ABA პედია . ABApedia

ABA პედია . ABApedia უწყვეტი განათლება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ქცევის ანალიზში

✨ 2026 წელი განვლილი გზის გადახედვითა და მომავლის იმედით დავიწყოთ 📌 ABA საქართველოში განვითარდა ბევრი სხვადასხვა პროფესი...
05/01/2026

✨ 2026 წელი განვლილი გზის გადახედვითა და მომავლის იმედით დავიწყოთ

📌 ABA საქართველოში განვითარდა ბევრი სხვადასხვა პროფესიონალის შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და თანამშრომლობის შედეგად

📌ეს არის საქმე, რომელიც წლების განმავლობაში თანმიმდევრულად და დიდი პასუხისმგებლობით კეთდება

📌 ქცევის ანალიზის საერთაშორისო ორგანიზაციის - IBAO-ს წლევანდელი სიახლეები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ ერთად

💚 განსაკუთრებული მადლობა
თინათინ ჭინჭარაულს, თამარ სეხნიაშვილს, მადონა ბონისა და გვანცა ჩვამანიას

💚ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც:

• წლების განმავლობაში მუშაობდა პრაქტიკაში - ბავშვებთან და მათ ოჯახებთან
• ასწავლიდა და ახორციელებდა სუპერვიზიას
• მონაწილეობდა თარგმანებსა და სამუშაო დოკუმენტების შექმნაში
• და დღესაც იგივე პასუხისმგებლობით აგრძელებს მუშაობას




#ქცევისანალიზი

ეს წელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 💚💚 უკვე  3 წელია რაც  IBAO-ს IBT და CEU პროვაიდერები ვართ International ...
30/12/2025

ეს წელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 💚

💚 უკვე 3 წელია რაც IBAO-ს IBT და CEU პროვაიდერები ვართ International Behavior Analysis Organization

💚 ასევე საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის პროვაიდერები ვართ საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაცია

🔹 400+ მონაწილე
🔹 25 ტრენინგი
🔹 25 ქალაქი
🔹 6 ორგანიზაციასთან მუდმივი თანამშრომლობა

ეს ციფრები მხოლოდ სტატისტიკა არ არის !
ეს არის თქვენი ნდობა ჩვენს მიმართ!
ეს არის ცოდნა, განვითარება და პროფესიული ზრდა, რომელიც თქვენთან ერთად შევქმენით!

მადლობა თითოეულ მონაწილეს, კოლეგას და ორგანიზაციას ნდობისთვის 🤍

📌 ახალი წლიდან კიდევ უფრო მეტ სიახლეს გპირდებით:
➡️ პრაქტიკაზე დაფუძნებული ტრენინგები
➡️ პროფესიული სუპერვიზიები
➡️ ახალი და საინტერესო თემები
➡️ ახალი ფორმატი და ახალი თანამშრომლობები

ABApedia გილოცავთ დამდეგს და აგრძელებს ზრდას თქვენთან ერთად თანამედროვე ABA - ში

This year has been a very important milestone for us 💚
For 3 years, we have proudly been IBAO IBT & CEU Providers.

Proud providers of the Georgian Association of Behavior Analysts

🔹 400+ participants
🔹 25 trainings delivered
🔹 25 cities
🔹 Collaboration with 6 organizations

These numbers are not just statistics!
They represent your trust in us.
They reflect the knowledge, growth, and professional development that we have built together with you.

Thank you to every participant, colleague, and organization for your trust 🤍

📌 From the new year, we promise even more:
➡️ Practice-based trainings
➡️ Professional supervision
➡️ New and engaging topics
➡️ New formats and new collaborations

ABApedia wishes you a happy upcoming year and continues to grow together with you in modern ABA.

Myelin/მიელინი

Bridge For Social Inclusion /ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის

ხელი ხელს

ფაზლი - ბავშვთა და მოზარდთა აბილიტაციის ცენტრი

VALEO ნევროლოგიური კლინიკა "ვალეო"

Georgia Red Cross Society / საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ross Society / საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

ვალდორფის პედაგოგიკის კამპუსი ლისი / Waldorf Pedagogical Campus Lisi

Medfox / მედფოქსი

📢 შიშთან დაკავშირებული ქცევა ბავშვებში - ქცევითი ინტერვენციის დაგეგმვა და განხორციელება🎓5 საკონტაქტო საათი🎓გაიცემა სერტი...
12/12/2025

📢 შიშთან დაკავშირებული ქცევა ბავშვებში - ქცევითი ინტერვენციის დაგეგმვა და განხორციელება

🎓5 საკონტაქტო საათი

🎓გაიცემა სერტიფიკატი და IBAO-ს უწყვეტი განათლების 5 კრედიტი;

💻სწავლება ჩატარდება 24-25 დეკემბერს

⏰ 18:00 დან -20:30 მდე

ტრენინგის საფასური: 100 ლარი

📌 რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ 👉
https://forms.gle/CXjKNXR4AzH3kbMD9

ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს:
✅შიშთან და შფოთვასთან დაკავშირებული ქცევა (მშობელთან განშორება, თმის შეჭრა, ახალი საკვების დაგემოვნება ა.შ.);
✅შიშთან დაკავშირებული პრობლემური ქცევის შეფასება, ინტერვენციის დაგეგმვა და განხორციელება;
✅სტიმულთა იერარქიის შექმნა, დესენსიტიზაცია, სხვა დამხმარე სტრატეგიები;
✅შიში და შფოთვა აუტიზმის მქონე ბავშებთან - უახლესი მტკიცებულების მიმოხილვა;

📝სწავლების მეთოდი ინტერაქციული: ცალკეული შემთხვევების განხილვა, პრაქტიკული სავარჯიშოები;

📝ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები ისარგებლებენ ქართულენოვანი რესურსებით: ტრენინგის მასალები, კითხვარები, სამუშაო ბლანკები, რაც მათ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანას გაუადვილებთ;

👩‍🏫 ტრენერი - გვანცა ჩვამანია MA, IBA;

👩‍🎓კურსი განკუთვნილია:
✅ქცევის თერაპევტებისთვის და ანალიტიკოსებისთვის
✅ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის და მომიჯნავე სფეროს სპეციალისტებისთვის;
✅ფსიქოლოგიისა და მომიჯნავე სფეროს სტუდენტებისთის;
✅მშობლებისთვის;

📌 რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ 👉
https://forms.gle/CXjKNXR4AzH3kbMD9

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
☎+(995) 555 18 77 88
📩abapediaa@gmail.com

🔹 24-25 დეკემბერი – შიშთან დაკავშირებული ქცევა ბავშვებში: ქცევითი ინტერვენციის დაგეგმვა და განხორციელება 🧒😨 ➡️ უწ...

✨ ნოემბერი –დეკემბრის კურსები! 🍂📚💡💬 ხშირად გვწერთ  კურსების თარიღებზე -  გაგაცნობთ 2025 წლის ბოლომდე ჩვენი ტრენინგების გ...
27/10/2025

✨ ნოემბერი –დეკემბრის კურსები! 🍂📚
💡💬 ხშირად გვწერთ კურსების თარიღებზე - გაგაცნობთ 2025 წლის ბოლომდე ჩვენი ტრენინგების განრიგს! ❤️

🔹 8 ნოემბერი – აუტიზმი და სოციალურ უნართა სწავლების გზები 🧩💙
➡️ უწყვეტი განათლების 3 კრედიტი (2 სუპერვიზია, 1 ზოგადი)
⏰ 17:00–19:00
📌 რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ 👉
https://forms.gle/PWDpXto8AriFSbe99

🔹 27–28 ნოემბერი – აუტიზმი და ქცევის თერაპია 🧩💙
➡️ უწყვეტი განათლების 5 კრედიტი
⏰ 18:00–21:00
📌 რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ 👉
https://forms.gle/3RF3eexdBwgjPH8y9

🔹 24-25 დეკემბერი – შიშთან დაკავშირებული ქცევა ბავშვებში: ქცევითი ინტერვენციის დაგეგმვა და განხორციელება 🧒😨
➡️ უწყვეტი განათლების 5 კრედიტი
⏰ 18:00 დან -20:30 მდე
📌 რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ 👉
https://forms.gle/CXjKNXR4AzH3kbMD9

🎓 ბაზისური ტრენინგი – ქცევის გამოყენებით ანალიზში
📅 1 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით
🧾 გამოცდა – 30 დეკემბერს
👥 პირისპირ შეხვედრები: 1, 5, 8, 11, 22, 26, 27, 29 დეკემბერი
⏰ 17:00–19:00
📌 რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ 👉
https://forms.gle/mytcuzrEFm3jksin9

💬 დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ inbox-ში! 📩 ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 18 77 88

❗️❗️❗️
03/08/2025

❗️❗️❗️

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული თემი, შესაბამისი პროფესიული საზოგადოებები და ...

🎯 ABApedia და ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის  გთავაზობთ - სავარჯიშოებით სავსე პრაქტიკულ სემინარს:  მენდ ტრენინგი და თამაში...
10/07/2025

🎯 ABApedia და ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის გთავაზობთ - სავარჯიშოებით სავსე პრაქტიკულ სემინარს: მენდ ტრენინგი და თამაშით პარტნიორობა

❓გახსოვდეთ, რომ თერაპია იწყება მენდის სწავლებით!

✨ შემოგვიერთდი პრაქტიკულ სემინარზე:
„მასწავლე თამაშით – მენდ ტრენინგი და თამაშით პარტნიორობა“

📌 ისწავლეთ:
🔹 მენდ ტრენინგის ინტეგრირება თამაშში
🔹განვითარების ბარიერების დაძლევა
🔹 თანასწორი, მამოტივირებელი და სახალისო თამაში

📅 19 ივლისი | ⏰ 10:00–17:00
📍 ქუთაისი, ჯავახიშვილის 89ბ
💸 200 ლარი | 160 ლარი ასოციაციის წევრებისთვის
საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაცია
🧠 4 CEU (1 ეთიკა | 1 კულტურა | 2 ქცევის გამოყენებითი ანალიზი)

📋 სარეგისტრაციო ბმული:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeF8x2p2Mtr9Yc6SrtlwRLBmjSeoRx_133PCKmmGYgNQKedtg/viewform?usp=preview

🤝 ABA პრინციპების ინტეგრაცია სხვა სერვისებთან – უკეთესი შედეგებისთვის!📌 იცით რომ ABA შეიძლება ეფექტურად შეუთავსდეს ბევრ ...
24/06/2025

🤝 ABA პრინციპების ინტეგრაცია სხვა სერვისებთან – უკეთესი შედეგებისთვის!

📌 იცით რომ ABA შეიძლება ეფექტურად შეუთავსდეს ბევრ განსხვავებულ მიდგომას და სერვისს?
საქართველოში ყველაზე ხშირად გვხვდება კომბინაცია შემდეგ სერვისებთან:

✅ ენისა და მეტყველების თერაპია
✅ ოკუპაციური თერაპია
✅ ფიზიკური თერაპია
✅ კვების თერაპია
✅ სპეციალური განათლება
✅ ფსიქოკონსულტირება
✅ ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპია

👂 ერთიანი მიდგომა ხელს უწყობს:
✔️ სპეციალისტებს შორის ეფექტურ კომუნიკაციას
✔️ ჩარევის სიღრმესა და შედეგიანობას
✔️ დასწავლილი უნარების გადატანას რეალურ გარემოში

👨‍👩‍👧‍👦 გახსოვდეთ: ეკლექტიკური მიდგომა ხშირად უკეთეს შედეგს იძლევა, როცა ის თანმიმდევრულად და მიზანმიმართულადაა კოორდინირებული.

🤝 სპეციალისტებს შორის თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და საერთო მიზნების განსაზღვრა ეხმარება ბავშვს (და ოჯახს) პროგრესის მიღწევაში ყველა მიმართულებით!

💬 თქვენ რას დაამატებდით? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში ⬇️
#ეკლექტიკა #თერაპია #ქცევისანალიზი #ქცევისთერაპია

✨ ABA იცვლება, ვითარდება და ჰუმანურ, პიროვნებაზე ცენტრირებულ გზას ირჩევს! ✨ 📚 გიზიარებთ ცხრილს, რომელიც ტრადიციული და თა...
28/04/2025

✨ ABA იცვლება, ვითარდება და ჰუმანურ, პიროვნებაზე ცენტრირებულ გზას ირჩევს! ✨

📚 გიზიარებთ ცხრილს, რომელიც ტრადიციული და თანამედროვე ABA მიდგომებს შორის მთავარ განსხვავებას თვალსაჩინოდ წარმოაჩენს;

👉 ტრადიციული ABA უმეტესად სტრუქტურასა და წესებზე იყო ორიენტირებული📋

👉 თანამედროვე ABA კი — ურთიერთობაზე, ემპათიაზე და თითოეული ადამიანის უნიკალურობაზე აკეთებს აქცენტს! 🌱💬

ერთად ვიზრუნოთ, რომ ABA თერაპია გახდეს 🎈ბუნებრივი, 🌍 ბავშვზე მორგებული და 🤝 თანასწორუფლებიანი პროცესი, სადაც ბავშვის სურვილები და არჩევანი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს! 🗣️❤️

#თანასწორობა #ემპათია #განვითარება

💙 ფაქტები, რომელიც უნდა იცოდეთ აუტიზმის შესახებ 💙🔹 აუტიზმი ნეიროგანვითარებითი მდგომარეობაა და არა დაავადება – ის არ საჭი...
02/04/2025

💙 ფაქტები, რომელიც უნდა იცოდეთ აუტიზმის შესახებ 💙

🔹 აუტიზმი ნეიროგანვითარებითი მდგომარეობაა და არა დაავადება – ის არ საჭიროებს "განკურნებას", არამედ სწორ მიდგომასა და მხარდაჭერას.

🔹 ბიჭებში აუტიზმი 4-5-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებში, თუმცა გოგოები ხშირად "ნიღბავენ" სიმპტომებს, რის გამოც მათი დიაგნოსტირება გვიან ხდება.

🔹 აუტიზმს ძლიერი გენეტიკური კავშირი აქვს – თუ ოჯახში ერთი ბავშვს აქვს აუტიზმის დიაგნოზი, მეორე ბავშვთან აუტიზმის დიაგნოზის ალბათობა 5%-ია.
🧬 იდენტურ ტყუპებში, თუ ერთს აქვს აუტიზმი, მეორესთან აუტიზმის ალბათობა 90%-ს აღწევს.

🔹 ბევრი ადამიანი მხოლოდ მოზარდობის ან ზრდასრულ ასაკში იგებს, რომ აუტისტია – ზოგჯერ ბავშვობაში სიმპტომებს ვერ ამჩნევენ ან დიაგნოსტირებაზე ვერ მიმართავენ.

🔹 აუტიზმის დიაგნოზი მოიცავს მსუბუქიდან მძიმე ფორმამდე სპექტრს – ყველა აუტისტური ადამიანი განსხვავებულია და თითოეულს უნიკალური საჭიროებები აქვს.

🔹 აუტიზმის გამოვლენისთვის არ არსებობს კონკრეტული სამედიცინო ტესტი – 🩺 დიაგნოზი ქცევითი შეფასების საფუძველზე დგინდება.

🔹 აუტიზმის დროს ხშირია თანმდევი სამედიცინო და სხვა პრობლემები – 🤕 საჭმლის მომნელებელი პრობლემები, ალერგიები, ძილის დარღვევები, შფოთვა, ეპილეფსია.

🔹 აუტიზმი ცუდი მშობლობის შედეგი არ არის – ეს ნეიროგანვითარებითი მდგომარეობაა და არა აღზრდის პრობლემა.

🔹 ვაქცინებსა და აუტიზმს შორის კავშირი არ არსებობს – ❌💉 ეს მრავალჯერადად დადასტურდა მეცნიერულად.

🔹 მშობლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ადრეული მიმართვიანობაა – რაც უფრო ადრე იწყება ინტერვენცია, მით უკეთესი შედეგი აქვს.

🔹 ყველაზე ეფექტური და მეცნიერულად დადასტურებული მიდგომა აუტიზმის მართვისთვის ABA თერაპიაა – ✅ ადრეული ინტერვენცია ხელს უწყობს კომუნიკაციისა და სოციალური უნარების განვითარებას.

🔹 ბევრ აუტისტურ ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში სჭირდება გარკვეული ტიპის დახმარება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებელი და სრულფასოვანი ცხოვრება.

🔹 🐶 მონაცემები აჩვენებს, რომ ძაღლები აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის შესაძლოა გახდნენ მხარდაჭერის, უსაფრთხოების და ემოციური სტაბილურობის მნიშვნელოვანი წყარო.

🔹 თუ ადამიანი ვერ ლაპარაკობს, ეს არ ნიშნავს, რომ მას დაბალი IQ აქვს – კომუნიკაციის სირთულე არ არის ინტელექტის მაჩვენებელი.

🔹 ალტერნატიული კომუნიკაციის მეთოდები, როგორიცაა PECS (სურათების გაცვლის სისტემა) ან ჟესტების ენა, ხელს უწყობს კომუნიკაციის განვითარებას.

🔹 აუტიზმის მქონე ბავშვებს შესაძლოა ტკივილის მიმართ დაბალი მგრძნობელობა ჰქონდეთ, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძაფრი რეაქცია სენსორულ სტიმულაციაზე – შეხებასა და ხმაურზე.

🔹 აუტისტი პირების 50%-ზე მეტი მიდრეკილია გაუფრთხილებლად "გაიპაროს" სახლიდან ან უსაფრთხო ადგილიდან – 🚨 ოჯახებისთვის ეს სერიოზული გამოწვევაა.

🔹 არასწორია ვარაუდი, რომ ყველა აუტისტს განსაკუთრებული უნარები აქვს 🎭 – თითოეულს ინდივიდუალური შესაძლებლობები აქვს.

🔹 აუტისტური ადამიანებისთვის “ფიქსაციები” ან “აკვიატებები” ხშირად ძალიან მნიშვნელოვანია – მათ ინტერესებს პატივისცემით უნდა მივუდგეთ და აღვწეროთ, როგორც “გატაცებები” ან “სიღრმისეული ინტერესები.”

🔹 აუტიზმის მქონე პირებისთვის სტრუქტურირებული და პროგნოზირებადი გარემო მნიშვნელოვანია – ეს ეხმარება მათ სტრესის შემცირებასა და უკეთეს ადაპტაციაში.

💙 განსხვავებული არ ნიშნავს ნაკლებს... ერთად შევქმნათ საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანს აქვს თავისი ადგილი და მხარდაჭერა! 🤝 💙

#აუტიზმი #აუტიზმის #აუტიზმისმსოფლიოდღე #აუტიზმისსაერთაშორისოდღე #აუტიზმისცნობადობისამაღლებისმსოფლიოდღე #აუტიზმისგასაღებისიყვარულია❤ #აუტიზმისგასაღებისიყვარულია #აუტიზმისსპექტრი

📢 საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის რიგით მეორე კონფერენცია – წარმატებით დასრულდა! 🎉❗ "მომავლის ფორმირება" – ქც...
23/03/2025

📢 საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის რიგით მეორე კონფერენცია – წარმატებით დასრულდა! 🎉

❗ "მომავლის ფორმირება" – ქცევის ანალიზის საერთაშორისო დღის წლევანდელი სლოგანი, რომელიც კონფერენციის სულისკვეთებას სრულად ასახავდა.

🔹 კონფერენციამ პროფესიონალებს შესაძლებლობა მისცა, მოესმინათ ადგილობრივი და საერთაშორისო მომხსენებლებისთვის, გაეზიარებინათ თანამედროვე ცოდნა და დაეგროვებინათ უწყვეტი განათლების საათები (CEU).
💡 განსაკუთრებული მადლობა ჩვენს უცხოელ კოლეგებს – დოქტორ მაიკლ მიულერსა და დოქტორ გრეგორი ჰენლის – მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

🔹 კონფერენცია სიმბოლურად ბ. ფ. სკინერის დაბადების დღეზე გაიმართა. ორგანიზატორების და მომხსენებლების შრომის წყალობით და მონაწილეების აქტიური ჩართულობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სკინერი ქართველი სპეციალისტებით იამაყებდა...

✨ ვიმედოვნებთ, რომ კონფერენცია ხელს შეუწყობს ქცევის ანალიზის განვითარებას, ეთიკური და პროფესიული სამუშაო გარემოს გაძლიერებას.

🔹 აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ყველაზე პატარა მონაწილე სულ რაღაც ერთი წლის იყო და გამორჩეული ენთუზიაზმით ჩაერთო ყველა აქტივობაში! 🍼🎉

📅 შეხვედრამდე მომავალი წლის კონფერენციაზე! 🚀 საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაცია

ამ წუთებში... საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაცია
20/03/2025

ამ წუთებში... საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაცია

Address

Tbilisi
0162

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ABA პედია . ABApedia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ABA პედია . ABApedia:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram