ნუტრიციოლოგი მაია გაბრიჭიძე/Dr. Maia Gabrichidze

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ნუტრიციოლოგი მაია გაბრიჭიძე/Dr. Maia Gabrichidze

ნუტრიციოლოგი მაია გაბრიჭიძე/Dr. Maia Gabrichidze 👩🏼‍⚕️ნუტრიციოლოგი მაია გაბრიჭიძე
🌱ჯანსაღი კვება
🥗კვების ინდივიდულური გეგმის შედგენა
სასარგებლო რეცეპტები

ონკოპაციენტების კვების თავისებურება მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ ონკოპაციენტების კვება განსხვავებული...
29/07/2025

ონკოპაციენტების კვების თავისებურება მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე.
აღსანიშნავია, რომ ონკოპაციენტების კვება განსხვავებულია მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე და დამოკიდებულია ადამიანის ზოგად მდგომარეობაზე, მაკრო და მიკრო ნუტრიენტების დეფიციტზე .
სიმსივნის ტიპის და სტადიის მიუხედავავ მნიშვნელოვანია ისეთი საკვების მიღება, რომელიც ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ვიტამინებით და ნივთიერებებით არის მდიდარი , შეიცავს ვიტამინებს A,C , რეტინოლს და კაროტინს.

განვიხილოთ საკვები პროდუქტების მახასიათებლები /სარგებელი კვებითი კატეგორიების მიხედვით:
• მარცვლეული პროდუქტები: აუცილებელია დაბალანსებული კვებისათვის.
მარცვლეული უზრუნველყოფს ორგანიზმს B ჯგუფის ვიტამინებით, ნახშირწყლებითა და ბოჭკოებით, რაც აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.
• ბოსტნეული, მწვანილი და ხილი: აუცილებელია ყოველდღიური რაციონისათვის, განსაკუთრებით ქიმიოთერაპიის შემდეგ. ეს პროდუქტები მდიდარია მიკროელემენტებით, ვიტამინებით, ფლავონოიდებითა და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხელს უწყობენ დაზიანებული უჯრედების რეგენერაციას და ახალი უჯრედების ნორმირებულ წარმოქმნას.
• რძის პროდუქტები: რძემჟავა პროდუქტების სახით წარმოადგენს ქიმიოთერაპიის დროს სრულფასოვანი კვების მთავარ კომპონენტს.მათში შემავალი ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები აძლიერებენ იმუნიტეტს, აუმჯობესებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობას და ამცირებენ ინტოქსიკაციის სიმპტომებს.
• ცილოვანი ჯგუფი: მოიცავს კვერცხს, კაკალს, ლობიოს, ქათმის თეთრ ხორცს, ზღვის პროდუქტებს და თევზს. მათი მიღება უზრუნველყოფს ორგანიზმის გაჯერებას ცილებით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით.
• ზეთები და ცხიმები: ონკოლოგიური დიეტის აუცილებელი ნაწილია. აღნიშნული ჯგუფი შეიცავს ომეგა-3/6 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ამცირებენ სიმსივნური უჯრედების ზრდას და აქვთ ანტიკანცეროგენული ეფექტი. მათ შორისაა: კაკალი, სელის თესლი, სელის ზეთი, ზეთისხილისა და ხორბლის ჩანასახების ზეთი, თევზის ქონი და სხვა.
ონკოპაციენტისთვის დიეტის დაგეგმვის დროს უნდა გაითვალისწინოთ როგორც პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, ასევე თანმდევი დაავადებების შესაძლო კვებითი მოთხოვნები.
მენიუს აგების ძირითადი პრინციპებია:
• სწრაფი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების შემცირება. (მაგალითად ტკბილეულობა )
• ცხიმების ზომიერი რაოდენობა (განსაკუთრებით – ცხოველური)
• ანთების საწინააღმდეგო პროდუქტების რაოდენობის გაზრდა (ომეგა-3, ანტიოქსიდანტები)
• საჭმლის მონელებისა და იმუნიტეტის მხარდაჭერა, სითხით გაჯერება და დეტოქსიკაცია.
• მინიმალური თერმული დამუშავება.
გისურვებთ ჯანმრთელობას, თუ გაქვთ შეკითხვები კონკრეტულ კვების გეგმის ან პროდუქტის შესახებ - მომწერეთ.

ცნობილია, რომ ქიმიოთერაპია თითქმის ყველა ონკოპაციენტის მკურნალობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია , რომელიც ორგანიზმი...
26/07/2025

ცნობილია, რომ ქიმიოთერაპია თითქმის ყველა ონკოპაციენტის მკურნალობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია , რომელიც ორგანიზმის სპეცილურ მომზადებას, მხარდაჭერას და აღდგენას საჭიროებს. აღნიშნული ეტაპების ამოცანების შესაბამისად რეკომენდებულია სხვადასხვა ტიპის დიეტური კვება, რომელიც რაციონის თავისებურების მიხევით იყოფა სამ ტიპად:
1. კვება ქიმიოთერაპიამდე
2. კვება ქიმიოთერაპიის დროს
3. კვება ქიმიოთერაპიის შემდეგ
პირველ ეტაპზე ხდება ორგანიზმის მომზადება სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების აგრესიული მოქმედებისათვის.
მეორე ეტაპზე რაციონი მიმართულია ორგანიზმის ცხოველქმედების აღდგენის მხარდასაჭერად და გვერდითი მოვლენების შესამსუბუქებლად. იგეგმება სპეციალური კვება, რომელიც გამოიყვანს ორგანიზმიდან ტოქსიკურ ნივთიერებებს და მაქსიმალურად აღადგენს ორგანოთა სისტემებს.
მესამე ეტაპი -ძირითადად ორიენტირებულია ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვაზე. რაციონი დგება ენერგეტიკულად ღირებული და ბალანსირებული პროდუქტების მრავალფეროვანების გათვალისწინების საფუძველზე . საკვების დასამზადებლად რეკომენდებულია ნატურალური პროდუქტების გამოყენება, რომლებიც შედის ქვემოდ მოყვანილ პოსტში განხილულ კვებით კატეგორიაში.
ზოგადი რეკომენდაციები ქიმიოთერაპიის ეტაპებისთვის:
1. სწორი სითხის მიღების რეჯიმის დაცვა.
2. ფიზიკური აქტივობა.
3. პრობიოტიკების , ვიტამინების და მხარდამჭერი ნივთიერებების მიღება.
თუ გსურთ მიიღოთ თითოეული ეტაპისთვის განსაზვრული კონკრეტული რეკომენდაცია, დაწერეთ კომენტარში სიტყვა- გეგმა. გისურვებთ ჯანმრთელობას.

📌 დღეს სულ უფრო მეტ ადამიანს უწევს ონკოლოგიურ გამოწვევებთან გამკლავება — სწორედ ამიტომ, სწორად გამიზნული კვების შესახებ ...
06/07/2025

📌 დღეს სულ უფრო მეტ ადამიანს უწევს ონკოლოგიურ გამოწვევებთან გამკლავება — სწორედ ამიტომ, სწორად გამიზნული კვების შესახებ ცოდნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც პაციენტებისთვის, ასევე მათი ახლობლებისთვის და მკურნალი ექიმებისთვისაც 👩‍⚕️ მოდი ვნახოთ, რომელი საკვები დაგვეხმარება კიბოს პრევენციაში და მასთან ბრძოლაში 🥬🥕🥦

#ჯანმრთელობა #ნუტრიციოლოგია #სწორიკვება #ნუტრიციოლოგი #წონისდაკლება
#კიბოსპრევენცია #ონკოპაციენტი #ონკოლოგია #დიეტასიმსივნისპრევენციისთვის #სიმსივნესთანბრძოლა #ჯანმრთელიკვება

🍎🌱🔆 ამ პოსტში მოგიყვებით სხვადასხვა ვიტამინის დეფიციტის სიმპტომებზე:🟠 ვიტამინი A აუცილებელია მხედველობისთვის, კანის ჯანმ...
13/05/2025

🍎🌱🔆 ამ პოსტში მოგიყვებით სხვადასხვა ვიტამინის დეფიციტის სიმპტომებზე:
🟠 ვიტამინი A აუცილებელია მხედველობისთვის, კანის ჯანმრთელობისთვის და იმუნური სისტემის დაცვისთვის. მისი დეფიციტი იწვევს მხედველობის დაქვეითებას, აკნეს, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემების ინფექციებს, სტომატიტს და ნევროლოგიურ პრობლემებს.
🔴 ვიტამინი E - მისი დეფიციტი იწვევს კუნთების შესუსტებას, ჰემოლიზურ ანემიას და ზოგ შემთხვევებში უნაყოფობას.
🟣 ვიტამინი C ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, ეხმარება რკინის შეწოვას და ჭრილობების შეხორცებას. მისი დეფიციტი იწვევს ანემიას, ღრძილებიდან სისხლდენას და ზრდის კარდიოვასკულარული და ონკოლოგიური დაავადებების რისკს.
🟡 ვიტამინი D - მისი დეფიციტი იწვევს ძვლების სისუსტეს, პარატჰორმონის დონის მომატებას, ზრდის ინფექციებისადმი და აუტოიმუნური დაავადებებისადმი მიდრეკილებას.
🔵 B ჯგუფის ვიტამინები:
– B1 (თიამინი) პასუხისმგებელია ნერვული სისტემის და გულის ჯანმრთელობაზე. მისი დეფიციტი იწვევს შეშუპებასა და ნეიროპათიას.
– B2 (რიბოფლავინი) აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისა და მხედველობისთვის. დეფიციტი იწვევს უჯრედულ ჰიპოქსიას.
– B6 (პირიდოქსინი) აუცილებელია კანის, ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემის უჯრედებისთვის. დეფიციტი ბავშვებში ზრდის შეფერხებას იწვევს.
– B7 (ბიოტინი) მონაწილეობს ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. დეფიციტი იწვევს კანის პრობლემებს, თმის ცვენასა და ენერგიის უკმარისობას.
– B9 (ფოლიუმის მჟავა) ხშირად გვხვდება დეფიციტურ მდგომარეობაში და იწვევს მეგალობლასტურ ანემიას, დაღლილობასა და იმუნური დაცვის დაქვეითებას.
– B12 აუცილებელია სისხლისა და ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის — დეფიციტი იწვევს ანემიას, გლოსიტს, დიარეას, მეხსიერების პრობლემებს და გაღიზიანებას.

👉 ვიტამინების დეფიციტი შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ რეგულარული ჯანსაღი კვებითა და საჭიროების შემთხვევაში სწორად შერჩეული დანამატების მიღებით.

გისურვებთ ჯანმრთელობას ! 👩‍⚕️☀️🍎

-
#ნუტრიციოლოგისრჩევები
#ვიტამინები #მინერალები #დანამატები #წონისრეგულაცია #ჯანმრთელობა #ჯანმრთელიკვება #ნუტრიციოლოგია #ჭარბიწონისმკურნალობა #უჯრედისი #ვიტამინისდეფიციტი #ჯანსაღიცხოვრებისწესი #ნუტრიციოლოგი

💊ვიტამინების დეფიციტი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით განვითარდეს. ყველაზე გავრცელებული ფაქტორებია:🍎 არასწორი კვება – როცა რ...
23/04/2025

💊ვიტამინების დეფიციტი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით განვითარდეს. ყველაზე გავრცელებული ფაქტორებია:

🍎 არასწორი კვება – როცა რაციონში არ შედის საკმარისი რაოდენობით ხილი, ბოსტნეული და სხვა ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი.
🍟 დამუშავებული საკვების ჭარბი მიღება – ასეთი პროდუქტები თითქმის საერთოდ არ შეიცავს საჭირო მიკროელემენტებს.
😪 სტრესი და გადაღლა – მუდმივი სტრესი ამცირებს ვიტამინების შეწოვის უნარს და ზრდის მათ საჭიროებას.
🏥 გრძელვადიანი მკურნალობა მედიკამენტებით – ზოგიერთი პრეპარატი აფერხებს ვიტამინების სწორად შეწოვას.
🤒 ავადმყოფობა – გარკვეული დაავადებები (მაგ. კუჭ-ნაწლავის პრობლემები) ართულებენ ვიტამინების შეთვისებას.
☀️ არასაკმარისი მზის სხივი – D ვიტამინის დეფიციტი ხშირია იმ ადამიანებში, რომლებიც იშვიათად არიან მზეზე.

🫶ვიტამინების ბალანსის შენარჩუნება მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის — მცირე დეფიციტმაც კი შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. გამოიწერეთ ეს გვერდი და დაელოდეთ ჩემს შემდეგ პოსტს, სადაც გაეცნობით სხვადასხვა ვიტამინის დეფიციტის სიმპტომებს ✅👩‍⚕️

#ნუტრიციოლოგისრჩევები
#ვიტამინები #მინერალები #დანამატები #წონისდაკლება #ჯანმრთელობა #ჯანმრთელიკვება #ნუტრიციოლოგია #ჭარბიწონისმკურნალობა #უჯრედისი #ჯანსაღიცხოვრებისწესი #ნუტრიციოლოგი

📝 💊 👩‍⚕️ნუტრიციოლოგის რჩევები სხვადასხვა ტიპის მაგნიუმის პრეპარატების მიღების შესახებ : 😴 თუ გიჭირთ დაძინება - ძილის წინ...
16/04/2025

📝 💊 👩‍⚕️ნუტრიციოლოგის რჩევები სხვადასხვა ტიპის მაგნიუმის პრეპარატების მიღების შესახებ :

😴 თუ გიჭირთ დაძინება - ძილის წინ მიიღეთ მაგნიუმის გლიცინატი.
💪 თუ გაწუხებთ კუნთების სპაზმი და თრთის თვალის კუნთი - მიიღეთ მაგნიუმის მალატი.
🫀 თუ გაწუხებთ მაღალი წნევა და გულის პრობლემები - გამოგადგებათ მაგნიუმის ტაურატი.
🧠 თუ გონებრივი სამუშაო გაქვთ და გჭირდებათ კონცენტრაცია - მაგნიუმის ტრიანატი.
🧘‍♀️ თუ კუნთების მოდუნება გჭირდებათ - მიიღეთ მაგნიუმის ქლორიდი.
😣 თუ გაქვთ ხშირი ყაბზობა - საუკეთესოა მაგნიუმის ციტრატი.

#მაგნიუმისპრეპარატები #ნუტრიციოლოგისრჩევები
#ვიტამინები #მინერალები #დანამატები #წონისდაკლება #ჯანმრთელობა #ჯანმრთელიკვება #ნუტრიციოლოგია #ჭარბიწონისმკურნალობა #უჯრედისი #ჯანსაღიცხოვრებისწესი #ნუტრიციოლოგი

13/04/2025

დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია სხვადასხვა ვიტამინების დეფიციტებით გამოწვეული ეფექტების შესახებ:
🌱ვიტამინები წარმოადგენენ ნივთიერებებს, რომლებსაც ახასიათებთ მაღალი ბიოლოგიური აქტივობა და სასიცოცხლო პროცესებში უშუალო მონაწილეობა. ავიტამინოზი არის ორგანიზმში ვიტამინის კრიტიკული ნაკლებობით გამოწვეული მდგომარეობა, თუ დეფიციტი რამოდენიმე ვიტამინს ეხება -საქმე გვაქვს პოლივიტამინოზთან, რაც ადგილობრივი და ზოგადი იმუნიტეტის დაქვეითების ფონზე ჯანმრთელობის გამოხატულ გაუარესებას იწვევს. ავიტამინოზი ერთხელ მაინც ცხოვრებაში მსოფლიოს მოსახლეობის 70% აქვს გამოვლენილი. განასხვავებენ დარღვევის ორ ტიპს: ავიტამინოზს და ჰიპოვიტამინოზს.
ავიტამინოზი - საჭირო ნივთიერების სრული არარსებობაა ორგანიზმში , ჰიპოვიტამინოზი-მისი დეფიციტი.
🌱ვიტამინი D -ნაკლებობა ახდენს გავლენას ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურაზე,
იწვევს პარატჰორმონის სინთეზის, კალციუმის და ფოსფატების ცვლის დარღვევას თირკმლებში. რეცეპტორები D ვიტამინის მიმართ ყველა უჯრედზე არის განლაგებული და სწორედ ამიტომ ის იმუნოტოლერანტობასაც განაპირობებს, შესაბამისად, D ვიტამინის საგრძნობი დეფიციტი იწვევს აუტოიმუნური დაავადებების და ინფექციებისადმი მიდრეკილებას. დეფიციტი ვითარდება მზის განათების ნაკლებობის ფონზე.
🌱ვიტამინი k - დეფიციტი D-ვიტამინის მეტაბოლიზმზე, კერძოდ კი ტრანსპორტზე და ორგანიზმში კალციუმის შეთვისებაზე აისახება. იგი სინთეზდება ნაწლავის მიკროფლორის მიერ, ამიტომ მისი ავიტამინოზი მხოლოდ მეორადია. ავიტამინოზი მნიშვნელოვნად აქვეითებს სისხლის შედედებას და ხშირად იწვევს სისხლდენას.
🌱ვიტამინი A- დეფიციტი ცხიმების დარღვეული შეთვისების შედეგია. მისი გამოვლენა ხდება მხედველობითი პრობლემების, კანის ჩირქოვანი წარმონაქმნების, სტომატიტების, სუნთქვის, შარდწარმოქმნის და საჭმლის მომნელებელი სისტმების ინფექციური დაზიანებით და ნევროლოგიური დარღვევებით. ავიტამინოზის დროს ხშირად აღინიშნება სისუსტე და აპათია, ძვლების სიგრძეში ზრდის დარღვევა და იმუნიტეტის დაქვეითება.
🌱ვიტამინი E- დეფიციტი იწვევს კუნთოვანი მასის დაკარგვას, დეგენერაციულ ცვლილებებს ჩონჩხის კუნთებში,სიბერის პიგმენტის წარმოქმნას ქსოვილებში. ასევე ავიტამინიზუს რთული ფორმების დროს აღინიშბება სასქესო უჯრედების წარმოქმნის დარღვევა და ფეხმძიმობის უნებლიე შეწყვეტა. განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვებში ჰემოლიზური ანემიის ნიშნების დროს.
⚘️ვიტამინი B1 (თიამინი)- დეფიციტი ვითარდება ქრონიკული ალკოჰოლიზმის ან კუჭნაწლავის დაავადებების დროს.ასევე მასზე მოთხოვნა იძრდება ნახშირწყლების ჭარბი ოდენობით მიღების დროს. არსებობს B1 ავიტამინოზის სამი ფორმა:
ა) შეშუპებითი-მიოკარდის დაზიანებით. ბ) მშრალი - ნერვული სისტემის დაზიანებით (პერიფერიული ნეიროპათია), გ) მწვავე - ელვისებრი -რომელიც მთავრდება ლეტალური შედეგით.
⚘️ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - მონაწილეობს მხედველობით ფუნქციასა და ჰემოგლობინის სინთეზში, ამიტომ დეფიციტის დროს იწყება უჯრედული ჰიპოქსია (ჟანგბადის უკმარისობა) , ავიტამინოზი ხშირად დანარჩენი B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობის ფონზე ყალიბდება.
⚘️ვიტამინი B6- (პირიდოქსინი)- დეფიციტი იწვევს დისტროფიულ ცვლილებებს კანის, საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემის უჯრედებში. მცირე ასაკის ბავშვებში ავიტამინოზი აფერხებს ზრდას და განვითარებას.
⚘️ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) - დეფიციტი ძალიან ხშირია და იწვევს მეგალობლასტურ ანემიას, ლეოკოპენიას იმუნოსუპრესიით, ფაგოციტოზის დაქვეითებას. ავიტამინოზი გამოიხატება ნევროლოგიური პრობლემებით, სწრაფი დაღლით და ენერგიის ნაკლებობით.
⚘️ვიტამინი B12 - დეფიციტის შედეგად ვითარდება ანემია,ლორწოვანი გარსების ცვლილება, დიარეა, გლოსსიტი, ანორექსია, ტუჩების კუთხეების დახეთქვა, თმის ცვენა, მიელოზი. B12 ნაკლებობა ასუსტებს იმუნურ სისტემას და იწვევს აგრესიულობას , გაღიზიანებადობას, მეხსიერების დაქვეითებას.ეს ვიტამინი ნაწილობრივ წარმოიქმნება ორგანიზმში, ამიტომ ხშირად დეფიციტი კუჭნაწლავის სისტემაში მიმდინარე დარღვევის ფონზე ვითარდება.
⚘️ვიტამინი B5 - პანტოთენის მჟავა- კოფერმენტ A-ს ნაწილია. გვხდება ყველა პროდუქტში, დეფიციტი ვითარდება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს. ავიტამინოზი უმეტეს წილად აზიანებს ლორწოვან გარსებს.
🌿ვიტამინი C - დეფიციტი მსუბუქ ფორმებში იწვევს ღრძილებიდან სისხლდენას და იმუნიტეტის დაქვეითებას, ავიტამინოზის დროს ფერხდება რკინის შეწოვა და ვითარდება რკინადეფიციტური ანემია, იწვევს სახსრების სტრუქტურულ ცვლილებებს და ჭრილობების შეხორცების შეფერხებას,. C ვიტამინის ნაკლებობა ხელს უწყობს ოქსიდაციურ დაზიანებას რაც ზრდის კარდიოვასკულარული და ონკოლოგიური დაავადებების რისკს.
⚘️ვიტამინი B3 (PP ნიკოტინის მჟავა,ნიაცინი) - დეფიციტი მოქმედებს ნახშირწყლების, ცხიმების და ცილების ცვლაზე , ხშირად იწვევს პელაგრას და მეორად იმუნოსუპრესიას ასევე ნერვული რეგულაციის დარღვევას.
⚘️ბიოტინი- B7. მნიშვნელოვანია ნახშირწყლების სინთეზისთვის და ნივთიერებათაცვლის პროცესების აქტივაციისთვის, რეგენერაციისთვის. დეფიციტი იწვევს კანის სტრუქტურის ცვლილებას, თმის ცვენას და უენერგიობას.
🌿პანტოთენის მჟავა- დეფიციტი ძალზე იშვიათია,ძირითადათ ძალების განლევით ხასიათდება, ასევე კანის დაზიანებით და იმუნიტეტის დაქვეითებით, ხშირად B ჯგუფის სხვა ვიტამინების დეფიცითთან ერთად ვლინდება.
მეტი ინფორმაციისთვის ვიტამინების დეფიციტების ნიშნების და აღმოფხვრის თაობაზე მიმართეთ სპეციალისტს, გისურვებთ ჯანმრთელობას!დღეს

💊⬆️ზუსტად როდის უნდა მიიღოთ სხვადასხვა ვიტამინები და მინერალები დღის განმავლობაში 💊⬆️ გაუზიარეთ ახლობლებს და პერსოლანური...
11/04/2025

💊⬆️ზუსტად როდის უნდა მიიღოთ სხვადასხვა ვიტამინები და მინერალები დღის განმავლობაში 💊⬆️ გაუზიარეთ ახლობლებს და პერსოლანური რჩევებისთვის ჩაეწერეთ კონსულტაციაზე👩‍⚕️💛

#ვიტამინები #მინერალები #დანამატები #წონისდაკლება #ჯანმრთელობა #ჯანმრთელიკვება #ნუტრიციოლოგია #ჭარბიწონისმკურნალობა #უჯრედისი #ჯანსაღიცხოვრებისწესი #ნუტრიციოლოგი

საინტერესო და პროფესიულ დონეზე მოწოდებული აქტუალური  ინფორმაცია! ყოჩაღ  Tkemaladze
09/04/2025

საინტერესო და პროფესიულ დონეზე მოწოდებული აქტუალური ინფორმაცია! ყოჩაღ Tkemaladze

Address

Tbilisi

Telephone

+995551270627

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნუტრიციოლოგი მაია გაბრიჭიძე/Dr. Maia Gabrichidze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ნუტრიციოლოგი მაია გაბრიჭიძე/Dr. Maia Gabrichidze:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram