Nona Tabatadze - ნონა ტაბატაძე

Nona Tabatadze - ნონა ტაბატაძე ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი

25/02/2026

ურთიერთობა ინგრევა იქ, სადაც ადამიანები ერთმანეთთან საუბარს, კონტაქტს წყვეტენ…
💛

16/02/2026
16/02/2026

ძალიან მინდოდა პატარ-პატარა ვიდეოებით გამეზიარებინა თქვენთვის ჩემი გამოცდილება✨
მარტოობის შიშზე და საკუთარი თავის პოვნაზე მეთქმევინებოდა და მეც ვთქვი🫶
იმედია თქვენი თავის პატარა ნაწილს მაინც იპოვნით ამ ვიდეოს მოსმენით✨

როგორ მივხვდე, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ვარ? როცა სიყვარული ტკივილად იქცევა — ფსიქოლოგიური და ფინანსური ძალა...
09/02/2026

როგორ მივხვდე, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ვარ?

როცა სიყვარული ტკივილად იქცევა — ფსიქოლოგიური და ფინანსური ძალადობა ოჯახში

ხშირად ძალადობა არ იწყება ყვირილით, ხელის აწევით ან სკანდალით.
ის იწყება ჩუმად — სიტყვებით, დუმილით, კონტროლით, შიშით. როგორც ფსიქოთერაპევტი, ყოველდღიურად ვხვდები ადამიანებს, რომლებიც ამბობენ:
„არ მცემს… უბრალოდ სულ ცუდად მაგრძნობინებს თავს.“

და ესეც ძალადობაა.

🧠 ფსიქოლოგიური ძალადობა — როცა შენი „მე“ ნელა ქრება

ფსიქოლოგიური ძალადობა ანგრევს თვითშეფასებას, ნდობას საკუთარი თავის მიმართ და შინაგან სიმშვიდეს.

ის შეიძლება გამოიხატებოდეს ასე:

▫️ მუდმივი დაკნინება და ირონია
▫️ შენი გრძნობების გაუფასურება
▫️ დანაშაულის გრძნობა
▫️ დაშინება მიტოვებით ან ბავშვებით
▫️ შენი არჩევანის კონტროლი

დროთა განმავლობაში ადამიანი იწყებს ფიქრს:
„ალბათ მართლა ჩემშია პრობლემა…“

და ეს ყველაზე მტკივნეული შედეგია….

🎭 მანიპულაცია — როცა შენს ემოციებს იყენებენ შენს წინააღმდეგ. მანიპულაცია არ არის სიყვარული. ეს არის ძალაუფლება.

მისი ფორმებია:

▫️ მსხვერპლის როლის თამაში
▫️ სიჩუმით დასჯა
▫️ ემოციური შანტაჟი
▫️ რეალობის დამახინჯება (გაზლაითინგი)
▫️ სითბოს მიცემა და მოულოდნელი წართმევა

ასეთ ურთიერთობაში ადამიანი ხშირად კარგავს შინაგან კომპასს — ვეღარ ხვდება, რა არის ნორმა და რა — არა.

💰 ფინანსური ძალადობა — როცა ფული ხდება იარაღი

ფინანსური კონტროლი ხშირად „ზრუნვის“ სახელით იმალება.

მაგალითად:

▫️ „მე ვმართავ ფულს, შენ არ გჭირდება“
▫️ შემოსავლის შეზღუდვა
▫️ ანგარიშებზე წვდომის აკრძალვა
▫️ ვალებში ჩათრევა
▫️ ფინანსური დამოკიდებულების შექმნა

ფინანსური თავისუფლების წართმევა ნიშნავს ადამიანის არჩევანის წართმევას.

⚠️ სიგნალები, რომლებიც არ უნდა დავაიგნოროთ

დაფიქრდი:

✔️ გეშინია კონფლიქტის?
✔️ საკუთარ სურვილებს ხშირად თმობ?
✔️ მუდმივად თავს ამართლებ?
✔️ მარტო გრძნობ თავს ურთიერთობაში?
✔️ საკუთარი თავის აღარ გჯერა ისე, როგორც ადრე?

თუ პასუხი ხშირად „კი“-ა — ეს უკვე სიგნალია.

🌱 რა არის გამოსავალი?

როგორც თერაპევტი, გეტყვი:

ძალადობა არასდროს არის შენი ბრალი.

შენ გაქვს უფლება:

💚 დაინახო რეალობა
💚 დაელაპარაკო უსაფრთხო ადამიანს
💚 დააწესო საზღვრები
💚 იზრუნო საკუთარ რესურსებზე
💚 ითხოვო პროფესიული დახმარება

დახმარების თხოვნა სუსტობა არ არის — ეს სიმამაცეა.

✨ ბოლოს

ჯანსაღ ურთიერთობაში ადამიანი არ იკარგება — ის იზრდება.

იქ არის:

🌸 პატივისცემა
🌸 ემოციური უსაფრთხოება
🌸 თავისუფლება
🌸 მხარდაჭერა
🌸 გულწრფელობა

თუ ურთიერთობა გტოვებს დაცლილს, შეშინებულს და დაბნეულს — ეს სიყვარული არ არის.

შენ იმსახურებ მეტს.
შენ იმსახურებ მშვიდობას. ❤️

08/02/2026

მოგესალმებით მეგობრებო, დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ, ამიტომ მინდა, ამ კვირაში, პატარა აქციით მოვიდე❤️ პირველ კონსულტაციას ჩავატრებ 50% იანი ფასდაკლებით, პირველ სამ ადამიანთან, ვინც გამოეხმაურება პოსტს❤️ვისაც დიდი ხანია გსურთ მოსვლა და ვერ მიიღეთ გადაწყვეტილება აქამდე, ვფიქრობ,ეს მინიშნებაა სამყაროსგან❤️მომწერეთ პირადში❤️✨

🌫️ ურთიერთობაში ხარ და გრძნობ, თითქოს უზარმაზარი ტვირთი გაწევს?გარედან თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ სხეული სხვა ამბ...
03/12/2025

🌫️ ურთიერთობაში ხარ და გრძნობ, თითქოს უზარმაზარი ტვირთი გაწევს?

გარედან თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ სხეული სხვა ამბავს გიყვება:
გიჭირს ჭამა, ვერ ამუშავებ საკვებს, თავს გადავსებულად გრძნობ და თითქოს ვეღარ იტევ კიდევ ერთ წვეთ ემოციასაც…

💔 როცა პარტნიორის ემოციური მდგომარეობა შენზე მნიშვნელოვანი ხდება,
ჩნდება მუდმივი შიში, რომ საკმარისს ვერ აკეთებ.
ვეღარ არჩევ, სინამდვილეში გიყვარს თუ უბრალოდ გეცოდება იგი; ბრაზობ თუ ისევ და ისევ, თავს დამნაშავედ გრძნობ.

🧩 როცა მისი პრობლემები შენს პასუხისმგებლობად იქცევა
შენ ხდები ის, ვინც აგვარებს, ზრუნავს, ეხმარება, ატარებს — ორივეს ნაცვლად.
ის კი მუდმივად მსხვერპლის როლში რჩება.
და საბოლოოდ ისე გამოდის, რომ ურთიერთობაზე პასუხისმგებელი მხოლოდ შენ ხარ — მის შენარჩუნებაზე, გაუმჯობესებაზე… და ხშირად დაშორებაზეც.

🌑 და მაინც, ამ ყველაფრის მიუხედავად, საშინელ მარტოობას გრძნობ
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს „შენთანაა“.
სხეული უკვე ხმამაღლა გესაუბრება:
ხელები გიბუჟდება, სუნთქვა გიჭირს, ღამე შფოთით გეღვიძება…
ეს არის ის ნაწილი, რომელსაც დიდი ხანია არ უსმენდი.

🔥 როცა შეყვარებული კი არა გადამრჩენელი ხარ,
ეს უკვე სიყვარული არ არის.
ეს არის თანადამოკიდებულებითი ურთიერთობა,
სადაც გადამრჩენელი საბოლოოდ თავად ხდება მსხვერპლი —
საკუთარი თავის, საკუთარი ჩუმად გადადებული ტკივილის, საკუთარი ჩახშობილი ემოციების.

👁️‍🗨️ სიმართლე კი ის არის, რომ:
შესაძლოა ბავშვობიდან გასწავლეს, რომ მაშინ ხარ ღირებული,
როცა საკუთარ თავზე უარს ამბობ და სხვისთვის სივრცეს ქმნი.
შესაძლოა მშობლების ემოციების კონტეინერი იყავი,სადაც შენს გრძნობებს ადგილი აღარ რჩებოდა.

✨ ახლა დროა, ეს სცენარი შეიცვალოს.
მოუსმინე შენს ტკივილს.
მოუსმინე შენს სხეულს.
მოუსმინე ემოციებს,ისინი ზუსტად მიგიყვანენ საკუთარ თავთან დაბრუნების გზაზე.

და გახსოვდეს:

ვერ გადაარჩენ სხვას, სანამ საკუთარ თავს არ მოუსმენ და არ მისცემ არსებობის უფლებას. სანამ არ დაიცავ შენს საზღვრებს, და არ იტყვი, რომ შენ შეგიძლია თანადგომა, მაგრამ არ იღებ სხვის ემოციურ მდგომარეობაზე, პრობლემებზე პასუხისმგებლობას და რაც მთავარია, შენ არ ხარ დამნაშავე, იმაში, რომ სხვას უტოვებ თავის ცხოვრებას და განვითარების შანსს…

კონსულტაციაზე ჩაწერა ხდება წინასწარ: 597003790 / 599484199

დიდი ხანია, ყურადღების მიღმა დამრჩა ჩემი გვერდი, ვფიქრობ უნდა განვაახლო პოსტები, ვინ იცის, როგორ გამოადგეს რომელიმე ჩემს...
23/06/2025

დიდი ხანია, ყურადღების მიღმა დამრჩა ჩემი გვერდი, ვფიქრობ უნდა განვაახლო პოსტები, ვინ იცის, როგორ გამოადგეს რომელიმე ჩემს მეგობარს.

დღეს მინდა ბაზისურ ტრავმებს შევეხო ოდნავ, რაც სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს ბევრი ადამიანისთვის, რადგან ხშირად მთავარი ტრავმა, რომელზეც არის აწყობილი ზოგიერთი ადამიანის პიროვნება, გაურკვეველი რჩებახოლმე და ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე არაცნობიერად დიდ გავლენას ახდენს🥹

ბაზისური ფსიქოტრავმა ის პირველადი, ღრმა და ხშირად ბავშვობაში მიღებული ემოციური ჭრილობაა, რომელიც ადამიანის ფსიქიკაში იდგამს ფესვებს და გავლენას ახდენს მისთვის მნიშვნელოვან თემებზე: სიყვარულზე, ურთიერთობებზე, პიროვნულ განვითარებაზე,თვითშეფასებაზე და ა.შ.

ხშირად ეს ტრავმა ისეთი გამოცდილებიდან იღებს სათავეს, როგორიცაა:
🔹 უარყოფა
🔹 მიტოვება, მშობლის ემოციური მიუწვდომლობა.
🔹 უთქმელი ემოციები ოჯახში
🔹 კონტროლი და თავისუფლების შეზღუდვა
🔹 უმნიშვნელოდ შეგრძნებისა და გამოუსადეგარობის გამოცდილება

საინტერესოა ისიც, რომ ზრდასრულ ასაკში ადამიანი ხშირად ვერ აცნობიერებს ამ ტრავმის არსებობას, მაგრამ მის მიერ შეზღუდული სცენარები და მტკივნეული, გამეორებადი მოვლენები სწორედ ამ დაუმუშავებელი ჭრილობის გამოძახილია, რადგან ტრავმა მანამდე მოქმედებს სანამ მას გააცნობიერებ, დაამუშავებ, გამოიტირებ და მისცემ ადგილს შენს ცხოვრებაში (ამ თემაზე ვეცდები დამატებითი პოსტი დავწერო)

ფსიქოთერაპიაში ბაზისურ ფსიქოტრავმაზე მუშაობა ეხმარება ადამიანს:
✨ გააცნობიეროს ამ ტკივილის ფესვები
✨ გაშიფროს საკუთარი ქცევითი და ემოციური შაბლონები
✨ იპოვოს ახალი გზა საკუთარი თავის და სხვების მიმართ ურთიერთობისთვის
✨ განიკურნოს და განთავისუფლდეს იმ წარსულისგან, რომელიც დღევანდელ ცხოვრებას უშლის ხელს

👉 თუ შენც გაკვირვებს, რატომ ებმები ერთნაირ ურთიერთობებში, რატომ გიჭირს სიახლეებთან შეხვედრა ან საკუთარი თავის მიღება — ეს სიგნალია, რომ შეიძლება შენი ბაზისური ფსიქოტრავმა ელოდება გათავისუფლებას.

💚 ფსიქოთერაპია — შენი ისტორიის გაცნობიერება და ახალი ცხოვრების შექმნა.

#ფსიქოთერაპია #ფსიქოტრავმა #გათავისუფლება #გარდაქმნა

მეგობრებო, დავბრუნდი საქართველოში და ვაახლებ ჩაწერებს. ✨💫 ვისაც ვერ მოგწერეთ, რაიმე ტექნიკური მიზეზის გამო, შემეხმიანეთ ...
19/04/2025

მეგობრებო, დავბრუნდი საქართველოში და ვაახლებ ჩაწერებს. ✨💫 ვისაც ვერ მოგწერეთ, რაიმე ტექნიკური მიზეზის გამო, შემეხმიანეთ pm.
ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, გისურვებთ ჩვენი ქვეყნის აღორძინებას და ღირსეულ მომავალს🩷პირად ბედნიერებას და ჯანმრთელობას.🩷

როგორ გავიგოთ, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ ვცხოვრობთ? როცა დიდი ხანია დინებას მიყვები და გავიწყდება ვინ ხარ, რაზე ოცნე...
24/01/2025

როგორ გავიგოთ, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ ვცხოვრობთ?

როცა დიდი ხანია დინებას მიყვები და გავიწყდება ვინ ხარ, რაზე ოცნებობდი, რა გსურდა…
როცა არ აკვირდები შენს შეგრძნებებს, სხეულს, მოთხოვნილებებს…თითქოს ყველაფერი სტაბილურადაა…
ერთ დღესაც,მოულოდნელად იწყება გაბუჟება, თავბრუსხვევა, ვერ აცნობიერებ რა ხდება, მოდის პანიკა…რაღაც მჭირს?
იწყებ გამოკვლევებს და ვერაფერს პოულობენ..
შენ მაინც ცუდად ხარ.
გილოცავ, დადგა დრო, შენს თავს მოუსმინო, სხვანაირად არ გამოვა…
პირველ რიგში, დაჯექი, ან თუ ქუჩაში ხარ გაჩერდი, დააპაუზე, ჩაისუნთქე, ყნოსვა გააქტიურე, იგრძენი, როგორ ჩადის ჰაერი შენს ფილტვებში, როგორი ამინდია? ტემპერატურა, დააკვირდი როგორ დგახარ, რა ხდება ირგვლივ, როგორი აკუსტიკაა, ისმის რამე თუ სიჩუმეა, როგორ გიცემს გული, მოუსმინე…იგრძენი, რო ცოცხალი ხარ, იგრძენი როგორ აწვები მიწას შენი სიმძიმით, როგორი კონტაქტია თქვენს შორის…დააკვირდი რას გრძნობ? რა გჭირდება ახლა ყველაზე მეტად? მოუსმინე შენს თავს…
გაიმეორე ჩუმად: მაპატიე, რომ არ გისმენდი…მაპატიე, რომ მიგატოვე…

ახალი წლის ღამე შესაძლოა  უკუეფექტის - ფსიქოლოგიური ფრუსტრაციის, იმედგაცრუების მომტანი გახდეს…ერთი შეხედვით ყველასთვის ს...
05/01/2025

ახალი წლის ღამე შესაძლოა უკუეფექტის - ფსიქოლოგიური ფრუსტრაციის, იმედგაცრუების მომტანი გახდეს…

ერთი შეხედვით ყველასთვის სასიხარულო დღესასწაული, ხშირად ფსიქოლოგიურ ფრუსტრაციას იწვევს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, გიზიარებთ რამდენიმეს✨

🔹 მოლოდინები და რეალობა – როცა წარმოსახული იდეალური ღამე რეალობას ვერ ემთხვევა, იმედგაცრუება გარდაუვალია.

🔹 სოციალური წნეხი – საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპი, რომ ახალი წელი „განსაკუთრებული“ უნდა იყოს. ეს წნეხი ხშირად სტრესს გვიმატებს.

🔹 წარსულის შეფასება – ეს ღამე ხშირად გვიბიძგებს, გავიხსენოთ წარუმატებლობები და დაუმთავრებელი საქმეები.

🔹 ოჯახური და მეგობრული ურთიერთობები – დაძაბული ან დაკარგული ურთიერთობები დღეს განსაკუთრებით მტკივნეული ხდება.

🔹 მარტოობა – მათთვის, ვინც მარტო ხვდება ახალ წელს, ეს დღე შეიძლება განსაკუთრებულად რთული იყოს.

🛠️ როგორ გავუმკლავდეთ ფრუსტრაციას?

✅ რეალური მოლოდინები – მიეცით საკუთარ თავს უფლება, ახალი წელი იყოს ჩვეულებრივი დღე და ნუ აიძულებთ თავს „იდეალურობის“ მიღწევას.

✅ მადლიერების გაცნობიერება – გაიხსენეთ თქვენი წლის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვებები.

✅ კომუნიკაცია – სცადეთ ვინმესთან დაკავშირება, თუნდაც მოკლედ.

✅ თვითზრუნვა – გააკეთეთ ის, რაც გაბედნიერებთ: უყურეთ საყვარელ ფილმს, წაიკითხეთ წიგნი ან მოიწყვეთ სასიამოვნო გარემო.

✅ მომავლის ხედვა – დასახეთ ახალი, რეალისტური მიზნები და მოემზადეთ პოზიტიური ცვლილებებისთვის.

🎇 გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ ერთი ღამეა, ხოლო თქვენი ბედნიერება თითოეული მომენტიდან იწყება! 🌟

💬 რას ფიქრობთ, რა არის ახალი წლის ღამეს ყველაზე რთული თქვენთვის?

03/01/2025

მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს!
2025 წელი იყოს სულიერი სიმშვიდის, ემოციური წონასწორობისა და კეთილდღეობის წელი. გისურვებთ სითბოსა და სიხარულს ურთიერთობებში, ძალასა და გამბედაობას პირადი და პროფესიული გამოწვევების გადასალახად. მადლობა ნდობისა და ერთად განვლილი გზისთვის.
მიხარია, რომ შესაძლებლობა მაქვს, ვიყო თქვენი სულიერი გზის თანამგზავრი. შემდეგი კვირიდან, ჩვეულ რითმში ვანახლებ მუშაობას. კონსულტაციაზე ჩაწერა:
☎️599484199 / 597003790

Address

Tbilisi

Telephone

+995597003790

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Nona Tabatadze - ნონა ტაბატაძე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Nona Tabatadze - ნონა ტაბატაძე:

Share

Category