Dr.AChikvaidze

Dr.AChikvaidze Oral & Maxillofacial Surgeon
ყბა-სახის ქირურგი

💥
02/04/2025

💥

31/03/2024
22/02/2024

სიბრძნის კბილის ექსტრაქცია🦷

08/11/2023

🔷 პაციენტმა რამოდენიმე თვის წინ მოგვმართა სიბრძნის კბილების ექსტრაქციისთვის, რადგან იგეგმებოდა ორთოდონტიული მკურნალობა ბრეკეტ სისტემით.
🔷 ეტაპობრივად ჩატარდა სიბრძნის კბილების ექსტრაქცია, ამჯერად კი პაციენტს ჩაუტარდა 35 კბილის ექსტრაქცია.

⚪ მცირე სანერწყვე ჯირკვლის რეტენციული კისტა⚪ მცირე სანერწყვე ჯირკვლის სადინარი მისი ყველაზე სუსტი ადგილია, შესაბამისად მ...
14/10/2023

⚪ მცირე სანერწყვე ჯირკვლის რეტენციული კისტა

⚪ მცირე სანერწყვე ჯირკვლის სადინარი მისი ყველაზე სუსტი ადგილია, შესაბამისად მისი დაზიანება ხდება ძალიან მარტივად, მექანიკური ტრავმის შედეგად, მაგალითად: ტუჩის მოკვნეტის დროს, ცხელი ჩაის ან ყავის დალევისას ლორწოვანის დამწვრობის შედეგად და ა.შ.

ასეთ დროს სანათურის დახშობა ხდება, ნერწყვი ვეღარ გამოიყოფა, თუმცა ჯირკვალი აგრძელებს ფუნქციონირებას, რის გამოც ნერწყვი გროვდება ჯირკვალში და ხდება მისი ზომაში გაზრდა.

⚪ ასეთ დროს პაციენტი აღნიშნავს ესთეტიურ და ფუნქციურ დისკომფორტს, ტკივილი არ აღინიშნება

⚪ მკურნალობა-ქირურგიულია და ხდება მისი ამოკვეთა

✔️ თუ გაწუხებთ მსგავსი ჩივილები, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი

🖋️ კონსულტაციაზე ჩასაწერად მომწერეთ პირადში ან დარეკეთ მითითებულ ნომერზე
🪄 +995558020227

🦷  სიბრძნის კბილის უმტკივნეულო ექსტრაქცია🖋️ ვიზიტზე ჩასაწერად მომწერეთ პირად შეტყობინებაში
02/10/2023

🦷 სიბრძნის კბილის უმტკივნეულო ექსტრაქცია

🖋️ ვიზიტზე ჩასაწერად მომწერეთ პირად შეტყობინებაში

🛑 რა არის ოდონტომა?🔺 ოდონტომა სიმსიმვნისმაგვარი დაავადებაა, რომელიც შედგება მაგარი ქსოვილებისგან, პულპისგან, პერიოდონტის...
18/04/2023

🛑 რა არის ოდონტომა?

🔺 ოდონტომა სიმსიმვნისმაგვარი დაავადებაა, რომელიც შედგება მაგარი ქსოვილებისგან, პულპისგან, პერიოდონტისგან, რომელებიც უწესრიგოდ არიან განლაგებული. ოდონტომა მრგვალი ან უსწორმასწორო ფორმის მკვრივი წარმონაქმნია, რომელიც დაფარულია უხეშბოჭკოვანი ფობროზული ქსოვილისგან

🔺 უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ნელა იზრდება და როდესაც დიდ ზომას მიაღწევს, ძვალი თხელდება და ვითარდება დეფორმაცია

🔺 რენტგენოლოგიურად:
ოდონტომა იძლევა კბილის გვირგვინის ჩრდილის მსგავს მკვრივ ჩრდილს, მრგვალი ან კბილისმაგვარი ფორმით.

🛑 მკურნალობა:

დიდი ზომის შემთხვევაში იწვევს დეფორმაციას და რთულება ანთებითი მოვლენებით, ამიტომ მისი ამოღება უნდა მოხდეს გარსთან ერთად ქირურგიული ჩარევის შედეგად.

მცირე ზომის ოდონტომის მკურნალობა აუცილებელი არ არის.

🦷 ფოლიკულური კისტა♦️ ყბების 4-6%-ს შეადგენს და დამახასიათებელია კისტის სანათურში უკვე ფორმირებული კბილის ან მისი გვირგვი...
09/04/2023

🦷 ფოლიკულური კისტა

♦️ ყბების 4-6%-ს შეადგენს და დამახასიათებელია კისტის სანათურში უკვე ფორმირებული კბილის ან მისი გვირგვინის არსებობა. წარმოშობის მიზეზი შეიძლება იყოს ქრონიკული ანთებითი პროცესი სარძევე კბილების პერიაპიკალურ ქსოვილებში ან კბილწარმომქმნელი ეპითელის მანკოვანი განვითარება.

♦️ძირითადად გვხვდება ქვედა ყბაზე, უფრო ხშირად სხეულის ან კუთხის არეში. მისთვისთვის დამახასიათებელია ნელი ზრდა.

♦️რენტგენოლოგიურად:
კისტურ ღრუში მდებარეობს რეტენირებული კბილი, მისი გვირგვინი ან ჩანასახი.

♦️ მკურნალობა: ქირურგიულია

🧐რა არის ოდენტოგენური კისტა?🛑 ოდონოგენური კისტა ეს არის ყბების ძვლის სისქეში კბილებთან კონტაქტში წარმოქმნილი საკუთარი გა...
06/04/2023

🧐რა არის ოდენტოგენური კისტა?

🛑 ოდონოგენური კისტა ეს არის ყბების ძვლის სისქეში კბილებთან კონტაქტში წარმოქმნილი საკუთარი გარსისა და თხევადი შიგთავსის შემცველი ღრუა.
▫️არჩევენ ✔️ფესვოვან (რადიკულურ) და ✔️გვირგვინოვან (ფოლიკულურ) კისტას.

⚪ამჯერად განვიხილოთ ფესვოვანი კისტა

⚪ფესვოვანი კისტა- წარმოიქმნება გრანულომის ეპითელისგან. კისტას აქვს გარსი, რომლის გარეთა შრე წარმოდგენილია მკვრივი ფიბროზული შემაერთებელი ქსოვილით, ხოლო შიგნითა-მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელით. კისტის შიგთავსი კი შედგება ქოლესტერინის დიდი რაოდენობის შემცველი სეროზული სითხისგან.

♦️კლინიკა:
ფესვოვან კისტას ახასიათებს ნელი და უმტკივნეულო ზრდა. იგი შეიძლება შემთხვევით იქნეს აღმოჩენილი რენტგენოგრამაზე, მაგრამ პაციენტი მაშინ ამჩნევს, როდესაც იგი გამობერავს ყბის ძვალს ან დაჩირების შემთხვევაში.

ქვედა ყბაზე ძვალი გამოიბერება ვესტიბულური მხრიდან, ზედა ყბაზე როგორც ვესიბულური, ასევე სასის მხრიდანაც. პალპაციით შესიება მკვრისი და უმტკივნეულოა. ლორწოვანი გარსი ამ არეში უცვლელი.

ზედა ყბის კისტა ზრდის დროს შეიძლება გავრცელდეს ზედა ყბის წიაღში და მთლიანად ამოავსოს იგი.
ასევე შეიძლება გაიზარდოს ცხვირის ღრუს მიმართულებით, ზრდი პროცესში კისტა იწვევს მეზობელი კბილების ფესვების განზიდვას, ხოლო გვირგვინები ერთმანეთისკენ იხრებიან.

კისტის დაჩირქების შემთვევაში კი ლორწოვანი გარსი ხდება ჰიპერემიული, ვლინდება ტკივილები, მატულობს სხეულის ტემპერატურა. შეიძლება განვითარდეს ოსტეომიელიტური პროცესი, ფლეგმონა, ძალიან იშვიათად კი პათოლოგიური მოტეხილობა.

♦️დიაგნოსტიკა:
რთული არ არის, რენტგენოგრამაზე ფესვოვანი კისტა არის კბილის ფესვთან მიმდებარე ძვლის მრგვალი ან ოვალური დეფეტი, მკაფიოდ შემოფარგლული თანაბარი კონტურებით.

♦️მკურნალობა:
ქირურგიულია და არსებობს ორი მეთოდი.
✔️ცისტექტომია და ✔️ცისტოტომია
ორივე მათგანს თავისი ჩვენება აქვს და გამოიყენება ჩვენების მიხევით.

🛑ცისტექტომია-კისტის გარსის სრული ამოღებაა და ასეთ დროს წინასწარ უნდა იყოს დაბჟენილი ინ კბილთა ფესვის არხები, რომელთა ფესვები მოთავსებულია კისტურ ღრუში. ცისტექტომიის დროს გარსის უმნიშვნელო ნაწილიც რომ შერჩეს ფესვზე, შეიძლება ეს გახდეს რეციდივის მიზეზი, ამიტომ საჭირო ფესვის მწვერვალის რეზექცია.

🛑ცისტოტომია-ეს არის კისტური ღრუს გახსნა და პირის ღრუსთან ფართო შერთულის გაკეთება. ცისტოტომია ნაჩვენებია დიდი კისტის დროს, ანთებითი მოვლენებით, როდესაც კისტის გარსის სრული ამოღებით შეიძლება გაიხსნას მეზობელი ღრუები.

4.8, 3.8 რეტენირებული კბილების ექსტრაქცია
03/04/2023

4.8, 3.8 რეტენირებული კბილების ექსტრაქცია

Address

Kekelidze 28/30
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00
Saturday 09:00 - 17:00
Sunday 09:00 - 17:00

Telephone

+995558020227

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dr.AChikvaidze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Dr.AChikvaidze:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram