06/05/2026
იმედის კლინიკა / ImediClinic
🔶 პაპილომა ვირუსთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციას გვიზიარებს იმედის კლინიკის მეან-გინეკოლოგი იზა ბაჯელიძე💛
🦠 ადამიანის პაპილომა ვირუსი!
ეს არის ვირუსი, სულ 200-ზე მეტი შტამია, რომელიც აზიანებს კანს, ლორწოვან გარსებს (პირის ღრუს, საშოს, საშვილოსნოს ყელს, ასოს თავს, ანუსის მიდამოს). 30 შტამი გადაეცემა სქესობრივი გზით!
სქესობრივი აქტის, გენიტალიებზე შეხების ან სხვა ნებისმიერი ინტიმური კავშირის დროს.
👩⚕👨⚕ ქალების და კაცების დაახლოებით 80% აუცილებლად ინფიცირდება ცხოვრების რომელიმე ეტაპზე.
⚠️ 12 შტამი ცნობილია როგორც კიბოს გამომწვევი.
ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე, მეტწილად უსიმპტომოა, გრძელდება 1-2 წელი, უმრავლესობა თავისით ინკურნება. მაგრამ 1%-ში ორგანიზმიდან ვერ გადის და ხდება კიბოს მიზეზი.
🌍 მსოფლიოში საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილიანობა IV ადგილზეა ქალთა სიკვდილიანობის მიზეზთა შორის და უფრო მეტად გავრცელებულია 20-45 წლ. ასაკის ქალებში.
ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) ზოგიერთი შტამი არის მეჭეჭების და გენიტალიური დაზიანებების გამომწვევი.
📌 საშვილოსნოს ყელის კიბოს 10 შემთხვევიდან აღმოჩნდა, რომ 7-ში გამომწვევია აპვ 16 და 18 ტიპი.
📌 გენიტალური მეჭეჭების 10-დან 9 შემთხვევაში 6 და 11 ტიპი.
🛡️ როგორ ავიცილოთ დაინფიცირება და კიბოს დიაგნოზი
1. ვაქცინაცია!!! 💉
2. სკრინინგი!!! 🔬
თუ ვაქცინაცია ჩატარებულია სქესობრივი აქტივობის დაწყებამდე, საშვილოსნოს ყელის კიბოს სახეობებიდან 71-90% დაცვის საშუალებას იძლევა.
გენიტალური მეჭეჭების კი - 90%-ში.
🩺 სკრინინგი უნდა ჩაიტარონ ვაქცინირებულმა ქალებმაც, რათა დროულად გამოვლინდეს კიბოსწინარე მდგომარეობები, კანცეროგენული წარმონაქმნები და მოხდეს მათი მოცილება რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე.
💉 რას წარმოადგენს ვაქცინა?
1. ვაქცინა არ არის ცოცხალი ვაქცინა;
2. არ შეიცავს აპვ-ს გენეტიკურ მასალას.
შედგება ვირუსის ცილოვანი საფარველის ნაწილაკებისგან ვირუსის სტრუქტურული მსგავსებით! იწვევს იმუნური სისტემის სტიმულაციას, წარმოქმნის აპვ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებს.
📅 როდის უნდა გაკეთდეს აპვ-ის საწინააღმდეგო აცრა?
სქესობრივი აქტივობის დაწყებამდე ჯანმოს რეკომენდაციით ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეს გოგონებს 9-დან 14 წლამდე.
უმეტესი ქვეყნები იზიარებენ რეკომენდაციას, რის თანახმადაც ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს 18- და 20 წლამდეც. ბევრი ქვეყანა ცვლის ვადებსაც.
გოგონების აცრა არაპირდაპირი გზით იწვევს მათი პარტნიორების დაცვასაც.
✅ აცრა მიზანშეწონილია 9-დან 14 წლამდე!
ვინაიდან ამ ასაკის ბავშვების იმუნური პასუხი ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა, ამიტომაც კეთდება მხოლოდ 2-ჯერ! 9 წლამდე ვაქცინაცია არ ტარდება.
15 წლის ზემოთ, როცა იცრებიან, სჭირდებათ 3 დოზა.
მაგრამ აცრილ და აუცრელ ქალებს აუცილებლად სჭირდებათ სკრინინგი, რომ დროულად გამოვლინდეს პათოლოგიური პროცესი.
📢 გახსოვდეთ!!! აცრილები დაცულები არიან 71-90%-ში საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისაგან.
🔍 სკრინინგით დგინდება, არის თუ არა პაპილომავირუსული დაზიანება და არის თუ არა ონკოლოგიურად საშიში შტამები.
💊 როგორი სახის ვაქცინები არსებობს?
1.გარდასილი
(ქვადრივალენტური) იცავს 4 შტამისგან. მწარმოებელი აშშ
6 /11/16/18
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია -71%
გენიტალური მეჭეჭების პრევენცია- 90%
2.გარდასილ 9
(ნონავალენტური) იცავს 9 შტამისგან.მწარმოებელი აშშ
6/11/16/18/31/33/45/52/58
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია -90%
გენიტალური მეჭეჭების პრევენცია - 90%
3.ცერვარიქსი
(ბივალენტური) იცავს 2 შტამისგან. მწარმოებელი ინგლისი.
16/18
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია -90%
გენიტალური მეჭეჭებისგან არ იცავს!
🤰 ვაქცინა არ უკეთდება ორსულ ქალებს! ვინაიდან არ არის მონაცემები ორსულ ქალებში ჩატარებული ვაქცინაციის შესახებ.
🌎 მსოფლიოს 11-ზე მეტ ქვეყანაში ვაქცინა ხელმისაწვდომია ორივე სქესისთვის (ვაჟებისთვისაც).
👶 ვაქცინა გავლენას არ ახდენს გოგონების და ვაჟების ფერტილობაზე.
თუ სკრინინგის შედეგად აღმოჩნდა მაღალი რისკის პაპილომა ვირუსები:
6, 11, 16, 18, 31, 33, 45, 52, 58
⚠️ ეს არ ნიშნავს, რომ კიბო გაქვთ ახლა!
შესაძლებელია, თუ არ მიაქცევთ ყურადღებას, 15-20 წელიწადში განვითარდეს საშვილოსნოს ყელის კიბო.
🎗️ კიბოს პრევენცია არის:
1. ვაქცინაცია 💉
2. სკრინინგი 🔬