NinYoga ნინიოგა

NinYoga ნინიოგა აშთანგა იოგა • Ashtanga Yoga

Big thanks toნი ცა, ნათია კარტოზიაfor all of your support! Congrats for being top fans on a streak 🔥!
29/04/2026

Big thanks to

ნი ცა, ნათია კარტოზია

for all of your support! Congrats for being top fans on a streak 🔥!

რატომ უნდა აირჩიო აშთანგა იოგა? ✨აშთანგა არ არის მხოლოდ ვარჯიში – ეს არის „მოძრავი მედიტაცია“, რომელიც სხეულსა და გონება...
26/04/2026

რატომ უნდა აირჩიო აშთანგა იოგა? ✨
აშთანგა არ არის მხოლოდ ვარჯიში – ეს არის „მოძრავი მედიტაცია“, რომელიც სხეულსა და გონებას ერთმანეთთან აკავშირებს. თუ ეძებ დისციპლინას, ძალას და შინაგან სიმშვიდეს, ეს პრაქტიკა შენთვისაა! 🧘‍♂️🔥
აი, მისი 5 მთავარი ბენეფიტი:
🌿 სხეულის დეტოქსიკაცია – სპეციალური სუნთქვის ტექნიკა და ინტენსიური მოძრაობა წარმოქმნის შინაგან სითბოს, რომელიც წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან.
💪 ძალა და გამძლეობა – აშთანგა აძლიერებს თითოეულ კუნთს და აუმჯობესებს სხეულის საერთო ტონუსს.
🤸 მოქნილობა – რეგულარული პრაქტიკა ხსნის დაძაბულობას და სხეულს ბევრად უფრო მობილურს ხდის.
🧠 მენტალური ფოკუსი – კონცენტრაცია მზერაზე (Drishti) და სუნთქვაზე გეხმარება გონების დამშვიდებაში.
⚡ ენერგია და დისციპლინა – თანმიმდევრული პრაქტიკა გმატებს თავდაჯერებულობას და გავსებს სასიცოცხლო ენერგიით მთელი დღის მანძილზე.
✨ დაიწყე შენი მოგზაურობა დღესვე და იგრძენი ტრანსფორმაცია!
ღია გაკვეთილზე ჩასაწერად და სხვა დეტალებზე მოგვწერეთ 🙏🏻

#ტრანსფორმაცია

ისტორია გრძელდება… ყოველდღიურად ვგრძნობდი იოგას ვარჯიში, როგორ ცვლიდა ჩემს ჯანმრთელობას. ეს ცვლილება მას შემდეგ დაჩქარდა...
23/04/2026

ისტორია გრძელდება…
ყოველდღიურად ვგრძნობდი იოგას ვარჯიში, როგორ ცვლიდა ჩემს ჯანმრთელობას. ეს ცვლილება მას შემდეგ დაჩქარდა როცა აშთანგას ვარჯიში დავიწყეთ “იოგას სახლში” .
პირველი სინქრონული გაკვეთილის დატვირთვას ძლივს გავუძელი - ვინიასების შესრულება ძალისხმევის პიკი იყო. რელაქსაციის დროს აღმოვაჩინე, რომ სახის მარჯვენა ნაწილის აღქმა არ მქონდა. ხელითაც შევეხე, მაგრამ არც შეგრძნება მქონდა. ასე გაგრძელდა თითქმის ერთი თვე. ეს მხოლოდ დამღლელი ვარჯიშის მერე მემართებოდა. ექიმთან არ წავსულვარ უბრალოდ ვარჯიში გავაგრძელე. ნელ-ნელა დაბრუნდა ლოყის, საფეთქლის და შუბლის ნაწილის შეგრძნება, ცოტა მეტი ხანი მარჯვენა თვალის სიშავის გაქრობას დაჭირდა.
მაშინ მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანი იყო რეაბილიტაციისთვის იოგა ჩემი მსგავსი გამოცდილების პაციენტებისთვის.
ვხედავდი და ვგრძნობდი ნელ-ნელა როგორ ბრუნდებოდა თავდაჯერებულობა, ემოციური მდგრადობა, როგორ გავხდი რეალობის მიმღებელი და გაქრა წარსულის მიუღებლობა. აღარ მეშინოდა საკუთარი თავის მოსმენის.
ტრანსფორმაცია არა მხოლოდ ფიზიკურ არამედ ფსიქო-სომატურ დონეზე მიდის - ეს ყველაფერი კი მოსმენით იწყება და ხვდები რა ხმაურში ვცხოვრობთ, შინაგან ხმაურზე რომ არაფერი ვთქვათ …….

ჰარმონია ორისთვის — იოგა ორსულებისთვის 🧘‍♀️✨ორსულობა საოცარი მოგზაურობაა, სადაც თქვენი სხეული პატარა სიცოცხლის ნამდვილ ა...
21/04/2026

ჰარმონია ორისთვის — იოგა ორსულებისთვის 🧘‍♀️✨
ორსულობა საოცარი მოგზაურობაა, სადაც თქვენი სხეული პატარა სიცოცხლის ნამდვილ აკვანად იქცევა. ჩვენი იოგას პრაქტიკა დაგეხმარებათ, ეს პერიოდი მაქსიმალური კომფორტით, სიმშვიდითა და სიძლიერით გაიაროთ.
რატომ არის იოგა საუკეთესო არჩევანი ამ დროს?
👶 ჯანმრთელი ნაყოფი და გაუმჯობესებული ცირკულაცია.�სპეციალური სუნთქვითი ვარჯიშები და რბილი მოძრაობები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ეს ნიშნავს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით მდიდარი სისხლის უკეთეს მიწოდებას თქვენი პატარასთვის, რაც მისი ჯანსაღი განვითარების საფუძველია.
🕊️ მსუბუქი სხეული და ძლიერი საყრდენი.�მზარდი მუცლის პირობებში, წელისა და მუცლის კუნთების გაძლიერება გადამწყვეტია.
💪 მზადება მშობიარობისთვის�იოგას პრაქტიკა ამზადებს მენჯის ფსკერის კუნთებსა და სხეულს უშუალოდ მშობიარობის პროცესისთვის, რაც მას უფრო გაცნობიერებულსა და მშვიდს ხდის.

❗️ადგილები შეზღუდულია, ამიტომ ღია გაკვეთილზე დასასწრებად წინასწარ ჩაწერაა საჭირო.
📝 ჩასაწერად და სხვა დეტალებზე მოგვწერეთ.
🏫 მის: ბარნოვის 73ა


კლასების განრიგი      #კლასები🧑‍🤝‍🧑👬
19/04/2026

კლასების განრიგი

#კლასები🧑‍🤝‍🧑👬

ქართან ჭიდილი არ ჩანს ფოტოზე 😉
18/04/2026

ქართან ჭიდილი არ ჩანს ფოტოზე 😉

ფოტოსესია 2025Sava Giorgi Savaneli 🙏🏻
16/04/2026

ფოტოსესია 2025
Sava Giorgi Savaneli 🙏🏻

ყოველთვის ვწერ რამდენად დიდი ცვლილებები მოახდინა იოგამ ჩემში და არასოდეს  დამიწერია როგორ ვიგრძენი ეს.იოგას 2012 წლის თე...
14/04/2026

ყოველთვის ვწერ რამდენად დიდი ცვლილებები მოახდინა იოგამ ჩემში და არასოდეს დამიწერია როგორ ვიგრძენი ეს.

იოგას 2012 წლის თებერვალში ვეზიარე. მითების გამო იმ სიკეთეებზე ,რასაც ახდენს ადამიანზე და ყველაზე მთავარი ჩემთვის სისხლის მიმოქცევის მოწესრიგება იყო.
პირველი, რაც ყველაზე სწრაფად იწყება სხეულის ფორმების შეცვლა დაიწყო. ჩამოშვებულმა კუნთებმა გაღვიძება დაიწყეს.
მერე სუნთქვა. აღმოჩნდა, რომ სუნთქვის რესურსის 20% ვიყენებდი. მეტი თავისუფლება, სიღრმე და სისავსე მიეცა ჩემს სუნთქვას. ვარჯიშისას სუნთქვაზე კონცენტრირებამ, როდესაც შენთვის რთული ასანის შესრულებისას ცდილობ შესაბამისად ღრმად ისუნთქო, მაგრძნობინა, რომ მეტი ჰაერის შესუნთქვა შეგიძლია. შედეგმაც არ დააყოვნა - სტრესი და შფოთი შესუსტდა, გაჩნდა ნელი სუნთქვის მოთხოვნილება.
იმ წელს, ზაფხულში ვარჯიში ვეღარ გავაგრძელე, რადგან ქიმიოთერაპიის შემდეგ სიცხის აუტანლობა მქონდა და ზაფხულობით დღის 12 საათიდან მზის გადასვლამდე არამც თუ სახლიდან გამოსვლა, ვარჯიშზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. თუმცა ერთხელ გავბედე, ვიფიქრე დარბაზში მზე არ იქნებათქო და შუა ვარჯიშისას ცხვირიდან სისხლი წამსკდა და მაშინ საბოლოოდ მივხვდი გადახურებას უნდა მოვრიდებოდი.
ვარჯიში ოქტომბერში გავაგრძელე. ერთ თვეში შევამჩნიე ჩემი სისხლძარღვები, რომლების რვა თვიანი ინტენსიური ქიმიოთერაპიის შედეგად მომწვანო- იისფერი, ფერს იცვლიდა. იმავე ზამთარს ფილტვების ანთება ერთხელ და მსუბუქად შემხვდა, როცა მთელი ათი წლის განმავლობაში ორჯერ მაინც მემართებოდა ფილტვების ანთება, ვირუსებს აღარ ვითვლი.
ასე გაგრძელდა შემდეგ წელსაც - ზაფხულის ვარჯიშის გარეშე, იმუნიტეტის ნელ-ნელა მოძლიერებით. რაც ენერგიის მატებასა და ვირუსებით ავადმყოფობების შემცირებაში აისახა.
To be continued .......

12/04/2026

საღამოს მაისორის არქივიდან 😏

12/04/2026

საღამოს მაისორიდან

10/04/2026
Ast Akh
30/03/2026

Ast Akh

Address

73a Vasil Barnov Street
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 08:00 - 14:30
19:00 - 21:30
Tuesday 19:00 - 20:30
Wednesday 08:00 - 14:30
19:00 - 21:30
Thursday 19:00 - 20:30
Friday 08:00 - 14:30
19:00 - 21:30
Saturday 16:00 - 17:30

Telephone

+995597991099

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when NinYoga ნინიოგა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to NinYoga ნინიოგა:

Share

Category