ფსიქოლოგი ნატალია გოგიტაშვილი • Psychologist Natalia Gogitashvili

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ფსიქოლოგი ნატალია გოგიტაშვილი • Psychologist Natalia Gogitashvili

ფსიქოლოგი ნატალია გოგიტაშვილი • Psychologist Natalia Gogitashvili ფსიქოკონსულტაცია;

ფსიქოთერაპია;

ბავშვები, მოზარდები, ზრდასრულები;

კერძო პრაქტიკა 2005 წლიდან;

ჩემი მუშაობის მეთოდი ეფუძნება ეკლეკტიკურ მიდგომას. ეს არის კლიენტზე ორიენტირებული, ინდივიდუალურად შერჩეული მიდგომა, სადაც კლიენტის პიროვნული თავისებურებების და შესაძლებლობების გათვალისწინებით გაერთიანებულია სხვადასხვა თერაპიული მიმართულებების ელემენტები. ესენია:

არტთერაპია: იზოთერაპია, ზღაპართერაპია, ქვიშათერაპია, მეტაფორული ბარათები, ბიბლიოთერაპია, მანდალათერაპია, მუსიკათერაპია, თიხათერაპია, კოლაჟირება, ფოტოთერაპია, კინოთერაპია, დრამათერაპია, თამაშითთერაპია.

ბავშვთა და ოჯახის თერაპია გეშტალტ მიდგომით;

მოკლევადიანი თერაპია.

მილტონ ერიკსონის ჰიპნოზი და ფსიქოთერაპია;

ტრანზაქციული ანალიზი;

რაციონალურ-ემოციური თერაპია;

მითოდრამა;

ნლპ;

ქოუჩინგი;

კოგნიტურ-ქცევითი თერაპია;

19/09/2024

მოგესალმებით მეგობრებო!❤️

არტ-თერაპია არ არის უბრალოდ ხელოვნება, ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, ეკოლოგიურად და რბილად გაიცნო საკუთარი გაუცნობიერებელი: განცდები, სურვილები, ფიქრები.

💥თუ გრძნობთ, რომ ცვლილებების დრო მოვიდა. გინდათ გაუმკლავდეთ სტრესს და აიმაღლოთ გუნება - განწყობილება, დაძლიოთ შიში და მოიპოვოთ სიმშვიდე, მაშინ ჩვენ გთავაზობთ ტრენინ-კურსებს არტ-თერაპიის შემდეგი მიმართულებებით, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი:

🟣 არტთერაპიის საბაზისო კურსი ზრდასრულებთან სამუშაოდ;
🟣 მეტაფორული ბარათების ინტეგრირებული კურსი ზრდასრულებთან სამუშაოდ;
🟣 ბავშვთა არტთერაპია - სასკოლო და მოზარდობის ასაკი;

ტექნიკური საკითხები:
✅არჩეული კურსი ჩატარდება კვირაში ერთხელ 2,5-3 საათის განმავლობაში ZOOM პლატფორმაზე;
✅დაიწყება 19:30 საათზე; შუალედში იქნება 10-15 წუთიანი შესვენება;
✅ტრენინგზე თქვენ გაეცნობით თეორიულ მასალას;
✅დასვავთ კითხვებს;
✅მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებას პირველივე ვებინარიდან;
✅გამოცდით სავარჯიშოების თერაპიულ შედეგს საკუთარ თავზე;
✅ვებინარის შემდეგ 24 საათში მიიღებთ: ვიდეო და PDF პრეზენტაციის მასალას;
✅ონლაინ სერტიფიკატებს ქართულ და ინგლისურ ენებზე;

🪐შემოგვიერთდით ამ დაუვიწყარ მოგზაურობაში საკუთარ არაცნობიერში! დავიწყოთ თქვენი პოტენციალის განვითარება ერთად!
დაინტერესებულმა პირებმა დაგვიტოვეთ კომენტარი ან დაგვიკავშირდით: 571350036
#არტთერაპია #ფსიქოლოგია #პიროვნულიზრდა

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1f60uV9ap_Q0ZTxJGbAGbT-AuNQTD5o9Pqca9qVQM11U/edit

ფსიქოკონსულტაცია;

ფსიქოთერაპია;

ბავშვები, მოზარდები, ზრდასრულები;

კერძო პრაქტიკა 2005 წლიდან;

🌎2 ივლისს, თანამედროვე ფსიქოანალიზის ლეგენდამ და ფსიქოთერაპიის მსოფლიო ვარსკვლავმა, პროფესორმა ნენსი მაკვილიამსმა ჩაატარ...
08/07/2024

🌎2 ივლისს, თანამედროვე ფსიქოანალიზის ლეგენდამ და ფსიქოთერაპიის მსოფლიო ვარსკვლავმა, პროფესორმა ნენსი მაკვილიამსმა ჩაატარა საქართველოსთვის საინტერესო და სასარგებლო მასტერ-კლასი "პიროვნული განსხვავებები და მათი გავლენა ფსიქოთერაპიაზე".

💥ნენსი მაკვილიამსის მიერ შემოთავაზებული ტიპოლოგია-ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ფსიქოლოგებსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სხვა სპეციალისტებს უკეთ გაიგონ და იმუშავონ სხვადასხვა პიროვნების ტიპებთან. მან გამოყო 8 ტიპი, სადაც თითოეულს აქვს თავისი ინდივიდუალური მახასიათებელი და მოთხოვნილება.

დაუვიწყარი ონლაინ შეხვედრა მსოფლიო ლეგენდასთან - რობერტ დილტსთან. ვებინარზე გაგვიზიარა თავისი ცნობილი ინსტრუმენტი სახელწ...
02/05/2024

დაუვიწყარი ონლაინ შეხვედრა მსოფლიო ლეგენდასთან - რობერტ დილტსთან. ვებინარზე გაგვიზიარა თავისი ცნობილი ინსტრუმენტი სახელწოდებით "ენის ფოკუსები" ("Sleight of Mouth").

"ენის ფოკუსები" ("Sleight of Mouth") - არის რწმენა-წარმოდგენების შეცვლის უნივერსალური მოდელი. ის ეფექტურად გამოიყენება სხვადასხვა მიმართულებით:

• თვითგანვითარება და მოტივაცია. გამოიყენება მიზნის დასხვა-რეალიზებისთვის, თავდაჯერებულობისა და მოტივაციის ამაღლებისათვის.

• ლიდერობა და მართვა. გამოიყენება ლიდერული უნარების განვითარებისთვის, გუნდის შეჭიდულობის გასაძლიერებლად და ერთობლივი წარმატების მისაღწევად.

• კომუნიკაცია. ხელს უწყობს დამაჯერებლობის ზრდას კომუნიკაციის და პრეზენტაციების დროს.

• კონფლიქტის მართვა. ხელს უწყობს კონფლიქტის მართვასა და ურთიერთგაგების ატმოსფეროს შექმნაში.

• ⁠პრობლემის გადაჭრა. გამოიყენება პრობლემის და სხვადასხვა ამოცანების ეფექტურად გადაჭრაში რწმენა-წარმოდგენების ტრანსფორმაციის გზით.

• სწავლა და ქოუჩინგი. გამოიყენება სასწავლო პროცესში სხვადასხვა ქოუჩინგური უნარების განვითარებისათვის.

• თერაპია და პიროვნული ზრდა. გამოიყენება ნეგატიურ, ხელის შემშლელ წარმოდგენებთან სამუშაოდ შინაგანი ბალანსის აღსადგენად და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის.

კარგად დაფიქრდით ვის ირჩევთ ცხოვრების მეგზურად, მიუდეგით ამ საკითხს გონივრულად და აუჩქარებლად, რადგან სწორედ ეს გადაწყვე...
17/01/2023

კარგად დაფიქრდით ვის ირჩევთ ცხოვრების მეგზურად, მიუდეგით ამ საკითხს გონივრულად და აუჩქარებლად, რადგან სწორედ ეს გადაწყვეტილება განსაზღვრავს შემდგომში თქვენი ცხოვრების ხარისხს, ბედნიერებასა და წარმატებას.

პარტნიორი იქნება თქვენი პირველი მხარდამჭერი. ეს არის ადამიანი, კავშირი რომელთანაც იმდენად გაძლიერებთ, რომ შეგიძლიათ აისრულოთ ოცნებები, სურვილები, მიხვიდეთ დასახულ მიზნებთან, გახდეთ წარმატებული, გაუმკლავდეთ ყველა გამოწვევას და უბრალოდ იყოთ ბედნიერი მის გვერდით.

ურთიერთგაგება, საერთო ფასეულობები, ინტერესები, იუმორის გრძნობა, ფიზიკური ქიმია და ლტოლვა, მზურვნელობა, ყურადღება და თქვენი საჭიროებების გათვალისწინება - ეს თვისებები ეძებეთ მასში.

ჩვენ ერთხელ მოვდივართ ამ სამყაროში და ვისმახურებთ ყველაფერ საუკეთესოს, რასაც საკუთარი თავისთვის გავიმეტებთ და დავუშვებთ.

იზრუნეთ თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ისიც იზრუნებს თქვენზე!💛ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს გილოცავთ!
10/10/2022

იზრუნეთ თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ისიც იზრუნებს თქვენზე!💛

ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს გილოცავთ!

❗️❗️❗️ საგანგაშო ამბავია მეგობრებო! ძალიან მომრავლებულია ინტერნეტ პედოფილია თუ ინტერნეტ სექსუალური დავაზუსტებდი ჰომოსექს...
01/10/2022

❗️❗️❗️ საგანგაშო ამბავია მეგობრებო! ძალიან მომრავლებულია ინტერნეტ პედოფილია თუ ინტერნეტ სექსუალური დავაზუსტებდი ჰომოსექსუალური შინაარსების პროპაგანდა.
ყველა ქეისი რასთანაც შეხება მქონია ეხება ინგლისური ენის მცოდნე ბავშვებს.

📲 ყველა ქეისში კომუნიკაციის ადგილი იყო თამაში. ზოგადი თამაშიდან - public game (აქ მოთამაშე არ ირჩევს ვისთან ითამაშებს, რანდომულად ხვდება მოთამაშე) გადადიან private game სივრცეში ( აქ შესაძლებელია იმ მოთამაშეების დამატება ვისთანაც სურს თამაში ბავშვს ან მას მიიწვევენ).

👤დარეგისტრირებული პირი შესაძლოა იყოს ზრდასრულის ექაუნთით ან მითითებული ჰქონდეს ბავშვის ასაკი (12,13 და სხვ.)

🖥 ამ სივრცეში-private game იწყებენ პირადული კითხვების დასმას და პერსონალური ინფორმაციის მოძიებას: რა არის მისი ნამდვილი სახელი? ასაკი? ქვეყანა, მისამართი? ვისთან ერთად ცხოვრობს? რა უყვარს? ვინები უყვარს- სახელები? როგორ გრძნობს თავს სახლში? რომელ სკოლაში სწავლობს? პარალელურად აგრძელებენ "მეგობრულ" თამაშს.

❌ამის შემდეგ იწყება საუბრები სექსუალურ ინტერესებზე, აწვდიან ინფორმაციას, შემდეგ არიგებენ, რომ თუ მისი მეგობარია სკოლაში თქვას რომ გეია.
არის ქეისები, რომელიც აქ მთავრდება იმიტომ რომ ბავშვმა დაბლოკა ეს მოთამაშე.
არის ქეისები, სადაც შემდეგ ეტაპზე გადადიან - სექსულური შინაარსის ინფორმაციის მიწოდება, ვიდეო ლინკების გაზიარება, ინტიმური ფოტო სურათების გაგზავნის თხოვნა, რასაც მოყვება მანიპულირება ბავშვებით და შანტაჟი.

🌎 ეს ხდება ყველგან. საქართველოში, ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში და ა.შ.

✅ესაუბრეთ ბავშვებს არსებულ საფრთხეებზე. გაუზიარეთ მსგავსი მაგალითები და აუხსენით რომ როდესაც სრულიად უცხო ადამიანი იწყებს პერსონალური კითხვების დასმას აუცილებლად გაგიზიარონ თქვენ და დაბლოკონ ეს პირი, რათა თავიდან აირიდონ საფრთხე.

თქვენი, როგორც მშობლების ამოცანაა, რომ ბავშვი გენდობოდეთ და ეიმედებოდეთ ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი და არა ეშინოდეს, რომ მშობელი მას დაადანაშაულებს, დასჯის ან გაუბრაზდება.

ინტერნეტში შემხვდა ფრაზა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: " ჩვენ ყველანი ვცოცხლობთ იმედით, რომ რაღაც უფრო დიდებული მოხდება...
17/08/2022

ინტერნეტში შემხვდა ფრაზა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: " ჩვენ ყველანი ვცოცხლობთ იმედით, რომ რაღაც უფრო დიდებული მოხდება"...

დიახ, ჩვენ ყველას გვინდა, რომ დიდებული ამბები გადახვდეს თავს. მაგრამ, თუ მოვინდომებთ და ირგვლივ მიმოვიხედავთ აუცილებლად აღმოვაჩენთ ერთ ადამიანს მაინც, ვისთვისაც დიდებული მოვლენის ავტორი შეგვიძლია გავხდეთ.💛

როგორ შევქმნათ ბედნიერება ნამსხვრევებისგან?იაპონიაში არსებობს კერამიკული ნაკეთობების რესტავრაციის ხელოვნება - კინცუგი, რ...
17/08/2022

როგორ შევქმნათ ბედნიერება ნამსხვრევებისგან?

იაპონიაში არსებობს კერამიკული ნაკეთობების რესტავრაციის ხელოვნება - კინცუგი, რომელიც გულისხმობს ნამსხვრევების შეწებებას ლაქის (რომელიც მიიღება ხე ურუსისგან) და ოქროს ფხვნილის მეშვეობით. ისინი ნატეხს აღიქვავენ, როგორც ნივთის ისტორიის უნიკალურ ელემენტს, რომელსაც ალამაზებენ ოქროთი რესტავრაციის შედეგად.

გაიხსენეთ, როდესაც თავს ცუდად გრძნობთ - დაშლილად, განადგურებულად, თითქოს ყველაფერი დამთავრდა.
კინცუგის ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ თითოეული ნატეხი, ბზარი ეს არის ობიექტის ისტორიის განუყოფელი ნაწილი და ამიტომ ის, რაც დარჩა არ იმსახურებს დავიწყებას, მიტოვებას, შენიღბვას. კინცუგი გვასწავლის სწორად აღვიქვათ წარუმატებლობა, შეცდომები და დავინახოთ მათი სილამაზე ახალ რაკურსში.
ჩვენ გვესმის, რომ გატეხილი ნივთი მეტაფორაა. ნამსხვრევების მეშვეობით შექმნა ახალი და უფრო მშვენიერი ნივთი - ეს არის ადამიანის უნარი, იპოვო რესურსი, სიძლიერე და უპირატესობა იქ, სადაც მისი არსებობა წარმოუდგენელი იყო.

ასე ხდება ცხოვრებაში და ურთიერთობებშიც. ვისაც ეყოფა გამბედაობა გადააბიჯოს შიშს და სტერეოტიპებს, თუ როგორ უნდა ყოფილიყო მის წარმოდგენაში ყველაფერი, შეუძლია დატკბეს ახალი და უფრო მშვენიერი ცხოვრებით, რომელსაც თვითონ, საკუთარი ხელებით ქმნის.💛

ცხოვრების ტრადეგია არ არის იმაში, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, არამედ იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან დიდ ხანს ველოდებით, რომ დ...
17/08/2022

ცხოვრების ტრადეგია არ არის იმაში, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, არამედ იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან დიდ ხანს ველოდებით, რომ დავიწყოთ.🌝

შენი ცხოვრება შენ გეკუთვნის და შენ გაქვს უფლება ის ისეთად აქციო, როგორიც შენ გინდა რომ იყოს!💛

როდესაც ყვავილი არ ყვავილობს, ჩვენ ვცვლით გარემოს, რომელშიც ყვავილი იზრდება და არა ყვავილს.💛 ბავშვებზე, მოზარდებზე მომარ...
16/08/2022

როდესაც ყვავილი არ ყვავილობს, ჩვენ ვცვლით გარემოს, რომელშიც ყვავილი იზრდება და არა ყვავილს.💛

ბავშვებზე, მოზარდებზე მომართვისას მშობლების 90% მტკიცედ დარწმუნებულია, რომ ბავშვია პრობლემური ან ისეთი არაფერი სჭირს უბრალოდ სკოლამ, ბებიამ, ბავშვმა ან ვინმე სხვამ აიძულა აქ მოსვლა.

ოჯახი არის მზე, მიწა, წყალი, რითიც საზრდოობს თქვენი შვილი.

Address

ფერისცვალების #22
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფსიქოლოგი ნატალია გოგიტაშვილი • Psychologist Natalia Gogitashvili posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ფსიქოლოგი ნატალია გოგიტაშვილი • Psychologist Natalia Gogitashvili:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category