31/01/2024
▪️ UCLA-ს სტომატოლოგიური სკოლის მკვლევართა ჯგუფის მიერ შემუშავებული ახალი ტექნოლოგია იმპლანტაციაში ულტრაიისფერი (UV) ნათების გამოყენებას მოიაზრებს.
მკვლევრების თქმით, ტექნოლოგია გართულებების გარეშე, ჭრილობის სწრაფად შეხორცებას უზრნველყოფს.
🦷 მეთოდზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მკვლევრებმა მნიშვნელოვანი დაბრკოლება აღმოაჩინეს სტომატოლოგიური იმპლანტაციის წინსვლაში. მათ მიაგნეს, რომ ჰიდორკარბონის ფენა ბუნებრივად ილექება ტიტანის ნაჭრის იმპლანტის ზედაპირებზე, რაც აფერხებს ოსეოინტეგრაციას და შესაძლებელია პაციენტების 35-40%-ში პერიიმპლანტიტი გამოიწვიოს.
კვლევის შედეგად შემუშავდა ახალი ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს ტიტანის იმპლანტანტების ულტრაიისფერი სხივებით დამუშავებას, ერთი წუთის განმავლობაში. ულტრაიისფერი სხივი შლის ჰიდორკარბონს, შესაბამისად ამცირებს მკურნალობის შემდგომი გართულებების რისკს.
🔗 მეტ დეტალს კვლევის შესახებ გაეცანით ბმულზე: https://www.mdpi.com/2079-4983/14/1/11