30/03/2024
⚽️საუკუნეებია, ადამიანების ცხოვრებაში სპორტი დიდ ადგილს იკავებს, ის აერთიანებს სხვადასხვა კულტურისა თუ ღირებულების მქონე ქვეყნებს და ურთიერთობებშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი.
🫧საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ, თუმცა ქართული ფეხბურთის დიდება ახალ თაობას მხოლოდ წაკითხული ან გაგონილი ჰქონდა 26 მარტამდე.
💤💤რატომ იყო ზღაპრის ბოლო კეთილი?!
™️სოციალური სიზარმაცის ფენომენს ადგილი არ ჰქონია საქართველოს ნაკრებში. (შეგვიძლია გავიხსენოთ წაქცეული ბუდუს თავური, ქოჩორას დაუღალავი შრომა, მამარდას კონცენტრაცია, დვალის პერფომანსი)
სოციალური სიზარმაცის ფენომენი - ასახავს ჯგუფის ნეგატიურ გავლენას ინდივიდზე, რასაც დიფუზიის ფენომენი ეწოდება- „სოციოფსიქოლოგიური მოვლენა, რომლის დროსაც ადამიანი ნაკლებად მიიღებს პასუხისმგებლობას მოქმედებაზე ან უმოქმედობაზე.
🫧სპორტული გუნდის სახეობებში წარმატებისთვის ძირითად როლს
ერთსულოვნება, გუნდური მუშაობა, სულისკვეთება და ის ღირებულებები
ასრულებს, რომლებიც თითოეულმა წევრმა უნდა გაითავისოს.
გავიხსენოთ ჩედლი, ვილი სანიოლის ტუნისელი ასისტენტი-მუსლიმი, რომელიც ქრისტიანებიათვის ლოცულობდა.
ქოჩორაშვილის სიმამაცე პირველი პენალტის დროს, მიქაუტაძის გამხნევებადა ა.შ
💥მოტივაცია, რომელიც 2020-ში სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე დაგვაკლდა, მინიმალურ დონეზე იყო დაყვანილი.
🔥მოტივაცია მოიცავს პიროვნების საჭიროებებსა და მიზნებს, ისევე როგორც სტიმულაციას გარემოდან.
პიროვნული პასუხისმგებლობა, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მომზადება, გადავსებული დინამო, გულმხურვალე გულშემატივარი, სამოტივაციო რეკლამა თუ სფიჩი, არაფერი გვაკლდა.
🥹მტკივნეული 2020 უნდა შეცვლილიყო.
მიღწევის მოტივაცია- „ინდივიდის მოთხოვნილება მიაღწიოს წარმატებას და თავი აარიდოს წარუმატებლობებს; გარკვეული სახის საქმიანობაში წარმატების მიღწევის ალბათობის სუბიექტური შეფასება“
🌈გარემო, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, რომლებიც ასახავენ და გადმოგვცემენ კულტურულ ღირებულებებს.
რამდენიმე სააათში გაყიდული ბილეთები, გადავსებილი სტადიონი, 120 წუთი გაუჩერებლად ქომაგობა, მუხტის შექმნა,
პენლების დაწყებამდე “ზღაპრის ბოლო კეთილია” ყველაზე მეტად ასახავს ჩვენ ვერბალურ კომუნიკაციას , ხოლო არავერბალურზე- ტაშზე, სტვენაზე თუ პირჯვირს გადაწერაზე (რომელიც შესაძლოა ხალხს დავიწყებულიც ჰქონდათ)ლაპარაკი ზედმეტია.
🇬🇪არტეფაქტები
არტეფაქტები არის პირადი ნივთები, რომელბსაც ვიყენებთ ჩვენი იდენტობის და წარმომავლობის წარმოსაჩენად და ჩვენი გარემოს შესაქმნელად.
საქართველოში თამაშამდე არტეფაქტები არ გვაკლდა, მაგრამ წარმოიდგინეთ რა ხდებოდა საბერძნეთში?! როგორ ამაყად გამოიყენებდნენ საქართველოს დროშას ემიგრამტები?! როგორ ეტყოდნენ ევროპის ქვეყნებში ხალხს, რომ ფეხბურთი ჩვენთან დაბრუნდა?!…
🫂და თუ არა 26 მარტს, როდის უნდა ყოფილიყო ზღაპრის ბოლო კეთილი?!