ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასი"/Drug addiction treatment clinic Libertas

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასი"/Drug addiction treatment clinic Libertas

ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასი"/Drug addiction treatment clinic Libertas ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასი"


საკონტაქტო ნომრები: 599 563 296; 0 32 2 051 959

ნარკოლოგიური კლინიკა „ლიბერტასი“ გთავაზობთ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე (ალკოჰოლი, სხვადასხვა ჯგუფის ნარკოტიკები, საძილე და სედაციური საშუალებები ) დამოკიდებულების, ფხიზლად ცხოვრებაზე ორიენტირებული, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის სრულ
კურსს დეტოქსიკაციიდან რეაბილიტაციამდე. კლინიკა ევროპული სტანდარტების დაცვით არის აშენებული, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი, მაღალკვალიფიციური მედ-პერსონალით უზრუნველყოფილი. მკურნალობა მიმდინარეობს მულტიპროფილურად. ჩვენთვის ყველაზე
პრიორიტეტული საკითხი სანდო, კვალიფიციური მომსახურეობის უზრუნველყოფაა. კლინიკის მიზანია შეუქმნას პაციენტს კომფორტული და დაცული გარემო, რაც დაეხმარება მას ორიენტირდეს მკურნალობის პროცესზე და მიაღწიოს სასურველ შედეგს.
კლინიკა „ლიბერტასის“ გუნდი გამოირჩევა ნარკოლოგიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით და წარმატებული შემთხვევების სიმრავლით,
რაც თანამედროვე ტექნოლოგიების, მედიკამენტოზური და ფსიქოთერაპიული მიდგომების სინთეზითაა განპირობებული . კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ექიმი ნარკოლოგი, ფსიქიატრი, თსსუ დოქტორანტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი - თათა
ასათიანი;
ექიმი ნარკოლოგები: თამარ სხიერელი, ნინო კერესელიძე.
ფსიქოთერაპევტი - მაია მინაშვილი; არტთერაპევტი - გიორგი
ჭანტურია.
ფიზიოთერაპევტი - მაკა სალუქვაძე.

15/10/2025

"ლიბერტასის" კლინიკური დირექტორი თათა ასათიანი საუბრობს ალკოჰოლის მოხმარებასა და მის მავნე შედეგებზე.

კლინიკა “ლიბერტასი” 4 წლისაა 💙ესაა დიდი და მნიშვნელოვანი მოგზაურობა, სადაც ყველა წარმატების უკან დგას საკუთარ საქმეზე შე...
27/09/2025

კლინიკა “ლიბერტასი” 4 წლისაა 💙

ესაა დიდი და მნიშვნელოვანი მოგზაურობა, სადაც ყველა წარმატების უკან დგას საკუთარ საქმეზე შეყვარებული პროფესიონალთა გუნდი, რომელთა თავდადება, ძალა და სიყვარულიც ხდის ყველაფერს შესაძლებელს.

მადლობას გიხდით თითოეულ პაციენტს თქვენი გამბედაობისა და ჩვენი ნდობისთვის 💚
მადლობას გიხდით სტაფის თითოეულ წევრს თქვენი საქმისადმი ერთგულებისთვის 💚

მადლობა რომ ჩვენი გჯერათ 💚

ჩვენ კი გავაგრძელებთ ჩვენი მისიის შესრულებას, რათა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს ფხიზელი ცხოვრებით ტკბობა 💙

31 აგვისტო ზედოზირებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს რამდენად ...
31/08/2025

31 აგვისტო ზედოზირებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა.

ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს რამდენად მნიშვნელოვანია დროული მოქმედება, გვახსენებს, რომ ზედოზირების თავიდან აცილება შესაძლებელია. ზიანის შემცირების სწორი სტრატეგიების შემუშავების, ნალოქსონის გამოყენების ტექნიკის ცოდნისა და მკურნალობაში მხარდაჭერის კომბინაციით ჩვენ არაერთი სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია.

ამ დღისთვის 2025 წლის კამპანიის თემაა: “ერთი დიდი ოჯახი, რომელსაც იმედი ამოძრავებს”. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამ პრობლემასთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ ყველანი კავშირში ვართ, რომ ადამიანებს, რომლებიც ამ პრობლემის გადასაჭრელად ერთად მუშაობენ, სწორედ იმედი ამოძრავებთ.

ყოველ ჯერზე, როდესაც სტიგმას მხარდაჭერით ვანაცვლებთ, როდესაც ნალოქსონის გამოყენების საჭიროებაზე ვსაუბრობთ, როდესაც კარს გიღებთ მკურნალობისა და მხარდაჭერისთვის, ვქმნით იმ რეალობას, სადაც ზედოზირების თავიდან აცილება შესაძლებელია 💜

ფსიქოთერაპია მნიშვნელოვან როლს თამაშობს დამოკიდებულების მკურნალობაში. ის მიმართულია ნივთიერების მოხმარებასთან დაკავშირებ...
16/08/2025

ფსიქოთერაპია მნიშვნელოვან როლს თამაშობს დამოკიდებულების მკურნალობაში. ის მიმართულია ნივთიერების მოხმარებასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური, სოციალური და გარემო ფაქტორების დარეგულირებისკენ, რაც ეხმარება დამოკიდებულ ადამიანებს გამკლავების მექანიზმების პოვნასა და მათ გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევაში.

დამოკიდებულების მკურნალობაში ფსიქოთერაპიის დანიშნულებაა:
- გამომწვევი მიზეზების დადგენა: დამოკიდებულება ხშირად გამკლავების მექანიზმია, რასაც თან ერთვის ღრმად დამალული ტრავმები, შფოთვა, დეპრესია, დაბალი თვითშეფასება. ფსიქოთერაპია ადამიანისთვის უსაფრთხო სივრცეს ქმნის, რაც მას ეხმარება ჯანსაღი გამკლავების მექანიზმების ჩამოყალიბებაში.
- ქცევის ცვლილება: თერაპიის დროს ადამიანები აღმოაჩენენ დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ აზროვნებისა და ქცევის ნეგატიურ პატერნებს. თერაპიის მიზანი კი თვითდესტრუქციისკენ მიმართული ჩვევების პოზიტიური და ადაპტირებადი ჩვევებით ჩანაცვლებაა.
- გამკლავების მექანიზმების განვითარება: ფსიქოლოგი ეხმარება ადამიანს იმ უნარების გამომუშავებაში, რითაც ლტოლვის, სტრესისა და სხვა მატრიგერებელი ფაქტორების წინააღმდეგ იმუშავებს, რათა რეციდივი აირიდოს. ეს უნარები მოიცავს რელაქსაციის ტექნიკებს, კომუნიკაციის უნარებს, თავის მოვლის პრაქტიკებს…
- რეციდივის პრევენცია: დამოკიდებულების მკურნალობის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც მოიცავს სარისკო, გამაფრთხილებელი სიგნალების ამოცნობასა და რისკის შემცველი სიტუაციების გამკლავების სტრატეგიების შემუშავებას.
- მხარდამჭერი სისტემის შექმნა: ფსიქოთერაპია ხშირად მოიცავს ოჯახურ და ჯგუფურ შეხვედრებსაც, რაც დამოკიდებული ადამიანის ახლობლებს სწორ ინფორმაციას აწვდის მათი მდგომარეობისა და საჭირო მხარდაჭერის შესახებ.

დამოკიდებული ადამიანის, რთული წარსულის, სხვადასხვა ნივთიერებებისა და მათ მიმართ ლტოლვის უკან ყოველთვისაა ადამიანი, ვისი გადარჩენაც შესაძლებელია 💙

როგორც კარლ იუნგი ამბობს, “ჩვენ არც მარტონი ვზიანდებით და ვერც მარტონი განვიკურნებით” 💚

🧠როგორ მოქმედებს დამოკიდებულება ე.წ. ბედნიერების ჰორმონებზე?ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება საწყის ეტაპზე, რა თქმა ...
05/08/2025

🧠როგორ მოქმედებს დამოკიდებულება ე.წ. ბედნიერების ჰორმონებზე?

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება საწყის ეტაპზე, რა თქმა უნდა, იწვევს ბედნიერების ჰორმონების გამომუშავების სტიმულაციას, რაც განაპირობებს ეიფორიის შეგრძნებას. თუმცა, გრძელვადიანი ეფექტები ამ ჰორმონების ბალანსის დარღვევას იწვევს, რაც ტვინს საფრთხეს უქმნის მათ დამოუკიდებლად გამომუშავებაში.

🔹ბედნიერების ჰორმონებია;

დოფამინი - განაპირობებს სიამოვნების შეგრძნებას, ვინაიდან ტვინში არსებული დამაჯილდოებელი სისტემის ნაწილს წარმოადგენს. ფსიქოაქტიური ნივთიერებები თავდაპირველად დოფამინის არაბუნებრივად ჭარბი რაოდენობით გამოყოფას უზრუნველყოფენ, რაც საბოლოოდ დოფამინის რეცეპტორებისა და თავად დოფამინის დეფიციტს ქმნის.

სეროტონინი - არეგულირებს ხასიათს, ძილს, მადასა და საჭმლის მონელებას. ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქრონიკური მოხმარება სეროტონინის დონეს დაბლა წევს, მისი დაბალი დონე კი ასოცირებულია დეპრესიისა და შფოთვის განვითარებასთან.

ენდორფინები - ორგანიზმის ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლებია. ფსიქოაქტიური ნივთიერებები, განსაკუთრებით კი ოპიოიდები ენდორფინების მსგავს ეფექტებს განაპირობებს, რაც ბუნებრივი ენდორფინების გამომუშავებაზე მოქმედებს, საბოლოოდ კი ორგანიზმს ხელს უშლის ტკივილსა და სტრესთან დამხმარე ნივთიერებების გარეშე ბრძოლაში.

ოქსიტოცინი - მას სიყვარულის ჰორმონსაც უწოდებენ, ვინაიდან პოზიტიური გრძნობების გაჩენას განაპირობებს. ის ასევე პასუხისმგებელია ნდობის, ემპათიისა და სოციალური კავშირების ჩამოყალიბებაზე. ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქრონიკური მოხმარების შედეგად კი ამ კავშირების ობიექტს არა გარშემომყოფები, არამედ ნივთიერებები წარმოადგენენ.

აღნიშნული მექანიზმები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ნეიროფიზიოლოგიური პროცესები უდევს საფუძვლად. კარგი ამბავი კი ისაა, რომ დროთა განმავლობაში, სწორი მიდგომით ბუნებრივი პროცესების აღდგენა შესაძლებელია 💙

ჩვენ ვეხმარებით დამოკიდებულ ადამიანებს იმის გაცნობიერებაში, რომ ბედნირება არ იყიდება და რეალური ბედნიერება-ფხიზლად ცხოვრებაა. 💚

Address

Vaja-Pshavela 83/11
Tbilisi
0186

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასი"/Drug addiction treatment clinic Libertas posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასი"/Drug addiction treatment clinic Libertas:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram