180გრადუსი

180გრადუსი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from 180გრადუსი, Addiction Treatment Center, Nikoloz Tskvedadze 60, Tbilisi.

„180 გრადუსი“ - ფსიქო-სოციალური განვითარების ცენტრი. ჩვენი გუნდი შედგება პიროვნული განვითარების მენტორების, დამოკიდებულების და თანადამოკიდებულების სპეციალისტებისგან, რომლებსაც გამოჯანმრთელების პირადი გამოცდილება აქვთ.

ცენტრის პროგრამა მოიცავს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას სტრესის, დეპრესიის, შფოთვისა და ცხოვრებისეული კრიზისების დროს.

ჩვენ ვატარებთ პრაქტიკულ ტრენინგებს, ინდივიდუალურ და ჯგუფურ ინტერაქტიულ სესიებს, სადაც ადამიანები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ პიროვნული პოტენციალის ზრდას. ვეხმარებით სოციალურ უნარების გაძლიერებაში და თვითშეფასების ამაღლებაში, რათა მათ, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, შეძლონ უფრო ეფექტური ურთიერთობების დამყარება ოჯახში, საზოგადოებასა და სამსახურში.

„180 გრადუსში“ შექმნილია უსაფრთხო და კომფორტული გარემო, სადაც იპოვით მხარდაჭერას და ძალას ახალი ცხოვრებისთვის.

18/11/2025

👉 ერთ დროს სტრესში, შიშებში და მძიმე ემოციებში ვიყავი დაკარგული.

👉 დღეს – მშვიდი, გაძლიერებული და სხვებისთვის მხარდამჭერი ადამიანი ვარ.
თუ გინდა უკეთესი ცხოვრება — მოუსმინე საკუთარ თავს და გადადგი პირველი ნაბიჯი.

👌 მე ჩემი გზა 180 გრადუსში დავიწყე

❤️ სალომე ყიფიანი -
180 გრადუსის მენტორი

დამოკიდებულება, თანადამოკიდებულება და გამოჯანმრთელების გზა - ვახო მძინარიშვილი - სფეროს პოდკასტი
16/11/2025

დამოკიდებულება, თანადამოკიდებულება და გამოჯანმრთელების გზა - ვახო მძინარიშვილი - სფეროს პოდკასტი

სფეროს პოდკასტის სტუმარია, ფსიქო-სოციალური ცენტრ “180 გრადუსის” თანადამფუძნებელი, დამოკიდებულების სპეციალისტი .....

08/11/2025
22/10/2025
13/10/2025
25/09/2025

👉 ცვლილებები იწყება სწორი გადაწყვეტილებებით.

📆 20 ოქტომბრიდან „180 გრადუსი“ გთავაზობს 3-თვიან სარეაბილიტაციო ჯგუფურ პროგრამას თამაშდამოკიდებულთათვის.

📞 დაგვიკავშირდი და გადადგი პირველი ნაბიჯი თავისუფლებისკენ.

ტელ: 599 19 70 49

 #ჩვენი  #პარტნიორები 🤝✊🏻დიდი მადლობა ფსიქო-სოციალურ განვითარების ცენტრ "180 გრადუსს" თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის...
19/09/2025

#ჩვენი #პარტნიორები 🤝

✊🏻დიდი მადლობა ფსიქო-სოციალურ განვითარების ცენტრ "180 გრადუსს" თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის .

თქვენი გვერდში დგომა, სინდრომისა და #აუტიზმის ფონდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.

ერთად უფრო ბევრს შევძლებთ! 🧩💚

180გრადუსი 🤝Foundation for CDG Syndrome and Autism

იცოდით, რომ პანიკური შეტევის ყველაზე ხშირი გამომწვევი თავად პანიკური შეტევის შიშია?🤍👉🏻როცა ადამიანს ერთხელ მაინც აქვს გა...
13/08/2025

იცოდით, რომ პანიკური შეტევის ყველაზე ხშირი გამომწვევი თავად პანიკური შეტევის შიშია?🤍

👉🏻როცა ადამიანს ერთხელ მაინც აქვს გადატანილი ასეთი მდგომარეობა, ძალიან ხშირად იწყებს მუდმივ მოლოდინში ცხოვრებას: “ნეტავ კიდევ როდის განმეორდება?”

👉🏻ეს შიში უკვე საკმარისია, რომ თავად იქცეს ბიძგად — ხანდახან არც ფიზიკური, არც გარე ფაქტორი სჭირდება, მხოლოდ შიშიც საკმარისია.

📍 თუ ოდესმე გქონიათ პანიკური შეტევა, ალბათ ზუსტად ხვდებით ამ მდგომარეობას — როცა თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ შფოთვა იქმნება მხოლოდ იმისგან, რომ "ისევ არ განმეორდეს პანიკური შეტევა".

პანიკური შეტევების მართვა შესაძლებელია, და უფრო და უფრო მარტივდება რაც მეტ ინფორმაციას ფლობ💫

ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია მოუსმინო საკუთარ თავს💫 ✨იყო მზად იკითხო "რა მაწუხებს?"✨იყო მზად იპოვო შენ თავშ...
11/08/2025

ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია მოუსმინო საკუთარ თავს💫

✨იყო მზად იკითხო "რა მაწუხებს?"
✨იყო მზად იპოვო შენ თავში ძალა
✨იყო მზად გადადგა თუნდაც ერთი პატარა ნაბიჯი უკეთესობისკენ

ჩემი ცხოვრება სავსე იყო მუდმივი შფოთვით და როგორც ფიზიკური, ისე შინაგანი ტკივილის განცდით, რაც ყოველდღიურად აძლიერებდა ჩ...
09/08/2025

ჩემი ცხოვრება სავსე იყო მუდმივი შფოთვით და როგორც ფიზიკური, ისე შინაგანი ტკივილის განცდით, რაც ყოველდღიურად აძლიერებდა ჩემში სიცარიელის შეგრძნებას. ამ ტკივილის გასაყუჩებლად ხშირად ვიყენებდი ნეგატიურ ემოციებს და არაჯანსაღ საშუალებებს. ასე გახდა ჩემი ცხოვრება უმართავი, უიმედო და ნეგატივით სავსე, რამაც ყველაზე მეტად დააზიანა ჩემი ურთიერთობები, პირველ რიგში ოჯახის წევრებთან და გარშემომყოფ ადამიანებთან. ვფიქრობდი რომ ჩემი არავის ესმოდა მაგრამ გამოსავალსაც ამ მდგომარეობიდან ვერ ვპოულობდი.

სამი წლის წინ იმ წერტილამდე მივედი, როცა სასიცოცხლო ენერგიაც აღარ მქონდა, დილაობით დაღლილი ვიღვიძებდი და ახალი დღის დაწყება სიხარულის ნაცვლად სასჯელად მეჩვენებოდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში სარეაბილიტაციო ცენტრი 180 გრადუსი, რომელმაც მიმიღო ამ მძიმე მდგომარეობაში და ნელ-ნელა დამანახა და მასწავლა რომ შეიძლებოდა სხვა, უკეთესი, სიყვარულით და მოქმედებით სავსე ცხოვრება მქონოდა. ცენტრში მიღებულმა მრავალმხრივმა დახმარებამ უდიდესი ძალა მომცა. ჯგუფურ შეხვედრებზე ვხედავდი, როგორ იცვლებოდა სხვების ცხოვრება, მათი გამოცდილება მაძლიერებდა და მაიმედებდა რომ მარტო არ ვიყავი ამ

მდგომარებაში. მათი გამოცდილებით გულში დამებადა რწმენა თუ სხვებმა შეძლეს, მეც შევძლებდი. ამ შეხვედრებმა მომცა შანსი, ჩემი გამოცდილებით სხვებისთვისაც სასარგებლო ვყოფილიყავი ჩემი გაზიარებებით და პირველად დიდი ხნის შემდეგ თავი საჭირო ადამიანად ვიგრძენი. პირად კონსულტანტთან სესიები კი იყო ჩემთვის ყველაზე სიღრმისეული გამოცდილება. ეს იყო ადგილი, სადაც ბოლომდე შემეძლო საკუთარ თავში ჩამეხედა და ჩემი თავი გამეცნო. ონლაინ ჩართვებმა კი თანმიმდევრულობა, სტაბილურობა და უსაფრთხოების განცდა შემინარჩუნა იმ პერიოდშიც, როცა ფიზიკურად შეხვედრებზე დასწრება არ შემეძლო. დღეს, მიუხედავად სხვადასხვა სირულეების ცხოვრების გზაზე, გაცილებით ძლიერი ვარ, ჩემი ცხოვრება თანდათან დალაგდა და გახდა უფრო მშვიდი, ცნობიერი და სიხარულით სავსე. მაქვს ჩემს ახლობელ ადამიანებთან და ჩემთვის ყველაზე ძვირფასს ადამიანთან - ჩემს შვილთან ჯანსაღი ურთიერთობები, ვსწავლობ, ვვითარდები და მადლიერი ვარ ყოველი ახალი დღის. აღარ ვიკარგები შფოთში - ახლა ჩემი ყოველდღიურობა სავსეა მოქმედებებით რწმენით და სიყვარულით. და ეს ყველაფერი, რაც ოდესღაც შეუძლებლად მეჩვენებოდა, 180 გრადუსის დახმარებით რეალობად იქცა. მადლიერებით სავსე ვარ ამ გზის და 180 გრადუსის გუნდის თითოეულო წევრის 🤍

სოფო , 34 წლის

ჩვენ, 180 გრადუსის გუნდი, სპეციალიზებული ვართ ფსიქოთერაპიულ მხარდაჭერაზე: ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპია, ონლაინ თვითდ...
08/08/2025

ჩვენ, 180 გრადუსის გუნდი, სპეციალიზებული ვართ ფსიქოთერაპიულ მხარდაჭერაზე: ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპია, ონლაინ თვითდახმარების ჯგუფები და უკუკავშირის კვირეული შეხვედრები 💚

📞 დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერე ან დაგვიკავშირდი +995 595 10 27 20
📍 თბილისი, ნ. ცხვედაძის ქ. #60

Address

Nikoloz Tskvedadze 60
Tbilisi
011

Opening Hours

Monday 09:00 - 21:00
Tuesday 09:00 - 21:00
Wednesday 09:00 - 21:00
Thursday 09:00 - 21:00
Friday 09:00 - 21:00
Saturday 09:00 - 21:00
Sunday 09:00 - 21:00

Telephone

+995595102720

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when 180გრადუსი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram