28/05/2026
„ექიმმა და უკვე ჩემმა მეგობარმა, პატარა, ლურჯი აპარატი მომარგო და მითხრა, რომ ნამდვილ სუპერგმირს ვგავდი (სარკეში კარგად არ ჩანდა, მაგრამ დავუჯერე). რამდენიმე წუთი ყველაფერი უცნაურად ჟღერდა ... შემდეგ თითქოს გარემო ჩურჩულიდან ხმაურიან მულტფილმად გადაიქცა.
უცებ გავიგე, როგორ ტიკტიკებდა საათი, როგორი გახარებული ესაუბრებოდა დედა ექიმებს და ვიგრძენი, როგორი გაოცებული სახე მქონდა მე.
შემდეგ იყო ფოთლების შრიალი და ქუჩაში გამვლელების უცნაურად ხმამაღალი დიალოგები (როგორც შემდეგ ამიხსნეს, ქუჩაში ყველა ასე საუბრობს).
სახლში რომ დავბრუნდი, ჩემი საყვარელი მულტფილმი ჩავრთე და თავიდან დავიწყე ყურება. ამჯერად, სიტყვები აღარ იმალებოდნენ. ყველა ხმა თავის ადგილზე იყო, მათ შორის ჩემი საყვარელი პერსონაჟების სასაცილო კამათი.
მალე მივხვდი, რომ სმენის აპარატი უბრალოდ მოწყობილობა არ არის.
ის პატარა სუპერძალაა, რომელმაც სამყაროს ხმები თავიდან გამაცნო. ”
🤎 ბუმბოს პირველი სმენის აპარატი. ტექსტის ავტორი - ბუმბო
598 44 12 18 – Phone / WhatsApp / Viber / Messenger
📩 info@hearinghouse.com.ge