მ. ტატიშვილის სტომატოლოგიური ცენტრი / M. Tatishvili Dental Center

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მ. ტატიშვილის სტომატოლოგიური ცენტრი / M. Tatishvili Dental Center

მ. ტატიშვილის სტომატოლოგიური  ცენტრი / M. Tatishvili  Dental  Center სტომატოლოგიური კლინიკა

ახალი სიტყვა სტომატოლოგიაში- მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული სპა სახის სტომატოლოგიური კლინიკა უკვე საქართველოშიც არსებობს,სადაც პაციენტს აქვს საშუალება მიიღოს მაღალი დონის სტომატოლოგიური მომსახურება,მხოლოდ უმაღლესი ხარისხის,ახალი თაობის მასალით , უახლესი თანამედროვე ევროსტანდარტის აპარატურით და ამავდროულად თავი იგრძნოს სპა,სარელაქსაციო გარემოში. ჩვენთან მოსული პაციენტი არ განიცდის სტომატოლოგიასთან დაკავშირებულ შიშს და ნებისმიერი სტომატოლოგიური პროცედურა მიმდინარეობს მისთვის უჩვეულო,არასტანდარტულ სასიამოვნო გარემოში.
პროფესიონალი,მუდამ მომღიმარე პერსონალი,მყუდრო,მედიკამენტების სუნს მოკლებული გარემო,მშვიდი, სარელაქსაციო მელოდია,ლამაზი ხედი და არასტანდარტული,ყველა სხვა კლინიკისგან განსხვავებული გარემო დამამშვიდებლად მოქმედებს ბავშვისა და მოზარდის ფსიქიკაზე და დადებითად მუხტავს პაციენტს სტომატოლოგიის მიმართ.

01/08/2025

კიდევ ერთი ვაკანსია ჩვენს კლინიკაში. კლინიკის სამკურნალო მიმართულების ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: 10 დან 8 საათამდე კვირაში სამი დღე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ მოკლე რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე tatishvilidentalclinic@gmail.com
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

ჩვენი კლინიკის სამკურნალო მიმართულების ხელმძღვანელი, ექიმი მედეა ტატიშვილი და ანა გორდაძე დაესწრნენ ქართველი და უცხოელი ...
14/05/2025

ჩვენი კლინიკის სამკურნალო მიმართულების ხელმძღვანელი, ექიმი მედეა ტატიშვილი და ანა გორდაძე დაესწრნენ ქართველი და უცხოელი სპიკერების მიერ ჩატარებულ კონფერენციას დენტალური იმპლანტების და ძვლის მიმართული რეგენერაციის თემაზე.

ჩვენი კლინიკის ექიმები  ანა კბილაშვილი და დეა კვასტიანი დაესწრნენ თურქი პროფესორის, ბორა კორკუტის სამდღიან ლექცია- მასტე...
12/05/2025

ჩვენი კლინიკის ექიმები ანა კბილაშვილი და დეა კვასტიანი დაესწრნენ თურქი პროფესორის, ბორა კორკუტის სამდღიან ლექცია- მასტერკლასს საღეჭი კბილების პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდით რესტავრაციის შესახებ. 📚

ჩვენი კლინიკის პერსონალს ჩაუტარდა გეგმიური სკრინინგი C ჰეპატიტზე და სხვა გადამდებ ინფექციებზე.ეს არის ჩვენი გუნდისადმი ზ...
08/05/2025

ჩვენი კლინიკის პერსონალს ჩაუტარდა გეგმიური სკრინინგი C ჰეპატიტზე და სხვა გადამდებ ინფექციებზე.
ეს არის ჩვენი გუნდისადმი ზრუნვისა და პაციენტების უსაფრთხოების დაცვის ნაწილი.
კლინიკა მკაცრად იცავს სახელმწიფო რეგულაციებს და აგრძელებს მაღალი სტანდარტების დაცვას ჯანმრთელობის დაცვის ყველა ეტაპზე.

ჩვენს გუნდს კიდევ ორი არაჩვეულევრივი, მიზანდასახული,  განვითარებაზე ორიენტირებული,პროფესიონალი ახალგაზრდა ექიმი შემოუერთ...
08/05/2025

ჩვენს გუნდს კიდევ ორი არაჩვეულევრივი, მიზანდასახული, განვითარებაზე ორიენტირებული,პროფესიონალი ახალგაზრდა ექიმი შემოუერთდა დეა კვასტიანი და ანა კბილაშვილი. ვუსურვებთ წარმატებებს, პროფესიულ წინსვლას და ადამიანების ჯანმრთელობისთვის ერთობლივ ბრძოლაში ბევრ მნიშვნელოვან გამარჯვებას. 💕💕

პაროდონტოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელითერაპევტ-ქირურგი____________________________________თამარ გელაშვილი
07/05/2025

პაროდონტოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი
თერაპევტ-ქირურგი
____________________________________

თამარ გელაშვილი

კლინიკა, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული პაციენტის კომფორტსა და საჭიროებებზე.არის ყველა სადაზღვევო კომპანიის პირდაპი...
03/05/2025

კლინიკა, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული პაციენტის კომფორტსა და საჭიროებებზე.
არის ყველა სადაზღვევო კომპანიის პირდაპირი პროვაიდერი და სამუშაო პროცესში იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალას, უახლეს აპარატურას და რათქმაუნდა დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით.
დიახ, ეს ჩვენი კლინიკაა

2025 წლის 12 აპრილს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, გაიმართა საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც ორგანიზებული იყო Associació...
21/04/2025

2025 წლის 12 აპრილს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, გაიმართა საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც ორგანიზებული იყო Associación Internacional de Diplomáticos en España-ს ეგიდით. 🇪🇸

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებმა, რომელთა შორისაც იყო საქართველოც, რომელმაც წარმოადგინა ეროვნული კულტურა, ტრადიციები და კულინარიული მრავალფეროვნება. 🇬🇪

ღონისძიებაზე მიწვეულთა შორის იმყოფებოდა ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელი, ბატონი გელა მერაბიშვილი, რომელიც მიწვეული იყო როგორც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი, ევროპული სტანდარტების მქონე სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი. 🦷

🎗️აღსანიშნავია, რომ საღამოს ჰქონდა საქველმოქმედო ხასიათი. ჩვენმა კლინიკამ სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ღონისძიების წარმატებაში და განახორციელა 12,000 ევროს ოდენობის ფინანსური შენატანი.

ჩაეყარა საფუძველი ახალ კავშირებს, რაც უზრუნველყოფს ჩვენი კლინიკის ექიმების გაცვლითი პროგრამით სწავლებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ესპანეთის წამყვან კლინიკებში. 📚🥇

ჩვენი კლინიკის სამკურნალო მიმართულების  ხელმძღვანელმა, მედეა ტატიშვილმა, ჩაატარა ტრენინგ-სემინარი კოლეგებისთვის, რომელიც...
20/04/2025

ჩვენი კლინიკის სამკურნალო მიმართულების ხელმძღვანელმა, მედეა ტატიშვილმა, ჩაატარა ტრენინგ-სემინარი კოლეგებისთვის, რომელიც მიეძღვნა გაიდების გამოყენებით იმპლანტაციის თანამედროვე მეთოდებს.

ტრენინგის ფარგლებში განიხილეს გაიდების საშუალებით დენტალური იმპლანტების ჩასმის პროტოკოლები, კლინიკური მიდგომები და იმპლანტაციის პროცესში სიზუსტისა და პროგნოზირებადობის გაუმჯობესების გზები. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ გაეცნოთ როგორც თეორიულ საფუძვლებს, ისე პრაქტიკულ მაგალითებს რეალური კლინიკური შემთხვევებიდან.

აღნიშნული სემინარი მიზნად ისახავდა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში.

🏆🥇🙌
12/04/2025

🏆🥇🙌

🇺🇲 ZimVie საქართველოს წარმომადგენლობის მოთხოვნით, მედეა ტატიშვილს მიენიჭა რეგიონალური ტრენერის სტატუსი და დაიგეგმა ტრენინგთა სერია იმპლანტაციაში არსებული თანამედროვე მეთოდების და საინტერესო კლინიკური შემთხვევების გასაზიარებლად

🤝 მადლობა თანამშრომლობისთვის

მ. ტატიშვილის სტომატოლოგიური ცენტრი / M. Tatishvili Dental Center

✊️ ზიმვისთან ერთად მეტი შეგვიძლია

კლინიკის ექიმები თამარ გელაშვილი, ანა გორდაძე, შორენა კუტივაძე და ილონა კალაშიანი იტალიელი სპიკერის, მატეო ბასოს ლექციაზ...
12/04/2025

კლინიკის ექიმები თამარ გელაშვილი, ანა გორდაძე, შორენა კუტივაძე და ილონა კალაშიანი იტალიელი სპიკერის, მატეო ბასოს ლექციაზე. მადლობა # Psp pharmacy # Curasept საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისა და ჩვენი ექიმების მოწვევისთვის.

მ. ტატიშვილის სტომატოლოგიური ცენტრი ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას! საქართველოს მომავალი ევროპაშია! 🇪🇺🇬🇪წინ ევროპისკენ! ✊
02/12/2024

მ. ტატიშვილის სტომატოლოგიური ცენტრი ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას!
საქართველოს მომავალი ევროპაშია! 🇪🇺🇬🇪
წინ ევროპისკენ! ✊

Address

Sandro Euli Street 5
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 10:00 - 21:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 10:00 - 21:00

Telephone

+995322201320

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მ. ტატიშვილის სტომატოლოგიური ცენტრი / M. Tatishvili Dental Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to მ. ტატიშვილის სტომატოლოგიური ცენტრი / M. Tatishvili Dental Center:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Our Story

ახალი სიტყვა სტომატოლოგიაში- მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული სპა სახის სტომატოლოგიური კლინიკა უკვე საქართველოშიც არსებობს,სადაც პაციენტს აქვს საშუალება მიიღოს მაღალი დონის სტომატოლოგიური მომსახურება,მხოლოდ უმაღლესი ხარისხის,ახალი თაობის მასალით , უახლესი თანამედროვე ევროსტანდარტის აპარატურით და ამავდროულად თავი იგრძნოს სპა,სარელაქსაციო გარემოში. სხვადასხვა დამამშვიდებელი ეთერზეთების,სანთლების სურნელის წყალობით ჩვენთან მოსული პაციენტი არ განიცდის სტომატოლოგიასთან დაკავშირებულ შიშს და ნებისმიერი სტომატოლოგიური პროცედურა მიმდინარეობს მისთვის უჩვეულო,არასტანდარტულ სასიამოვნო გარემოში. პროფესიონალი,მუდამ მომღიმარე პერსონალი,მყუდრო,მედიკამენტების სუნს მოკლებული გარემო,მშვიდი, სარელაქსაციო მელოდია,კლინიკაში მოჩხრიალე კედლის ჩანჩქერი,ლამაზი ხედი და არასტანდარტული,ყველა სხვა კლინიკისგან განსხვავებული გარემო დამამშვიდებლად მოქმედებს ბავშვისა და მოზარდის ფსიქიკაზე და დადებითად მუხტავს პაციენტს სტომატოლოგიის მიმართ. ჩვენი უპირატესობებია: თანამედროვე აპარატურა. განსაკუთრებით აღსაღნიშნავია ახალი თაობის რენტგენის აპარატი და ვიზიოგრაფი,ფოკალური ლაქის დიამეტრით 0,4 მმ,რასაც მინიმუმამდე დაყავს რადიაციული გამოსხივება და იძლევა სურათის უმაღლეს ხარისხს. ავტოკლავი პრინტერით,რომელიც იძლევა სტერილიზაციის ხარისხის კონტროლის 100 % -იან გარანტიას. სტერილიზაციის ყოველი ციკლის დასრულებისას ავტოკლავის მიერ ამოიბეჭდება ქვითარი,სადაც დაწვრილებით არის აღწერილი სტერილიზაციის დრო,ტემპერატურა,ატმოსფერული წნევა და დადასტურებულია სტერილიზაციის სრულყოფილობა. სტერილიზაციის პროცესში რაიმე ხარვეზისას სტერილიზატორი წყვეტს მუშაობას და იძლევა ბლანკს,რომელიც მიუთითებს ციკლის არასრულფასოვნად ჩატარებაზე.