13/03/2023
ჩვილ ბავშვთა მასაჟი მათი ცხოვრების პირველ წლებში ძალიან მნიშვნელოვანია.მასაჟი – საკმაოდ ეფექტური საშუალებაა მრავალი დაავადების პროფილაქტიკისთვის.ის ეფექტურია შინაგანი ორგანოების და სისტემების ფუნქციების რეგულაციისთვის,ასევე საშუალებას იძლევა ,რომ ახალშობილმა მარტივად გადაიტანოს დაბადების შემდგომი სტრესი .
საბავშვო მასაჟი იყოფა ორ სახეობად – გამაჯანსაღებელი და სამკურნალო.პირველი სახეობა გამოიყენება პროფილაქტიკისთვის და ტარდება ჩვილის ასაკის გათვალისწინებით.მაგალითად, კეთდება ცოცვის , თავის დაჭერის და დაჯდომის სწავლის დროს.სამკურნალო მასაჟი გამოიყენება საყრდენ – მამოძრავებელი,კუნთოვანი ან ნერვული სიტემების ფუნქციების დარღვევების სამკურნალოდ.ასე, მაგალითად , სამკურნალო მასაჟის სეანსები ჩვილებს ენიშნებათ საზარდულის ან ჭიპის თიაქარის ,ჰიპერ– ან ჰიპოტონუსის და განვითარების სხვა დარღვევების დროს.
ბავშვის ორგანიზმს თავისებურებები გააჩნია,ამიტომ გამოცდილმა და განათლებულმა მასაჟისტმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკის ფიზიოლოგია.
ვის შეუძლია ჩვილისთვის მასაჟის ჩატარება?
მსუბუქი მოძრაობები,ხელსმა შეუძლია გააკეთოს დამოუკიდებლად დედამაც.დედის ნაზი შეხებები უამრავ დადებით ემოციას იწვევს ჩვილში. მაგრამ საჭირო უნარ–ჩვევების მისაღებად აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს.ის გასწავლით და გაჩვენებთ რომელი ქმედება არის დაშვებული და რომელი არა.
თუ საჭიროა სამკურნალო მასაჟის ჩატარება,მაშინ დამოუკიდებლად ამის გაკეთება არ ღირს , რადგან შეიძლება ზიანი მიაყენოთ პატარას.ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს.
როდის არის კარგი პროცედურების ჩატარება?
მანიპულაციების ჩატარების დრო დამოკიდებულია იმაზე , თუ რა მიზნით კეთდება მასაჟი.თუ თქვენ გსურთ ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობის გააქტიურება,კუნთების ტონუსის მომატება და სისხლის მიმოქცევის სტიმულაცია,სასურველია სეანსი ჩატარდეს დილის საათებში.თუ მასაჟი მოსადუნებელია ,მაშინ უნდა ჩატარდეს საღამოს,როდესაც პატარა ემზადება ჯანსაღი და ხანგრძლივი ძილისთვის.რაც შეეხება ასაკს,სპეციალისტები გვირჩევენ მასაჟის დაწყებას სამი თვის ასაკიდან,მაგრამ ბავშვს თუ გააჩნია რამე პრობლემა,მაშინ შეიძლება დაიწყოთ დაბადების პირველივე დღეებიდან.
მასაჟი აუცილებელი გამაჯანსაღებელი პროცედურაა,რომელიც აუცილებელია ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის.