დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & P

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & P

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & P Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & P, Medical and health, კახეთის გზატკეცილი N99, Tbilisi.

15/10/2025
15/10/2025

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში “იმედის დილა”

14/10/2025

ეკა ადამია გადაცემაში ,,შუადღე”

13/10/2025

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ეკა ადამია, გადაცემაში „იმედის დილა“

🩷 „ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანიც დაავადების პრევენცი...
13/10/2025

🩷 „ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანიც დაავადების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

🩷 საქართველოში, მოქმედებს კიბოს სკრინინგის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოზე უფასო გამოკვლევას.

🩷 ყოველწლიურად, დაახლოებით 2,3 მილიონი ახალი შემთხვევით, ძუძუს კიბო, ქალებში, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კიბოა.

🩷 საქართველოში ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის კიბოს წარმოადგენს - 2024 წელს, ქვეყანაში, ქალებში რეგისტრირებულია ძუძუს კიბოს 1,995 ახალი შემთხვევა, რაც ქალებში, რეგისტრირებული კიბოს ყველა ახალი შემთხვევის 30.7%-ს შეადგენს.

👉 ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება პროფილაქტიკით

👉 დროული დიაგნოსტიკა კიბოს დამარცხების საუკეთესო საშუალებაა, ჩაიტარე სკრინინგი 🩷

📞დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 1505 ან 116001

#ვარდისფერიოქტომბერი #სკრინინგი #ადრეულიაღმოჩენა #ჯანდაცვა2025

10 ოქტომბერს, ქვეყანაში, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ე...
11/10/2025

10 ოქტომბერს, ქვეყანაში, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა და ხელმძღვანელმა პირებმა აცრა უკვე ჩაიტარეს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის, ირაკლი ფურცელაძის თქმით, ქვეყნის მასშტაბი ვაქცინები უკვე სრულად განაწილებულია და უფასოდ არის ხელმისაწვდომი ყველა მოქალაქისთვის, 6 თვის ასაკიდან.
„მნიშვნელოვანია დროული ვაქცინაცია, რადგან წლის განმავლობაში, გრიპის ვირუსით, დაახლოებით მილიარდი ადამიანი ავადდება მსოფლიოში. საქართველოს მასშტაბით, სამედიცინო დაწესებულებებში, სრულად განაწილებულია ვაქცინა და ყველა მოქალაქისთვის უფასოდ არის ხელმისაწვდომი.“ - განაცხადა ირაკლი ფურცელაძემ.
ცენტრის დირექტორის მოადგილის, ეკა ადამიას თქმით, გრიპისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალება ვაქცინაციაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შესაძლო გართულებების თავიდან არიდებისთვის, რისკის ჯგუფის მოქალაქეების დროული აცრა.
„ ჯანმრთელი ადამიანი, გრიპის ვირუსისგან ძირითადად მალე გამოჯანმრთელდება, თუმცა გარკვეული ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, შესაძლოა მძიმე გართულებები მოჰყვეს. ამდენად, მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების დაცვა და ასეთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალება არის ვაქცინაცია.“ - აღნიშნა ეკა ადამიამ.
აღსანიშნავია, რომ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™️) ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. ვაქცინა ინაქტივირებულია და განთავსებულია შპრიც-დოზაში. იგივე ვაქცინა გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: შვეიცარია პოლონეთი და სხვა.

აცრა შესაძლებელია სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში: https://ncdc.ge/ #/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128

10/10/2025

🔹ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

🔹იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™️) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

🔹განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

🔹აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

🌐 დაწესებულებების ბმული: https://ncdc.ge/ #/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128

↘️დამატებითი ინფორმაციისათვუს დაგვიკავშირდით 116 006

🔹ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ  იქნება ხელმისაწვ...
10/10/2025

🔹ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

🔹იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™️) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

🔹განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

🔹აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

🌐 დაწესებულებების ბმული: https://ncdc.ge/ #/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128

↘️დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 116 001

სოკოთი  მოწამვლა,  მსოფლიოში საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაციების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს. საკვება...
04/10/2025

სოკოთი მოწამვლა, მსოფლიოში საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაციების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს.

საკვებად ვარგისი მრავალი სახეობის სოკოს გარდა, არსებობს შხამიანი სოკოებიც, რომელთა საკვებად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, როგორც კუჭ-ნაწლავის სისტემის მსუბუქი გაღიზიანება, ასევე მძიმე მოწამვლა ან გარდაცვალებაც კი.

სოკოთი მოწამვლის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს საკვებად მიღების შემდეგ 30 წუთიდან 72 საათამდე პერიოდში და მოიცავდეს:

• გულისრევას, ღებინებას
• მუცლის ტკივილს
• დიარეას
• თავბრუსხვევას
• სისუსტეს
• ჰალუცინაციებს
• მძიმე შემთხვევებში ვითარდება შოკი, კომა, რაც შესაძლოა გარდაცვალებით დასრულდეს.

სიმპტომები შესაძლოა მსუბუქად დაიწყოს, თუმცა სწრაფად გაუარესდეს, მძიმე შემთხვევებში შესაძლოა მოხდეს ღვიძლის ან თირკმელების დაზიანება, ამიტომ საჭიროა დროული ჰოსპიტალიზაცია.

უსაფრთხოების ძირითადი წესები:

- ნუ შეაგროვებთ სოკოს, თუ არ ხართ სპეციალისტი, რადგან ზოგიერთი სოკოს ერთმანეთთან მსგავსების გამო, შეუძლებელია შხამიანი და საკვებად ვარგისი სახეობის გარჩევა;

- არ შეაგროვოთ სოკო გზის ნაპირებზე, საწარმოო/სამეურნეო ზონებში ან სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე, ვინაიდან სოკოს ტოქსინებისა და სხვადასხვა სახის ქიმიკატების შთანთქმის ძლიერი უნარი აქვს და მასში იოლად გროვდება/აკუმულირდება მძიმე მეტალები და პესტიციდები;

- თერმული დამუშავება, (მ.შ. რამდენჯერმე ნახარში წყლის გამოცვლა) სოკოს ტოქსინებს არ ანეიტრალებს. ასევე, არ ნეიტრალდება ტოქსინები სოკოს გამოშრობით, ან დამარილებით;

- სოკო შეიძინეთ მხოლოდ სურსათით ვაჭრობისთვის განსაზღვრულ ობიექტებში, მსგავსი ობიექტი ექვემდებარება კონტროლს.
- საკვებად გამოიყენეთ მხოლოდ ახალი სოკო, არასდროს შეაგროვოთ და გამოიყენოთ საკვებად გადამწიფებული, ჭიანი და გაფუჭებული სოკო;

- საკვებად ნუ გამოიყენებთ უმ სოკოს;

- საკვების დამზადებისას მოერიდეთ სხვადასხვა სახეობის სოკოს შერევას;

- ველურ ბუნებაში შეგროვებული სოკო არ მისცეთ საკვებად ბავშვებს, ორსულებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, რადგან ისინი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან სოკოს ტოქსინების მიმართ;

- საკვების დამზადების შემდგომ შეინახეთ რამდენიმე ხელუხლებელი, დაუმუშავებელი სოკოს ნიმუში ან მომზადებული საკვების მცირე ულუფა მაცივარში 72 საათის განმავლობაში ან სოკოს გადაუღეთ ფოტო.
თუ ვინმეს სოკოს გასინჯვიდან სამი დღის განმავლობაში განუვითარდება დაავადება, შეიძლება საჭირო გახდეს ექსპერტის მიერ სოკოს სახეობის იდენტიფიკაცია ინტოქსიკაციის წყაროს დადგენის მიზნით.

სოკოს შხამიანობის გარკვევის ხალხური მეთოდები - ვერცხლის კოვზის, ხახვისა და ნიორის გაშავება ხარშვისას - მცდარი აზრია და არ ეფუძნება რაიმე მტკიცებულებას!

როგორ უნდა მოიქცეთ სოკოთი მოწამვლის ეჭვის შემთხვევაში?
• არ დაელოდოთ სიმპტომების დამძიმებას - თუ არსებობს მოწამვლის მცირე ეჭვიც კი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ან მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას;
• ტოქსიკოლოგის/ექიმის დროული რეკომენდაციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც კვლევისთვის, ასევე მკურნალობისთვის.
მიაწოდეთ ექიმს დეტალური ინფორმაცია გამოყენებული სოკოს სახეობის, შეგროვების/შეძენის ადგილისა და სოკოსთან ერთად, ან მოგვიანებით ალკოჰოლური სასმელების მიღების შესახებ, ვინაიდან ალკოჰოლური სასმელი ააქტიურებს ზოგიერთი შხამის მოქმედებას;
• კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებამდე, მიიღეთ ელექტროლიტები და სითხეები, კუჭის ამორეცხვა შეიძლება თბილი წყლით.

ცოფი - ვაქცინით მართვადი ვირუსული დაავადებაა და იგი მსოფლიოს 150 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ადამიანების ცოფ...
28/09/2025

ცოფი - ვაქცინით მართვადი ვირუსული დაავადებაა და იგი მსოფლიოს 150 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ადამიანების ცოფით დაავადების მიზეზი თითქმის 99%-ში ძაღლია.

2025 წლის 28 სექტემბერს მსოფლიო ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მეცხრამეტედ აღნიშნავს და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას ცოფის პრევენციის შესახებ. ეს დღე აგრეთვე მნიშვნელოვანი პლატფორმაა ცოფთან ბრძოლის პროცესში მიღწეული წარმატების ხაზგასასმელად. წელს, ცოფთან ბრძოლის გლობალური კამპანიის სლოგანია: „იმოქმედე ახლა: შენთვის, ჩემთვის, საზოგადოებისთვის.“

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად, 29 მილიონამდე ადამიანს უტარდება ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის შემდგომი, სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინაცია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, 59 000-ზე მეტი ადამიანისთვის, ყოველწლიურად, ცოფი კვლავ სასიკვდილო დაავადებად რჩება.

ადამიანი ინფიცირდება და ავადდება ცოფით დაავადებული ცხოველის ნერწყვით, ძირითადად კბენითა და დაკაწვრის შედეგად. ადამიანის დაინფიცირება ასევე შესაძლებელია დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით ლორწოვან გარსსა და დაზიანებულ, მთლიანობა დარღვეულ კანზე.

ინკუბაციური პერიოდი, ანუ დრო დაინფიცირებიდან დაავადების გამოვლენამდე 2-6 კვირაა, თუმცა, შეიძლება შემცირდეს 5 დღემდე და/ან 1 წელზე მეტ ხანსაც გასტანოს. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაკბენის (დადორბვლის) ადგილსა და დაზიანების ხარისხის სიმძიმეზე. განსაკუთრებით საშიშია ნაკბენი თავის არეში, ლორწოვან გარსებზე, შორისის მიდამოსა და თითებზე.

ცოფის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ამ დაავადების მკურნალობა შეუძლებელია.

დაავადების თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება დროულად დაწყებული და სრულფასოვნად ჩატარებული ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკაა:
• ცხოველისგან დაკბენა-დადორბვლის შემდეგ ჭრილობის დაუყოვნებლივ დამუშავება, დაბანა საპნითა და გამდინარე წყლით;
• დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან ცოფის საწინააღმდეგო იმუნიზაციის ჩასატარებლად.

საქართველოში, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაქცინა და იმუნოგლობულინი უფასოა.

ცხოველთა და ადამიანების უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები ცოფით გამოწვეული სიკვდილიანობის აღმოსაფხვრელად არსებული მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ხოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება - ცოფის ეფექტური პრევენციის წარმატების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი.

ფილტვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 25 სექტემბერს აღინიშნება და მიზნად ისახავს ფილტვის დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტირე...
25/09/2025

ფილტვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 25 სექტემბერს აღინიშნება და მიზნად ისახავს ფილტვის დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტირების და მკურნალობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას.

მიმდინარე წელს კამპანიის თემაა „ჯანმრთელი ფილტვები, ჯანმრთელი სიცოცხლე”.

თითოეულ ადამიანს შეუძლია გადადგას მარტივი ნაბიჯები საკუთარ ფილტვებზე ზრუნვისათვის.

• ისუნთქე სუფთა ჰაერი - თავი აარიდე ჰაერით დაბინძურებულ გარემოს და დაიცავი გარემო.

• იყავი თამბაქოსგან თავისუფალი - თავი დაანებე თამბაქოს და ნიკოტინის პროდუქტების მოხმარებას და მოერიდე მეორად კვამლს.
• იყავი ფიზიკურად აქტიური - რეგულარული ვარჯიში აუმჯობესებს ფილტვის ფუნქციას.
• იყავი ვაქცინირებული - ჩაიტარე სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
• იკვებე ჯანსაღად - ბალანსირებული კვება ხელს უწყობს რესპირაციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

საქართველოში, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი კატეგორიის და სტატუსის მქონე მოქალაქეებისათვის უზრუნველყოფილია ფილტვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები.
გარდა ამისა, ფილტვის ტუბერკულოზის მქონე პირთათვის და მათი კონტაქტებისათვის, ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხელმისაწვდომია თანამედროვე დიაგნოსტიკა, ხარისხიანი და უახლესი თაობის ანტიტუბერკულოზური მედიკამენტები, ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა, მათ შორის პრევენციული მკურნალობა.
ერთად ვიზრუნოთ ფილტვების ჯანმრთელობაზე!

Address

კახეთის გზატკეცილი N99
Tbilisi
0198

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 10:00 - 19:00
Sunday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & P posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & P:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram