“ავერსის კლინიკის” ლაბორატორია დაარსდა 2007 წელს. მას შემდეგ ლაბორატორიული ქსელი მუდმივად ფართოვდება და ამჟამად აერთიანებს 24 ლაბორატორიას ქვეყნის მასშტაბით.
„ავერსის კლინიკის“ ლაბორატორია წარმოადგენს მულტიპროფილურ ლაბორატორიას, რომელიც პაციენტებსა და კლინიცისტებს სთავაზობს მუდმივად განახლებად ტესტ-მენიუს და ფარავს ლაბორატორიული კვლევების სხვადასხვა სპექტრს, როგორიცაა:
• მიკრობიოლოგიური გამოკვლევები
• ბიოქიმიური გამოკვლევები და ჰემოსტაზი
• ზოგადკლინიკური გამოკვლევები
• იმუნოლოგია-სეროლოგიური გამოკვლევები
• პათომორფოლოგიური გამოკვლევები
• ციტოლოგიური გამოკვლევები და
• მოლეკულური დიაგნოსტიკა (PCR)
ლაბორატორიული კვლევები სრულდება უახლესი თაობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, ხარისხის სტანდარტების სრული დაცვით, ლაბორატორიის პროფესიონალთა გუნდის მიერ.
„ავერსის კლინიკის“ ლაბორატორია, გახსნის დღიდან, ჩართულია ხარისხის გარე კონტროლის სხვადასხვა პროგრამაში.
2013 წელს ლაბორატორიას მიენიჭა ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი - ISO 9001, ხოლო 2014 წელს ავერსის კლინიკის ლაბორატორიამ, პირველმა საქართველოში, გაიარა აკრედიტაცია სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის სტანდარტის ISO 15189 - ის მიხედვით. მას შემდეგ, ყოველწლიურად წარმატებით ახორციელებს სერტიფიცირებისა და აკრედიტაციის მონიტორინგის პროცესებს.
ყველა კვლევა, რაც ტარდება ავერსის კლინიკის ლაბორატორიაში, შესულია აკრედიტაციის სფეროში, რაც განაპირობებს შედეგების მაქსიმალურ სიზუსტეს.
„ავერსის კლინიკის“ ლაბორატორიის პრიორიტეტია ყოველთვის შესაბამისად უპასუხოს პაციენტების მოლოდინებს, მოთხოვნებსა და საჭიროებებს. სწორედ ამიტომ, პაციენტებზე ორიენტირებული ხარისხიანი მომსახურება და მისაღები ფასი არის ის, რაც დაგხვდებათ ლაბორატორიაში - თქვენი კომფორტისთვის! "ავერსის კლინიკის" ლაბორატორია ფუნქციონირებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
თბილისი:
- "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიის ცენტრალური ფილიალი - ვაჟა ფშაველას გამზ. 27ბ
- "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიის ისნის ფილიალი - ნავთლუღის ქ. #11/13
- "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიის ბ/ხმელნიცკის ფილიალი - ბერი გაბრიელ სალოსის ქ. #153ა
- "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიის თემქის ფილიალი - თემქის მე-3 მკრ, კვარტ. 3, კორპ. 43
- "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიის ავლაბრის ფილიალი - წინანდლის ქ. #9
- აკადემიკოს ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა - ა.ყაზბეგის გამზ. #16
- აკადემიკოს ვ. ბოჭორიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრი - ა. ყაზბეგის გამზ. #16
- კლინიკა "ახალი სიცოცხლე" - ლუბლიანას ქ. #29
- ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი - ჩაჩავას ქ. #5
ქვემო ქართლი:
- რუსთავი - "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიის რუსთავის ფილიალი - მესხიშვილის ქ. #3ა
- რუსთავი - "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიის რუსთავის #3 ფილიალი - მესხიშვილის ქ. #5
- მარნეული - "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიის მარნეულის #1 ფილიალი - 26 მაისი ქუჩა
- მარნეული - "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიის მარნეულის #2 ფილიალი - სულხან-საბას ქ. #59
შიდა ქართლი:
- გორი - "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიის გორის #1 ფილიალი - ცხინვალის გზატკეცილი #12
- გორი - "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიის გორის #2 ფილიალი - სამეფოს ქ. #78
- ქარელი - "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიის ქარელის ფილიალი - ჭავჭავაძის ქ. #8
კახეთი:
- თელავი - "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიის თელავის ფილიალი - ვ. სეხნიაშვილის ქ. 3ა
- გურჯაანი - "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიის გურჯაანის ფილიალი - თავისუფლების ქ. #51
- ახმეტა - "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიის ახმეტის ფილიალი - რუსთაველის ქ.
- ყვარელი - "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიის ყვარლის ფილიალი - აღმაშენებლის ქ. #5
- ლაგოდეხი - "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიის ლაგოდეხის ფილიალი - ნინოშვილის ქ. #2
- საგარეჯო - "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიის საგარეჯოს ფილიალი - აღმაშენებლის ქ. #14
სამეგრელო:
- ფოთი - "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიის ფოთის ფილიალი - რუსთაველის რკალი #24
იმერეთი:
- ზესტაფონი - "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიის ზესტაფონის ფილიალი - აღმაშენებლის ქ. #16