Bright Academy • ბრაით აკადემი

Bright Academy • ბრაით აკადემი “ბრაით აკადემი” ქმნის გარემოს,რომელიც მორგებულია თქვენი შვილის ინდივიდუალურ საჭიროებებზე

🌟 აუტიზმის ცნობიერების ამაღლებასთან  დაკავშირებით, “ბრაით აკადემი”-ში რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა აქტივობები:1️⃣...
07/04/2026

🌟 აუტიზმის ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით, “ბრაით აკადემი”-ში რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა აქტივობები:

1️⃣ სპეციალისტების პროფესიული გაძლიერება

🌐 ჩვენი სუპერვაიზორების გუნდი დაესწრო ორდღიან კონფერენციას ქ. ბერლინში თემაზე:
“Autism Awareness and Research”,
საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით.

2️⃣ მშობლების ემოციური მხარდაჭერა

👫 ჩატარდა შეხვედრა ჩვენი ბენეფიციართა მშობლებისთვის, რომლის მთავარი მესიჯი იყო:
„მშობელი – მთავარი და ხშირად უხილავი მხარდამჭერი ბავშვის ცხოვრებაში?
ჩვენ თქვენ გხედავთ!“ 💚

3️⃣ ადრეული ინტერვენციის პროექტი

💚 წინა წლების მსგავსად, მხარდამჭერი ორგანიზაციის დაფინანსებით ადრეული ასაკის ბავშვებს, რომლებსაც აღენიშნებათ აუტიზმის სპექტრის აშლილობის ნიშნები, შეუძლიათ უფასოდ მიიღონ მულტიდისციპლინური გუნდის შეფასება და თერაპიული სერვისი.

📥განაცხადის მიღება დაწყებულია
და გაგრძელდება 22აპრილამდე.

🔗 დეტალებისთვის იხილეთ ბმული:
https://bit.ly/41XmQxv

📣ბრაით აკადემიში სიახლეა❗️აქტუალურობიდან გამომიდნარე  დაგვემატა  Bright kids club💕ჯგუფური თერაპიის სერვისი, სადაც უსაფრთ...
07/03/2026

📣ბრაით აკადემიში სიახლეა❗️
აქტუალურობიდან გამომიდნარე დაგვემატა Bright kids club💕
ჯგუფური თერაპიის სერვისი, სადაც უსაფრთხო, მხარდამჭერ და ნახევრად სტრუქტურირებულ გარემოში ბავშვები სწავლობენ თამაშის, ურთიერთობისა და თვითრეგულაციის უნარებს.

🏡როცა, ბავშვებს ვუქმნით სწორ გარემოს, ისინი ერთმანეთისგან ბუნებრივად სწავლობენ როგორ გაუზიარონ ეთმანეთს სათამაშო, როგორ დაელოდონ რიგს, როგორ გამოხატონ სურვილი ან ემოცია ისე, რომ სხვამაც გაიგოს.

🎯ასეთი პატარა გამოცდილებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე და ქმნის იმ საფუძველს, რომელიც მას მომავალში თავდაჯერებულ, კომუნიკაბელურ და ემოციურად მდგრად პიროვნებად აყალიბებს. 🫂🌱

🌟თერაპიულ პროცესს წარმართავს ბავშვებთან და მოზარდებთან 20 წლიანი მუშაობის გამოცდილების მქონე თერაპევტი-ნინო ვაშაკიძე.

📩მეტი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე:
☎️ +995 32 2 185 258

გიცდია გაიხსენო, რა ემოციები ხდის შენი ბავშვობის წლებს განსაკუთრებულს?💭👀ნუთუ გახსოვს, რამდენი სათამაშო გქონდა ან რამდენა...
11/02/2026

გიცდია გაიხსენო, რა ემოციები ხდის შენი ბავშვობის წლებს განსაკუთრებულს?💭👀

ნუთუ გახსოვს, რამდენი სათამაშო გქონდა ან რამდენად იდეალურად იყო მოწყობილი შენი ოთახი? 🤔🚂
თუ გახსენდება ის მომენტები, ვინ გისმენდა როცა შენს განცდებს აზიარებდი, ვინ გამშვიდებდა როცა გეშინოდა, ვისი იმედი გქონდა როცა ახალ ბარიერებს ეჭიდებოდი..🌱🫂
სწორედ ეს ყოველდღიური, ცოცხალი ურთიერთობები რჩება ხანგრძლივად მეხსიერებაში და ქმნის იმ შეგრძნებას, რაც ბავშვობის წლებს განსაკუთრებულს ხდის.✨

🤱მიჯაჭვულობის ფაზა არის ბავშვის ფუნდამენტური საყრდენი იმ ემოციური კავშირის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც მსგავს მოგონებებს მთელი ცხოვრება გვინახავს.

🤝თუ გინდა იცოდე, როგორ შეგიძლია ხელი შეუწყო ბავშვს უსაფრთხო ემოციური კავშირის ჩამოყალიბებაში, გაეცანით სტატიას მიჯაჭვულობის შესახებ.
🖇️ https://bit.ly/4kvpEdG

ბრაით აკადემი გილოცავთ შობა-ახალ წელს! 🎄💚
01/01/2026

ბრაით აკადემი გილოცავთ შობა-ახალ წელს! 🎄💚

🌟ზაფხულის დასვენების შემდეგ, სასიამოვნო სიახლეებით დაგიბრუნდით!🏡 დიღომში, ბრაით აკადემიის კიდევ ერთი ახალი სივრცე შეიქმნ...
19/09/2025

🌟ზაფხულის დასვენების შემდეგ, სასიამოვნო სიახლეებით დაგიბრუნდით!

🏡 დიღომში, ბრაით აკადემიის კიდევ ერთი ახალი სივრცე შეიქმნა, რომელიც ბავშვის განვითარებასა და საჭიროებებზეა მორგებული.
აღნიშნულ ფილიალში 13 და 14 სექტემბერს, მარიამ ხვადაგიანის მენტორობით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე:

„რა ემოციური, სოციალური, კოგნიტური და წინააკადემიური უნარების მხარდაჭერა ესაჭიროება ბავშვს სასკოლო მზაობის ფორმირებისთვის“

💭 სამუშაო შეხვედრა მოიცავდა, როგორც თეორიას, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და დისკუსიებს

✨ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, არა მხოლოდ ჩვენი სივრცე გავაძლიეროთ, არამედ მხარი დავუჭიროთ თითოეულ სპეციალისტს და ყველა იმ სივრცესა თუ ორგანიზაციას, რომელიც ბავშვების განვითარებაზე ზრუნავს.⭐️

17/06/2025

ჩვენ უკვე 2 წლის ვართ 💚🎉

📣ბრაით აკადემიაში გუნდის ახალ წევრებს ვეძებთ!თუ გსურთ გახდეთ ჩვენი პროფესიული გუნდის წევრი და გაქვთ შესაბამისი გამოცდილე...
29/04/2025

📣ბრაით აკადემიაში
გუნდის ახალ წევრებს ვეძებთ!

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი პროფესიული გუნდის წევრი და გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, გიზიარებთ აქტიურ ვაკანსიებს სამი მიმართულებით:

🧩 ქცევითი (ABA) თერაპევტი
დეტალები → https://bit.ly/4lSV6TI

✏️ სასკოლო უნარების თერაპევტი
დეტალები → https://bit.ly/3Ykya5M

🗣️ ენისა და მეტყველების თერაპევტი
დეტალები → https://bit.ly/3YhrXHK

💌დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე:
contact@brightacademy.ge

📣“მზად არის ჩემი შვილი სკოლისთვის?”ეს კითხვა ბუნებრივია და ბევრ მშობელს უჩნდება, როცა ბავშვისთვის ახალი ეტაპი ახლოვდება....
25/04/2025

📣“მზად არის ჩემი შვილი სკოლისთვის?”
ეს კითხვა ბუნებრივია და ბევრ მშობელს უჩნდება, როცა ბავშვისთვის ახალი ეტაპი ახლოვდება.

🎓 სკოლისთვის მზაობა გარკვეული საკითხების ცოდნის დონით არ განისაზღვრება — მნიშვნელოვანია ბავშვის სხვადასხვა უნარების განვითარებაც: კომუნიკაცია, ემოციების მართვა, დამოუკიდებლობა, მოტორული უნარები..

🗣️ როგორ გამოხატავს აზრებს
🤝 როგორ ურთიერთობს თანატოლებთან
🧠 რამდენად შეუძლია ყურადღების მობილიზება და მარტივ ამოცანებზე ფოკუსირება
✏️ როგორ უმკლავდება წიგნიერებასა და დათვლას
⚽ როგორია ფიზიკური უნარები
🧼 როგორ ზრუნავს საკუთარ თავზე
💫 როგორ უმკლავდება წარუმატებლობასა და მარცხს

💡თუ შენც ფიქრობ ამაზე და გინდა, უკეთ გაერკვე, რას უნდა მიაქციო ყურადღება.. მეტი ინფორმაციის მისაღებად, ბლოგში ბევრ სასარგებლო რჩევასა და ინფორმაციას გიზიარებთ! 💚

👉http://bit.ly/3YfKtA7

🛝სენსორული ინტეგრაციის შეფასება - შეგრძნებების საშუალებით გარემოს შემეცნება!   🌎✨ბავშვები ყოველდღიური გამოცდილებით იღებე...
11/04/2025

🛝სენსორული ინტეგრაციის შეფასება - შეგრძნებების საშუალებით გარემოს შემეცნება! 🌎✨

ბავშვები ყოველდღიური გამოცდილებით იღებენ სხვადასხვა სენსორულ სტიმულებს, როგორიცაა – შეხება, ხმები, განათება, ფიზიკური აქტივობა - მოძრაობა და წონასწორობა, გემო, სუნი… მაგრამ ყველა ბავშვი ამ სტიმულებს ერთნაირად ვერ ამუშავებს. სენსორული ინტეგრაციის შეფასება ეხმარება მშობლებს და სპეციალისტებს უკეთ გაიგონ, თუ როგორ ამუშავებს ბავშვი მიღებულ სენსორულ ინფორმაციას და როგორ ახდენს გარემოში ადაპტირებას. 🔍

🌈როგორ ტარდება შეფასება?
კვლევის პროცესი მიმდინარეობს სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, რომელიც შექმნილია სხვადასხვა სენსორული სისტემის გასააქტიურებლად. ამ პროცესში სპეციალისტი აკვირდება ბავშვის რეაქციებს და ადაპტურ პასუხებს სხვადასხვა სენსორულ სტიმულებზე, როგორიცაა:

✋ტაქტილური სისტემა – შეხება: სხვადასხვა ტიპის ტექსტურებისა და ფაქტურების აღქმა;
⚖ვესტიბულური სისტემა – წონასწორობა, მოძრაობა, სივცრითი მანიპულაცია და გრავიტაციის შეგრძნება;

🏃პროპრიოცეპტული სისტემა – სხეულის პოზიცია, ძალის განსაზღვრა, აქტიურობის დონე, მოტორული დაგეგმვა და მოტორული იმიტაცია კოორდინირებული და სინქრონული მოძრაობების გამოყენებით;

👀ვიზუალური სისტემა – ფერები, ფორმები, სინთლე და ჩრდილები, სივრცითი მიმართებები;

🎶აუდიალური სისტემა – ბგერების ინტენსივობა, მიმართულება, ხმების დიფერენცირება;

🎯 რატომ მიმდინარეობს შეფასება თამაშის სახით?
ბავშვები ყველაზე კომფორტულად თამაშის პროცესში გამოხატავენ თავიანთ რეაქციებს და უნარებს. აქტივობები თამაშის სახით მიმდინარეობს, რაც სპეციალისტს საშუალებას აძლევს დააკვირდეს ბავშვის ბუნებრივ ქცევას – როგორ რეაგირებს ის ახალ სტიმულებზე, როგორ იყენებს მოტორულ უნარებს და ა.შ.

💡რას აძლევს ბავშვს სენსორული ინტეგრაციის შეფასება?
✅ბავშვის სენსორული გადამუშავების პროცესის გაგებას - სენსორული პროფილის შედგენას თითოეულ შეგრძნებასთან მიმართებაში;
✅ შეგრძნებებთან დაკავშირებული მისი ყოველდღიური სირთულეების მიზეზის იდენტიფიცირებას;
✅ მისი სენსო-მოტორული განვითარებისათვის სწორი სტრატეგიების შერჩევას;
✅ შეგრძნებების გადამუშავებით მოტორ-სივრცითი, ემოციური რეგულაციისა და სოციალური უნარების გაუმჯობესებას;
✅ როდესაც ბავშვი აღიქვამს სენსორულ სტიმულებს, ამუშავებს მათ და პასუხობს შესაბამისად, მისი კომფორტი და წარმატება ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად იზრდება!

📣ტრადიციულად,  აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო  დღესთან დაკავშირებით, "ბრაით აკადემი"  ახორციელებს სოციალურ პროექტ...
02/04/2025

📣ტრადიციულად, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, "ბრაით აკადემი" ახორციელებს სოციალურ პროექტს.

🔔აღნიშნულის ფარგლებში, ადრეული ასაკის ბავშვებს, რომელთაც აღენიშნებათ აუტიზმის სპექტრის აშლილობისთვის დამახასიათებლი ნიშნები, საშუალება ექნებათ მიიღონ კვალიფიციური მულტიდისციპლინური გუნდის შეფასება და თერაპიული სერვისი. კერძოდ, დაფინანსდება:

🔸 განვითარების მასტიმულირებელი პაკეტი 5 ბავშვისთვის - 16 თერაპიული სესია 6 თვის განმავლობაში;

🔸 განვითარების სრულყოფილი შეფასება და დიაგნოსტირება სხვადასხვა სპეციალისტის მიერ ( ნეიროფსიქოლოგი, მეტყველების თეტაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ADOS-2) 7 ბავშვისთვის

✏️პროექტში მონაწილეობისთვის ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლითაგან მინიმუმ 2 კრიტერიუმს:

* ბავშვის ასაკი- 3 წლამდე;
* ბავშვი არ არის ჩართული სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებში;
* ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში;
* ოჯახში 3-ზე მეტი არასრულწოვანია;
* ოჯახის რომელიმე წევრს აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი;
* მზრუნველ პირს აქვს მარტოხელა მშობლის სტატუსი;

⚠️უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ უფრო მეტ კრიტერიუმს.

🗓️პროექტში მონაწილეობის მსურველებმა, 15 აპრილის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ შესაბამისი დოკუმენტები მეილზე:
👉 contact@brightacademy.ge

👫სწორი და დროული ინტერვენცია ბავშვის პოტენციალის მაქსიმალური რეალიზებისთვის გადამწყვეტია!

რა არის ფლორთაიმ თერაპია? ✨🧠💬🌱💛 DIR/Floortime — ეს არის განვითარებაზე, ინდივიდუალურ  სენსორულ პროფილსა და ურთიერთობაზე ო...
12/03/2025

რა არის ფლორთაიმ თერაპია? ✨🧠💬

🌱💛 DIR/Floortime — ეს არის განვითარებაზე, ინდივიდუალურ სენსორულ პროფილსა და ურთიერთობაზე ორიენტირებული თერაპიული მოდელი, რომელიც თავისუფალი ან ნახევრად სტრუქტურირებული თამაშის გზით ეხმარება ბავშვებს ემოციური, სოციალური და კომუნიკაციური უნარების განვითარებაში. ეს მიდგომა განსაკუთრებით ეფექტურია იმ ბავშვებისთვის, ვისაც აქვს ემოციური რეგულაციის, გაზიარებული ყურადღებისა და კომპლექსური თამაშის სირთულეები. შესაბამისად, აქტიურად გამოიყენება განვითარების შეფერხებისა და აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებში 🧸👣

DIR/Floortime თერაპიის ეფექტურობის დამადასტურებელ კვლევებს შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე
https://bit.ly/4kHj9US

✔ უწყობს ხელს ემოციური რეგულაციის ჩამოყალიბებას 🤗
✔ აძლიერებს კომუნიკაციისა და სოციალური ურთიერთობების უნარებს 🗣👥
✔ ავითარებს კოგნიტურ და სენსორულ შესაძლებლობებს 🧩🌈
✔ ამყარებს მშობელსა და ბავშვს შორის ემოციურ კავშირს ❤👨‍👩‍👧

DIR-Floortime თერაპია ბავშვის ბუნებრივ ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე დაფუძნებით ავითარებს მის პიროვნულ პოტენციალს. 🎨🛝

Address

ო. ონიაშვილის ქ. N33
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00
Saturday 09:00 - 19:00

Telephone

+995322185258

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Bright Academy • ბრაით აკადემი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Bright Academy • ბრაით აკადემი:

Share