ჩვენ წარმოვადგენთ საერთაშორისო კომპანიას, რომელიც მრავალი წელია სხვა და სხვა ქვეყნის მაშტაბით წარმატებით ანხორციელებს იმ საქმიანობას, რომელიც ასე მნიშვნელოვანია უამრავი ადამიანისთვის, ვისაც ამა თუ იმ მიზეზის გამო არ მიეცათ საშუალება თავად, ბუნებრივი განაყოფიერების გზით, გამხდარიყვნენ მშობლები და აეხდინათ მრავალი წლის ოცნება - ყოლოდათ შვილი.
ასეთ ადამიანებს, ვინც დიდი გზა განვლო და საწადელ შედეგს მაინც ვერ მიაღწია, კომპანია სთავაზობს სუროგაციას, როგორც გამოსავალს და ასევე, მეორე მხრივ, სთავაზობს მართლაც ღირსეულ ანაზღაურებას იმ ქალბატონებს, რომლებიც თანახმა იქნებიან, გახდნენ სუროგატი დედები და უსაზღვრო სიხარული აჩუქონ იმედგადაწურულ წყვილებს.
სუროგაციის პროცესში ჩართული სუროგატი დედების როლი უმნიშვნელოვანესია პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის და კომპანია განსაკუთრებულად აფასებს და ზრუნავს მის პროგრამებში მონაწილე სუროგატებზე. სუროგატი ქალისა და იმ ბავშვის ჯანმრთელობა, რომელსაც ის მუცლით ატარებს არის უპირველესი პრიორიტეტი, შესაბამისად, კომპანია თავის სუროგატებს სთავაზობს, საუკეთესო პროფესიონალი ექიმების მომსახურებას, ძლიერი და მზრუნველი გუნდის თანადგომას და საუკეთესო ანაზღაურებას. ჩვენთან უკეთესია.