28/08/2025
#ასაკი39წ
0,06
"ეხლა უკვე მჯერა რომ ოცნებები სრულდება,ჩემ ოცნებას Lela Iremadze-მ შეასხა ფრთები,ყველას გისურვებთ,ეს საოცარი გრძნობა თქვენც გეწვიოთ, სიტყვები არ არსებობს დავწერო როგორ ვარ,გჯეროდეთ და გწამდეთ რომ ყველაფერი გამოგივათ.ურთულესი დიაგნოზით, ურთულესი პაციენტი,მაგრამ ჩვენ ეს შევძელით
💙ასაკი 39,
დაბალი ანტიმიულერი 0,067
პრობლემური მილები,
პოლიკისტოზი,
ენდომერიუმი,
თრომბოფილია,
ინსულინრეზისტენტი.
4წელი,უამრავი კლინიკა და ექიმი,უაზროდ დაკარგული დრო და ფული,შეწირული ნერვები,მაშინ როცა ყველა მეუბნეოდა რომ,საკვერცხე არ გივარგა,ორსულობა არ დადგება, გჭირდება დონორი და ა.შ.
შემდეგ იყო ქალბატონი ლელა,
ჩავდეგი მის უსაზღვრო რიგებში,
პირველივე კონსულტაციაზე მივხვდი რომ იყო დიდი ადამიანი და პროფესიონალი.
ამიხსნა რომ ანტიმიულერის ჰორმონი ძალიან დაბალი იყო, მაგრამ ეხოსკოპიურად ჩანდა ფოლიკულები, ასაკიც უფრო კარგი მქონდა და შეიძლებოდა ბრძოლა,
რა თქმა უნდა მე თანახმა ვიყავი ამ ყველაფერზე, გათავისებული მქონდა ორსულობის მიღების ის შანსები რაც ექიმმა ამიხსნა,
და შედეგიც სახეზეა.
პირველი ცდაზე დადგა ორსულობა,
თავი ზღაპარში მეგონა და ეს ყველაფერი დღეს რეალობად მექცა, უკვე ჩავიხუტე ჩვენი მრავალი წლის ნანატრი პრინცესა🙏
წარმოუდგენელია ის ემოცია და გრძნობა, რაც მე განვიცადე.ეს ყველაფერი ღირდა ამად.
💜გწამდეთ და გჯეროდეთ რომ ლელა ექიმთან ერთად ყველაფერს შევძლებთ.არასდროს დანებდეთ,იბრძოლეთ!❤️"
😍წერილის ავტორი,პაციენტი Naia gvimradze