25/01/2024
🤷♂️რა უნდა ვიციდეთ კბილების ქიმიური (საოფისე გათეთრების )შესახებ❓.
🗣️1) კბილების გათეთრება ტექნიკურად მარტივი პროცედურაა და 45-60 წუთი გრძელდება. მაგრამ მანამდე სტომატოლოგი ატარებს კბილების პროფესიულ წმენდას და პოლირებას, ნადებისა და ლაქების მოსაშორებლად. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გამათეთრებელი გელის აპლიკაცია კბილებზე და დანათება სპეციალური შუქდიოდური ნათურით, რაც 3-4 ჯერ მეორდება იმის მიხედვით, თუ რამდენი ტონით გვსურს გათეთრება. თითოეული აპლიკაცია 15 წუთი გრძელდება.
🗣️2) რამდენად უსაფრთხოა ეს პროცესი?
👉არაპროფესიონალური, სახლის პირობებში გამოსაყენებელი სისტემებისგან განსხვავებით LED ნათურის კბილების გათეთრება უსაფრთხო კოსმეტიკური სტომატოლოგიური პროცედურაა.
🗣️3) რამდენ ხანს გრძელდება ეფექტი?
👉ეს დამოკიდებულია თქვენი ცხოვრების წესზე, დიეტაზე და კვების თავისებურებაზე. გათეთრების ეფექტის შენარჩუნება შესაძლებელია 1-2 წლის განმავლობაში, მაგრამ პიგმენტების შემცველი საკვებისა და სასმელის ხშირი გამოყენება ამ ვადას შეამცირებს. შესაბამისად, ამ პროცესის კონტროლის ბერკეტი თქვენს ხელშია.
🗣️4) შეიძლება თუ არა ყველამ ჩაიტაროს კბილების გათეთრების პროცედურა?
👉პრაქტიკულად ყველამ. უკუჩვენებას წარმოადგენს ალერგიული რეაქცია გამათეთრებელი გელის კომპონენტენზე (პეროქსიდი). ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებულია პროცედურის გადავადება.❤️