ნარკოლოგია / Narcology

ნარკოლოგია / Narcology გვერდს უძღვებიან პროფესიონალი ნარკო?

09/10/2019
ნარკომანია - სენი თუ ცხოვრების წესი? - შესვენების საათი - მაია ბეგაშვილი , მამა პეტრე - ნაწილი II
19/11/2018

ნარკომანია - სენი თუ ცხოვრების წესი? - შესვენების საათი - მაია ბეგაშვილი , მამა პეტრე - ნაწილი II

#შესვენებისსაათი

ნარკომანია არის ეს ცხოვრების წესი თუ დაავადება ? - შესვენების საათი მარინა კოლხიდაშვილთან ერთად - მაია ბეგაშვილი, მამა პ...
19/11/2018

ნარკომანია არის ეს ცხოვრების წესი თუ დაავადება ? - შესვენების საათი მარინა კოლხიდაშვილთან ერთად - მაია ბეგაშვილი, მამა პეტრე - ნაწილი I

#შესვენებისსაათი #ნარკომანია #პრობმენა #ჯანმრთელობა

21/08/2018

რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა ოჯახური ფსიქოთერაპიის შემსწავლელი 1 წლიან სასწავლო პროგრამაში? 👇

👨‍👩‍👧‍👦ოჯახური ცხოვრება - ყველაზე რთული საქმიანობაა სამყაროში!

👨‍👩‍👧ოჯახური თანაცხოვრება გავს ორი ორგანიზაციის კორპორატიულ ინტეგრაციას, რომლებსაც აკავშირებს მრავალი საერთო ღირებულება და მიზანი. ერთერთი მათ შორის ახალი სიცოცხლის შექმნა და აღზრდაა!

👫ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობები მყარი საფუძველია შეიქმნას ბედნიერი, სიცოცხლისუნარიანი ახალი თაობა!

🥀ხოლო იქ, სადაც ასეთ გაერთიანებულ კორპორაციაში პრობლემებია, ახალი სიცოცხლე ბედნიერებასა და სიცოცხლისუნარიანობას მოკლებულია.

☢️ასეთ ოჯახებში იზრდებიან დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები, რომლებსაც შემდგომ ექმნებათ მთელი რიგი ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემები 👇
👉დევიანტური ქცევა;
👉ფსიქიატრიული პრობლემები;
👉ალკოჰოლდამოკიდებულება;
👉ნარკოდამოკიდებულება;
👉სიღარიბე და წარუმატებლობა;
👉საწინააღმდეგო სქესთან და ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობის სირთულეები და მრავალი სხვა

🙏თუ ჩვენ ვიზრუნებთ ოჯახის შიდა პრობლემებზე და არ დავიშურებთ მიზნისთვის ჩვენს ყველანაირ რესურსს 💫

12/06/2018

დიდხანს რომ იცოცხლო ამაზე ახალგაზრდობიდან უნდა იფიქრო
ბერნარდ შოუ

შესვენების საათი მამა პეტრესთან და მაია ბეგაშვილთან ერთად
19/05/2018

შესვენების საათი მამა პეტრესთან და მაია ბეგაშვილთან ერთად

#შესვენებისსაათი #ნარკომანია #პრობმენა #ჯანმრთელობა

15/05/2018

წამალთდამოკიდებულება
წამალდამოკიდებულების ქვეშ იგულისხმება მძიმე არაბუნებრივი ლტოლვა სხვადასხვა ფსიქო-აქტიური და გამაბრუებელი ნივთიერებებისაკენ. ტერმინმა სრულიად სამართლიანად შეცვალა ძველად ხმარებული ტერმინი ნარკომანია , რადგან მხოლოდ ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულება ვერ ასახავდა მთელ მოცულობით სპექტრს იმ საშუალებებისა, რითიც თრობისა და გაბრუების ეფექტყი მიიღწევა.
ნარკომანია (ბერძნულად narke_ცნობიერების დაბნელება. მანია_ვნება.) სიტყვა- სიტყვით, _ ვნებიანი სწრაფვა ნარკოტიკებისაკენ, რომელიც ჩნდება მათი არაერთჯერადი გამოყენებისა და მათთან შეჩვევის შედეგად.
დღესდღეობით ნარკომანიას ასე განმარტავენ: “ფსიქიკური, ხანდახან ფიზიკური მდგომარეობა აღმოცენებული ცოცხალი ორგანიზმისა და ნარკოტიკულ ნივთიერებათა ურთიერთქმედების შედეგად, რომელიც ხასიათდება ქცევის თავისებურებებით და სხვა ისეთი რეაქციებით, რაც ყოველთვის მოიცავს ნარკოტიკული საშუალების მუდმივი ან პერიოდული მიღების განახლების სურვილს. დაკავშირებულს მისი ფსიქიკური ზემოქმედების განცდის, ან ნარკოტიკების მიღების შეწყვეტით გამოწვეული დისკომფორტისაგან თავის დაღწევის მოთხოვნასთან”.
წამალდამოკიდებულების შემთხვევაში დაავადებების ჩამოპყალიბება ორ ეტაპად მიმდინარეობს:
პირველი ეტაპი ხასიათდება პიროვნების დისკომფორტით საზოგადოებაში. ეს მას აიძულებს მიმართოს გუნება-განწყობის ხელოვნურ ცვლილებას _ ნარკოტიკების მიზანდასახულ გამოყენებას. აქედან გამომდინარე პრობლემები ურთიერთობებში, ასევე საზოგადოებასთან გაუცხოვების და მასში საკუთარი თავის ადაპტირება-დამკვიდრების პროცესის გართულება შესაძლებელია გახდეს მიზეზი მისი განვითარებისა. მეორე _ საზოგადოებასთან განვითარებული კონფლიქტის ნიადაგზე ვითარდება პიროვნების სხვადასხვაგვარი აშლილობანი, რომელთა ე.წ. დამარბილებელიც ერთჯერადი მოსინჯვების შემდეგ შესაძლოა ნარკოტიკული საშუალებები გახდეს.
წამალდამოკიდებულებას თავისი ბუნებრივი ფაქტორებიც გააჩნია, რომლებიც პიროვნების ძირითად მახასიოათებლებს განსაზღვრავენ. ასევე დიდი როლი აქვს აღზრდას, მშობლებს, გარემოს ხშირ შემთხვევაში უმიზნო არსებობა, მოჭარბებული კეთილდღეობა, რომელიც ახალ, უცხო სიამოვნებათა წყაროს ძიებისაკენ უბიძგებს სუბიექტს, მოწყენილობა ისეთივე კარგი ნიადაგია წამალდამოკიდებულებების გავრცელებისათვის, როგორც უსაღსრობა, უიმედობა, შფოთვა და სხვა. წამალდამოკიდებულების ძირეული განსხვავება ყველა სხვა ცნობილი დაავადებისაგან ის არის, რომ ავადმყოფს არ უნდა განკურნება. ის თავის დაავადებასთან თავს კომფორტულად გრძნობს.
წამალდამოკიდებულების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნების განვითარებასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებს. ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან განსაკუთრებული ხაზგასმით აღვნიშნავთ პრემორბიდულ მოუმწიფებლობას ძალზე დაბალი ადაპტაციის ხარისხით. ასევე ხასიათობრივი ცვლილებები ანგარიშგასაწევი სიმორცხვე, აგრესიულობა, იმპულსურობა, სიფიცხე, ჰიპერაქტიურობა. ეს სიმპტომები შესაძლებელია ეყრდნობოდეს ისეთ დამანგრეველ დაავადებას, როგორიცაა დეპრესია, რომელიც, როგორც წესი, ბავშვობის ასაკში უკიდურესად იშვიათად დიაგნოსტირდება და უმეტესწილად ფარულად მიმდინარეობს. ათწლეულების მანძილზე მრავალმა ფსიქოდიაგნოსტიკურმა გამოკვლევებმა არ დაადასტურა რაიმე სპეციფიკური პიროვნული ნიშების არსებობა, რომლებიც გამოგვადგებოდა რისკ ჯგუფების კლასიფიცირებისთვის. დიდი მნიშვნელობა მიენიჭა წამალდამოკიდებულთა მოტივაციებს.
საინტერესო შედეგები გვიჩვენა კუპერის გამოკვლევებმა. მან გამოყო 5 განსხვავებული სტერეოტიპი.
1. კონფორმისტი.
2. დიონისელი.
3. მკვლევარი
4. ექსპერიმენტატორი.
5. გაუმაძღარი.
პიროვნების განვითარებასთან დაკავშირებული ფაქტორებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოზარდობის პერიოდს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დაავადებულთა 2/3_ზე მეტი სწორედ ამ ასაკში იწყებს ფსიქო-აქტიური საშუალებების მოხმარებას. საკუთარი თავის შეცნობისა და ინტეგრირებულ “მე” კონცეფციად გამთლიანების პროცესში “იდენტურობის” კრიზისი დამარღვევლად მოქმედებს მოზარდის ფსიქიკაზე, რასაც თან სდევს სირთულეები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, ეგზისტენციალური ვაკუუმი და გაუცხოვება.
სოციალური ფაქტორებიდან, უპირველეს ყოვლისა, გამოვყოფთ მენტალურ მიღებას თავად წამალდამოკიდებულების, არაადეკვატურ ტოლერანტობას წამალდამოკიდებული პირებისადმი, მათ აღქმას ჯანსაღი პოზიციებიდან და მათი ხასიათის ავადმყოფური შტრიხების მიღებას ჯანსაღ ხასიათობრივ შტრიხებად. შემდეგი სოციალური ფაქტორი თავად ოჯახი და ის მიკროსოციუმია, რომელშიც ადამიანი ყალიბდება. შემდგომ_საზოგადოება და საზოგადოების დამოკიდებულება ფაქტისადმი. ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების სხვადასხვა გზა არსებობს, რომლებიც თანაბრად ზიანის მომტანია არა მხოლოდ ერთი ინდივიდის, არამედ ზოგადად საზოგადოებრივი სიჯანსაღისათვის. ესენია: ინტრავენური, პერორალური, შეყნოსვა, მოწევა, ინტრამუსკულარული და სხვა.
დღესდღეობით გავრცელებულ დამოკიდებულებების გამომწვევ საშუალებათა შორის გარდა უშუალოდ ნარკოტიკული საშუალებებისა მრავალია სამკურნალო მედიკამენტები, ტექნიკური შხამ-ქიმიკატები და ყოფაცხოვრებაში ფართოდ დანერგილი საშუალებები. ყოველ მათგანს ორგანიზმზე და ადამიანის ნერვულ სისტემასა და ფსიქიკაზე დამანგრეველი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. წამალდამოკიდებულება ნებელობითი მონობაა და არჩევანი თავად პიროვნებაზეა.

ძალიან საინტერესო საუბარი!!!
14/05/2018

ძალიან საინტერესო საუბარი!!!

მარიხუანას მოხმარების საშიშროება-დეკანოზი დავით ციცქიშვილი

,,..ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის სისხლიანი პური....ეს არის საშინელი ცოდვა და ეს ცოდვა ედება არა მარტო მათ, ვინც ამას ...
12/05/2018

,,..ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის სისხლიანი პური....ეს არის საშინელი ცოდვა და ეს ცოდვა ედება არა მარტო მათ, ვინც ამას აკეთებს, არამედ მათ შვილებსა და მთელს ოჯახს.."

- მე მინდა ვთქვა, რომ ვაჟკაცობა კი არა, ლაჩრობა, სულმდაბლობაა; სულით ძლიერი ადამიანი რეალურად უნდა ხედავდეს იმ პრობლემებს, რომელიც დგას როგორც ერის, ისე პირადად მის წინაშე და კი არ უნდა გაექცეს მას, არამედ უნდა მოიკრიბოს სულიერი და ფიზიკური ძალა და წინააღმდეგობა გაუწიოს მას.

იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი ღებულობს ნარკოტიკს, იგი გაურბის პრობლემებს, ამასთან, ოჯახი კარგავს თავის წევრს, და არა მარტო ოჯახი, მთელი სახელმწიფო კარგავს პიროვნებას, რადგან ის აღარ არის სრულყოფილი წევრი ჩვენი საზოგადოებისა.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვუთანაგრძნობთ ამ სენით დაავადებულებს იმიტომ, რომ გვესმის, რამდენად მძიმეა ეს ავადმყოფობა, მაგრამ ჩვენ არასოდეს შევურიგდებით იმათ, ვინც ვაჭრობს ამ საშინელი საწამლავით! ისინი ხომ ამით ჭამენ პურს.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის სისხლიანი პური. არავის არ უნდა ჰქონდეს ასეთი პური, ასეთი პური არ უნდა შევიდეს ოჯახში, იმიტომ რომ ღვთისა და ერის წინაშე უდიდესი დანაშაულის ფასადაა იგი მოპოვებული.

იმედი მაქვს, რომ ბოლოსდაბოლოს ისინი გაიგებენ, თუ რას ნიშნავს ნარკოტიკებით ვაჭრობა. ეს არის საშინელი ცოდვა და ეს ცოდვა ედება არა მარტო მათ, ვინც ამას აკეთებს, არამედ მათ შვილებსა და მთელს ოჯახს
ილიაll

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნარკოლოგია / Narcology posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram