Dr. Irakli Beradze

Dr. Irakli Beradze რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი

18/07/2024

ნორმაა ტკივილი მენსტრუაციის დროს?

19/06/2024

ნორმაა ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს?

,, ჩემპიონები იბრძვიან ბოლომდე საქართველოს ჯანმრთელობისა და გამრავლებისთვის“     ქალთა პოპულაციის ყველაზე ხშირ პრობლემას...
31/05/2023

,, ჩემპიონები იბრძვიან ბოლომდე საქართველოს ჯანმრთელობისა და გამრავლებისთვის“

ქალთა პოპულაციის ყველაზე ხშირ პრობლემას წარმოდგენს საშოდან გამონადენის არსებობა, ე.წ.
,,თეთრად შლა“ და რომლის გამოც მათ ხშირად უწევთ გინეკოლოგთან სიარული, ანალიზების ჩაბარება, მედიკამენტების მიღება და, სამწუხაროდ, პრობლემა ისევ იჩენს თავს ანუ მკურნალობა ,,დროებითია".
პერიოდულ და ,,მუდმივ“ მკურნალობას იტარებენ პაციენტები, რომელთაც აწუხებთ ჭარბი ლორწოვანი გამონადენი და დისკომფორტი სქესობრივი ურთიერთობის დროს.

დისკომფორტის ანუ ე.წ ,,ვაგინიზმის“ გამო პირველ რიგში სექსოპათოლოგთან ვიზიტი არ ღირს, ვინაიდან გამოსარიცხია საშვილოსნოს ყელის დაზიანება ექტოპიის, ექტროპიონის ან საშოს და პერივულარული კონდილომების სახით.

არ არის მართებული ოპერაციული მკურნალობით დაწყება პაციენტების, რომელთაც აღენიშნებათ: საკვერცხეების კისტები, პოლიპები, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და ა.შ. ყველა შემთხვევაში აუცილებელია მიზეზის დადგენა და მკურნალობა, ოპერაცია მკურნალობის ბოლო ეტაპია, როდესაც პაციენტი ,,არ ექვემდებარება“ სწორად დასმული დიაგნოზის ადექვატურ მკურნალობას. მიზეზის აღმოფხვრით მივიღებთ მყარ შედეგს და აირიდებთ ოპერაციულ ჩარევებს და შესაძლო რეციდივებსაც, რადგან თუ მიზეზი ისევ არსებობს, ხშირად მოგიწევთ განმეორებითი ოპერაცია.

არ არის საჭირო უამრავი არასაჭირო კვლევების და მედიკამენტების მიღება, დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია მხოლოდ კონკრეტული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება პაციენტის კონკრეტული ჩივილების შესაბამისად და უნდა დაინიშნოს 1 ან 2 მედიკამენტი ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

მნიშვნელოვანია პეციენტის ინფორმირებულობა დიაგნოზის და მკურნალობის შესახებ, ყველა შეკითხვას უნდა გაეცეს პასუხი. რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით მნიშვნელოანია ყველა პაციენტმა სწორი ინფორმაცია მიიღოს შესაძლო გართულების, გვერდითი მოვლენების, შედარებითი ანალიზის, მკურნალობის ტაქტიკის და პრევენციის შესახებ.

ჩვენ გვაქვს წარმატებული მკურნალობის ფორმულა. სწორი დიაგნოსტიკით, ადექვატური მკურნალობით და პრევენციით შევამციროთ ინფექციური, ჰორმონული, რეპროდუქციული, ონკოლოგიური დაავადებების სიხშირე.-

23/02/2022

რა არის პაპილმა ვირუსი, კოლპოსკოპია, კრიოდესტრუქცია, PAPტესტი, HPV გენოტიპირება?

🦠 კოვიდპანდემია და ქალის რეპროდუქციული ორგანოები👩‍  დღევანდელ დღეს უცნობია, თუ როგორ მოქმედებს კორონა ვირუსი ქალის რეპრო...
02/11/2021

🦠 კოვიდპანდემია და ქალის რეპროდუქციული ორგანოები
👩‍ დღევანდელ დღეს უცნობია, თუ როგორ მოქმედებს კორონა ვირუსი ქალის რეპროდუქციულ ორგანოებზე. ◎კორონა ვირუსი განსხვავებულად მოქმედებს გონადოტროპულ ჰორმონებზე თავისებურად. ზოგ შემთხვევაში თრგუნავს ან ასტიმულირებს საკვერცხეების ჰორმონებს.
◎მენსტრუალური ციკლის დღეებში ჩატარებული ვაქცინაცია არ წარმოადგენს უკუჩვენებას, თუმცა დაკვირვებების შედეგად და პაციენტთა ამ მიზეზით მომართვიანობის გამო, ერთ შემთხვევაში მენსტრუაციის გახანგრძლივებას და სისხლდენას იწვევს, მეორე შემთხვევაში მენსტრუაციის შეწყვეტას. ◎ვინაიდან უცნობია დღევანდელ დღეს თუ რა მექანიზმი განაპირობებს ვაქცინაციის ასეთ უცნაურ ქცევას, გირჩევთ ჩაიტაროთ ვაქცინაცია მენსტრუაციის დღეების არქონისას (კრიტიკული დღეების გარდა).
👨‍⚕️ ექიმი-გინეკოლოგი ირაკლი ბერაძე

Address

ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა 39 ა
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dr. Irakli Beradze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram