05/08/2024
ლიზ ბურბო
😶🌫️უსამართლობის ტრავმა - გაურბის ემოციებს, არის დამცველის როლში
ტრავმის გამოღვიძება ხდება დაახლოებით სამიდან ხუთი-ექვსი წლის ასაკში, იმავე სქესის მშობელთან. როდესაც ბავშვი უკვე აღიქვამს საკუთარ თავს, შეიძლება ვთქვათ, საკუთარი მახასიათებლებით. მაპროვოცირებელი გარემოებებია სრულყოფილების მოთხოვნა, შინაგანი ბუნების შეზღუდვა, ყველაზე მეტად ეშინია ემოციური სიცივის, ის საკუთარ თავს გულწრფელ, თბილ ადამიანად თვლის, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მის გარშემო ჰარმონია და სამართლიანობა სუფევს. როგორც წესი, ის ერთგულია მეგობრების მიმართ. მაგრამ გარშემომყოფები ხშირად ამჩნევენ ემოციურ სიცივეს, არა იმდენად თვალებში, რამდენადაც მშრალ, მკაცრ საქციელში, ასეთ ადამიანს აქვს უსამართლობის განცდა, როდესაც ვერ ხედავს მისი ღირსების აღიარებას, არ გრძნობს პატივისცემას საკუთარი პერსონის მიმართ, როდესაც ეჩვენება, რომ ის არ იღებს იმას, რასაც იმსახურებს, განიცდის როცა ღიად არ გამოხატავენ მის მიმართ სითბოს და სიყვარულს, ასეთი ადამიანები ძალიან მგრძნობიარეები არიან, მაგრამ მათ უვითარდებათ უნარი, არ გამოხატონ თავიანთი გრძნობები, ემოციები. ამიტომ, მიუხედავად შინაგანი მგრძნობელობისა, ისინი ცივად და უემოციოდ გამოიყურებიან.როდესაც ასეთი პერსონაჟი აღგზნებულია, ის ცდილობს დამალოს ეს ემოცია, მაგრამ ადვილია მისი მღელვარების გამოცნობა მშრალი და დაძაბული ხმის ტონით. ასეთ ადამიანს ახასიათებს ნერვული სიცილი, მგრძნობელობა და ემოციები რომ დაფაროს, ხშირად იშველიებს სიცილს და მარტივად იცინის სრულიად უადგილო სიტუაციებში, ხისტი პერსონაჟი, ნებისმიერ ფასად, ეძებს სისწორესა და სამართლიანობას. ყველაფერში სრულყოფილებისკენ ისწრაფვის და ამით ცდილობს, ყოველთვის სამართლიანი იყოს, მაქსიმალურად ცდილობს, რომ ყველაფერი საკუთარი ძალებით დაძლიოს. დახმარებას ითხოვს მხოლოდ, როგორც უკიდურეს საშუალებას,ეუხერხულება საჩუქრის მიღება. საჩუქარი მას თითქოს გარკვეულ ვალდებულებას უჩენს და ურჩევნია, არაფერი მიიღოს და ხშირად ამბობს უარს საჩუქარზე. ზოგადად ძალიან ოპტიმისტია, ხშირად ზედმეტადაც, ფიქრობს, რომ თუ მუდმივად გაიმეორებს: ”პრობლემა არ არის”, მაშინ რთულ სიტუაციებს უფრო სწრაფად გადალახავს. როდესაც გაუთვალისწინებელი მოვლენები და იმედგაცრუებები ხდება, მაინც რჩება პოზიციაზე - ”პრობლემა არ არის”. სირაქლემას პოზა მისთვის ხშირი მახასიათებელია.დამცველის პერსონაჟი ისეა გატაცებული სრულყოფილებით, რომ ძირითადად საკუთარ თავს აკონტროლებს. მაქსიმალურად მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ და რაც უფრო მეტ საქმეს აკეთებს, მით უფრო მეტს ითხოვენ სხვებიც მისგან, ყველაზე უსამართლოა საკუთარ თავთან. ხშირად ადანაშაულებს საკუთარ თავს - მაგალითად, როდესაც რაღაცას ყიდულობს მან ეს უნდა გაამართლოს საკუთარ თვალში, დარწმუნდეს, რომ იმსახურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს იდანაშაულებს უსამართლობაში, ასეთი ადამიანი უნდა მიეჩვიოს, რომ უბრალოდ მისცეს თავს საშუალება, იყოს ბედნიერი, და ამ ბედნიერებამ არ გაუჩინოს დანაშაულის გრძნობა, ხისტ პერსონაჟს ყოველთვის უჭირს სიყვარულის გამომჟღავნება. მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად საკმაოდ მგრძნობიარეა, მაინც ცივი ადამიანის რეპუტაცია აქვს. მისი საქციელი უსამართლობაა, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ: ის ართმევს თავს იმის გამოხატვის შესაძლებლობას, რასაც სინამდვილეში განიცდის, სექსუალურ ცხოვრებაში, ხისტი ჩვეულებრივ შესღუდულია. არ იცის როგორ უნდა მისცეს საკუთარ თავს სიამოვნების უფლება. მისთვის რთულია სინაზის გამოხატვა და სექსუალური თვალსაზრისით ყველაზე მკაცრი ტიპია, მაქსიმალურად ცდილობს სრულყოფილი გახდეს და ამ გზით გახდეს სასურველი, დაიმსახურონ სიყვარული, თუმცა, მიუხედავად სრულყოფილებისკენ მისწრაფებისა, ის ვერ იღებს სასურველ სიყვარულს; და ასკვნის, რომ ეს უსამართლობაა, რის გამოც უფრო მეტად იტანჯავს თავს.
#იპოვესინათლეშენში
თუ თვლით რომ გაქვს ეს ტრავმა და გსურთ განთავისუფლდეთ ტრავმებისგან მოგვწერეთ პირადში
#იპოვესინათლეშენში
#განთავისუფლდიტრავმებისგან
#განთავისუფლდირწმუნებულებებისგან
#შეიცანისაკუთარითავი
#იპოვეშენინამდვილიმე #განიკურნე