28/10/2025
ავერსი-ფარმას ტრენინგების ციკლის ფარგლებში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რგოლთან, საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებთან 18 და 19 ოქტომბერს ჩატარდა გასვლითი ტრენინგი
📍ბორჯომში, სასტუმრო CROWNE PLAZA- ში თემაზე:" ეფექტური დისტანციური მომსახურება’’
🎯 ტრენინგის მთავარი მიზანი იყო
🔹 დისტანციური მომსახურების უნარების გაძლიერება თანამშრომლებისთვის
🔹 ეფექტური მომსახურების პროცესის წარმართვისათვის ადამიანების ქცევის გაგება და ემოციების ამოცნობა
🔹შეკითხვების დასმის ტექნიკები
🔹ეფექტური კომუნიკაცია
🤝 ტრენინგის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:
🔸მომხმარებელთან დეტალებზე ორიენტირებული ურთიერთობის მართვას
ტრენინგს უძღვებოდა: ბიზნეს კონსულტანტი; HR; კარიერული კონსულტანტი; ქოუჩი; ტრენერი; საქართველოს გეშტალტ თერაპიის II კურსის სტუდენტი; კომპანია QBQ -ს დამფუძნებელი /silent- მაკა მჟავანაძე
მაკა, გვიზიარებს დისტანციური ცენტრის თანამშრომლებთან მუშაობის შთაბეჭდილებებს:
‘’პირველად მომიწია ავერსის გუნდთან მუშაობა და ვთვლი, რომ ეს იყო საუკეთესო სამუშაო სივრცე რომელიც იქმნება მხოლოდ მაშინ, როდესაც კომპანიას აქვს უწყვეტი განვითარების სისტემა თანამშრომელთათვის.
დამხვდა გუნდი , ღია , მიმღები, მზა განვითარებისთვის ნებისმიერი სიახლისთვის.
ეს არის დიდი შრომის და სწორი კორპორატიული კულტურის შედეგი. წარმატებები მათ ულევი!"
🤝 სრულ გუნდს ვუსურვებთ ახალი შედეგიანობით ეფექტურ კომუნიკაციას!!