NCDC სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • NCDC სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონი

NCDC სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from NCDC სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონი, Health/Medical/ Pharmaceuticals, Tbilisi.

04/08/2025

🗣️ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ავირიდოთ გადამდები დაავადებები, რომლებიც ზაფხულის ცხელ ამინდში მწვავდება.

♻️ კერძოდ, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად იმატებს საკვებთან და წყალთან დაკავშირებული ინფექციების - დიარეული დაავადებების, ჰეპატიტი A-ს, ლეპტოსპიროზის, ლეიშმანიოზის და სხვა დაავადებების განვითარების რისკი.

♻️„დაავადებებისგან თავის დასაცავად კი საჭიროა შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:

✅ წყალსატევებში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი - ეს შეიძლება გახდეს დიარეით, ჰეპატიტი A-თი ან ლეპტოსპიროზით დაავადების მიზეზი.

✅ მოხმარებამდე კარგად შეწვით ან მოხარშეთ ცხოველური წარმოშობის საკვები, ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი.

✅ აუცილებელია უმი და მოხარშული პროდუქტისათვის გამოიყენოთ სხვადასხვა დასამუშავებელი დაფა.

✅ ახლადმომზადებული კერძი სასურველია მიირთვათ ცხლად, ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გააცხელოთ/წამოადუღოთ.

✅ არ მიიღოთ უმი, ჭუჭყიანი, გაბზარული, ნახევრად მოხარშული ან სანახევროდ შემწვარი კვერცხი.

✅ არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები.

✅ სალათები მაიონეზით ან არაჟნით უნდა შეზავდეს უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ.

✅ მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით; სასურველია მიიღოთ საღი, ახლად გაფცქვნილი ხილი.

✅ დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირებმა მოამზადონ სადილი ან ჩართული იყვნენ სხვა პირის მოვლაში.

✅ სიმპტომების (ტკივილი მუცლის არეში, დიარეა (ფაღარათი), გულისრევა, ღებინება, სისუსტე, უმადობა და სხვ.) გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს.

✅ ყოველთვის დაიბანეთ ხელი გამდინარე წყლითა და საპნით საკვების მომზადებამდე, საკვების მიღებამდე, ტუალეტით სარგებლობის შემდეგ.

✅ ზაფხულში მატულობს სხვადასხვა ცხოველების (განსაკუთრებით ძაღლების) მიერ ადამიანთა დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევები. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.

✅ მაქსიმალურად დაიცავით თავი კოღოების კბენისაგან იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ფლებოტომუსი და/ან კოღოები არის ან შეიძლება იყოს გავრცელებული“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

25/04/2025
25/04/2025

#აცერიდადაიცავი
ევროპის იმუნიზაციის კვირეული,
27 აპრილი - 3 მაისი, 2025 წ
„აცერი და დაიცავი!“

• ევროპის იმუნიზაციის კვირეული, ყოველწლიურად, აპრილის ბოლო კვირას აღინიშნება სლოგანით „აცერი და დაიცავი“ და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება იმუნიზაციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს იცავს ვაქცინით მართვადი დაავადებებისგან.
• იმუნიზაცია შესულია ყველა დროის უდიდეს სამედიცინო მიღწევათა ათეულში და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ყველაზე ეფექტური ინტერვენციაა.
• ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, იმუნიზაციის მეშვეობით, მსოფლიოში, ყოველწლიურად, 3.5-5 მილიონი სიცოცხლის გადარჩენა ხდება შესაძლებელი ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა წითელა, დიფთერია, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ყივანახველა და სხვა.
• იმუნიზაცია მოსახლეობას იცავს ვაქცინით მართვადი ინფექციებისა და მათგან გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დარღვევებისაგან. იმუნიზაციის პროგრამების ფართომასშტაბიანი და ეფექტური განხორციელების შედეგად მსოფლიოში მკვეთრად შემცირდა ვაქცინით მართვადი ინფექციებით ავადობა და სიკვდილიანობა.
• პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საშუალებით ევროპის რეგიონს მიენიჭა პოლიომიელიტისგან თავისუფალი რეგიონის სტატუსი. დღეისათვის, ვაქცინაციის სრული სარგებლის რეალიზაციით, შესაძლებელია წითელას და წითურას, B ჰეპატიტის და საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაცია.
• მიმდინარე წლის კამპანიის ძირითადი თემა “იმუნიზაცია ყველასთვის - ჩვენ ეს შეგვიძლია“ ხაზს უსვამს იმუნიზაციით მოცვის ხარვეზების აღმოფხვრაში ადამიანის ინდივიდუალურ და საზოგადოების საერთო პასუხისმგებლობას. ევროპის იმუნიზაციის კვირეული ყურადღებას ამახვილებს, თუ როგორ იცავს იმუნიზაცია ადამიანის სიცოცხლეს დღეს და რისი მიღწევა შეიძლება მომდევნო ათწლეულებში იმის გათვალისწინებით, რომ უფრო მეტი ბავშვი და ზრდასრული მიიღებს ჯანმრთელობის დასაცავად აუცილებელ ვაქცინებს.
• ვაქცინით მართვადი ინფექციებისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, საქართველოში მოქმედებს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს უფასო ვაქცინაციას აცრების კალენდრით დამტკიცებული ვაქცინებით.
• სახელმწიფო პროგრამა ასევე მოიცავს სეზონური გრიპის, ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციას სხვადასხვა რისკ-ჯგუფში და ანტირაბიული და სხვა სტრატეგიული პრეპარატებით უზრუნველყოფას.
ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია!

18/10/2024

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
შემოდგომიდანვე იწყება გრიპის პროფილაქტიკის პერიოდი. სეზონური გრიპის პირდაპირი პროფილაქტიკის ერთადერთი და ეფექტური საშუალება - სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა.
გრიპის ვაქცინების მრავალწლიანმა გამოყენებამ აჩვენა მათი მაღალი უსაფრთხოება და ეფექტურობა - განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარე გრიპის რისკის მქონე ჯგუფებში. ვაქცინაულრი ვირუსისა და სეზონის მანძილზე მოცირკულირე გრიპის ვირუსთა თანხვედრისას ავად გახდომის რისკი საგრძნობლად დაბალია, ხოლო მძიმე გართულებების და მათ გამო ჰოსპიტალიზაციის რისკი - უმნიშვნელო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველ ეტაპზე მიღებულია 12 210 დოზა ვაქცინა და განაწილებულია მუნიციპალიტეტებში შემავალ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებსა და ასაცრელ კაბინეტებში .
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
პირველ ეტაპზე „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდებათ.
4 ნოემბრიდან კი, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

💔 73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ბრწყინვალე მენეჯერი, უზადო პროფესიონალი, პატრიოტი,  სიკეთის და  ...
21/05/2024

💔 73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ბრწყინვალე მენეჯერი, უზადო პროფესიონალი, პატრიოტი, სიკეთის და ადამიანობის განსახიერება ბ-ნი ავთო ჯორბენაძე.
💔 ფასდაუდებელია მისი წვლილი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში. მინდა გავიხსენო ბ-ნი ავთოს განსაკუთრებული ღვაწლი აფხაზეთის "გალის" მოვლენების დროს. დღესაც თვალწინ მიდგას მისი დაღლილი სახე, თავდაუზოგავი შრომა, საოცარი გულისხმიერება და ერთგულება აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში.
💔 NCDC სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის სამედიცინო საზოგადოება სამძიმარს უცხადებს ბ-ნი ავთოს ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას.

17/10/2023

2023 წლის 16 ოქტომბრიდან დაიწყიო სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია.

გთავაზობთ სეზონურ გრიპის ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკისა და სპეციფიური პრიორიტეტულ ჯგუფებს:
ა) სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან:
ა.ა) დიაბეტის მქონე პირები;
ა.ბ) დიალიზზე მყოფი პირები;
ა.გ )C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი)
ა.დ) აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
ა.ე) ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები;
ბ) სხვა პრიორიტეტული ჯგუფები:
ბ.ა) ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
ბ.ბ) ორსულები;
ბ.გ) 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;
ბ.დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;
ბ.ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამამრთლის იურიდიული პირები;
ბ.ვ) მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების თანამშრომლები;
გ) ‘’სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე’’

სეზონურ გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ჩამონათვალი სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში

შპს "შანი"- აბაში საოჯახო-მედიცინის ცენტრი აბაშა ვარლამ ჩიქოვანის 15
სს "ევექსის კლინიკები-აბაშის კლინიკა" აბაშა თავისუფლების 143
სს ,,ვიანი'' ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი ზუგდიდი კ.გამსახურდიასქ.206
სს ევექსის კლინიკები-ზუგდიდის პოლიკლინიკა ზუგდიდი კოსტავას 1
სს ევექსის კლინიკები - მარტვილის კლინიკა მარტვილი მშვიდობის ქN 111
შ.პ.ს ,,თელი წოწორიას სახელობის სამედიცინო ცენტრი მკურნალი'' მარტვილი გამსაზურდიას ქN 14
შპს,,მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანება" მესტიის რაიონი,დ. მესტია,ილია გაბლიანის ქ N 13
შპს ,,მკურნალი" სენაკის საოჯახო მედიციის ცენტრი სენაკი. ვაჰანიას N 1
შპს ,,არქიმედეს კლინიკა"- სენაკი სენაკი.რუსთაველის N 110
შპს ამბულატორიულ პოლიკლინიკური გაერთიანება სენაკი. რუსთაველისN 114
სს ,,ლაზიკამედი" სენაკი სენაკი. კოსტავას ქ. N 42/44
სს "ევექსის კლინიკები"-ფოთის პოლიკლინიკა ფოთი კ.გამსახურდიას ქ.№6
შპს ფოთის პირველი პოლიკლინიკა ქ.ფოთი რუსთაველის რკალი ქ.№24
სს"ევექსის კლინიკები-ჩხოროწყუს კლინიკა" ჩხოროწყუ აღმაშენებლის N19
სამედიცინო ცენტრი დიომედი აფხაზეთი ჯვარის ფილიალი წალენჯიხა, ჯვარი
სს ევექსის კლინიკები-წალენჯიხის კლინიკა წალენჯიხა,
შპს ,,კლინიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრი წალენჯიხა
სს ევექსის კლინიკები-აბაშის კლინიკა წალენჯიხა,
შპს მკურნალი ქ.ხობი,ც.დადიანის ქ.136
სს"ევექსის კლინიკები"-ხობის კლინიკა ხობი
ჭყონდიდელის 2
შპს "პულსი" ხობი დადიანის 206

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დაწესებულებებისა მოქალაქეებს, რომლებიც მიეკუთბეიან ჩამოთვლილ რისკ ჯგუფებს გრიპზე ვაქცინა შეუიძლიათ ჩაიტარონ სოფლის ექიმთან.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიჩხოროწყუს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი აბაშის საზოგადოებრივი ჯანდაცვა Shorena Sabakhtarashvili სენაკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

17/10/2023

2023 წლის 16 ოქტომბრიდან დაიწყიო სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია.

გთავაზობთ სეზონურ გრიპის ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკისა და სპეციფიური პრიორიტეტულ ჯგუფებს:
ა) სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან:
ა.ა) დიაბეტის მქონე პირები;
ა.ბ) დიალიზზე მყოფი პირები;
ა.გ )C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი)
ა.დ) აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
ა.ე) ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები;
ბ) სხვა პრიორიტეტული ჯგუფები:
ბ.ა) ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
ბ.ბ) ორსულები;
ბ.გ) 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;
ბ.დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;
ბ.ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამამრთლის იურიდიული პირები;
ბ.ვ) მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების თანამშრომლები;
გ) ‘’სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე’’

სეზონურ გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ჩამონათვალი სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში

შპს "შანი"- აბაში საოჯახო-მედიცინის ცენტრი აბაშა ვარლამ ჩიქოვანის 15
სს "ევექსის კლინიკები-აბაშის კლინიკა" აბაშა თავისუფლების 143
სს ,,ვიანი'' ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი ზუგდიდი კ.გამსახურდიასქ.206
სს ევექსის კლინიკები-ზუგდიდის პოლიკლინიკა ზუგდიდი კოსტავას 1
სს ევექსის კლინიკები - მარტვილის კლინიკა მარტვილი მშვიდობის ქN 111
შ.პ.ს ,,თელი წოწორიას სახელობის სამედიცინო ცენტრი მკურნალი'' მარტვილი გამსაზურდიას ქN 14
შპს,,მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანება" მესტიის რაიონი,დ. მესტია,ილია გაბლიანის ქ N 13
შპს ,,მკურნალი" სენაკის საოჯახო მედიციის ცენტრი სენაკი. ვაჰანიას N 1
შპს ,,არქიმედეს კლინიკა"- სენაკი სენაკი.რუსთაველის N 110
შპს ამბულატორიულ პოლიკლინიკური გაერთიანება სენაკი. რუსთაველისN 114
სს ,,ლაზიკამედი" სენაკი სენაკი. კოსტავას ქ. N 42/44
სს "ევექსის კლინიკები"-ფოთის პოლიკლინიკა ფოთი კ.გამსახურდიას ქ.№6
შპს ფოთის პირველი პოლიკლინიკა ქ.ფოთი რუსთაველის რკალი ქ.№24
სს"ევექსის კლინიკები-ჩხოროწყუს კლინიკა" ჩხოროწყუ აღმაშენებლის N19
სამედიცინო ცენტრი დიომედი აფხაზეთი ჯვარის ფილიალი წალენჯიხა, ჯვარი
სს ევექსის კლინიკები-წალენჯიხის კლინიკა წალენჯიხა,
შპს ,,კლინიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრი წალენჯიხა
სს ევექსის კლინიკები-აბაშის კლინიკა წალენჯიხა,
შპს მკურნალი ქ.ხობი,ც.დადიანის ქ.136
სს"ევექსის კლინიკები"-ხობის კლინიკა ხობი
ჭყონდიდელის 2
შპს "პულსი" ხობი დადიანის 206

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დაწესებულებებისა მოქალაქეებს, რომლებიც მიეკუთბეიან ჩამოთვლილ რისკ ჯგუფებს გრიპზე ვაქცინა შეუიძლიათ ჩაიტარონ სოფლის ექიმთან.

09/08/2023

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რ....

Address

Tbilisi
0144

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when NCDC სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram