04/08/2025
☀️ზაფხული ყველასთვის დასვენების, მოგზაურობისა და მზით ტკბობის დროა…
ასეთ პერიოდში კი ხდება სისხლის მარაგების მნიშვნელოვნად შემცირება. სწორედ ამიტომ ისევ და ისევ მოგიწოდებთ დონაციისკენ და გიზიარებთ რეკომენდაციებს 🌞🩸
✔️დალიეთ ბევრი წყალი 💧
დონაციამდე რამდენიმე საათით ადრე დალიეთ მინიმუმ 2 ჭიქა წყალი. სიცხეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიდრატაცია.
✔️მიიღეთ მსუბუქი და ჯანსაღი საკვები 🍎
მიირთვით ხილით, ბოსტნეულით და ცილებით გამდიდრებული საუზმე ან ლანჩი.
✔️მოერიდეთ ყავასა და ალკოჰოლს ☕🍷
ამან შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოვანება — შეცვალეთ წყლით ან ახლადდაწურული წვენით.
✔️ჩაიცვით ჰაეროვანი, გრილი ტანსაცმელი. 👕
თავი მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. 👒☂️🧢
✔️დონაციის შემდგომ დაისვენეთ და ისევ მიიღეთ წყალი ან გამაგრილებელი სასმელი. 🪑💦
ეს სწრაფად მოგიტანთ შვებას და თავიდან აგაცილებთ თავბრუსხვევას.
✔️მოერიდეთ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას 24 საათის განმავლობაში. 🏋️♂️❌
გისურვებთ ჯანმრთელობას ☀️