვენი ბავშვი სწორად იდებს ძუძუს თავს კვების დროს.

⚡ მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს:

▪️ანტიბიოტიკოთერაპიას.

▪️ტკივილგამაყუჩებლებს. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ
ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, როგორიცაა აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი, ტაილენოლი) ან იბუპროფენი (ადვილი).

⚡ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასტიტის დროს ძუძუთი კვება გაგრძელდეს და არ მოხდეს მისი შეწყვეტა. ბავშვის ძუძუდან მოცილებამ შესაძლოა გააუარესოს მასტიტის ნიშნები და სიმპტომები.

🔘საკვერცხის კისტა(ცისტა) 💠სიმპტომებიკისტების უმეტესობა არ იწვევს სიმპტომებს და თავისით ქრება, თუმცა, საკვერცხის დიდმა კი...
26/10/2021

🔘საკვერცხის კისტა(ცისტა)

💠სიმპტომები

კისტების უმეტესობა არ იწვევს სიმპტომებს და თავისით ქრება, თუმცა,
საკვერცხის დიდმა კისტამ შეიძლება გამოიწვიოს:

-ძლიერი ან სუსტი ხასიათის ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში კისტის მხარეს
-სისავსის ან სიმძიმის შეგრძნება მუცლის არეში


საკვერცხის ცისტების უმეტესობა ვითარდება მენსტრუალური ციკლის შედეგად (ფუნქციური ცისტები). სხვა სახის კისტები გაცილებით იშვიათია.

💠ფუნქციური ცისტები

არსებობს ორი სახის ფუნქციური ცისტა:

🔹️ფოლიკულური კისტა. მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში, ფოლიკული სკდება და მისგან გადმოდის კვერცხუჯრედი.ფოლიკულური კისტა ვითარდება მაშინ, როდესაც ფოლიკული არ სკდება, არ ათავისუფლებს კვერცხუჯრედს და აგრძელებს ზრდას.

🔹️ყვითელი სხეულის კისტა. როდესაც ფოლიკული გამოყოფს კვერცხუჯრედს, ის იწყებს ესტროგენისა და პროგესტერონის გამომუშავებას ჩასახვისთვის. ამ ფოლიკულს ახლა ყვითელი სხეული ეწოდება. ზოგჯერ, სითხე გროვდება ფოლიკულის შიგნით, რის შედეგადაც ყვითელი სხეული კისტაში გადაიზრდება.

ფუნქციური ცისტები ჩვეულებრივ უვნებელია, იშვიათად იწვევს ტკივილს და ხშირად თავისით ქრება ორი ან სამი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში.

💠სხვა ცისტები

ცისტების ტიპები, რომლებიც არ არის დაკავშირებული მენსტრუალური ციკლის ნორმალურ ფუნქციასთან, მოიცავს:

🔹️დერმოიდული ცისტები-ტერატომები,რომლებიც შეიძლება შეიცავდეს ქსოვილს, როგორიცაა თმა, კანი ან კბილები, რადგან ისინი წარმოიქმნება ემბრიონის უჯრედებიდან.

🔹️ცისტადენომები. ისინი წარმოიქმნება საკვერცხის ზედაპირზე და შეიძლება შეივსოს წყლიანი ან ლორწოვანი მასალით.

🔹️ენდომეტრიომა. ეს ვითარდება იმ მდგომარეობის შედეგად, როდესაც საშვილოსნოს ენდომეტრიუმის უჯრედები იზრდება საშვილოსნოს გარეთ (ენდომეტრიოზი).ეს ქსოვილი შეიძლება განვითარდეს საკვერცხეში და წარმოქმნას კისტა.

💠საკვერცხის ცისტის განვითარების რისკი იზრდება:

ჰორმონალური პრობლემები.
ორსულობა.
ენდომეტრიოზი.
მცირე მენჯის ინფექცია.
ანამნეზში საკვერცხის კისტა.


ზოგიერთ ქალს უვითარდება ნაკლებად გავრცელებული ტიპის კისტა, რომელსაც ექიმი აღმოაჩენს მცირე მენჯის გამოკვლევის დროს. მენოპაუზის შემდგომ განვითარებული საკვერცხის კისტოზური მასები შესაძლოა იყოს სიმსივნური (ავთვისებიანი). ამიტომ მნიშვნელოვანია მენჯის ღრუს რეგულარული გამოკვლევები.

💠საკვერცხის ცისტებთან დაკავშირებული იშვიათი გართულებები მოიცავს:

-საკვერცხის შემოგრეხვა. ამ დროს ვითარდება უეცარი ძლიერი ხასიათის ტკივილი, გულისრევა და პირღებინება.
-საკვერცხის კისტის გასკდომა,რომლემაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი და შინაგანი სისხლდენა. რაც უფრო დიდია კისტა, მით უფრო დიდია რღვევის რისკი. ვაგინალური სექსი, ასევე ზრდის რისკს.

💠მკურნალობა:

მოცდითი ტაქტიკა(დაკვირვება)
ჰორმონული თერაპია
ქირურუგიული მკურნალობა

💠პრევენცია

მიუხედავად იმისა, რომ საკვერცხის ცისტების პრევენციის საშუალება არ არსებობს, მცირე მენჯის რეგულარული გამოკვლევები ხელს უწყობს საკვერცხეების ცვლილებების დიაგნოსტირებას რაც შეიძლება ადრე.

🤰მუცლის ტკივილი ორსულობის დროს 💠ორსულობის დროს მუცლის ტკივილი საკმაოდ ხშირი ჩივილია. ტკივილი შეიძლება იყოს მოვლითი, ყრუ ...
10/09/2021

🤰მუცლის ტკივილი ორსულობის დროს

💠ორსულობის დროს მუცლის ტკივილი საკმაოდ ხშირი ჩივილია. ტკივილი შეიძლება იყოს მოვლითი, ყრუ ან მჩხვლეტავი ხასიათის.

⚠️მნიშვნელოვანია იცოდეთ როდის უნდა მიმართოთ ექიმს.

💠ორსულობის დროს მუცლის ტკივილი
შეიძლება გამოიწვიოს შებერილობამ(მეტეორიზმმა)

💠შებერილობის განვითარების ერთ-ერთი მიზეზია ჰორმონ პროგესტერონის დონის მატება ორსულობის განმავლობაში, რაც იწვევს ნაწლავის კუნთების მოდუნებას. მსხვილ ნაწლავში საკვები უფრო დიდხანს რჩება, რაც ხელს უწყობს მეტი აირის წარმოქმნას.

💠ორსულობის პროგრესირებასთან ერთად, გადიდებული საშვილოსნო დამატებით ზეწოლას ახდენს თქვენს ორგანოებზე, რამაც შეიძლება შეანელოს საჭმლის მონელება და გამოიწვიოს აირების დაგროვება.


💠თუ მუცლის ტკივილი გამოწვეულია შებერილობით, შესაძლებელია მისი მოწესრიგება კვების რეჟიმით და ცხოვრების წესით. ეცადეთ მიირთვათ ხშირად და მცირე ულუფებით და დალიოთ ბევრი წყალი. ვარჯიშმა ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს საჭმლის მონელებას. დაადგინეთ საკვები, რომელიც იწვევს მუცლის შებერილობას და თავიდან აიცილეთ მისი მიღება. არ მიიღოთ შემწვარი და ცხიმიანი საკვები, ასევე ლობიო და კომბოსტო.მოერიდეთ ყველა სახის გაზიან სასმელს.

💠მუცლის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს მრგვალი იოგების ტკივილი

▪️არსებობს ორი მრგვალი იოგი, რომლებიც საშვილოსნოს ფიქსაციას ახდენენ. ეს იოგები საშვილოსნოს ზრდასთან ერთად იჭიმება, რაც იწვევს ყრუ ან მოვლითი ხასიათის ტკივილს მუცლის, თეძოს ან საზარდულის არეში.

▪️პოზიციის შეცვლამ, ცემინებამ ან ხველამ შეიძლება გააძლიეროს ტკივილი. უხშირესად ვითარდევა ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

💠მრგვალი იოგების ტკივილის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად, ივარჯიშეთ, ნელა წამოდექით, ჯდომის ან წოლის დროს.ყოველდღიური გაჭიმვა ასევე ეფექტური მეთოდია მრგვალი იოგების ტკივილის შესამცირებლად.


💠ორსულობის დროს მუცლის ტკივილი ასევე შეიძლება იყოს სხვა, უფრო სერიოზული მდგომარეობის მანიშნებელი:

▪️მოსალოდნელი აბორტი
▪️საშვილოსნგარე ორსულობა
▪️პლაცენტის აცლა
▪️პრეეკლამფსია


💠დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენს ტკივილს თან ახლავს რომელიმე შემდეგი სიმპტომი:

▪️ცხელება ან შემცივნება
▪️საშოდან სისხლიანი გამონადენი
▪️გულისრევა ან პირღებინება
▪️ტკივილი ან წვა შარდვის დროს ან მის შემდეგ

🤰 გულისრევა/პირღებინება🔹️ორსული ქალების 50-90 %  უვითარდება  გულისრევა პირღებინებით ან მის გარეშე, ორსულობის პირველ ნახე...
01/09/2021

🤰 გულისრევა/პირღებინება

🔹️ორსული ქალების 50-90 % უვითარდება გულისრევა პირღებინებით ან მის გარეშე, ორსულობის პირველ ნახევარში. სიმპტომების ხანგრძლივობა და სიმძიმე განსხვავდება ინდივიდებს შორის.

🔹️"დილის გულისრევა" არის ტერმინი, რომელიც ხშირად გამოიყენება ორსულობის დროს გამოწვეული მსუბუქი გულისრევისა და ღებინების აღსაწერად.

🔹️დილის გულისრევა უხშირესად ვითარდება ორსულობის 5-6კვირის ვადაზე. სიმპტომები, როგორც წესი, უარესდება ცხრა კვირის ვადისთვის და უმჯობესდება გესტაციის 16-18 კვირისთვის. თუმცა, შეიძლება გაგრძელდეს მესამე ტრიმესტრშიც, ქალების 15-20 პროცენტში და მშობიარობამდე ქალების 5 პროცენტში.

🔹️Hyperemesis gravidarum არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება ორსულობის უფრო მძიმე გულისრევისა და პირღებინების აღსაწერად. ასეთი ქალები ხშირად აღებინებენ, დღეში რამდენჯერმე, ვერ ახერხებენ საკვებისა და სითხეების მიღებას და შეიძლება დაკარგონ თავიანთი სხეულის მასის 5 პროცენტზე მეტი. ქალები ხშირად განიცდიან დეჰიდრატაციას და დროთა განმავლობაში მათ შეიძლება განუვითარდეთ ვიტამინებისა და სხვა საკვები ნივთიერებების დეფიციტი. ეს მდგომარეობა, როგორც წესი, მოითხოვს ორსულის ჰოსპიტალიზაციას და სათანადო მკურნალობას.

👉მიზეზები:
ორსულობასთან დაკავშირებული გულისრევის და პირღებინების მიზეზი ბოლომდე არ არის დადგენილი. შემოთავაზებულია რამდენიმე თეორია, თუმცა არცერთი არ არის საბოლოოდ დადასტურებული. ყველაზე გავრცელებული თეორიაა ორსულობის დროს ჰორმონების დონის მომატება, გენეტიკური წინასწარგანწყობა და ფსიქოლოგიური ფაქტორები.

👉ვის აქვს უფრო მეტი რისკი განუვითარდეს გულისრევა-პირღებინება:

🔳თუ წინა ორსულობისას გქონდათ გულისრევა-პირღებინება

🔳გქონდათ გულისრევა და ღებინება ესტროგენის მიღებისას (მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები) ან გაქვთ მენსტრუალური შაკიკი

🔳გაქვთ ზღვისა და ჰაერის ავადმყოფობა

🔳გყავთ ოჯახის წევრები (განსაკუთრებით დები ან დედები), რომლებსაც ჰქონდათ ეს სიმპტომები ორსულობისას

🔳 გაქვთ კუჭ -ნაწლავის პრობლემების ისტორია (მაგ., რეფლუქსი, წყლული)

🔳 ხართ ორსულად ტყუპებზე

👉როდის უნდა ვეძებოთ დახმარება?

მსუბუქი და ზომიერი გულისრევა და/ან პირღებინება, არ საჭიროებს სამედიცინო მკურნალობას, მაგრამ მაინც უნდა ეცნობოს მეთვალყურე მეანს,რომელიც მოგაწოდებთ ინფორმაციას სიმპტომების შესამცირებლად ან განსაზღვრავს მიზანშეწონილია თუ არა მედიკამენტებით მკურნალობა.

👉მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ შემდეგი სიმპტომები:
▪️დეჰიდრატაციის ნიშნები, მათ შორის იშვიათი შარდვა, მუქი ფერის შარდი ან თავბრუსხვევა.

▪️გახშირებული პირღებინება დღის განმავლობაში, განსაკუთრებით თუ პირღებინება სისხლიანია.

▪️მუცლის ან მენჯის ტკივილი ან კრუნჩხვები


▪️წონის დაკლება >2კგ -ზე

▪️ცხელება ან დიარეა გულისრევისა და ღებინების გარდა

▪️უიმედობის განცდა, ორსულობის დასრულების სურვილი ან თვითმკვლელობის აზრები გულისრევის/ღებინების სიმპტომების სიმძიმის გამო

👉დიაგნოსტიკა შეიძლება მოიცავდეს სისხლის და შარდის ტესტებს ან ულტრაბგერითი გამოკვლევას.

👉მკურნალობა:
▪️დიეტისა და ცხოვრების წესის ცვლილებება
▪️მედიკამენტური მკურნალობა

▪️მკურნალობამ შეიძლება მთლიანად არ აღმოფხვრას თქვენი გულისრევა და ღებინება. მკურნალობის მიზანია სიმპტომების შემსუბუქება.

🔹️დიეტური ცვლილებები - გულისრევა და ღებინება შეიძლება გაუარესდეს ჭარბი კვების ან ზედმეტი შიმშილისგან. ძალიან ბევრმა ჭამამ, საერთოდ საკვების თავიდან აცილებამ ან საკმარისი საკვების არ მიღებამ შეიძლება რეალურად გააუარესოს გულისრევა. ამიტომ:

▪️ სცადეთ ჭამოთ დილით ადრე ან როგორც კი მოგშივდებათ მაშინვე.

▪️მიირთვით ხშირად და მიიღეთ მცირე რაოდენობით საკვები(მაგალითად, ექვსი მცირე კვება დღეში), რომელიც შეიცავს ცილებს ან ნახშირწყლებს და ცხიმს.

▪️დაიცავით მსუბუქი დიეტა.

▪️დალიეთ ცივი და მჟავე სითხეები (მაგალითად, ჯანჯაფილი, ლიმონათი)

▪️სცადეთ ახალი ლიმნის, პიტნის ან ფორთოხლის სუნი ან გამოიყენოთ ზეთის გამავრცელებელი ამ სურნელებით.

🔷B ჯგუფის სტრეპტოკოკი (GBS) ერთ – ერთია იმ მრავალი ბაქტერიიდან, რომელიც ადამიანის სხეულში ბინადრობს. ეს როგორც წესი, არ ...
08/07/2021

🔷B ჯგუფის სტრეპტოკოკი (GBS)

ერთ – ერთია იმ მრავალი ბაქტერიიდან, რომელიც ადამიანის სხეულში ბინადრობს. ეს როგორც წესი, არ იწვევს სერიოზულ დაავადებას და არ არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია. მიუხედავად იმისა, რომ სახელები მსგავსია, GBS განსხვავდება A ჯგუფის სტრეპტოკოკისგან, ბაქტერიებისგან, რომლებიც იწვევს ტონზილიტს.

ქალებში GBS ყველაზე ხშირად გვხვდება საშოში და სწორ ნაწლავში. ეს ნიშნავს იმას, რომ ნაყოფი მშობიარობის დროს, სამშობიარო გზის გავლის დროს შეიძლება დაინფიცირდეს. ახალშობილი ინფიცირდება 100-დან 1 ან 2 შემთხვევაში, როდესაც დედას მშობიარობის დროს არ უტარდება ანტიბაქტერიული თერაპია. ახალშობილის ავადობის შანსი გაცილებით დაბალია, როდესაც ორსულს უტარდება მკურნალობა.

🔸როგორ შეიძლება B ჯგუფის სტრეპტოკოკმა გავლენა მოახდინოს ახალშობილზე?

ახალშობილებს, რომლებსაც დაუდასტურდებათ GBS ინფექცია, შეიძლება ჰქონდეთ დაავადების ადრეული ან გვიანი გამოვლინება.

🔸რა არის ადრეული დაავადება?

ადრეული დაავადების დროს ბავშვი, როგორც წესი, ავადდება დაბადებიდან 12 – დან 48 საათში ან პირველი 7 დღის განმავლობაში. ადრეულმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე პრობლემები, როგორიცაა:

-თავის ტვინის ან ზურგის ტვინის გარსის ანთება (მენინგიტი)
-ფილტვების ინფექცია (პნევმონია)
-ინფექცია სისხლში (სეფსისი)
-ადრეული დაავადების მქონე ჩვილების მცირე რაოდენობა იღუპება დაუყოვნებელი მკურნალობის დროსაც კი.

🔸რა არის დაავადების გვიანი განვითარება?

გვიანი დაავადების დროს ბავშვი ავადდება დაბადებიდან ერთი კვირიდან რამდენიმე თვეში. დაავადება ჩვეულებრივ გამოწვეულია მშობიარობის შემდეგ დედასთან კონტაქტით, თუ ის ინფიცირებულია, მაგრამ ეს შეიძლება სხვა წყაროებიდან იყოს, მაგალითად, კონტაქტი სხვა ადამიანებთან, რომელთაც GBS აქვთ.

გვიან დაწყებული დაავადება ასევე სერიოზულია და შეიძლება გამოიწვიოს მენინგიტი. ახალშობილებში მენინგიტის ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენა ძნელია. დაუკავშირდით თქვენი ბავშვის ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ თქვენს ბავშვს აქვს დაავადების ნიშნები ან სიმპტომები, მათ შორის:

-ენერგიის ნაკლებობა
-გაღიზიანება
-ცუდი კვება
-მაღალი ტემპერატურა

ორსულ ქალებს უტარდებათ GBS გამოკვლევა, როგორც პრენატალური რუტინული მოვლის ნაწილი. ეს კეთდება ორსულობის 34-დან 35 კვირამდე. ამ ტესტის დროს ხდება ნაცხის აღება საშოდან და სწორი ნაწლავიდან.

🔸თუ ტესტის შედეგი დადებითია?

თუ შედეგებმა აჩვენა, რომ GBS დადებითია, მშობიარობის დაწყებისთანავე ორსულთა უმეტესობა მიიღებს ანტიბიოტიკებს ინტრავენურად. ეს კეთდება ნაყოფის ინფიცირებისგან დასაცავად. მკურნალობის საუკეთესო დრო არის მშობიარობის პროცესი.
პირველი რიგის პრეპარატი არის ამპიცილინი,
ალერგიის შემთხვევაში გამოიყენება კლინდამიცინი
სათანადო სქემის მიხედვით.
ზოგიერთ შემთხვევაში, ორსულებს ავტომატურად უტარდებათ ანტიბიოტიკოთერაპია მშობიარობის დროს GBS– ზე ტესტირების გარეშე. ანტიბიოტიკების მიღება შესაძლებელია ტესტირების გარეშე, თუ:

-წინა მშობიარობისას ახალშობილს დაუდასტურდა GBS ინფექცია
-ორსულობის ნებისმიერ პერიოდში გაქვთ შარდში GBS ბაქტერია
-GBS სტატუსი უცნობია და მშობიარობის დროს აღინიშნება ცხელება
-GBS სტატუსი უცნობია და მშობიარობა იწყება 37 კვირამდე
-GBS სტატუსი უცნობია და სანაყოფე სითხის დაღვრიდან გასულია 18 საათი
-ამ ორსულობის დროს GBS სტატუსი უცნობია, მაგრამ წინა ორსულობის დროს GBS– ის დადებითი მაჩვენებელი აღინიშნა

🔸რა მოხდება, თუ საკეისრო კვეთის ჩატარებას ვგეგმავ?

ორსულებს, ვისაც უტარდებათ საკეისრო კვეთა, მათთვის არ არის საჭირო ანტიბიოტიკების მიღება GBS– ისთვის.

👉გაიგე მეტი: ექიმი ნათია მელაძე

#სტრეპტოკოკი

🔺 პლაცენტის ნაადრევი აცლა🔸ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლაარის ორსულობის ერთ-ერთი სერიოზული გართულება.ის ვ...
07/07/2021

🔺 პლაცენტის ნაადრევი აცლა

🔸ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა
არის ორსულობის ერთ-ერთი სერიოზული გართულება.
ის ვითარდება, როდესაც პლაცენტა ნაწილობრივ ან სრულად ცილდება საშვილოსნოს კედელს ნაყოფის დაბადებამდე.
როგორც წესი არის უეცარი და საჭიროებს დაუყოვნებლივ დახმარებას.

🔸ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლის
გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია.

🔸რისკ-ფაქტორები:
-თამბაქოს მოხმარება
-კოკაინის მოხმარება
-არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა, პრეეკლამფსია)
-ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მუცლის ტრავმა
-ასაკი >40
-საშვილოსნოს ანომალიები
-საშვილოსნოს სინექიები (შეხორცებები)
-საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა

🔸პლაცენტის აცლის სიმპტომები:
-სისხლდენა საშვილოსნოდან (თუმცა შესაძლებელია სისხლიანი გამონადენი არ აღინიშნოს)
-მუცლის ან წელის ტკივილი
-საშვილოსნოს ძლიერი შეკუმშვები

🔸რა შედეგი დგება პლაცენტის ნაადრევი აცლის დროს:
დედისმხრივი: სისხლის ჭარბი დანაკარგი, დისემინირებული სისხლძარღვშიდა სინდრომის განვითარება, რაც საჭიროებს სისხლის გადასხმას, ჰიპოვოლემიური შოკი, თირკმლის უკმარისობა, იშვიათად ჰისტერექტომიის (საშვილოსნოს ამოღების) საჭიროება (თუ სისხლდენა ვერ შეჩერდება).

🔸ნაყოფისმხრივი: ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობის განვითარება და სიკვდილი,
ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლის დროს საჭირო ხდება სასწრაფო საკეისრო კვეთის ჩატარება.
გართულებები დამოკიდებულია პლაცენტის აცლის ხარისხზე.

🔸პლაცენტის აცლა არის როგორც დედის ავადობის, ასევე ახალშობილთა ავადობის და სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი მიზეზი.

👉გაიგე მეტი: ექიმი ნათია მელაძე

🤰 ორსულობა და ვარჯიშები🔹️ვარჯიშები, რომლებიც დასაშვებია ორსულობის დროს:-დაბალი ზემოქმედების აერობიკა, რომელსაც მიეკუთვნე...
05/07/2021

🤰 ორსულობა და ვარჯიშები

🔹️ვარჯიშები, რომლებიც დასაშვებია ორსულობის დროს:

-დაბალი ზემოქმედების აერობიკა, რომელსაც მიეკუთვნება: ფეხით სიარული, ცეკვა, სტაციონარული ველოსიპედი,
სირბილი (ადრე აქტიურ ქალებში), ცურვა,
-იოგა (მაქსიმალურად უნდა იქნას აცილებული იოგას პოზიციები, რომლებიც იწვევს ვენური სისხლის დაბრუნების შემცირებას და ჰიპოტენზიას)
-პილატესი
-ჩოგბურთი
-ძალისმიერი ვარჯიში ( ჰანტელები, სხეულის მასის ვარჯიშები დიდი კუნთების მონაწილეობით)
- მენჯის კუნთის ვარჯიში (კეგელი).

🔹️თავიდან უნდა იქნას აცილებული შემდეგი ვარჯიშები:

კრივი, ფეხბურთი, კალათბურთი,
თოვლის და წყლის თხილამურები, სერფინგი, მაღალი გამავლობის ველოსიპედი, ტანვარჯიში, ცხენოსნობა, ყვინთვა,"ცხელი იოგა" და "ცხელი პილატესი".

🔹️ორსულმა ქალებმა, რომელთაც სურთ სავარჯიშო პროგრამის დაწყება, უნდა გაითვალისწინონ, რომ თავდაპირველად ექიმის მიერ უნდა შეფასდეს მათი სამედიცინო ისტორია, ამჟამინდელი სამედიცინო მდგომარეობა და მედიკამენტები, ორსულობასთან დაკავშირებული წარსული და ახლანდელი გართულებები და მიმდინარე ვარჯიშის და ფიზიკური აქტივობის დონე.

🔹️ორსულობის დროს ვარჯიშის აბსოლუტური უკუჩვენებები:

-მძიმე ანემია
-გულის დაავადება ჰემოდინამიკური არასტაბილურობით
-ფილტვების რესტრიქციული დაავადებები
-საშვილოსნოს ყელის უკმარისობა და სერკლიაჟი
-საშვილოსნოდან სისხლიანი გამონადენი მეორე ან მესამე ტრიმესტრში
-პლაცენტის წინმდებარეობა 26 კვირის ორსულობის შემდეგ
-ნაადრევი მშობიარობა მიმდინარე ორსულობის დროს
-დარღვეული სანაყოფე გარსები
-პრეეკლამფსია ან ორსულობით გამოწვეული ჰიპერტენზია

🔹️ორსულობის დროს ვარჯიშის შედარებითი უკუჩვენებები:

-ანემია
-BMI

Address

Tbilisi
0159

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ექიმი ნათია მელაძე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ექიმი ნათია მელაძე:

Share