ფენიქსი - ნეიროგანვითარების ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ფენიქსი - ნეიროგანვითარების ცენტრი

ფენიქსი - ნეიროგანვითარების ცენტრი 📌თბილისი, მუხიანი, ევგენი ღვალაძის 12

📌 ყაზბეგი, სტეფანწმინდა, ვაჟა ფშაველას 86

ნეიროგანვითარების ცენტრი "ფენიქსი” გეძებს სწორედ შენ! ⭐თუ ხარ მეტყველების ან/და ქცევის თერაპევტი და ამას ნახულობ, არ გაუ...
17/02/2026

ნეიროგანვითარების ცენტრი "ფენიქსი” გეძებს სწორედ შენ! ⭐

თუ ხარ მეტყველების ან/და ქცევის თერაპევტი და ამას ნახულობ, არ გაუშვა შესაძლებლობა შემოუერთდე ჩვენს გუნდს 💗

🪐ჩვენთან გელოდებათ:

🌈 მეგობრული, თბილი და ჯანსაღი გარემო;
📚 პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
🚀 ბავშვების ცხოვრებაზე დადებითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა;

🌟 გთხოვთ მეილზე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ვაკანსიის მოთხოვნები დეტალურად გავიაროთ ❤

🌐 phoenixcenter23@gmail.com

#ფენიქსი #ბავშვთაგანვითარება #ნეიროგანვითარებისცენტრი

„ფენიქსი“ - მოზარდებისა და მათი ოჯახების მხარდამჭერი პროფესიონალური სერვისი თიანეთშიროდესაც ვსაუბრობთ რეგიონების მეტ გან...
11/02/2026

„ფენიქსი“ - მოზარდებისა და მათი ოჯახების მხარდამჭერი პროფესიონალური სერვისი თიანეთში

როდესაც ვსაუბრობთ რეგიონების მეტ განვითარებაზე, უპირველესად მოვიაზრებთ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროგრესს, სოციალური პრობლემების გადაჭრას, სამედიცინო და სხვა სერვისების მაქსიმალურ მისაწვდომობას. ზემოთ აღნიშნული თითოეული მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და მერიის სოციალური პროგრამების მრავალფეროვანი პაკეტის შესახებ არაერთხელ მიგვიწოდებია ინფორმაცია ჩვენი მკითხველისთვის. ამჯერად კიდევ ერთი, ჩვენს სინამდვილეში პირველი და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სერვისის შესახებ გვინდა გიამბოთ. თუ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღებას ან სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მკურნალობას როგორღაც აგვარებენ ადამიანები - ზოგს სახელმწიფო პროგრამების დახმარებით, ზოგს კი პირადი სახსრებით, ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიც არის ადრეული ინტერვენცია, ქცევითი, მეტყველების, ფსიქოლოგიური და ნევროლოგიური პრობლემები და ა.შ. ცოტა ჭირს. აღნიშნული შედარებით ხანგრძლივ მხარდაჭერას გულისხმობს, თანაც ადგილზე მისი მიღების საშუალება აქამდე არ იყო და ბევრი თიანელი მოზარდი რჩებოდა ამ საჭირო სერვისების გარეშე. სწორედ ასეთ მოცემულობაში გამოჩნდა თიანეთში ნეიროგანვითარების ცენტრი „ფენიქსი“, რომელმაც მოკლე დროში შეძლო ბენეფიციარებისა და მათი მშობლების ნდობის მოპოვება. დღეს უკვე ბევრი მადლიერი ადამიანი საუბრობს მასზე.
„ფენიქსის“ შესახებ მის თანადამფუძნებელსა და კლინიკურ დირექტორს, გიორგი ღუდუშაურს ვესაუბრეთ. გიორგი ნეიროლინგვისტური პროგრამების ფსიქოლოგია, ათწლიანი გამოცდილებით. გახლავთ ნეიროლინგვისტური პროგრამების პრაქტიკოსი (ლონდონის სკოლა) ფსიქოლოგიური კონსულტანტი; ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის თერპევტი (იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტი); ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი განათლების ფსიქოლოგიაში; აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში. დამეთანხმებით, შთამბეჭდავი ჩამონათვალია საიმისოდ, რომ შვილის ბედი თამამად ანდო.
- რამდენიმე სიტყვით უამბეთ ჩვენს მკითხველს ნეიროგანვითარების ცენტრ „ფენიქსის“ შესახებ.
- ნეიროგანვითარების ცენტრი „ფენიქსი“ 2023 წლიდან ფუნქციონირებს თბილისში და დღევანდელი მონაცემებით ემსახურება დაახლოებით 550 ბენეფიციარს. ცენტრის შექმნის მთავარი მიზანი თავიდანვე იყო ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ბავშვები და მათი ოჯახები ერთ ადგილზე მიიღებდნენ ყველა საჭირო სერვისს პროფესიონალი, მრავალპროფილური გუნდის დახმარებით.
„ფენიქსი“ აერთიანებს ადრეული ინტერვენციის, ქცევითი, მეტყველების, აკადემიური თერაპიების, ფსიქოლოგიური და ნევროლოგიური მომსახურებების ფართო სპექტრს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა თერაპიული პროცესი გაიარონ მშვიდ, უსაფრთხო, ემოციურად მხარდამჭერ და სანდო გარემოში, სადაც თითოეული ბენეფიციარი აღიქმება, როგორც ინდივიდუალური საჭიროებების მქონე პიროვნება.
- სად და როდის გაჩნდა თიანეთში ცენტრის სერვისების დანერგვის იდეა?
- დაახლოებით ორი წლის წინ გაჩნდა მნიშვნელოვანი სოციალური იდეა — ფსიქოლოგიური და ნეიროგანვითარების სერვისები მიგვეწოდებინა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, სადაც მსგავსი მომსახურება, ფაქტობრივად, მიუწვდომელი იყო. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გადაიდგა, სადაც ყაზბეგის მერიის, საკრებულოსა და თამარ შიოლაშვილის მხარდაჭერით გავხსენით ცენტრი. დღესდღეობით იქ დაახლოებით 40 ბავშვს ვემსახურებით და ვუწევთ სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიურ და თერაპიულ დახმარებას. სწორედ ამ წარმატებულმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ მსგავსი სერვისების რეგიონებში შეტანა რეალურად ცვლის ბავშვებისა და ოჯახების ცხოვრებას.
- რა ტიპის დახმარებას უწევთ თიანელ მოზარდებს?
- შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო თიანეთი. აღნიშნულ რეგიონში მსგავსი სერვისების არარსებობის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ თიანეთი მოსახლეობით საკმაოდ დასახლებულია, აშკარად გამოიკვეთა ხარისხიან და სანდო თერაპიულ მომსახურებაზე მაღალი მოთხოვნა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, ბატონი ლევან წიკლაურის მხარდაჭერით, „ფენიქსმა“ დაიწყო საქმიანობა თიანეთშიც. ჩვენი მიზანია, რომ თიანელ ბავშვებსა და მოზარდებს არ დასჭირდეთ დიდი მანძილის გავლა საჭირო დახმარების მისაღებად და მათ საკუთარ მუნიციპალიტეტში ჰქონდეთ წვდომა პროფესიონალურ სერვისებზე.
- რა ასაკის ბენეფიციარები გყავთ და რამდენად კმაყოფილები არიან ბავშვები ან მათი მშობლები მიღებული დახმარებით?
- თიანეთში მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებს ვუწევთ სრულყოფილ თერაპიულ მხარდაჭერას, რომელიც მოიცავს ქცევით, მეტყველების და აკადემიურ თერაპიებს, ასევე ნევროლოგის, ლოგოპედისა და ფსიქოლოგის მომსახურებას. ჩვენი ბენეფიციარების ასაკი მერყეობს 2-დან 18 წლამდე.
მშობლების მხრიდან რეგულარულად ვიღებთ უკუკავშირს, რომელიც უმეტესად ძალიან პოზიტიურია. ისინი აღნიშნავენ, როგორც ბავშვების პროგრესს, ისე თერაპევტების პროფესიონალიზმსა და დამოკიდებულებას. პერიოდულად ვატარებთ შიდა გამოკითხვებს, რაც გვეხმარება მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაში.
- ვინ მუშაობს მოზარდებთან?
- ცენტრის მუშაობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მშობლებთან აქტიურ და მუდმივ კომუნიკაციას. როგორც ადმინისტრაცია, ისე თერაპევტები რეგულარულად ურთიერთობენ მშობლებთან, რაც ზრდის ნდობას და უზრუნველყოფს თერაპიული პროცესის გამჭვირვალობას.
მოზარდებთან მუშაობენ „ფენიქსის“ მაღალკვალიფიციური და გამოცდილი თერაპევტები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ჩვენი გუნდის წევრები არიან. ისინი კარგად იცნობენ, როგორც ბავშვების, ისე ოჯახების ინდივიდუალურ საჭიროებებს და მუშაობენ თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდებით.
- ხომ არ იგეგმება რაიმე ტიპის სერვისის დამატება?
- დიახ, ახლო მომავალში ვგეგმავთ ფიზიკური და სენსორული თერაპიების დამატებას. ეს მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნებს ჩვენს სერვისებს და კიდევ უფრო გააძლიერებს ბავშვებისთვის გაწეულ დახმარებას. ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად შევქმნათ მაქსიმალურად სრულყოფილი თერაპიული სივრცე, რომელიც პასუხობს სხვადასხვა საჭიროებას.
- რამდენად მოგწონთ სამუშაო გარემო და, ზოგადად, თიანეთი?
- თიანეთი ძალიან თბილი, მშვიდი და ადამიანურად გულწრფელი გარემოა. აქ განსაკუთრებულად იგრძნობა საზოგადოების ჩართულობა და სურვილი, რომ ბავშვებმა მიიღონ უკეთესი მომავალი. სამუშაო გარემო ხელს უწყობს კონცენტრირებულ და შედეგზე ორიენტირებულ მუშაობას, რაც თერაპიული პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი პროექტები რეგიონებში მხოლოდ სერვისების მიწოდება არ არის — ეს არის ინვესტიცია ბავშვების, ოჯახების და მთლიანად საზოგადოების მომავალში. ჩვენი გუნდისთვის დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს დიდი მოტივაციაა ვიყოთ ამ პროცესის ნაწილი.

ინგა ჩიტაური

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრ „ფენიქსს“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება განახლდა...
11/02/2026

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრ „ფენიქსს“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება განახლდა.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან წიკლაურის განცხადებით, ნეიროგანვითარების ცენტრთან თანამშრომლობის გაგრძელება მნიშვნელოვანია ბავშვთა მხარდაჭერის პროცესის უწყვეტობისა და ინკლუზიური გარემოს შემდგომი გაძლიერებისთვის.

განახლებული ხელშეკრულების ფარგლებში, საჭიროების შესაბამისად, კვლავ დაფინანსდება ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური და თერაპიული სერვისები, მათ შორის: ვერბალური ქცევის, ენისა და მეტყველების, ფიზიკური რეაბილიტაციის კონსულტაცია და შეფასება; სენსორული ინტეგრაციის, აკადემიური და კოგნიტური უნარების შეფასება; ნევროლოგისა და ლოგოპედის მომსახურება; მოზარდთა ფსიქოლოგიური კონსულტირება; ენის, მეტყველების, ქცევითი, აკადემიური, არტ-სენსორული და ოკუპაციური თერაპია, ასევე ბავშვთა ფსიქოლოგის მომსახურება.

ჩვენს გვერდს უკვე 5000+ გამომწერი ჰყავს 🎉ფენიქსის გუნდს გვინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც გვენდეთ და შესაძ...
09/02/2026

ჩვენს გვერდს უკვე 5000+ გამომწერი ჰყავს 🎉

ფენიქსის გუნდს გვინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც გვენდეთ და შესაძლებლობა მოგვეცით დავხმარებოდით ჩვენს უსაყვარლეს ბავშვებს 🤗

თითოეული თქვენი მოწონება, კომენტარი, გაზიარება და გვერდის გამოწერა გვეხმარება ხმა მივაწვდინოთ იმათ, ვისაც ესაჭიროება ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება 🌸

ამიტომაც შემოგვიერთდით ფენიქს ცენტრში, სადაც ვზრუნავთ უფრო ნათელი, პერსპექტიული ხვალინდელი დღისთვის ! 💙

მოგვწერეთ Facebook-ზე მეტი ინფორმაციისთვის ან დაგვირეკეთ +995 510 10 41 40 🚀✨

📍 მისამართები:

🔵 თბილისი, მუხიანი, ევგენი ღვალაძის 12;
🟢 ყაზბეგი, სტეფანწმინდა, ვაჟა ფშაველას 86;
🟡 თიანეთი, ჟებოტის საბავშვო ბაღი;

#ფენიქსი #ბავშვთაგანვითარება #ნეიროგანვითარება #ფსიქოლოგია #ტრენინგები #ტრენინგცენტრი

ფენიქსში ბავშვები სწავლობენ, ვითარდებიან და ამჩნევენ შედეგს 🌳ერთად დავეხმაროთ თქვენს პატარებს განვითარებითა და თავგადასა...
07/02/2026

ფენიქსში ბავშვები სწავლობენ, ვითარდებიან და ამჩნევენ შედეგს 🌳

ერთად დავეხმაროთ თქვენს პატარებს განვითარებითა და თავგადასავლებით სავსე გზაზე ✨

ჩვენი სერვისებია:

🧩 მეტყველების თერაპია
🧩 ქცევითი თერაპია
🧩 აკადემიური თერაპია
🧩 სენსორული თერაპია
🧩 ფიზიკური თერაპია და სხვა!

შემოგვიერთდით ფენიქს ცენტრში, სადაც ვზრუნავთ უფრო ნათელი და პერსპექტიული ხვალინდელი დღისთვის ! 💫

მოგვწერეთ Facebook-ზე მეტი ინფორმაციისთვის ან დაგვირეკეთ +995 510 10 41 40 🚀 ✨

📍 მისამართები:

🔵 თბილისი, მუხიანი, ევგენი ღვალაძის 12;
🟢 ყაზბეგი, სტეფანწმინდა, ვაჟა ფშაველას 86;
🟡 თიანეთი, ჟებოტის საბავშვო ბაღი;

დაჯავშნეთ ვიზიტი ჩვენს ფსიქიატრთან - ადგილები შეზღუდულია ⏰თუ ფსიქიატრთან კონსულტაცია გესაჭიროებათ - 18 თებერვალს (ოთხშაბ...
07/02/2026

დაჯავშნეთ ვიზიტი ჩვენს ფსიქიატრთან - ადგილები შეზღუდულია ⏰

თუ ფსიქიატრთან კონსულტაცია გესაჭიროებათ - 18 თებერვალს (ოთხშაბათს) ფენიქსში ლია ნატრიაშვილი ჩაატარებს ფსიქიატრიულ კონსულტაციას ♥️

არ გადადოთ კონსულტაცია და ერთად ვიზრუნოთ თქვენს პატარებზე 🌸

🚀 ფსიქიატრთან კონსულტაცია დაგჭირდებათ თუ ბავშვს/მოზარდს აღენიშნება:

🔹სოცილური ინტერაქციისგან თავის არიდება;
🔹ხასიათის, ქცევის ან პიროვნების მკვეთრი ცვლილებები;
🔹კვების ცვლილებები;
🔹წონის კლება;
🔹კონცენტრაციის სირთულეები;
🔹აკადემიურ მოსწრებაში ცვლილებები;
🔹სწავლასთან, მეტყველებასთან და ემოციების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები;
🔹კომუნიკაციის პრობლემა;
🔹თვითმომსახურეობის პრობლემები;
🔹ჭარბი სენსორული ინტერესები;
🔹აკვიატებული ქცევები, ფიქრები, შფოთვა, შიში; კოშმარები, ძილის პრობლემები.
🔹მუდმივად უგუნებოდ ყოფნა;

შემოგვიერთდით ფენიქს ცენტრში, სადაც ვზრუნავთ უფრო ნათელი, პერსპექტიული ხვალინდელი დღისთვის ! 💙

მოგვწერეთ Facebook-ზე მეტი ინფორმაციისთვის ან დაგვირეკეთ +995 510 10 41 40 🚀✨

📍 მისამართი: მუხიანი, ევგენი ღვალაძის 12

#ფენიქსი #ბავშვთაგანვითარება #ნეიროგანვითარება #ფსიქოლოგია #ტრენინგები #ტრენინგცენტრი

04/02/2026

უფასო სახელმწიფო პროგრამები აუტიზმის სპექტრის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის 🌳

ინფორმაცია ვრცლად: https://www.facebook.com/share/v/1CWu4UzRmp/

🧠 როცა ტვინი ფიქრობს… ჩვენ ვეხმარებით 💫ყველა ბავშვს განსხვავებული საჭიროება აქვს.აი, რომელ პრობლემაზე რომელი თერაპია ეხმ...
02/02/2026

🧠 როცა ტვინი ფიქრობს… ჩვენ ვეხმარებით

💫ყველა ბავშვს განსხვავებული საჭიროება აქვს.
აი, რომელ პრობლემაზე რომელი თერაპია ეხმარება ბავშვს 👇

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი "ფენიქსი" გთავაზობთ თერაპიების სრულ არჩევანს!

✨ ყველა პატარა ტვინს სწორი მხარდაჭერა სჭირდება
ჩვენ კი ზუსტად ვიცით — როდის, რა თერაპია სჭირდება ბავშვს 💛

📞 დაგვიკავშირდით: 510 10 41 40
📩 მოგვწერეთ პირადში
📍 მისამართი: მუხიანი, ევგენი ღვალაძის 12

ბავშვი რთულად არ იქცევა.ის რთულ განვითარებით ეტაპს გადის 🧠💛ეს არის ერთი დღე ბავშვის ტვინში —ემოციებით, სწავლით, დაღლით დ...
23/01/2026

ბავშვი რთულად არ იქცევა.
ის რთულ განვითარებით ეტაპს გადის 🧠💛

ეს არის ერთი დღე ბავშვის ტვინში —
ემოციებით, სწავლით, დაღლით და ზრდით.

📌 განვითარება ყოველთვის მშვიდი არ არის,
მაგრამ ყოველთვის აზრიანია.

რატომ სენსორული თერაპია? 🧩✨სენსორული თერაპია ეხმარება ბავშვს, რომლის ნერვული სისტემაც ზოგჯერ ვერ უმკლავდება გარემოდან მი...
20/01/2026

რატომ სენსორული თერაპია? 🧩✨

სენსორული თერაპია ეხმარება ბავშვს, რომლის ნერვული სისტემაც ზოგჯერ ვერ უმკლავდება გარემოდან მიღებულ ჭარბ ინფორმაციას (ხმაური, შუქი, ტექსტურები და სხვა.) 👶

სენსორული თერაპიის აქტივობები აუმჯობესებს ბავშვის ემოციებისა და შეგრძნებების რეგულაციის უნარ-ჩვევებს, ეხმარება ბავშვს იყოს უფრო მეტად თავდაჯერებული და დამოუკიდებლად გაუმკლავდეს გარემოდან მიღებულ ჭარბ მგრძნობელობით ინფორმაციებს 🌳

ჩვენს ცენტრში თითოეული სეანსი მორგებულია ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, რათა გარე სამყაროსთან ურთიერთობა უფრო სასიამოვნო და მარტივი გახდეს 🏠❤️

შემოგვიერთდით ფენიქს ცენტრში, სადაც ვზრუნავთ უფრო ნათელი და პერსპექტიული ხვალინდელი დღისთვის ! 💫

მოგვწერეთ Facebook-ზე მეტი ინფორმაციისთვის ან დაგვირეკეთ +995 510 10 41 40 🚀 ✨

📍 მისამართები:

🔵 თბილისი, მუხიანი, ევგენი ღვალაძის 12;
🟢 ყაზბეგი, სტეფანწმინდა, ვაჟა ფშაველას 86;
🟡 თიანეთი, ჟებოტის საბავშვო ბაღი;

დაიწყე წელი ახალი შესაძლებლობებით 🌳თუ ხარ მეტყველების თერაპევტი და ამას ნახულობ, არ გაუშვა შანსი შემოუერთდე ჩვენს გუნდს ...
14/01/2026

დაიწყე წელი ახალი შესაძლებლობებით 🌳

თუ ხარ მეტყველების თერაპევტი და ამას ნახულობ, არ გაუშვა შანსი შემოუერთდე ჩვენს გუნდს 💗 ნეიროგანვითარების ცენტრი "ფენიქსი” გეძებს სწორედ შენ! ⭐

🪐ჩვენთან გელოდებათ:

🌈 მეგობრული, თბილი და ჯანსაღი გარემო;
📚 პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
🚀 ბავშვების ცხოვრებაზე დადებითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა;

🌟 გთხოვთ მეილზე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ვაკანსიის მოთხოვნები დეტალურად გავიაროთ ❤

🌐 phoenixcenter23@gmail.com

#ფენიქსი #ბავშვთაგანვითარება #ნეიროგანვითარებისცენტრი

Address

ევგენი ღვალაძის 12
Tbilisi
0178

Opening Hours

Monday 09:00 - 21:00
Tuesday 09:00 - 21:00
Wednesday 09:00 - 21:00
Thursday 09:00 - 21:00
Friday 09:00 - 21:00
Saturday 09:00 - 15:00

Telephone

+995510104140

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფენიქსი - ნეიროგანვითარების ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ფენიქსი - ნეიროგანვითარების ცენტრი:

Share