Giorgi Beberashvili გიორგი ბებერაშვილი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Giorgi Beberashvili გიორგი ბებერაშვილი

Giorgi Beberashvili  გიორგი ბებერაშვილი ექიმი, რეპროდუქტოლოგი
Doctor, Reproductologist

⛔მნიშვნელოვანი კავშირი აჩვენა ამ კვლევამ თამბაქოს მოწევასა და წელის ტკივილს შორის. 🚭👉აღნიშნული კვლევით დადგინდა, რომ მწე...
20/08/2022

⛔მნიშვნელოვანი კავშირი აჩვენა ამ კვლევამ თამბაქოს მოწევასა და წელის ტკივილს შორის. 🚭

👉აღნიშნული კვლევით დადგინდა, რომ მწეველებში, რომლებიც დღეში უფრო მეტ ღერს ეწევიან, ჰქონდათ წელის ტკივილის მაღალი გავრცელება.
✔ანუ მაგალითად მწეველი, რომელიც დღეში ერთ ღერს ეწეოდა უფრო ნაკლებ შემთხვევაში ჰქონდა წელის ტკივილი, ვიდრე დღეში 10 ღერის მომხმარებელს.
☑დღეში მოწეული ღერების რაოდენობა პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა მწეველებში წელის ტკივილის გავრცელებასთან.

✔შესაბამისად, შესაძლოა არსებობდეს ბიოლოგიური გრადიენტი, რომელიც ასოცირებულია სიგარეტის მოწევასა და წელის ტკივილთან ზრდასრულებში.

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5081254/

❓რით შეიძლება ამის ახსნა?

✅გარდა იმისა, რომ მოწევა იწვევს ფილტვის კიბოს, ხორხის კიბოს, პირის, საყლაპავის, კისრის, შარდის ბუშტის, თირკმლის, ღვიძლის, კუჭის, პანკრეასის, კოლორექტულ, საშვილოსნოს ყელის კიბოებს, მწვავე მიელოიდურ ლეიკემიას, ათეროსკლეროზს, გულის იშემიურ დაავადებას, ინსულტს, არტერიულ ჰიპერტენზიას, ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას და ა.შ
ასევე მოწევა იწვევს ოსტეოპოროზს, ინსულირეზისტენტობის განვითარებას, ამ უკანასკნელის შედეგად სიმსუქნეს და მისგან გამოწვეულ გართულებებს (სისხლში პროანთებითი ციტოკინების მომატება, იმუნიტეტის დაქვეითება, პოტენციის დაქვეითება, და სხვ)
☑სწორედ ამას მოყვება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიების განვითარებაც, თავიდან მცირე დაზიანებები ჩნდება ხერხემალში, ამას მომატებული წონა და ფიზიკური ადინამიაც უწყობს ხელს და მწეველობის საჩუქრის, ოსტეოპოროზის პროცესიც, შესაბამისად მცირე დაზიანებები უფრო დიდ დაზიანებებში გადადის,
❌მწეველი ტკივილის გაყუჩებისთვის კიდევ უფრო მეტს ეწევა,
და თავს იტყუებს,
რადგან ნიკოტინის ხანმოკლე ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ატყუებს, რეალურად კი ანთების პროცესს აღრმავებს, სისხლის მიწოდებას ამცირებს ქსოვილებში, ნახშირორჟანგის დონეს მაღლა წევს სისხლში, რადგან აირთა ცვლა დარღვეულია მწეველებში, და პროცესს უფრო აღრმავებს.🚭

⚫იგივეა ვითომ სტრესის მოხსნის ამბავში, მოწევის მომენტში ხანმოკლე ანტისტრესული მოქმედება აქვს, მაგრამ რეალურად უფრო აღრმავებს ამასაც, სტრეს-ჰორმონებიც მატულობს და ისინი უმატებენ შაქრის დონეს სისხლში ქრონიკულად, ზრდიან არტერიულ წნევას, და ქსოვილების სისხლმომარაგება კვლავ მცირდება, რადგან სისხლძარღვები ვიწროვდება, შედეგად მეტაბოლიტები გროვდება ქსოვილებში და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა ირღვევა, ეს ყველაფერი დროშია გაწელილი..
🔱მოკლედ ჯოჯოხეთს უწყობს მწეველი საკუთარ უჯრედებს, რომლებიც მას ემსახურებიან, და ამიტომ დროდადრო ისინიც ფეხზე იკიდებენ პატრონს, და კიბოს უჯრედებად გარდაიქმნებიან ან კვდებიან...☠

არ უყვარს ადამიანთა დიდ ნაწილს ჯანმრთელობა და შე**ი თუ გინდა..

Purpose: Back pain is the leading cause of global years lived with disability. This cross-sectional study assessed if a greater exposure to smoking ci******es was associated with a greater prevalence of back pain.Methods: This study examined data ...

🚭⛔მოწევა აზიანებს სასქესო უჯრედების დნმ-ს, აქვეითებს ნაყოფიერებას ყოველ ადამიანში ❗ზრდის საშვილოსნოსგარე ორსულობის და მი...
31/05/2022

🚭⛔მოწევა აზიანებს სასქესო უჯრედების დნმ-ს, აქვეითებს ნაყოფიერებას ყოველ ადამიანში
❗ზრდის საშვილოსნოსგარე ორსულობის და მილისმიერი უშვილობის განვითარების რისკებს,
❗ ორსული ქალბატონის ხშირი შეხება თამბაქოს ბოლთან, ნამწვთან და ნარჩენებთან ზრდის ნაყოფის ფსიქიკური დარღვევების რისკს
🔴 რაც მომავალში აუტისტური სპექტრის პრობლემებით და ზრდასრულობისას ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევებით შეიძლება გამოვლინდეს.
🚭ასევე ზრდის ახალშობილების სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების გაჩენის რისკს, რაც მომავალში უარყოფითად აისახება მათ გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე.

⛔ ელექტროსიგარეტის მოხმარებაზე გადასვლა არ ამცირებს ზიანის მოყენების რისკებს, ის მხოლოდ სუნით განსხვავდება და ჩვეულებრივი მარკეტინგული ხრიკია.

🚭”თამბაქო - გარემოს საფრთხე“- 31 მაისი „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღეა. ამ თარიღს მსოფლიოს ყველა ქვეყანა ერთად აღნიშნავს და სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხზე ფოკუსირდება.

📍”მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღის აღნიშვნას ტრადიციულად საქართველოც უერთდება. 31 მაისს, 12:00 საათზე სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

❓როგორ ვხვდებით “მსოფლიო თამბაქოს გარეშე” დღეს?

✅დამტკიცდა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია 2021-2025 და სამოქმედო გეგმა 2021-2023;

✅მთავრობამ გადადგა უდიდესი პროგრესული ნაბიჯი თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის დადგენილების დამტკიცებით შეუერთდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების რიგს;

✅კანონი თანდათან უფრო სრულყოფილი ხდება - მოწევა აიკრძალა ტაქსებსა და კერძო ავტომანქანებში, სადაც არასრულწლოვანები არიან და სხვა;
კანონის აღსრულება ეფექტურად ხორციელდება.

✊🏻შემოგვიერთდით! ჩვენ ერთად შევქმნით საქართველოს თამბაქოს კვამლის გარეშე!

👉🏻ვრცლად “მსოფლიო თამბაქოს გარეშე “ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციას გაეცანით https://cutt.ly/CJs0D8P

04/05/2022
❓იცოდით რომ უნაყოფობის პრობლემა თანაბარია ქალებსა და კაცებში?უნაყოფობის მკურნალობა ხშირად არაეფექტურია, რადგან არ ხდება ...
02/05/2022

❓იცოდით რომ უნაყოფობის პრობლემა თანაბარია ქალებსა და კაცებში?

უნაყოფობის მკურნალობა ხშირად არაეფექტურია, რადგან არ ხდება ამის გათვალისწინება.
არც თუ იშვიათად, ქალი, ან კაცი (იშვიათად) დარწმუნებულია იმაში, რომ პრობლემა მხოლოდ მასშია, ზოგჯერ ამას სოციალური გარემოც განაპირობებს.

✅თანამედროვე მონაცემების მიხედვით, უნაყოფობის მიზეზი:
☑ 40%-ში მამაკაცისგანაა,
☑ 40%-ში ქალისგან,
☑ 10%-ში შერეულია,
☑ 10%-ში დაუდგენელი, რაც მოლეკულურ-გენეტიკურ დონეზეა და უმეტესად განისაზღვრება უცნობი ეტიოლოგიის უნაყოფობად სადაც არ იკვეთება ქალის ან კაცის მხრიდან რაიმე დარღვევა.

⛔️საუკუნეების მანძილზე ითვლებოდა, რომ უშვილობის მიზეზი იყო ქალი, ეს შეხედულება ინერციით მოყვება დღესაც საზოგადოებას.
☑️ ძალიან ხშირად სწორედ მამაკაცის უნაყოფობის არსებობა განაპირობებს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებას.

⚔️🧬🧫🧪💉მნიშვნელოვანია, რომ უნაყოფობის პრობლემას წყვილი ერთად ებრძოდეს, ეს კარგად აისახება შედეგზე და მშვენიერ ფსიქოლოგიურ ნიადაგს შექმნის ოჯახში მომავალი ახალი პატარა წევრისთვის🚼

გისურვებთ ბედნიერებას!

ახალი სიცოცხლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი ^_^ მთავარია დრო არ დაკარგო, ის ყოველთვის ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. ყოვე...
27/04/2022

ახალი სიცოცხლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი ^_^

მთავარია დრო არ დაკარგო, ის ყოველთვის ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. ყოველი წუთი ძვირფასია საკვერცხის რეზერვისთვის.

ნუ იტყვი, რომ მოიცდი ცოტა ხანს და შემდეგ მიხედავ ამ საპასუხისმგებლო საქმეს, რომლის საბოლოო მიზანი ბედნიერების და სიყვარულის გაასმაგებაა.

ამ სურათზე ვხედავთ ნაყოფს, რომლის ჩასახვასაც წყვილი 4 წელიწადი ელოდა. სწორი მკურნალობის შედეგად დადგა ნანატრი ორსულობა და რამდენიმე კვირაში ის საოცარი დღეც დადგება, როცა პატარა ბიჭუნა დღის სინათლეს იხილავს და ხარბად ჩაისუნთქავს სამშბიაროს ჰაერს და პირველ ხმამაღალ ბგერებს ამოუშვებს, პირველად იტირებს, პირველად გასინჯავს დედის რძეს და ჩაიხუტებს მამა..
და მათი სიხარული წამში გადაფარავს იმ ნერვიულობის სტრესულ დღეებს, რომელიც გამოუვლიათ აქამდე და ახალი ენერგიით აავსებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას! ^_^

ბიჭი თუ გოგო?  👧👦👌შესაძლებელია თუ არა სქესის დაგეგმვა? თითქმის ყველასთვის ორივე ერთნაირად სასურველია, თუმცა, როცა საქმე ...
24/12/2021

ბიჭი თუ გოგო? 👧👦

👌შესაძლებელია თუ არა სქესის დაგეგმვა?

თითქმის ყველასთვის ორივე ერთნაირად სასურველია,
თუმცა, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ძალიან ხშირად კონკრეტულად რომელიმე ერთის ყოლა სურთ.

🧸რამდენიმე მოარული მითიც არსებობს სქესის დაგეგმვასთან დაკავშირებით, ძალიან პრიმიტიული მითებიდან დაწყებული შედარებით დამაჯერებლით დამთავრებული, რომლებიც მაინც არ შეესაბამება ჭეშმარიტებას.

🧬ადამიანის სქესს განაპირობებს სასქესო ქრომოსომები, ანუ ნუკლეოპროტეინული კომპლექსები, უფრო მარტივად რომ ვთქვათ ცილებზე დახვეული და კომპაქტურად ჩალაგებული დნმ-ის ჯაჭვები. (რეალურად რაც უფრო ვამარტივებთ, მით უფრო რთულდება)
🧬იმისთვის რომ გაჩნდეს ემბრიონი, საიდანაც შემდგომ ვითარდება ნაყოფი და 40 კვირის მანძილზე გულის ფანცქალით ვაკვირდებით მის განვითარებას, საჭიროა კვერცხუჯრედი (ქალის სასქესო უჯრედი) გაანაყოფიეროს სპერმატოზოიდმა (კაცის სასქესო უჯრედმა) რის შედეგადაც მიიღება ზიგოტა, ანუ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ანუ ერთი უჯრედი, რომელიც ახალ სიცოცხლეს უდებს დასაბამს.
ყველა ადამიანს ნებისმიერ ბირთვიან უჯრედში ორი სასქესო ქრომოსომა აქვს. ერთი ერთი მშობლისგან, მეორე მეორისგან.
მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს აქვთ ორი X ქრომოსომა - XX, მამრობით სქესს ერთი X და ერთი Y ქრომოსომა - XY.
🧬ხოლო რაც შეეხება სასქესო უჯრედებს - კვერცხუჯრედს და სპერმატოზოიდს, ისინი ქრომოსომების განახევრებულ რაოდენობას შეიცავენ, შესაბამისად სასქესო ქრომოსომაც ერთი აქვთ. კვერცხუჯრედი ყოველთვის X ქრომოსომას შეიცავს, ხოლო სპერმატოზოიდი - X-ს ან Y-ქრომოსომას.
შესაბამისად, ბავშვი დედისგან ყოველთვის X ქრომოსომას იღებს, ხოლო მამისგან ან X-ს ან Y-ს.
ანუ ბავშვის სქესს განაპირობებს მამის სპერმატოზოიდი, რომელიც ატარებს ან X ქრომოსომას ან Y ქრომოსომას. რაოდენობრივად ძალიან მცირედ სჭარბობს X ქრომოსომის შემცველი სპერმატოზოიდების რაოდენობა (1.07:1) რასაც თავისი ბიოლოგიური საფუძვლები აქვს, თუმცა სქესის შეფარდება ახალშობილებში მამრობითის მხარეს იხრება.
არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც Y ქრომოსომის შემცველი სპერმატოზოიდი პირველი მიდის დანიშნულების წერტილამდე და იქ თუ დახვდა კვერცხუჯრედი, მაშინ ის გაანაყოფიერებს. ხოლო, თუ ჯერ არ არის მომხდარი ოვულაცია, მაგრამ 1-2 დღეში მოხდება მაშინ X ქრომოსომის შემცველი გაანაყოფიერებს, რადგან Y ქრომოსომის შემცველები შედარებით ადრე იღუპებიან. ამ თეორიის ავტორები ამას ხსნიან Y ქრომოსომის შედარებით დაბალი მოლეკულური მასით X ქრომოსომის მოლეკულურ მასასთან შედარებით, რაც მათ უფრო სწრაფ გადაადგილებას განაპირობებს.
თუმცა, რეალურად ასე მარტივადაც არაა საქმე, და ისევ სპეკულაციად რჩება მსგავსი თეორიები, რადგან განაყოფიერების პროცესი არაა ასეთი პრიმიტიული.🐹 რეალურად განაყოფიერებაში მონაწილეობს მრავალი სპერმატოზოიდი, და მათგან ერთი შეაღწევს კვერცხუჯრედში, მაგრამ ის შედის სხვა სპერმატოზოიდების დახმარებით, სპერმატოზოიდების გუნდი არღვევს კვერცხუჯრედის სპეციალურ შრეებს მათ თავებში არსებული ფერმენტების მეშვეობით, ერთ-ერთი ძირითადია ჰიალურონიდაზა, ანუ ჰიალურონის მჟავის დამშლელი ფერმენტი, რაც ხელს უწყობს კვერცხუჯრედის დენუდაციას (გაშიშვლებას).
შესაბამისად ცალკე აღებული ერთი სპერმატოზოიდი არაფრის მაქნისია.
,,ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის’’ პრინციპი აქვთ სპერმატოზოიდებს.
ზოგჯერ ისე ხდება, რომ წყვილს მხოლოდ ერთი სქესის ბავშვი უჩნდება, მაგალითად მხოლოდ ბიჭი, და ამით მამა ამაყობს, თუმცა რეალურად მსგავსი შემთხვევის მიზეზი შესაძლოა ქრომოსომული პათოლოგია იყოს, ანუ მამას აქვს პათოლოგიური X ქრომოსომა, რასაც შესაძლოა სხვა რაიმე აშკარა გამოვლინება არ ჰქონდეს, და მხოლოდ Y ქრომოსომის შემცველი სპერმატოზოიდები იყვნენ უფრო სიცოცხლის უნარიანები ასეთ შემთხვევაში. ეს შეიძლება იყოს პირიქითაც, ანუ მამას ჰქონდეს რაიმე პათოლოგიის მქონე Y ქრომოსომა, და ამის გამო მხოლოდ გოგო უჩნდებოდეს.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ნაყოფის სქესის წინასწარ დაგეგმვა შეუძლებელია და ნაყოფის სქესს განსაზღვრავს მამაკაცის ფაქტორი.
(ინვიტრო განაყოფიერებით მიღებული ემბრიონის პრეიმლანტაციური გენეტიკური ტესტირების გამოყენებისას, ემბრიონის სქესი ცნობილი ხდება, თუმცა სქესის სელექცია არაეთიკურია, და მაინც ეს უკვე შექმნილი ემბრიონის ანალიზია, მაგრამ წინასწარ ვერავინ დაგეგმავს ემბრიონის სქესს)
და რაც მთავარია, შვილის ყოლა უდიდესი ბედნიერებაა, არ აქვს მნიშვნელობა ის გოგოა თუ ბიჭი, მთავარია მისი არსებობა!
გისურვებთ ბედნიერებას

27-28 დეკემბერს საახალწლო საჩუქარი ზუგდიდელებს  კლინიკა "იუნიქში" უშვილო წყვილებისთვის ჩავატარებთ  უფასო კონსულტაციებს რ...
20/12/2021

27-28 დეკემბერს

საახალწლო საჩუქარი ზუგდიდელებს

კლინიკა "იუნიქში" უშვილო წყვილებისთვის ჩავატარებთ უფასო კონსულტაციებს

რეპროდუქტოლოგთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞555 59 26 69

☢️☣️ მწეველობა და რეპროდუქციული ფუნქცია❓ზრდის თუ არა ქალებში მოწევა მილისმიერი უშვილობის განვითარების რისკს?❓შესაძლოა თუ...
11/12/2021

☢️☣️ მწეველობა და რეპროდუქციული ფუნქცია
❓ზრდის თუ არა ქალებში მოწევა მილისმიერი უშვილობის განვითარების რისკს?
❓შესაძლოა თუ არა, რომ მოწევა კავშირში იყოს ექტოპიური ორსულობის განვითარებასთან?
❓რა გავლენას ახდენს მამაკაცებში მოწევა სპერმის ხოლო ქალბატონებში კვერცხუჯრედის ხარისხზე?
❗️❗️მოწევა ზრდის ქალებში საშვილოსნოს მილების გამტარიანობის დაქვეითების რისკს, რაც ხელს უწყობს მილისმიერი უშვილობის და ასევე სიცოცხლისთვის საშიში ექტოპიური მილისმიერი ორსულობის განვითარებას.
❗️❗️ თამბაქოს მოხმარება აქვეითებს ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების - კვერცხუჯრედების და სპერმატოზოიდების ხარისხს და ამცირებს მათ პოტენციალს - მოგვცენ ჯანმრთელი ემბრიონი, რაც თავისთავად უარყოფითად მოქმედებს ორსულობის და მისი შენარჩუნების ალბათობაზე.
⬇️ უფრო ვრცლად ⬇️
🚭 ცნობილი ფაქტია, რომ თამბაქოს მოხმარება დაკავშირებულია მრავალი პათოლოგიის განვითარებასთან.
☢️☣️ თამბაქოს ბოლი, გარდა ნიკოტინისა, შეიცავს ≈4000 ნაერთს, საიდანაც უმეტესობა ტოქსიკურია (N-ნიტროზამინები, პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები, ალდეჰიდების შემცველი აქროლადი ნაერთები, მძიმე მეტალები, არომატული ამინები, ჰეტეროციკლური ამინები და სხვ.)
〽️ნიკოტინის ნახევარდაშლის პერიოდი დაახლოებით 2 საათია, ანუ ამ დროში მისი კონცენტრაცია სისხლში ნახევრდება, და მისი გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნება სხვადასხვა მეტაბოლიტი.
❗️❗️ ნიკოტინის მეტაბოლიტებიდან ყურადღება მიიქცია - კოტინინმა, რომელიც მნიშვნელოვან (უარყოფით) როლს თამაშობს მილისმიერი უშვილობის და საშვილოსნოსგარე ორსულობის (ექტოპიური ორსულობის) განვითარებაში.
☣️ კოტინინი - ნიკოტინის ერთ-ერთი აქტიური მეტაბოლიტი, იწვევს საშვილოსნოს მილების ეპითელიუმში გენების ექსპრესიის დარღვევას, კერძოდ მნიშვნელოვნად ამცირებს BAD გენის ექსპრესიას, და ააქტიურებს BCL2 გენს. შესაბამისად კოტინინი განაპირობებს ფალოპის მილში არსებული მოციმციმე ეპითელიუმის სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებს.
🚭 შედეგად ირღვევა უჯრედების ნორმალური ფუნქციის - პროგრამირებული კვდომის - აპოპტოზის პროცესი, ფალოპის მილის შიდა ფენა (მილის ამომფენი ეპითელური უჯრედების ფენა) სქელდება, ირღვევა ცილიარული ფუნქცია და შედეგად ფალოპის მილები ხდება გაუმტარი ან რთულად გამტარი. რაც უშვილობის უხშირესი მიზეზია.
🔍ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ სიგარეტის მოწევა ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია მილისმიერი ექტოპიური ორსულობისთვის. ❗️❗️
🚧 რთულად გამტარი მილების შემთხვევაში შესაძლებელია სპერპატოზოიდებმა გაიარონ მილი და გაანაყოფიერონ კვერცხუჯრედი, მაგრამ უკვე წარმოქმნილი ემბრიონი, რომელმაც მილი ,,გორაობით’’ უნდა გაიაროს, მიაღწიოს საშვილოსნოს ღრუმდე და ენდომეტრიუმში იმპლანტირდეს, ვეღარ გადაადგილდება მილის ამომფენი ეპითელური უჯრედების დისფუნქციის გამო, რაც კოტინინმა (ნიკოტინის გარდაქმნის პროდუქტი) განაპირობა, შედეგად რამდენიმე დღის ემბრიონი ჩერდება მილში და იქ აგრძელებს ზრდას.
❗️❗️ ამას ეწოდება ფალოპის მილისმიერი ორსულობა და შესაძლოა ქალის სიკვდილის მიზეზი გახდეს, თუკი არ მოხდა დროული ჩარევა (ძირითადად მილის ამოკვეთა, მცირე ვადაზე შესაძლებელია მედიკამენტოზური მართვა)
⚠️ აღსანიშნავია, რომ მოწევა გარდა მილისმიერი უნაყოფობისა და ექტოპიური ორსულობისა, ასოცირებულია სპონტანურ აბორტებთან.
სპონტანური აბორტების დაახლოებით 50% განპირობებულია ემბრიონის გენეტიკური დარღვევების გამო.
🧬🧬🧬 გენეტიკური დარღვევები მოიცავს ქრომოსომულ და გენურ მუტაციებს, ასევე ქრომოსომათა რაოდენობრივ ცვლილებებს (ანეუპლოიდიებს) რისი მიზეზიც არის ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედებში გენეტიკური მასალის - დნმ-ის დაზიანება სხვადასხვა ფაქტორების მიერ, აგრეთვე აღნიშნული სასქესო უჯრედების დაყოფის ციკლის დისფუნქციით, რისი ხშირი მიზეზიც არის როგორც ბიოლოგიური დაბერება, ასევე სხვადასხვა ტოქსიკური ნაერთის ზემოქმედება.
⚠️ სიგარეტის კვამლში არსებული ნივთიერებები განაპირობებენ უჯრედებში დნმ-ის დაზიანებას. რაც საგრძნობლად აისახება როგორს სპერმაში სპერმატოზოიდების რაოდენობაზე, ასევე მათ ხარისხზე და რაც მთავარია ფუნქციაზე - გაანაყოფიერონ კვერცხუჯრედი. სიგარეტის ბოლში არსებული ნაერთები კვერცხუჯრედის დნმ-საც ასევე აზიანებენ, და ეს უკანასკნელი კარგავს განაყოფიერების პოტენციალს.
შესაბამისად სიგარეტის მავნე მოქმედების შედეგად დაზიანებული კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდისგან მიღებული ემბრიონი ატარებს დაზიანებულ დნმ-ს, რაც შესაძლოა გახდეს ამ ემბრიონის განვითარების შემაფერხებელი და არდამდგარი ორსულობის ან მისი შეწყვეტის მიზეზი.
⚠️ ფეხმძიმობის პერიოდში ორსულის პასიური ან აქტიური მწეველობა ხშირად ასოცირებულია ორსულობის სხვადასხვა გართულებასთან, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის დარღვევასთან, ნაადრევ მშობიარობასთან, სპონტანურ აბორტთან და ა.შ.
🚭 მოწევისთვის თავის დანებება არასდროსაა გვიანი. 🚭
გისურვებთ ჯანმრთელობას!
პატივისცემით,
ექიმი-რეპროდუქტოლოგი
გიორგი ბებერაშვილი
წყარო: https://dx.doi.org/10.1371%2Fjournal.pone.0089400
https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK53014/
https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/12340521/
https://dx.doi.org/10.1186%2Fs13039-014-0058-7

Address

Tbilisi

Telephone

+995555939078

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Giorgi Beberashvili გიორგი ბებერაშვილი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Giorgi Beberashvili გიორგი ბებერაშვილი:

Share

Category