Fsiqikuri problemebis mqone adamianebis gverdi.

Fsiqikuri problemebis mqone adamianebis gverdi. ძალიან სტუმართმოყვარე ფსიქიატრიული ?

07/12/2020

არადა მისამართი გარკვევით გვიწერია, რუკაზეც ნათლად ჩანს. და მაინც როგორ, საიდან ან რანაირად აღმოჩნდით საბადურის ტყეში, მაინც არ გვესმის

19/09/2020

ვინც მანქანის მართვსას, ქუჩაში ქვეითად მიმავალი ლამაზი გოგოების დანახვისთანავე, გაზზე ფეხის დაჭერით, მანქანის "ბღუილით" და სწრაფად ჩავლით ცდილიბთ მათზე შთაბეჭდილების მოხდენას, შეგიძლიათ იმავე ჩვენთან მოსასვლელ გზაზეც გაიმეოროთ, ოღონდ არ გაგვცდეთ.

13/09/2020

ვისაც თქვენი სამსახურის უფროსი გყავთ ფეისბუქზე და არაფერ სახალისოს არ აზიარებთ, შვებულებაშიც კი, მხოლოდ სამსახურის ნიუსებს პოსტავთ, იმ წარმოდგენის შესაქმნელად, რომ ვითომ მხოლოდ სამსახურზე ფიქრობთ, მობრძანდით, აქ ფიქრისთვის ბევრი დრო გექნებათ.

12/09/2020

ვინც ქორწინების შემდეგ, სოციალურ ქსელში, თქვენი მეუღლის გვარსაც იწერთ ექაუნთის სახელზე, იხარეთ და იმრავლეთ ჩვენთან.

10/09/2020

ვინც ყოველ წელს უშველებელ მილოცვას უპოსტავთ მეგობარს თუ როგორ გიყვართ ის და რა მადლიერები ხართ იმით, რომ იგი მოევლინა ამ ქვეყანაზე, თან ტექსტს რომ იწყებთ: "არ ვიცი საიდან დავიწყო..." - ჩვენთან ვიზიტით უნდა დაიწყოთ.

31/08/2020

"დედას ჭკვიანიი, ექიმობაზე ჩავაბარეთ, როგორ მოგვიხდება თეთრი ხალათიი.." - დიახ, ნამდვილად მოგიხდებათ.

27/08/2020

ზოდიაქოების ჯგუფებში ვინც აქტიურობთ და წერთ, მაგალითად: "აუ შევიკრიბოთ ერთხელ სადმე თხის რქები.." და განიხილავთ შეკრების დროს და ადგილებს, გირჩევთ ჩვენთან შეიკრიბოთ.

25/08/2020

თუ თქვენს ქმართანაც "ფილტრებით" იღებთ ფოტოებს, სადაც ორივე არარეალურად გამოიყურებით და არა ხუმრობით, არამედ სრული სერიოზულობით ტვირთავთ, მობრძანდით, სავალდებულოა.

23/08/2020

ვისაც თვეების ბავშვი მიგყავთ ფოტოსესიაზე და შემდეგ მთელი ერთი თვე, სხვადასხვა პოზაში, იქ გადაღებულ ბავშვის ფოტოებს ტვირთავთ, ჩვენთან ჩაეწერეთ.

22/08/2020

ვისაც თავი ძალიან "რეივერად" მოგაქვთ და ძველი ვითომ "გულაობის" ნოსტალგიურ პოსტებს წერთ, არადა ბანაობისას დიმა ბილანის სიმღერებს ღიღინებთ და თურქულ კლუბებში დადიხართ, მობრძანდით.

22/08/2020

ინსტაგრამის ან ფეისბუქის ექაუნთებზე და Official ვისაც გიწერიათ, თქვენნაირი განსაკუთრებული პერსონებისთვის, განსაკუთრებული ადგილები გვაქვს.

12/08/2020

ვიდეოებს რომ დებთ, სადაც ბუნებაში ან სადმე მისეირნობთ, უკნიდან გიღებენ, თან სიმღერა ადევს ვიდეოს, შემდეგ შენელებულ კადრში, ვითომ ეფექტურად ტრიალდებით..რა გინდათ? ჩვენგან ითხოვთ, ხო?

Address

მიხეილ-იპოლიტოვ ივანოვის ქუჩა
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Fsiqikuri problemebis mqone adamianebis gverdi. posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram