05/03/2026
📆 მარხვა დიაბეტის დროს: აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება კვების რაციონს, რადგან ამ პროცესში მნიშვნელოვანია მარხვის შენახვასთან ერთად, მოვახერხოთ სისხლში შაქრის შემცველობის კონტროლი.
✅ რეკომენდაციები რისკების შესამცირებლად:
⭕️ გლიკემიის გახშირებული თვითკონტროლი აუცილებელია - მარხვის გაგრძელების საკითხი უნდა გადაიხედოს, თუ ფიქსირდება ჰიპოგლიკემია - შაქრის მაჩვენებელი 300 მგ/დლ (16,6 მმოლ/ლ).
⭕️ ჰიპოგლიკემიის ასაცილებლად - იმ შემთხვევაში, თუ მარხვაზე გადასვლით კვებითი რეჟიმი მკვეთრად იცვლება, განსაკუთრებით, იცვლება მისი ნახშირწყლოვანი კომპონენტი, შესაძლოა საჭირო გახდეს დანიშნული პრეპარატების დოზის ცვლილებები, რა თქმა უნდა, მკურნალი ექიმის ჩართულობით. ყურადღება განსაკუთრებით საჭიროა, თუ ეს პრეპარატი არის ინსულინი ან სულფანილშარდოვანას ჯგუფის წარმომადგენელი (რომელიც აძლიერებს პანკრეასის მიერ საკუთარი ინსულინის გამოყოფას).
⭕️ ჰიპერგლიკემიის ასაცილებლად - მარხვის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანია, ნელ-ნელა მოხდეს პროდუქტების დაბრუნება რაციონში, ყურადღება მიექცეს და კვლავაც გაგრძელდეს უჯრედისის და ჯანსაღი ცხიმების გამოყენება.
⭕️ ცილის დეფიციტის ასაცილებლად - ცილის მცენარეული წყაროები საკმარისად უნდა ჩაერთოს რაციონში - პარკოსნები (ლობიო, ბარდა, სოიო, ოსპი და სხვ.), თხილეული, თესლეული, სოკო, მცენარეული რძე (ნუშის, ქოქოსის, სოიოს).
⭕️ ვიტამინების და მინერალების დეფიციტის ასაცილებლად - მარხვის დაწყებამდე უნდა მოხდეს ყურადღების გამახვილება კალციუმის და B12 ვიტამინის ადეკვატურ შემცველობაზე ორგანიზმში. გასნსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, როცა დანიშნულია მეტფორმინი, რომლის ხანგრძლივი გამოყენება ისედაც ასოცირებულია B12 ვიტამინის დეფიციტთან.
🔗 უფრო სრული ინფორმაციის სანახავად მარხვის ზეგავლენის შესახებ ორგანიზმზე, შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიას ბმულზე: https://bit.ly/4st7v3f
❤️ Sinocare- გაიტესტე ყველგან და ყოველთვის!
📌 გაწევრიანდით ჯგუფში, სადაც ენდოკრინოლოგისგან უფასოდ მიიღებთ რჩევებს :
https://www.facebook.com/groups/shakari.diabeti/
📞 𝐒𝐢𝐧𝐨𝐜𝐚𝐫𝐞-ის ცხელი ხაზია 𝟎𝟑𝟐 𝟐 𝟑𝟎𝟓 𝟏𝟐𝟎.
📍 მომსახურების ცენტრია ლუბლიანას 28.
👩⚕️წყარო:ენდოკრინოლოგი ელგა გიორგაძე