თბილისის თავისუფალი სკოლა - ბანაკი . Tbilisi Free School - Camp

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის თავისუფალი სკოლა - ბანაკი . Tbilisi Free School - Camp

თბილისის თავისუფალი სკოლა - ბანაკი . Tbilisi Free School - Camp Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from თბილისის თავისუფალი სკოლა - ბანაკი . Tbilisi Free School - Camp, Child Development, აღმაშენებლის ხეივანი 240, თბილისი, საქართველო, Tbilisi.

ბანაკური ფერადი დღეები🥰
24/06/2025

ბანაკური ფერადი დღეები🥰

18/06/2025

💃 ვიდეო კადრები ჩვენი ტრადიციული მხიარული საღამოებიდან🕺✨️

😋💛
17/06/2025

😋💛

02/04/2025

🥳 თბილისის თავისუფალი სკოლის ბანაკი წელს არა მხოლოდ მთაში, არამედ ზღვაზეც გიმასპინძლებთ ⛰️🌅

☀️ თუ გსურთ, თქვენს შვილს (ან შვილებს) ზაფხულის დღეები დღესასწაულად უქციოთ, მაშინ ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა 🎉

🏫 ჩვენი გუნდი მზად არის თქვენს შვილებს შეუქმნას ჯანსაღი გარემო, რომელიც დატვირთული იქნება მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და სახალისო აქტივობებით, რაც მათ დაეხმარება ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ და კრიტიკულად მოაზროვნე ლიდერებად🤩

🎯 ჩვენი მიზანია, მთელი პროცესი ბავშვებისთვის უსაზღვროდ სასიამოვნო და შთამბეჭდავი გავხადოთ. აქედან გამომდინარე, თბილისის თავისუფალი სკოლა გთავაზობთ ზაფხულის ბანაკის ორ ნაკადს ბაკურიანში, ხოლო ერთ ნაკადს ზღვაზე, კურორტ შეკვეთილში 🎊

📍 ბაკურიანში, ტრადიციისამებრ, გთავაზობთ სასტუმრო - ,,ვილა ამირანის პარკს’’ (https://www.facebook.com/bakuriani-villaamiranis-parki-145662832206004/)
📍 გურიაში, კურორტ შეკვეთილში, სასტუმრო ,,კოლხს’’ (https://www.facebook.com/KolkhiShekvetili)

🟡 I ნაკადი 14-20 ივნისი ბაკურიანი
🟡 II ნაკადი 20-26 ივნისი ბაკურიანი
🟡 III ნაკადი 8-14 ივლისი შეკვეთილი

👉 პირველი ნაკადი განკუთვნილია I - V კლასის მოსწავლეებისთვის, მეორე ნაკადი V - XI კლასის მოსწავლეებისთვის, ხოლო მესამე ნაკადში, ზღვაზე, წამოსვლის შესაძლებლობა ექნებათ III-XI კლასის მოსწავლეებს.

📢 სურვილის შემთხვევაში, ერთ მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს როგორც ბაკურიანის, ასევე შეკვეთილის საზაფხულო ბანაკში.

🏫 მოსწავლეებზე იზრუნებს თბილისის თავისუფალი სკოლის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

📌 დამატებითი დეტალებისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/kiv8SdyQkXZm5kv49

📲ან დაგვიკავშირდით ნომერზე - 598993399

13/12/2024

🎉 თბილისის თავისუფალი სკოლა ტრადიციისამებრ გთავაზობთ ზამთრის ბანაკს, რომელიც გაიმართება 28 თებერვლიდან 6 მარტამდე პერიოდში, სასტუმრო - ,,ვილა ამირანის პარკში’’ (https://www.facebook.com/bakuriani-villaamiranis-parki-145662832206004/) ☃️

🤩 ბანაკი განკუთვნილია I-XI კლასის ნებისმიერი მოსწავლისთვის.

🏂 მონაწილეები გადანაწილდებიან ჯგუფებად და ბაკურიანში გაატარებენ 7 დაუვიწყარ და თავგადასავლებით სავსე დღეს.

🫶 ბავშვებზე იზრუნებენ თბილისის თავისუფალი სკოლის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

🟡 ჩვენი მრავალფეროვანი პროგრამა მოიცავს:

🤾 სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებს
⛷️ თხილამურებით სრიალს
🙋 მხიარულ ვიქტორინებს
📚 ინტელექტუალურ თამაშებს
🍽️ სამზარეულოს აქტივობებს
🎨 არტი და კრაფტს
🎶 მუსიკალურ და რიტმულ აქტივობებს
🧶 ქსოვას ძაფებით, ბისერებით
🎞️ ფილმის ჩვენებასა და განხილვას
📱 ტიკ-ტოკ ,,ჩელენჯს’’
🪩 ,,ნეონ ფართის“

🤗 გაითვალისწინეთ, რომ ბანაკის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

📢 დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://forms.gle/6GcuE5ebgfFtKU9x5

📍 კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
📲 598 99 00 33
📩 camp@free.edu.ge

15/11/2024

💻 თბილისის თავისუფალი სკოლის STEM ბანაკში ძალიან საინტერესო პროექტები შევქმენით 🎉

პირველი დღის განწყობა და ემოციები 🎉
15/11/2024

პირველი დღის განწყობა და ემოციები 🎉

14/11/2024

ჩვენი თავგადასავალი დაიწყო🥳💛

29/10/2024

🍂 თუ გსურთ თქვენმა შვილმა საშემოდგომო არდადაგები პროდუქტიულად გაატაროს, თბილისის თავისუფალი სკოლა გთავაზობთ STEM ბანაკს, რომელიც ჩატარდება 14-დან 17 ნოემბრამდე ცემში, სასტუმრო ,,განთიადში“ ( სასტუმრო იხ. ბმულზე - https://www.facebook.com/TsemiGantiadi?locale=ka_GE) 🥳

🟡 ბანაკი განკუთვნილია III-XI კლასის მოსწავლეებისთვის.

🫶 მონაწილეებზე იზრუნებენ თბილისის თავისუფალი სკოლის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ხოლო პროექტებზე მოსწავლეებთან ერთად იმუშავებენ ჩვენი სკოლის STEM ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდის წევრები 🖥️

🟡 მონაწილეები დაიყოფიან ჯგუფებად და ბანაკში გაატარებენ 4 დღეს.

🧑‍🏫 ბანაკში ყოველდღე გვეყოლება მოწვეული სტუმარი, რომელიც STEM-ის მიმართულებით ჩაატარებს შეხვედრებს.

📢 დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://forms.gle/3vzn14qABCJydzMQ7

📍 კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

📲 596 99 33 00
📩 camp@free.edu.ge

26/06/2024

დღეს ვიგებთ! 🇬🇪🎉

ბანაკში სახალისო ექსპერიმენტებსაც ვატარებთ 🔬 🥳ჩვენი ბანაკის მონაწილეები დიდი ინტერესითა და ხალისით ატარებენ ცდებს🧪
26/06/2024

ბანაკში სახალისო ექსპერიმენტებსაც ვატარებთ 🔬 🥳

ჩვენი ბანაკის მონაწილეები დიდი ინტერესითა და ხალისით ატარებენ ცდებს🧪

პირველი ნაკადის საზეიმო დახურვა 🎉🎊🪩
22/06/2024

პირველი ნაკადის საზეიმო დახურვა 🎉🎊🪩

Address

აღმაშენებლის ხეივანი 240, თბილისი, საქართველო
Tbilisi

Telephone

+995599342662

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის თავისუფალი სკოლა - ბანაკი . Tbilisi Free School - Camp posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to თბილისის თავისუფალი სკოლა - ბანაკი . Tbilisi Free School - Camp:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram