Nesi's coaching

Nesi's coaching This page is about Nesi's coaching

ხშირად სვამენ კითხვას: "რა სურთ ქალებს?" პასუხი ძალიან მარტივია- ყველაფერი! 🥰
29/01/2025

ხშირად სვამენ კითხვას: "რა სურთ ქალებს?"
პასუხი ძალიან მარტივია- ყველაფერი! 🥰

19/01/2025

"პასუხისმგებლობით მოეკიდე შენს სიტყვებს. შენ გექნება საშუალება გამოიყენო სიტყვები სხვების შეურაცხყოფისთვის, დამცირებისთვის, ცილისწამებისთვის და ტკივილის მიყენებისთვის.
ასევე გექნება შესაძლებლობა გამოიყენო სიტყვები სხვების განკურნებისთვის, წახალისებისთვის, შთაგონებისთვის და სიყვარულისთვის.
როგორც კი სიტყვები ამოვარდება პირიდან, უკან ვერ დაიბრუნებ მათ. წარმოსთქვი შენი სიტყვები ძალიან ფრთხილად, სინაზით და თანაგრძნობით.
გამოიყენე შენი ცხოვრება, როგორც სიცოცხლის მომცემი წყარო სამყაროსთვის, რომელსაც ეს ასე ძალიან სჭირდება. და არასოდეს ინანებ რომ აირჩიე სიკეთე."

ნილ დონალდ უოლში

18/01/2025

#იგავი #საფიქრალად
#ეძღვნებაყველამსხვერპლს
„ქალს სიკვდილი ეწვია. როგორც კი სიკვდილი დაინახა, გაიღიმა და უთხრა, რომ მზად არის.
- რისთვის ხარ მზად? - კითხა სიკვდილმა.
- მზად ვარ, რომ ღმერთმა თავისთან წამიყვანოს, სამოთხეში! - უპასუხა ქალმა.
- და რატომ გადაწყვიტე, რომ ღმერთი თავისთან წაგიყვანს? - კითხა სიკვდილმა.
- აბა რა! მე იმდენი ვიტანჯე, რომ დავიმსახურე სიმშვიდე და ღმერთის სიყვარული - უპასუხა ქალმა.
- კერძოდ, რის გამო იტანჯებოდი?
- როდესაც პატარა ვიყავი, ყოველთვის უსამართლოდ მსჯიდნენ მშობლები.. მცემდნენ, კუთხეში მაყენებდნენ, მიყვიროდნენ, თითქოს რაღაც საშინელება ჩავიდინე. როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, თანაკლასელები დამცინოდნენ, მცემდნენ და მამცირებდნენ. როდესაც გავთხოვდი, ჩემი ქმარი სულ სვავდა და მღალატობდა. შვილებმა სულ გამაგიჟეს, საბოლოოდ კი ჩემს გასვენებაშიც არ მოვიდნენ. როდესაც ვმუშაობდი, ჩემი უფროსი ყოველთვის მიყვიროდა, მიგვიანებდა ხელფასს და შაბათ-კვირასაც მამუშავებდა, მერე საერთოდ დამითხოვა, ისე, რომ არც გადაუხდია.
მეზობლები ისე ჭორაობენ ჩემზე, თითქოს მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვიყო. ერთხელ კი, მძარცველი დამესხა თავს, გამაუპატიურა და ჩანთაც წამართვა.
- ჰო... კარგი რა გაგიკეთებია ცხოვრებაში? - კითხა სიკვდილმა.
- ყოველთვის კეთილი ვიყავი ყველას მიმართ, ეკლესიაში დავდიოდი, , ვლოცულობდი, ყველაზე ვზრუნავდი, ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებდი. მე იმდენი ტკივილი გადავიტანე ამ სამყაროსგან, როგორც ქრისტემ, რომ ვთვლი, ვიმსახურებ სამოთხეს...
- კარგი, - უპასუხა სიკვდილმა, - გასაგებია. ერთი პატარა ფორმალობაღა დარჩა. ხელი უნდა მოაწერო ერთ ხელშეკრულებას და პირდაპირ სამოთხეში მოხვდები.
სიკვდილმა გაუწოდა ქალს ფურცელი, სადაც მხოლოდ ერთი წინადადება იყო, რომლის ქვეშაც მას ხელმოწერა უნდა დაეტოვებინა. ქალმა შეხედა სიკვდილს და, თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, უთხრა, რომ ხელს ვერ მოაწერდა. ფურცელზე ეწერა: “ვპატიობ ყველას, ვინც მაწყენინა, და ვთხოვ პატიებას ყველას, ვისაც მე ვაწყენინე“.
- რატომ არ შეგიძლია აპატიო მათ და პატიება სთხოვო? - კითხა სიკვდილმა.
- იმიტომ, რომ მათ არ დაიმსახურეს ჩემი პატიება. იმიტომ, რომ თუ ვაპატიებ, გამოვა, რომ არც არაფერი ყოფილა. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი არ აგებენ პასუხს მათ საქმეებზე. არავისგან არ მჭირდება პატიება...არავისთვის არაფერი არ გამიკეთებია ცუდი!
- დარწმუნებული ხარ? - კითხა სიკვდილმა.
- სრულიად!
- რას გრძნობ მათ მიმართ, ვინც ამდენილი ტკივილი მოგაყენა? - კითხა სიკვდილმა.
- მე ვგრძნობ ბრაზს, მრისხანებას, წყენას! ეს უსამართლობაა, რომ უნდა დავივიწყო და წავშალო მეხსიერებიდან ის ბოროტება, რაც ადამიანებმა ჩემს მიმართ ჩაიდინეს!
- როგორ ფიქრობ, რა მოხდება, თუ აპატიებ მათ და ეგ გრძნობებიც აღარ გექნება? - კითხა სიკვდილმა.
ქალი რაღაც ხნით ჩაფიქრდა და უპასუხა, რომ მის შიგნით სიცარიელე დაისადგურებს!
- შენ ყოველთვის სიცარიელე გქონდა გულში, და ეს სიცარიელე გაუფასურებდა შენც და შენს ცხოვრებასაც, ის გრძნობები კი, რომელიც გაქვს, რაღაც მნიშვნელობას ანიჭებს შენს ცხოვრებას. ახლა მიპასუხე, რატომ გრძნობ სიცარიელეს?
- იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება მეგონა, ისინი, ვინც მიყვარდა, და ისინი, ვისთვისაც ვცოცხლობდი, დამაფასებდნენ, სინამდვილეში მათ მხოლოდ იმედები გამიცრუეს. მე ჩემი ცხოვრება მივუძღვენი ქმარს, შვილებს, მშობლებს, მეგობრებს, მათ კი ეს არ დააფასეს და უმადურები აღმოჩნდნენ!
- მანამ, სანამ ღმერთი მის შვილს დაემშვიდობა და დედამიწაზე გამოგზავნა, ბოლოს მან ერთი ფრაზა უთხრა, რომელიც უნდა დახმარებოდა, გაეაზრებინა სიცოცხლე საკუთარ თავში და მისი ადგილი ამ ცხოვრებაში...
- რა ფრაზა? - კითხა ქალმა.
- ს ა მ ყ ა რ ო შ ე ნ გ ა ნ ი წ ყ ე ბ ა...!
- ეს რას ნიშნავს?
- ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც შენს ცხოვრებაში ხდება, მხოლოდ შენი პასუხისმგებლობაა! დაიტანჯები, თუ გაიხარებ მხოლოდ შ ე ნ ი რ ჩ ე ვ! აბა, ამიხსენი, კერძოდ ვინ მოგაყენა ამდენი ტკივილი?
- გამოდის, მე თვითონ... - აკანკალებული ხმით უპასუხა ქალმა.
- მაშ ვის ვერ პატიობ?
- საკუთარ თავს? - მომტირალი ხმით უპასუხა ქალმა.
- აპატიო საკუთარ თავს, ნიშნავს აღიარო შენი შეცდომა! აპატიო საკუთარ თავს, ნიშნავს, მიიღო შენი არასრულყოფილება! აპატიო საკუთარ თავს, ნიშნავს, გაიხსნა საკუთარი თავისთვის! შენ თავად მიაყენე ამდენი ტკივილი თავს და ჩათვალე, რომ ამაში მთელი სამყაროა დამნაშავე და არავინ იმსახურებს შენს პატიებას... და, შენ გინდა, რომ ღმერთი ხელგაშლილი შეგეგებოს? შენ ჩათვალე, რომ ღმერთი მიამიტი მოხუცია, რომელიც კარს გაუღებს ბრიყვებს და გაბოროტებულ ტანჯულებს?! შენ ფიქრობ, რომ მან სრულყოფილი ადგილი შენისთანებისთვის შექმნა? აი, როდესაც შენ საკუთარ სამოთხეს შექმნი, სადაც, პირველ რიგში, შენ იქნები კარგად, მერე სხვებიც, მაშინ დააკაკუნებ ზეციერი სამყოფელის კარზე. მანამდე კი, ღმერთმა დამავალა, ისევ დაგაბრუნო დედამიწაზე, რომ ისწავლო ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც სიყვარული და ზრუნვა მეფობენ. ის კი, ვინც ვერ ახერხებს საკუთარ თავზე ზრუნვას, ძალიან ღრმად ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ შეძლებს, სხვებზე იზრუნოს. იცი, როგორ სჯის ღმერთი ქალს, რომელიც თვლის, რომ იდეალური დედაა?
- როგორ? - იკითხა ქალმა.
- ის უგზავნის შვილებს, რომლების ბედი მის თვალწინ იმსხვრევა...
- მივხვდი... მე ვერ შევძელი, ჩემი ქმარი მოსიყვარულე და ერთგული ყოფილიყო. ვერ გავზარდე ბედნიერი და წარმატებული შვილები. ვერ შევინარჩუნე კერა, სადაც იქნებოდა მშიდობა და ჰარმონია... ჩემს სამყაროში ყველა იტანჯებოდა...
- რატომ? - კითხა სიკვდილმა.
- მე მინდოდა, რომ ყველას შევცოდებოდი, თანგრძნობას ველოდი... მაგრამ, საბოლოოდ, არავინ შემიცოდა... და ვიფიქრე, რომ ღმერთი ნამდვილად შემიცოდებდა და გულში ჩამიკრავდა!
- დაიმახსოვრე, დედამიწაზე ყველაზე სახიფათო ის ადამიანები არიან, ვინც ცდილობს, საკუთარი თავის მიმართ სიბრალული და თანაგრძნობა გამოიწვიოს... მათ „მსხვერპლს“ ეძახიან... თქვენი ყველაზე დიდი უვიცობა იმაში მდგომარეობს, რომ ფიქრობთ, თითქოს ღმერთს ვიღაცის მსხვეპლი ჭირდება! ის არასოდეს შეუშვებს საკუთარ სამყოფელში იმას, რომელსაც ტკივილისა და ტანჯვის გარდა არაფერი განუცდია, რადგან ეს მსხვერპლი მის სამყაროშიც ტკივილს და ტანჯვას დასთესს!.. დაბრუნდი უკან და ისწავლე სიყვარული და ზრუნვა საკუთარ თავზე, მერე კი მათზე, ვინც შენს სამყაროში ცხოვრობს. დასაწყისისთვის კი სთხოვე პატიება საკუთარ თავს უვიცობისთვის და აპატიე!
ქალმა დახუჭა თვალები და ახლიდან დაიწყო გზა, ოღონდ უკვე სხვა სახელით და სხვა მშობლების გვერდით“.
/ავტორი - Konstantin Sargsyan
თარგმანი - Eteri Filipovich /
***
რაზეა ეს იგავი თქვენთვის?
რომელი ფრაზა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
გეცნოთ რამე?
რამდენად ხშირად გწყინთ?
რამდენად ხშირად ბრაზობთ და ადანაშაულებთ სხვებს უმადურობაში?
იქნებ მსხვერპლის როლიც მოირგეთ?

თქვენ უკვე დაისწავლეთ სიყვარული და პატიება?
იქნებ ძველებურად ცდილობთ, წყენით და ბრაზით გაიკვალოთ გზა ცხოვრებაში?

05/12/2024

ბილ გეითსი ხსნის, რატომ არ შეუძლია მის ქალიშვილს დაქორწინდეს ღარიბ მამაკაცზე:

„რამდენიმე წლის წინ აშშ-ში, ინვესტიციებისა და ფინანსების კონფერენციას დავესწარი. ერთ-ერთი სპიკერი ბილ გეითსი იყო. კითხვა-პასუხის სესიაზე მე მას ასეთი კითხვა დავუსვი, რაზეც ყველას გაეცინა:

მიიღებდა თუ არა ის, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კაცი, რომ მისი ქალიშვილი დაქორწინებულიყო ღარიბ ან საშუალო შემოსავლის მქონე კაცზე. მისი პასუხი ჩემთვის საოცარი აღმოჩნდა.

ბილი:
პირველ რიგში, უნდა გაიგოთ, რომ სიმდიდრე არ ნიშნავს მხოლოდ სავსე საბანკო ანგარიშს.

სიმდიდრე, პირველ რიგში, ნიშნავს უნარს, შექმნა კეთილდღეობა.

მაგალითად: ადამიანი, ვინც ლატარიაში ან აზარტულ თამაშებში 100 მილიონს მოიგებს, არ არის მდიდარი ადამიანი. ის არის ღარიბი, რომელსაც ბევრი ფული აქვს. ამიტომ, ლატარიის მოგებულთა 90% ხუთ წელიწადში ისევ ღარიბად რჩება.

მეორეს მხრივ, არიან მდიდარი ადამიანები, რომლებსაც ფული არ აქვთ. მაგალითად, მეწარმეები.

ისინი უკვე სიმდიდრის შექმნის გზაზე დგანან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ფული არ აქვთ, რადგან ავითარებენ თავიანთ ფინანსურ ინტელექტს, რაც უკვე სიმდიდრეა.

როგორ განსხვავდებიან მდიდრები და ღარიბები:

უბრალოდ რომ ვთქვათ: მდიდარი მზადაა "მოკვდეს" სიმდიდრისთვის, ხოლო ღარიბი მზადაა "მოკლას" სიმდიდრისთვის.

თუ ხედავ ახალგაზრდას, რომელიც სწავლობს, ეცნობა ახალ ინფორმაციას, მუდმივად ცდილობს გაუმჯობესებას – იცოდე, ის მდიდარი ადამიანია.

თუ ხედავ ახალგაზრდას, რომელიც სახელმწიფო სისტემას ადანაშაულებს და მიაჩნია, რომ მდიდრები თაღლითები არიან და მუდმივად აკრიტიკებს სხვებს – ის ღარიბია.

მდიდარი დარწმუნებულია, რომ მას მხოლოდ ცოდნა და სწავლა სჭირდება განვითარებისთვის, ღარიბი კი ფიქრობს, რომ სხვებმა უნდა მისცენ ფული, რათა წარმატებას მიაღწიოს.

დასკვნა:

როდესაც ვამბობ, რომ ჩემი ქალიშვილი არ დაქორწინდება ღარიბ კაცზე, ფულზე არ ვსაუბრობ. ვგულისხმობ კაცის უნარს, შექმნას კეთილდღეობა.

ბოდიშს ვიხდი ამის თქმისთვის, მაგრამ კრიმინალთა უმეტესობა ღარიბი ხალხია. როდესაც ისინი ფულთან პირდაპირ შეხებაში არიან, გონებას კარგავენ, ამიტომ იპარავენ, ძარცვავენ და ა.შ.

ეს მათთვის „მოწყალებაა,“ რადგან არ იციან, როგორ გამოიმუშაონ ფული საკუთარი ძალისხმევით.

ერთ დღეს ბანკის დაცვამ იპოვა ფულით სავსე ჩანთა. მან ჩანთა აიღო და ბანკის მენეჯერს დაუბრუნა.

ხალხმა მას „იდიოტი“ უწოდა, მაგრამ სინამდვილეში, ეს კაცი იყო მდიდარი, რომელსაც ფული არ ჰქონდა.

ერთი წლის შემდეგ ბანკმა მას მიმღებშ განყოფილებაში შესთავაზა. სამ წელიწადში კლიენტთა მომსახურებაზე გახდა პასუხისმგებელი, ხოლო ათ წელიწადში რეგიონალური მენეჯერი გახდა, მართავდა ასობით თანამშრომელს და მისი წლიური ბონუსები აღემატებოდა იმ თანხას, რაც მას შეიძლებოდა მოეპარა.

სიმდიდრე, პირველ რიგში, გონების მდგომარეობაა, ჩემო მეგობარო.“

დოქტორი კინგ ჰაუსი

26/11/2024

მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. ❤️
იწყება რეგისტრაცია ტრენინგზე
"ჯადოსნური თამაშები" 🎉🥰
რომელიც ჩატარდება 29 ნოემბერს, 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს.
3 დღიანი არაჩვეულებრივი თავგადასავალი.

1. წლის შეჯამება. ნეგატიური გამოცდილებების განეიტრალება.

2. მადლიერება. რისი მადლიერი ვართ და რისი მანიფესტირება გვინდა, მიზნები.

3. "ვიზუალიზაციის რუკა"

თქვენ შეგიძლიათ დაესწროთ ერთ ტრენინგს ან სამივეს ერთად. ერთი დღის ღირებულება გახლავთ 50 ლარი. სამივეს შეძენის შემთხვევაში ფასი იქნება 100 ლარი.

ერთად დავგეგმოთ სასურველი, წარმატებული მომავალი წელი... 🥰❤️🙏

24/11/2024

გაიხსენეთ ადამიანები, რომლებთან ერთადაც გსიამოვმებთ ყოფნა. შეიძლება ეს ადამიანი სულაც არ იყოს თქვენი უახლოესი გარემოცვიდან, მაგრამ გახალისებთ, გაბედნიერებთ და გავსებთ შინაგანად, როცა მის გვერდით ხართ.
რამდენი ასეთი ადამიანია თქვენს ცხოვრებაში?
( შეგიძლიათ თქვენთვის ჩამოწეროთ სახელები, კომენტარებში ვწერთ მხოლოდ ციფრს. 🥰❤️)

22/11/2024

როგორ ფიქრობთ, რა თვისებები აქვს წარმატებულ ადამიანს?

ყველაზე დიდ მადლიერებას რის გამო განიცდით? 🥰
21/11/2024

ყველაზე დიდ მადლიერებას რის გამო განიცდით? 🥰

"ჩვენ განვაგებთ საკუთარ ბედს და ვართ საკუთარი სულის კაპიტნები, იმდენად რამდენადაც გაგვაჩნია საკუთარი აზრების კონტროლის უ...
13/11/2024

"ჩვენ განვაგებთ საკუთარ ბედს და ვართ საკუთარი სულის კაპიტნები, იმდენად რამდენადაც გაგვაჩნია საკუთარი აზრების კონტროლის უნარი... აზრები, რომლებიც დომინირებენ ცნობიერებაში , ამაგნიტებენ მას;
- ეს მაგნიტები ჩვენკენ იზიდავენ და რეალობად აქცევენ ჩვენს ფიქრებს, გეგმებს, ოცნებებს. აზრი ქონებაა... მინდა... ესე იგი იქნება.!! აზრი რწმენის გარეშე მკვდარია. ყოველ წაფორხილებაში ეძიეთ სიკეთე. ძლიერების საფუძველი პიროვნების ძლიერებაა...!!"
- ნაპოლეონ ჰილი

12/11/2024

❤️✌️
"ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს. ბალანსი რომ შეინარჩუნოთ, საჭიროა განაგრძოთ მოძრაობა."

- ალბერტ აინშტაინი

12/11/2024

👌❤️👌
დიდი ხნის წინათ, ერთ შორეულ სოფელში იყო ერთი სახლი, რომელშიც 1 000 სარკე იდგა. ერთმა პატარა, ბედნიერმა ძაღლმა გაიგო ამ სახლის არსებობის შესახებ და გადაწყვიტა მოენახულებინა.

სახლის კარი ღია დახვდა და მხიარული ხტუნვით გაუყვა სახლში შესასვლელ დერეფანს და როდესაც სახლში შევიდა, მისდა გასაოცრად დაინახა 1000 მისი მსგავსი ძაღლი, რომლებიც მის ბედნიერ და გაბრწყინებულ სახეს იგივე რეაქციით პასუხობდნენ.

ძაღლს გაეღიმა და ათასივე ძაღლმა ღიმილითვე უპასუხა – თბილად და მეგობრულად.

როდესაც სახლიდან გამოვიდა ძაღლი ფიქრობდა:

– რა მშვენიერია ადგილია, ხშირად ვესტუმრები ხოლმეო.

იგივე სოფელში ცხოვრობდა მეორე ძაღლიც,თუმცა იგი არც ისეთი ბედნიერი იყო, როგორც პირველი და კარგი განწყობითაც არ გამოირჩეოდა. ამ ძაღლმაც გადაწყვიტა მოენახულებინა სახლი. მან ზანტად შეაბიჯა სახლში და როდესაც შევიდა დაინახა ათასი ძაღლი, რომელიც მას ავად უმზერდა. ძაღლში თავდაცვის ინსტიქტმა გაიღვიძა და შეშინებული გამოიქცა უკან და როდესაც სამშვიდობოს გამოვიდა ფიქრობდა:

– რა საშინელი და საშიში ადგილია, აღარასოდეს დავბრუნდებიო უკან.

სამყარო სარკეა, ცხოვრება კი მისი ანარეკლი, ის რასაც თქვენ ხედავთ მასში და აღიქვამთ.

❤️🙏❤️

Address

Tbilisi

Telephone

+995577051011

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Nesi's coaching posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Nesi's coaching:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram