ფსიქოთერაპია / Psychotherapy

ფსიქოთერაპია / Psychotherapy Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ფსიქოთერაპია / Psychotherapy, Health/Medical/ Pharmaceuticals, Tbilisi.

17/09/2025

მეგობრებო შემოგვიერთდით ახალ გვერდზე სახელწოდებით.
@შფოთვა,პანიკური შეტევა,დეპრესია

21/02/2023

რატომ გვჭირდება ფსიქოლოგი?

ადამიანის ცხოვრება სავსეა პრობლემებით, რომელთა გამკლავებაც საკმაოდ რთულია. ზოგიერთი ამას დამოუკიდებლად ახერხებს, ზოგიერთისთვის - ეს შეუძლებელია.

ვის ვთხოვთ დახმარებას გამოსავლის ძიებისას ?
რა თქმა უნდა მეგობარს, ხშირ შემთხვევაში ეს ამართლებს, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც მეგობრის კომპეტენცია ვერ სწვდება პრობლემას, გარდა ამისა მეგობარი არის ადამიანი რომელიც მიეკუთვნება სოციალური მხარდაჭერის სფეროს, ამიტომ მას თქვენთან აკავშირებს წარსული და დადებითი განწყობა, რაც შესაძლოა გახდეს სუბიექტური შეფასების მიზეზი.

გარდა მეგობრისა, პრობლემის გადაჭრაში შესაძლოა დაგვეხმაროს ფსიქოლოგიც. ფსიქოლოგი არის ადამიანი, რომელიც არ არის თქვენი სოციალური წრიდან, შესაბამისად არ აქვს არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება თქვენ მიმართ, ამიტომ მისი შეფასება იქნება უფრო ობიექტური. ის ფლობს სხვადასხვა ხერხებს, რომელიც საშუალებას აძლევს მას დაგეხმაროთ სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში. პროფესიული ეთიკის მიხედვით , ფსიქოლოგი ვალდებულია:

• დაიცვას კონფიდენციალობა;

• მუშაობის პროცესში ფსიქოლოგი ვერ გახდება თქვენი მეგობარი;

• ეკრძალება ინტიმური ურთიერთობა კლიენტთან;

• ეკრძალება კლიენტისთვის ზიანის მიყენება;

• ეკრძალება მანიპულირება კლიენტზე არსებული ინფორმაციით;

ნორმების დარღვევის შემთხვევაში ფსიქოლოგს აეკრძალება მუშაობა, რამდენიმე წლით ან სამუდამოდ.
ფსიქოლოგს შესაძლოა მივმართოთ სხვადასხვა მიზეზით: ეს შესაძლოა იყოს როგორც ხანმოკლე და ახლადაღმოცენებული, ასევე ხანგრძლივი პრობლემა, რომელიც წლებია გრძელდება და ბევრად ღრმა ფესვები აქვს ვიდრე გვგონია.

ფსიქოლოგთან ვიზიტი შესაძლოა დაგეგმოს პიროვნებამ, რომელსაც აღენიშნება შემდეგი სიმპტომები: დეპრესია, შფოთვა, წყენა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა დარღვევები, სტრესული სიტუაციები, ადიქციები (დამოკიდებულება, მაგ: ნარკომანია).

ფსიქოლოგიური დახმარება მრავალფეროვანია, ზოგიერთი ადამიანი თავს უკეთ გრძნობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული დახმარების შედეგადაც, რომელიც აუმჯობესებს მის ცხოვრებას. ფსიქოლოგის მუშაობის ფორმას თერაპია ჰქვია. არსებობს თერაპიის სხვადასხვა სახეები, ყველაზე გავრცელებულია : კოგნიტური, ბიჰევიორალური, კოგნიტურ- ბოჰევიორალური, ჰუმანისტური, ფსიქოდინამიკური. პრობლემის კომპლექსურობის შემთხვევაში შესაძლოა რამდენიმე მეთოდით ერთდროული მუშაობა . რთული ფსიქიკური მდგომარეობის შემთხვევაში ფსიქოლოგი მუშაობს ფსიქიატრთან ერთად. თერაპიული და მედიკამენტოზური მკურნალობა ერთდროულად მიმდინარეობს.

ფსიქოლოგი საჭიროა სხვადასხვა ორგანიზაციებში, განსაკუთრებით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, რათა ყურადღება მიექცეს სწავლებისა და აღზრდის პროცესებს და დარეგულირდეს მოზარდებისა და ბავშვების რთული ქცევა. ფსიქოლოგი განსაკუთრებით საჭიროა გარდამავალი ასაკის მოზარდებთან სამუშაოდ. გარდა მოზარდებისა ფსიქოლოგის ჩართულობა აუცილებელია მათ მშობლებსა და მასწავლებლებთან სამუშაოდ, რათა გააცნონ მათ მოზარდთა ასაკობრივი თავისებურებანი და ასწავლონ მოზარდთან სწორი კომუნიკაცია.

ფსიქოლოგის ჩართულობა აუცილებელია ასევე სწავლების სწორი სტრატეგიების შერჩევისას, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ინტელექტის განვითარების სტადიები და ფიზიკური მომწიფება.

ფსიქოლოგის მუშაობა ასევე აუცილებელია სხვადასხვა ორგანიზაციაში, კადრების შერჩევისა და დიაგნოსტიკისათვის.

დამოკიდებულობის ფსიქოლოგია
21/02/2023

დამოკიდებულობის ფსიქოლოგია

21/02/2023

ფსიქოლოგია
ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ან/და „თვითს“ (Self) ნიშნავს) და ლოგოს(მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს.
პირველ ფსიქოლოგიურ ნაშრომად აღიარებულია არისტოტელეს „სულის შესახებ“, რომელშიც შეძლებისდაგვარადაა განხილული ადამიანის სულიერი სამყაროს კანონზომიერებანი.
ფსიქოლოგიური კვლევა თავისთავშივე გულისხმობს ისეთ მეცნიერულ მოთხოვნებს როგორიცაა ფაქტების აღწერა, გამოკვლევა და წინასწარმეტყველება.
შესაბამისად, ამ მეცნიერებისათვის დამახასიათებელია კითხვები: რა? როგორ? რატომ?
თუ გარკვეულ მეცნიერებათა პრეროგატივის მიღმა ხვდებოდა კითხვა „რატომ?“ ეს ფსიქოლოგიისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ადამიანური ქცევის გამოვლინებათა მიღმა იმალება გარკვეული მოტივები-განზრახვები, რომელთა წვდომაც ამ შეკითხვის დასმას აუცილებლად გულისხმობს.

04/09/2022

გამარჯობათ დავბრუნდი მზად ვარ გემსახუროთ.

08/04/2021

მეგობრებო გთავაზობთ პირად ფსიქოლოგთან უფასო კონსულტაციას. გადადგი ნაბიჯი უკეთესი ცხოვრებისთვის

02/02/2021

ფსიქოზი

ფსიქოზი - ტერმინი „ფსიქოზი“ შემოთავაზებული იყო ფოიხტერსლებენის მიერ, რომელმაც 1845 წელს გამოსცა წიგნი სათაურით „სამედიცინო ფსიქოლოგიის პრინციპები“. ავტორს შემოაქვს ტერმინი „ფსიქოზი“ მძიმე ფსიქიკური აშლილობების აღსანიშნავად. მან, აგრეთვე, შემოიღო ტერმინი „ნევროზი“ ზოგადად ფსიქიკური აშლილობებისთვის. ის წერდა: „ყველა ფსიქოზი არის იმავდროულად ნევროზი, მაგრამ ყველა ნევროზი არ არის ფსიქოზი“ (Hunter and MacAlpine, 1963, გვ. 950). ნევროზის ცნების შევიწროებასთან ერთად, ფსიქოზები აღარ განიხილებოდა ნევროზების ქვეჯგუფებად და დამოუკიდებელი დაავადების სტატუსი შეიძინა. მრავალი სირთულე, რომელიც დღეს „ფსიქოზისა“ და „ნევროზის“ განსაზღვრებას უკავშირდება, სწორედ აქედან მომდინარეობს.

თანამედროვე მნიშვნელობით, ტერმინი „ფსიქოზი“ აღნიშნავს მძიმე ფსიქიკურ აშლილობებს და მოიცავს შიზოფრენიას და ზოგიერთ ორგანულ და აფექტურ აშლილობას. უამრავი კრიტერიუმი იქნა შემოთავაზებული უფრო ზუსტი განსაზღვრების ფორმულირების მიზნით, მაგრამ ყველა მათგანს გარკვეული პრობლემები უკავშირდება. საერთო აზრის თანახმად, კრიტერიუმად, დაავადების სიმძიმე უნდა იქნეს გამოყენებული, მაგრამ „ფსიქოზის“ კატეგორიაში შემავალი ზოგიერთი შემთხვევა შედარებით მსუბუქია (ხოლო ზოგიერთი ნევროზი მძიმეა და დამაუძლურებელი). ხშირად კრიტერიუმად ინსაითის ნაკლებობას იყენებენ, მაგრამ თავად „ინსაითის“ განსაზღვრა საკამაოდ რთულია რამდენადმე ზუსტი კრიტერიუმია სუბიექტური გამოცდილებისა და ობიექტური რეალობის ერთმანეთისგან გარჩევის უუნარობა, რაც ჰალუცინაციისა და ბოდვის დროს გვხვდება. გარდა იმისა, რომ ამ ტერმინების სრულყოფილ განსაზღვრას პრობლემები უკავშირდება (ICD-10 თავს არიდებს „ბოდვის“ განსაზღვრას), იარლიყი „ფსიქოზი“ არადამაკმაყოფილებელია, რადგან დაავადებებს, რომლებსაც ეს ტერმინი მოიცავს, ცოტა რამ აქვთ საერთო და, ჩვეულებრივ, უფრო ინფორმატულია კონკრეტული აშლილობის კლასიფიკაცია. ამ მიზეზების გამო, განსხვავება ნევროზსა და ფსიქოზს შორის, რომელიც წარმოადგენდა ფუნდამენტურ მაორგანიზებელ პრინციპს (ICD-9-მდე), უარყოფილ იქნა ICD-ის და DSM-ის ამჟამინდელ კლასიფიკაციებში.

მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოზმა დაკარგა კლასიფიკატორის მნიშვნელობა, იგი დღემდე მოხერხებული ტერმინია იმ აშლილობების აღსანიშნავად, რომლებიც ჩვეულებრივ მძიმეა და ხასიათდება ბოდვით, ჰალუცინაციებით და უჩვეულო ან უცნაური ქცევით. ამ ტერმინის გამოყენება განსაკუთრებით მაშინაა მოსახერხებელი, როცა უფრო ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. ზედსართავის ფორმით ის, აგრეთვე, შემორჩენილია ICD-10-სა და DSM-IV-ის კატეგორიებში, როგორიცაა „დაუდგენელი სახის ფსიქოზური აშლილობები“, ან კიდევ ისეთ აღწერით ტერმინებში, როგორებიცაა „ფსიქოზური სიმპტომი“ და „ანტიფსიქოზური მედიკამენტები

01/07/2020

შვილის შედეგიანი აღზრდა მხოლოდ იმ ოჯახშია შესაძლებელი, სადაც მას ადამიანის, სამშობლოს, მშობლების, ბუნებისა და წიგნის, სიკეთისა და სიმართლის სიყვარულს ასწავლიან, ასწავლიან რწმენასა და ლოცვას, სადაც მშობლებს შორის მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა სუფევს, სადაც არა მხოლოდ ბავშვისაგან მოითხოვენ მაღალ ზნეობრივ თვისებებს, არამედ თვით მშობლებიც მორალური ნორმების დამცველნი არიან.

09/04/2020

გამარჯობათ მეგობრებო
შემოგთავაზებთ ქალთა ფსიქოლოგიურ ძირითად პრობლემებზე სტატიებს ვისაც დამატებითი კითხვები გექნებათ მოგვწერეთ
ქვემოთ დაიდება სტატიები დრო და დრო პერიოდულად.

ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში ქალებს სხვადასხვა პრობლემები აქვთ, რომლებიც გავლენას ახდენს მათ ფსიქიკაზე, ქცევაზე, პიროვნულ თვისებებზე, ხასიათზე, აისახება ადამიანებთან ურთიერთობაზე.

07/05/2016

გარდატეხის ასაკი

პირველი ფსიქოლოგიური პრობლემები გოგონას ცხოვრებაში თავს იჩენს გარდატეხის ასაკში, როცა მის ორგანიზმში ჰორმონული ძვრები ხდება. 12-13 წლიდან 17-18 წლამდე ასაკს მომწიფების ანუ პუბერტატულ პერიოდს უწოდებენ. ეს ქალის ცხოვრების ის მონაკვეთია, როდესაც ორგანიზმი ინტენსიურად იზრდება, იკვეთება ინტელექტუალური შესაძლებლობები, სუბიექტური შეხედულებები, ხასიათის შტრიხები, თვისებები, ერთი სიტყვით, ქალი დამოუკიდებელ, ინდივიდუალურ პიროვნებად ყალიბდება.

სქესობრივ მომწიფებასთან ერთად მწიფდება და გარდატეხას განიცდის ფსიქიკა, სულიერი სამყარო, მოზარდის პიროვნული მე. მშვიდი და ალერსიანი გოგონა უხეშ, უტიფარ, ხშირად აგრესიულ არსებად იქცევა. ფსიქოლოგების აზრით, ეს ყველაფერი ბუნებრივია, მეტიც: ამ რეაქციების მიხედვით შეგვიძლია განვსაზღვროთ, ნორმალურად ვითარდება თუ არა მოზარდი და სჭირდება თუ არა მას მშობლების ან ფსიქოლოგის დახმარება. მოზარდი გოგონას ორგანიზმში მიმდინარე ძვრები, მისი ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი განვითარება ამ ასაკში ჰორმონთა გაძლიერებული სეკრეციით (წარმოქმნით) არის განპირობებული. პუბერტატულ პერიოდში მკვეთრად იცვლება მისი გემოვნება, შეხედულებები, აზროვნება, ზოგჯერ თავადაც ვერ ხვდება, რა მოსწონს. ზოგჯერ მისი მანერები, ჩაცმა უფროსებისთვის სრულიად მიუღებელია, მაგრამ ასეც რომ იყოს, დაცინვა, ირონია, ძალდატანება ან იგნორირება არამც და არამც არ შეიძლება. როცა თინეიჯერი გოგონა განუწყვეტლივ აწყდება წინააღმდეგობას, როცა საშუალებას არ აძლევენ, რამე თვითონ გადაწყვიტოს, მორჩილებას სთხოვენ, ბუნებრივია, კონფლიქტი იჩენს თავს. ზოგჯერ თინეიჯერი ხდება აგრესიული, ეუხეშება მშობლებს, პედაგოგებს, თანატოლებს. ასეთი ქცევა ნუ შეგაშინებთ, დროთა განმავლობაში გოგონა ისწავლის აგრესიული ინსტინქტების დამორჩილებას, მაგრამ ამისთვის გარშემო მყოფთა, განსაკუთრებით მშობელთა კეთილგანწყობა და გონივრული დახმარება დასჭირდება. სქესობრივი მომწიფების პროცესი მრავალ ფსიქოლოგიურ პრობლემას აჩენს. უპირველეს ყოვლისა, მოზარდი იძულებული ხდება გადააფასოს საკუთარი თავი, გაარკვიოს, შეესაბამება თუ არა მის საზოგადოებაში მიღებულ ქალურობის კრიტერიუმებს. სქესობრივი მომწიფება გოგონებს უფრო ადრე ეწყებათ, ვიდრე ბიჭუნებს. გოგონებს წამოზრდილი მკერდის ერიდებათ ან მტკივნეულად განიცდიან მენსტრუაციის დაწყებას. გარდატეხის ასაკის უმთავრესი შტრიხი კი სქესობრივი ლტოლვის დაბადებაა, ზოგჯერ სასიყვარულო ურთიერთობებში თავჩენილი სირთულეები გოგონას სტრესულ მდგომარეობაში აგდებს, ამ დროს მას უფროსების მოთმინება, თანადგომა, მეგზურობა სჭირდება.

23/03/2016

სხვის ჯავრს ბავშვზე ნუ იყრი, რაკი ის სუსტია . დიდი ხნის შემდეგ მოხუცდები და შენც დასუსტდები. სწორედ მაშინ მოიმკი, რასაც დასთეს.

06/01/2015

მეგობრებო მოგილოცავთ ქრისტესშობის ბრწყინვალე დღეს სულიერი სიმშვიდე გქონოდეთ გულში..

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფსიქოთერაპია / Psychotherapy posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share