Jyotish - ვედური ასტროლოგია

Jyotish - ვედური ასტროლოგია სულიერი ასტროლოგია

სამშაბათს 3 მარტს არის მთვარის დაბნელება 🌕 ვედური ასტროლოგიის თანახმად მთვარე წარმოადგენს გონებას: ემოციებს, ჩვევებს, უს...
02/03/2026

სამშაბათს 3 მარტს არის მთვარის დაბნელება 🌕 ვედური ასტროლოგიის თანახმად მთვარე წარმოადგენს გონებას: ემოციებს, ჩვევებს, უსაფრთხოების განცდას, შინაგან რეაქციებს, ფსიქიკას

მთვარის დაბნელების დროს გონება დროებით „ითიშება“
ძველი ემოციური პროგრამები, მიჯაჭვულობები და ილუზიები ზედაპირზე ამოდის 💡

ეს შეიძლება იგრძნობოდეს როგორც შფოთვა, გაღიზიანება, სიცარიელე ან გადატვირთვა. სინამდვილეში კი ეს არის რესტარტი

დაბნელება არ ქმნის პრობლემას, ის აჩენს იმას, რაც უკვე არსებობს 😇

თან დაბნელება ხდება ვენერასთან დაკავშირებულ ნაკშატრაში, ეს იმას ნიშნავს რომ ემოციური საკითხები განსაკუთრებით ძლიერდება

ის ნაკშატრა სადაც ხდება მთვარის დაბნელება დაკავშირებულია ურთიერთობებთან, სოციალურ ემოციებთან, კოლექტიურ ველთან

ეს იმას ნიშნავს რომ ეს დაბნელება ეხება პირად ურთიერთობებს, მეგობრობას, ერთიანობას, სიამოვნებასა (ვნებას) და ეგოს

თან ამ დროს ვენერა თავად ძალიან ძლიერ პოზიციაზეა რაც უფრო აძლიერებს მის ენერგის. მას არ უხდება სიმკაცრე/სიხისტე და გვთავაზობს სხვა გზას:
სიყვარულს შიშის ნაცვლად, თანაგრძნობას კონტროლის ნაცვლად, შინაგან სიმშვიდეს ემოციური ქაოსის ნაცვლად

პირად ურთიერთობებში ძლიერდება გულწრფელი კავშირი ხოლო ილუზიაზე დაფუძნებული ურთიერთობები იშლება

შესაბამისად მარტი იქნება გადატვირთვისა და გადალაგების თვე, არა „დამშვიდების“.
ეს არის ძველი ემოციური კონსტრუქციების დაშლა. ვინც თებერვალში ძალისხმევით ცდილობდა სიტუაციის "დაჭერას" / "კონტროლს" მარტში იძულებული იქნება გაუშვას

მთვარის დაბნელების დღეს რეკომენდირებულია დროის მშვიდად გატარება, სიჩუმე მედიტაცია, დასვენება, სულიერი პრაქტიკები

არ მიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და თავი აარიდეთ კომფლიქტებს. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით იმპულსურ რეაქციებთან, თავი შეიკავეთ ხალხმრავალი ადგილებისგან, არაა რეკომენდირებული ალკოჰოლი ან სხვა რაიმე ნივთიერებები რომლებიც მოქმედებენ ცნობიერებაზე

შემდეგ დღეებში დააკვირდით განმეორებად ემოციებს. სწორედ იქ არის კარმული კვანძი რომელიც ახლა ითხოვს გაცნობიერებას

ეს არ არის "ცუდი" პერიოდი,
არამედ გარდამავალი ფაზა ☀️
დაბნელება გვაჩვენებს სად დაგვრჩა კიდევ სამუშაო 🙏🏻✨

17/02/2026

მზის დაბნელება

2026 წლის პირველი მზის დაბნელება 17 თებერვალს თბილისის დროით 15:13 საათზეა ☀️

მზის დაბნელება ხდება ახალმთვარეობაზე, როდესაც მზე და მთვარე ერთიანდებიან რაჰუსა და კეტუს ღერძზე.
ჯიოტიშის მიხედვით ეს ხდება მერწყულში, დჰანიშტა ნაკშატრაში

ვედურ ასტროლოგიაში ეს მდგომარეობა განიხილება როგორც ცნობიერების დროებითი „დაბნელება“,
სადაც გარე სინათლე სუსტდება და უფრო მკაფიოდ ჩანს შიდა პროცესები

ეს არის პერიოდი როდესაც აქტიურებს იმ თემებს რომლებიც მნიშვნელოვანია ტრანსფორმაციისთვის და საჭიროებს გადახედვას,
ეს არ არის „კარგი“ ან „ცუდი“ მოვლენა, ეს არის ტრანზიტული ფაზა

თავად დჰანიშტა ნაკშატრა ასოცირდება რიტმთთან, წესრიგთან, დისციპლინასთან,
კოლექტიურ სივრცეში პასუხისმგებლობასთან და რესურსების მართვასთან

მისი არსი არ არის ემოციური აფეთქება, არამედ სტრუქტურული კორექცია.
დჰანიშტა გვახსენებს, რომ განვითარება ხდება არა ქაოსით, არამედ სწორი რიტმით

ამ ნაკშატრაში მზის დაბნელება ნიშნავს რომ ეს არის დრო როდესაც ინდივიდი უფრო მკაფიოდ ხედავს,
სად ცხოვრობს ინერციით (მექანიკურად) და სად შეგნებულად (ცნობიერად)

ის რაც აღარ ეწყობა შინაგან ტემპს,
და არ ემსახურება ევულუციას ბუნებრივად იწყებს დაშლას 🙏

ეს არ არის ძლიერიი ემოციური იმპულსების დრო,
ეხლა მნიშვნელოვანია რამდენად თანხვედრაშია შენი ქმედება შინაგან გაგებასთან

მერწყულის გავლენით შეიძლება გამოიკვეთოს სოციალური, პროფესიული ან ჯგუფური პასუხისმგებლობის საკითხები,
სად არის ინდივიდის ადგილი სისტემაში და რა როლს ასრულებს იგი რეალურად

ეს პერიოდი ხელსაყრელია თვითშემეცნებისთვის, თვითჩაღრმავებისთვის, მედიტაციისთვის და სხვადასხვა სულიერი პრაკტიკისთვის,
ძველი ჩვევების და ავტომატური რეაქციების გაცნობიერებისთვის, შიდა სტრუქტურის დისციპლინით გამყარებისთვის

დჰანიშტას ენერგია მხარს უჭერს მარტივ, მაგრამ სტაბილურ პრაქტიკას, ვიდრე ერთჯერად ემოციურ აქტივობას

ამ ღერძზე მომხდარი მზის დაბნელება გამოიწვევს მომდევნო თვეების განმავლობაში ამ საკითხების წამოწევას და გაატიურებას

დაბნელების კორიდორი(მზის დაბნელებიდან 5 დღით ადრე და მთვარის დაბნელებიდან კიდევ 5 დღე) დაკავშირებულია ცნობიერების და გონების დროებით არასტაბილურ ფუნქციონირებასთან, შესაბამისად არ არის რეკომენდირებული:

მნიშვნელოვანი ახალი გადაწყვეტილებების მიღება

ემოციურ ფონზე ურთიერთობების დალაგება ან გაწყვეტა

გრძელვადიანი პროექტების დაწყება

17 თებერვლის მზის დაბნელება დჰანიშტა ნაკშატრაში არ არის არის რიტმის,
წესრიგისა და პასუხისმგებლობის გადახედვის მომენტი

რაც ამ პერიოდში ბუნებრივად შორდება ადამიანის როგორც წესი,
უკვე აღარ ემსახურებოდა მის ევოლუციას

დაბნელების კორიდორში არ ჩნდება ახალი გზები,
არამედ ვლინდება ის რაც უკვე დიდი ხანია ელოდება გამოვლენას 🙏

🌑 2026 წლის თებერვალი  "რესტარტი და კარმული წმენდვა"15 თებერვალი: მაჰაშივარატრი17 თებერვალი: მზის დაბნელება3 მარტი: მთვა...
05/02/2026

🌑 2026 წლის თებერვალი "რესტარტი და კარმული წმენდვა"

15 თებერვალი: მაჰაშივარატრი
17 თებერვალი: მზის დაბნელება
3 მარტი: მთვარის დაბნელება
პლანეტების ძლიერი კონცენტრაცია მერწყულში

ვედური ასტროლოგიის მიხედვით, მზე წარმოადგენს ცნობიერებას, თვითშეფასებასა და ეგოს,
ხოლო მთვარე კი გონებას, ფსიქიკას და ემოციურ სხეულს

როდესაც მზისა და მთვარის ენერგიები დაბნელებით იფარება, ბუნებრივია, რომ ადამიანი შეიძლება გახდეს უფრო გაღიზიანებული, ემოციურად არასტაბილური ან შინაგანად დაბნეული

ამ პროცესს კიდევ უფრო აძლიერებს ის ფაქტი, რომ მერკური, ვენერა, მზე, მთვარე და რაჰუ ერთ სივრცეში, მერწყულში იკრიბება

ეს ყველაფერი ამ თვეს აქცევს ცნობიერების ჰიგიენის პერიოდად

მერწყული აძლიერებს კოლექტიურ ველს:
იცვლება შიდა და გარე სტრუქტურები, შეხედულებები, დამოკიდებულებები, ურთიერთობები, ქვეცნობიერი მექანიკური პატერნები.
მსგავსი ცვლილებები მოსალოდნელია როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე

🔱 15 თებერვალი: მაჰაშივარატრი (შივას დიდი ღამე)

მაჰაშივარატრი არის ღამე, რომელიც ემსახურება სიბნელისა და უმეცრების გაფანტვას, ილუზიის დაშლას

დაბნელებამდე ეს დღე იდეალურია როგორც შიდა წმენდის ტრიგერი

შივა წარმოადგენს იმ ცნობიერებას, რომელიც:

ჭრის ზედმეტს

ამთავრებს მოძველებულ ურთიერთობებსა და ჩვევებს

გვათავისუფლებს ილუზიისგან და თვითმოტყუებისგან

ეს არის დრო სიჩუმისთვის, სიმარტივისთვის და შინაგანით ჩახედვისთვის

🌞 17 თებერვალი: მზის დაბნელება დჰანიშტა ნაკშატრაში

დჰანიშტა უკავშირდება რიტმს, სტატუსს, სოციალურ აღიარებას და დისციპლინას.

მისი ჩრდილოვანი მხარეა:

შედარება

შური

სოციალური წნეხი

„უნდა დავამტკიცო“ მდგომარეობა

ხოლო ნათელი მხარე:

სწორი რიტმის პოვნა

დისციპლინის არჩევა

პასუხისმგებლობის გაცნობიერება

ამ პერიოდში განსაკუთრებით მწვავდება კითხვა:
სად ვეძებთ ჩემ თავს გარეთ თუ შიგნით?

🌗 დაბნელებების კორიდორის ფსიქოლოგიური ეფექტი:

ინფორმაციული ტოქსიკურობა, გონება ცდილობს პასუხები გარედან მიიღოს (რაჰუს ეფექტი) გარეთ კი მართალი და ტყული ერთმანეთსი ირევა

გონების გადატვირთვა და გულის ხმის ჩახშობა

შიდა არასტაბილურობა და კონცენტრაციის დაქვეითება

ამ დროს რეკომენდირებულია ბალანსის შენარჩუნება:

განმარტოებით

სულიერი პრაქტიკებით

მედიტაციით

ინფორმაციის შეზღუდვით

ამ დროს პარალელურქად

მარსი თხის რქაშია, რაც აძლიერებს სტრუქტურას და დისციპლინას

სატურნი კი თევზებში, ამძაფრებს სულიერ პასუხისმგებლობას და არღვევს ძველ საზღვრებს

ეს კომბინაცია იდეალურია სწორი რუტინის შერჩევისთვის და სულიერი პრაქტიკების დისციპლინირებულად დასაწყებად ან განსანახლებლად

⚠️ კორიდორის პერიოდში არ არის რეკომენდებული:

ახალი ხელშეკრულებების გაფორმება

ახალი საქმის ან ურთიერთობის დაწყება

ფინანსური რისკები

ხმაური, ქაოსი, ზედმეტი სოციალური აქტივობა

✨ ეს პერიოდი არის დრო საკუთარი თავისთვის.
დრო კონტროლის გაშვებისთვის, სამყაროს მიმართ ნდობის გასაძლიერებლად და „სწორ რელსებზე დაბრუნებისთვის“

სწორი დისციპლინა და რუტინა დაგვეხმარება:

გავაცნობიეროთ მოძველებული პროგრამები

მშვიდად გავუშვათ ისინი

და ფეხი ავუწყოთ სამყაროს ცვლილებებს

სტუმრად კაცმანის სხვა პოდკასტში ✨ საუბარია ვედურ ასტროლოგიაზე, კარმაზე, ინკარნაციაზე და ბევრ საინტერესო თემაზე 🙏🏻🤍 Jyoti...
27/01/2026

სტუმრად კაცმანის სხვა პოდკასტში ✨

საუბარია ვედურ ასტროლოგიაზე, კარმაზე, ინკარნაციაზე და ბევრ საინტერესო თემაზე 🙏🏻🤍

Jyotish - ვედური ასტროლოგია

რა გაწუხებს და გიშლის ხელს, რომ ბოლომდე რეალიზდე?შინაგან გამორკვევაში და გაცნობიერებაში დაგეხმარება ჩემი აუდიო...

2025 წლის 11 ნოემბერს მზეზე დაფიქსირდა წლის ყველაზე ძლიერი აფეთქება რასაც მოყვა ძლიერი მზის ქარიშხალი ☀️ ფიზიკურ დონეზე ...
13/11/2025

2025 წლის 11 ნოემბერს მზეზე დაფიქსირდა წლის ყველაზე ძლიერი აფეთქება რასაც მოყვა ძლიერი მზის ქარიშხალი ☀️
ფიზიკურ დონეზე ეს არის მძლავრი ელექტრომაგნიტური იმპულსები, რომლებიც დედამიწის მაგნიტურ ველს „არყევენ“
ინდივიდუალურ დონეზე ამან შეიძება გამოიწვიოს შფოთვა, დაძაბულობა, ემოციების გამძაფრება, დისბალანსი

ეფექტი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება, 17 ნოებრამდე

ამას ემატება ცაზე რთული მდგომარეობა, 3 პლანეტა რეტროგრადულია: მერკური, იუპიტერი და სატურნი

ასევე მდგომარეობას მაძაფრებს ისიც რომ ჯიოტიშის მიხედვით მზე არის სასწორში, ეს კი მიისთვის ყველაზე სუსტი პოზიციაა

ამ კომბინაციამ (მზე სასწორში + რეტრო პლანეტები + მზის აფეთქებები) ინდივიდიალურ დონეზე შეიძება გამოიწვიოს
გადაღლა, აღზნება, აღქმადობის გამძაფრება, გაღიზიანება, ძველი ურთიერთობების/სიტუაციების დაბრუნება, ფსიქიკა უფრი მძაფრად რეაგირებს გარმოზე

კარმის დაბრუნება, ძველი თემები ისევ ამოდის ზედაპირზე

კარმულ დონეზე გაკვეთილების გამეორებაა, სანამ ბოლომდე არ ვისწავლით 😅

✨ თუმცა როდესაც ესეთი ძლიერი რყევები ხდება, მთლიანად კოლექტიური ცნობიერება უფრო სწრაფად იღვიძებს ❤️
მაგრამ ეს გაღვიძება ხშირად კონფლიქტებით, კრიზისებით და ძველი სტრუქტურების რღვევით ხდება

ინდივიდუალურ დონეზე ეს არის საუკეთესო პერიოდი რომ ვაწარმოოთ "შიდა სამუშაოები", ყურადღება მაქსიმალურად გადავიტანოთ საკუთარ თავში (მედიტაცია, ლოცვა, იოგა, პრანაიამა, განამრტოვება, ბუნებაშ გასეირნება)

ეს არის ძველი სტრუქტურების ნგრევის, ძველი ჩარჩოების ნგრევის და ახალი ხედვის ჩამოყალიბებიის პერიოდი ✨

რეტროგრადულობა არ არის პრობლემა
ეს არის შიდა განწმენდის მექანიზმი 🧘🏼‍♂️
მზის აფეთქებები კი — კატალიზატორი, რომელიც ამ პროცესს აჩქარებს 🔥

ვედური ასტროლოგიის მიხედვით ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო დრო შინაგანი ტრანსფორმაციისთვის ☀️ 🙏

2025 წლის 18 ოქტომბერს იუპიტერი გადადის კირჩხიბის ნიშანში ✨ ეს არის მისი ამაღლების მდგომარეობა.იუპიტერი აქ ყველაზე ძლიერ...
18/10/2025

2025 წლის 18 ოქტომბერს იუპიტერი გადადის კირჩხიბის ნიშანში

✨ ეს არის მისი ამაღლების მდგომარეობა.
იუპიტერი აქ ყველაზე ძლიერია, რადგან კირჩხიბი არის ემოციების, ზრუნვის, სიბრალულის და შინაგანი სიმშვიდის ნიშანი, ხოლო იუპიტერი კი სიბრძნისა და გაფართოების პლანეტაა

ამ კომბინაციაში გონება და გული ერთიანდება:
გონება ხვდება, რომ ჭეშმარიტი სიბრძნე სიყვარულის გარეშე არაფერია ❤️

ტრანზიტის სამი ძირითადი ფაზა

1. პირველი ფაზა 18 ოქტომბერის იწყება როდესაც იუპიტერი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში შევა და იქ 2025 წლის 5 დეკემბრამდე დარჩება, ეს იქნება ძლიერი გაფართოების დასაწყისი, ადამიანებში იზრდება სულიერი ინტერესი, სწავლის სურვილი, ოჯახური კავშირების გაღრმავება.
ასევე ბევრს გაუჩნდება სურვილი გააღრმავოს სულიერება ცხოვრებაში

2. 2025 წლის 5 დეკემბერი, რეტროგრადული იპიტერი ისევ ტყუპებში ბრუნდება, ეს ფაზა ნიშნავს “გადახედე მიღებულ გაკვეთილს”
შეიძლება გაჩნდეს დაბნეულობა, ან გრძნობების გადაჭარბებული ინტელექტუალური ანალიზი.
სჯობს ამ პერიოდში არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, არამედ გააძლიეროთ სულიერი დისციპლინა.

3. 2026 წლის 2 ივნისი,
იუპიტერი დაბრუნდება ისევ კირჩხიბში და იქ დარჩება 2027 ზაფხულამდე.
ეს ფაზა უკვე მყარად აყალიბებს იმას, რაც პირველ პერიოდში დაიბადა:
ახალი ცოდნა, ახალი ხედვა, უფრო ძლიერი რწმენა და შინაგანი სიცხადე

☀️ იუპიტერი კირჩხიბში ენერგიის ბუნება

იუპიტერი აქ არის დედობრივი სიბრძნე:
სიყვარული, დაცვა, მზრუნველობა არა მხოლოდ ოჯახზე, არამედ მთელ სამყაროზე

ის აღვიძებს ემპათიას და ნდობას ადამიანებს ეხმარება ერთმანეთისადმი რბილი დამოკიდებულება დაიბრუნონ

ამ ტრანზიტის პერიოდში იზრდება სურვილი მოვუაროთ სხვებს, ვასწავლოთ, გავუზიაროთ ცოდნა, ან უბრალოდ უფრო სიყვარულით ვიცხოვროთ

✨ ეს პერიოდი განსაკუთრებით ძლიერია სულიერი პრაქტიკებისთვის, მედიტაციისთვის, სწავლისთვის, და შინაგანი სიმშვიდის აღდგენისთვის

ადამიანები ბუნებრივად იწყებენ საკუთარი სულიერი ფესვების ძიებას — არა ინტელექტით, არამედ გულით

გონებრივი ცოდნა გარდაიქმნება შინაგან სიბრძნედ

შეიძლება ბევრი იგრძნობს, რომ აღარ სურთ ზედმეტი საუბარი “სწორ თეორიებზე” არამედ სურვილი გაიზდება ამის შეგრძნების, სიცოცხლის ნამდვილი განცდის ☀️

⚖️ ჩრდილოვანი მხარე (რას უნდა მოერიდო)

❌ ზედმეტი ემოციურობა — “ყველას ვუშველო” მიდგომა, რომელიც გამოფიტავს.

❌ ოჯახური პრობლემების გადაჭარბებულად ემოციური აღქმა, რაც შეიძლება იქცეს ტვირთად

❌ სიამოვნებაში “დაკარგვა” — როცა ადამიანი ცდილობს იყოს მხოლოდ პოზიტიური და ვერ ხედავს სიღრმეს

❌დამოკიდებულება სხვების შეფასებაზე: “მე კარგი ვარ, იმიტომ რომ სხვებს ვეხმარები.”

👉 ამ დროს მნიშვნელოვანია შინაგანი ბალანსი: გული უნდა იყოს გახსნილი, მაგრამ არა დაუცველი

იუპიტერი კირჩხიბში ნიშნავს:
„სიბრძნე, რომელიც მოდის გულიდან.“
ეს დროა, როცა სამყაროს სჭირდება ადამიანები, ვინც არა მხოლოდ ფიქრობენ სწორად, არამედ გრძნობენ სწორად.
ეს ტრანზიტი აერთიანებს გონებასა და ემოციას, ცოდნასა და სიყვარულს.

👉 გამოიყენე ეს დრო:
✨ თვითშემეცნებისთვის,
✨ შინაგანი სიჩუმის აღდგენისთვის,
✨ და იმის დასანახად, რომ ჭეშმარიტი სწავლება ყოველთვის მოდის გულიდან, არა წიგნიდან 🙏🏻

კოსმოსური ამინდი 2024 წლის ოქტომბერში🪐 რეტროგრადული სატურნი2024 წლის 29 ივნისიდან 15 ნოემბრის ჩათვლით🕉️ პიტრუ პაკშა2024 ...
01/10/2024

კოსმოსური ამინდი 2024 წლის ოქტომბერში

🪐 რეტროგრადული სატურნი
2024 წლის 29 ივნისიდან 15 ნოემბრის ჩათვლით

🕉️ პიტრუ პაკშა
2024 წლის 17 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით

🚀 მერკური ეგზალტაციაში (ქალწულში)
2024 წლის 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით

🌑 ახალი მთვარე
2024 წლის 2 ოქტომბერი

🕉️ სარვა პიტრუ ამავასია
2024 წლის 2 ოქტომბერი

🌚 მზის დაბნელება
2024 წლის 2 ოქტომბერი

🕉️ ნავრატრი შარადა
2024 წლის 3-დან 12 ოქტომბრამდე

🗓️ რეტროგრადული იუპიტერი
2025 წლის 9 ოქტომბრიდან 4 თებერვლამდე

🕉️ ვიჯაიადაშამი
2024 წლის 12 ოქტომბერი

🕉️ ბუდა ჯაიანტი
2024 წლის 12 ოქტომბერი

😇 პაპანკუშა ეკადაში
2024 წლის 14 ოქტომბერი

🕉️ ვალმიკი ჯაიანტი
2024 წლის 16 ოქტომბერი

☀️ სანკრატი (მზე → სასწორი)
2024 წლის 17 ოქტომბერი

🔻 მზე შემოდგომაზე (სასწორში)
2024 წლის 17 ოქტომბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით

🌕 სავსე მთვარე (და მე-3 სუპერ მთვარე)
2024 წლის 17 ოქტომბერი

🔻მარსი შემოდგომაზე (კიბოში)
2025 წლის 20 ოქტომბრიდან 21 იანვრამდე

😇 რამა ეკადაში
2024 წლის 27 ოქტომბერი

🕉️ დანტერები
2024 წლის 29-30 ოქტომბერი

🕉️ ჰანუმან პუჯა
2024 წლის 30-31 ოქტომბერი

🪔 დივალი
2024 წლის 31 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით

🪔 ლაქშმი პუჯა
2024 წლის 31 ოქტომბერი

18 სექტემბრს არის მთვარის დაბნელება ხოლო  2 ოქტომბრის მზის დაბნელება. ეფექტი იწყება მთვარის დაბნელებამდე 5 დღით ადრე ხოლ...
16/09/2024

18 სექტემბრს არის მთვარის დაბნელება ხოლო 2 ოქტომბრის მზის დაბნელება. ეფექტი იწყება მთვარის დაბნელებამდე 5 დღით ადრე ხოლო გრძელდება მზის დაბნელებიდან კიდევ 5 დღე. ამ პერიოდს ეძახიან "დაბნელების დერეფანს"

დაბნელების დერეფანი ერ ერთი ყველაზე რთული ენერგეტიკული პერიოდია ამიტომ საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა

რა ითვლება ამ დროს სასარგებლოდ და რა არა, ვედური ტრადიციის მიხედვით?

რეკომენდირებულია:
✅ დასვენება, სიმშვიდე, სულიერი სიმშვიდე
✅ სულიერი პრაქტიკები
✅ მედიტაცია, ლოცვა
✅ ქველმოქმედება
✅ მარხვის დაცვა
✅ გაწმენდვა, გასუფთავება

არაა რეკომენდირებული:
❌ აქტიური მოქმედებები
❌ მოგზაურობა
❌ მატერიალისტური სურვილები დაკმაყოფილება
❌ ძილი
❌ სექსუალური აქტივობა
❌ ზეიმი, დღესასწაულების აღნიშნვა

ვედური ასტროლოგიის თანახმად, მზე წარმოადგენს ჩვენ ცნობიერებას, თვითშეფასებას, ეგოს.. ხოლო მთვარე წარმოადგენს ჩვენ გონებას ფსიქიკას და ემოციებს... შესაბამისად შესაძლოა თავი ვიგრძნოთ გაღიზინებულად, გაბრაზებულად, ან ემოციურად არასტაბილურად. არაა რეკომენდირებული ამ პერიოდში ახალი საქმის დაწყება ან რამიმე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილების მიღება.

კარგი პერიოდია ჩვენ თავზე სამუშაოდ 🌷🌼 ესაა დრო როდესაც შეგვიძლია გავნთავისუფლდეთ ძველი მავნე ჩვევებისაგან და ჩავანაცვლოთ ისინი ახალი სასარგებო ჩვევებით. არ გააკეთოთ ის რისგანაც განთავისუფლება გსურთ, პირიქით აკეთეთ ის რა თვისებების შეძენაც გნებავთ..

ესაა ძალიან კარგი პერიოდი რომ დრო დაუთმოთ სულიერ პრაკტიკებს 🙏

რეკომენდირებულია რომ მეტი დრო დაუთმოთ საკუთარი თავის შესწავლას და საკუთარი თავში ჩაღრმავებას... იოგა ასანები, სუნთქვითი ვარჯიშები მედიტაცია ლოცვა იაგიები . .

🤍🙏

08/09/2024

კოსმოსური ამინდი 2024 წლის სექტემბერში

🪐 რეტროგრადული სატურნი
2024 წლის 29 ივნისიდან 15 ნოემბრის ჩათვლით

💥 მერკური განდანში (კიბო → ლომი)
2024 წლის 18 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე

🔻 დასუსტებული ვენერა (ქალწულში)
2024 წლის 24 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით

🌑 ახალი მთვარე
2024 წლის 2-3 სექტემბერი

🕉️ განეშა ჩატურთი
2024 წლის 7 სექტემბერი

😇 პარივართინი (ფარშვა) ეკადაში
2024 წლის 14 სექტემბერი

☀️ სანკრატი (მზე → ქალწული)
2024 წლის 16 სექტემბერი

🌕 სავსე მთვარე (და მეორე სუპერ მთვარე)
2024 წლის 17-18 სექტემბერი

🕉️ პიტრუ პაკშა
2024 წლის 17 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით

🌚 მთვარის დაბნელება
2024 წლის 18 სექტემბერი

❤️‍🔥 პარივარტანა იოგა (მერკური, მზე)
2024 წლის 16-23 სექტემბერი

🌞 შემოდგომის მზებუდობა
2024 წლის 22 სექტემბერი

🚀 მერკური ეგზალტაციაში (ქალწულში)
2024 წლის 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით

😇 ინდირა ეკადაში
2024 წლის 28 სექტემბერი

დღეს (7 სექტემბერა) ვედერი კალენდრის მიხდვით აღინიშნება განეშას დღე ✨ დაბრკოლებების მოშორება სულიერ განვითარების გზაზე 🙏...
07/09/2024

დღეს (7 სექტემბერა) ვედერი კალენდრის მიხდვით აღინიშნება განეშას დღე ✨ დაბრკოლებების მოშორება სულიერ განვითარების გზაზე 🙏🏻

განეშა, განაპატი არის დევატა რომელიც აშორებს დაბრკოლებას და გვეხმარება ევულუციაში 🤍✨

მედიცინის დოქტორმა ტონი ნაიდერმა, მაჰარიშის შთაგონებითა და ხელმძღვანელობით, აღმოაჩინა, რომ ადამიანის ფიზიოლოგია არის ვედა და ვედური ლიტერატურის ზუსტი გამოხატულება სტრუქტურისა და ფუნქციის თვალსაზრისით

ადამიანის ფიზიოლოგიაში განეშა, ანუ განაპატიი წარმოდგენილია სტრუქტურების ერთობლიობის სახით, რომლებიც ქმნიან კარიბჭეს თავის ტვინში. ეს კარიბჭე აკონტროლებს ყველა ინფორმაციას, რომელიც შედის ან გამოდის ტვინიდან, შლის ყველაფერს, რაც არაევოლუციურია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები ან დაბრკოლებები ✨

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Jyotish - ვედური ასტროლოგია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share