დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრი

დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრი მისამართი:თბილისი.0144.წინანდლის ქ. #21.

"დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრი"  გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს და გაცნობეთ რომ კლნიკა მუშაობას გააგრძ...
27/08/2025

"დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრი" გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს და გაცნობეთ რომ კლნიკა მუშაობას გააგრძელებს 2025 წლის 1 სექტემბრიდან

24/06/2025

🙌 გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სპიკერი, ენდოკრინოლოგი, დავით მეტრეველი.

👨‍🏫 დავით მეტრეველი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ემერიტუსი პროფესორია. საექიმო სტაჟი ენდოკრინოლოგიაში - 49 წელიწადი. პედაგოგიური საქმიანობის სტაჟი 43 წელიწადი. ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიის კათედრის გამგე 1986 წლიდან.

🏥 საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი ენდოკრინოლოგი 1986 წლიდან, ამავე სამინისტროს ექსპერტი-ენდოკრინოლოგი 2006 წლიდან. საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე 2015 წლიდან. საქართველოს დიაბეტის სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორი 1997-2006 წლებში, დიაბეტის საერთაშორისო ევროპული პროგრამის კოორდინატორი საქართველოში 1993 წლიდან, საქართველოს დიაბეტური ასოციაციის სამედიცინო დირექტორი, იოდის დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამის მეცნიერი-კონსულტანტი 1997 წლიდან. ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების წევრი, ევროპის თირეოიდული ასოციაციის წევრი, დიაბეტის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის წევრი, ამერიკის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების წევრი. შ.პ.ს. „დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრი“-ს დირექტორი და კლინიკური სამსახურის ხელმძღვანელი.

📚 უმთავრესი მეცნიერული ინტერესების სფერო: კლინიკური ენდოკრინოლოგია, დიაბეტოლოგია, თირეოიდოლოგია. 172 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო გამოცემებში.

💫 28-29 ივნისს გამართულ კონგრესზე პროფესორი დავით მეტრეველი წაიკითხავს ლექციას თემაზე: “ფარისებრი ჯირკვლის გაურკვეველი კვანძები - Bethesda III/IV კატეგორია - მართვის გამოწვევები”.

გვინდა შეგახსენოთ, რომ კონგრესზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და ადგილების შევსებისთანავე დაიხურება რეგისტრაციის პროცესი ‼️

🔝კონგრესის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს:
https://www.conference.gaem.ge

#ჰელსიკორი
#კავშირებიცვლილებებისთვის

“დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრი” გილოცავთ ახალ 2025 წელს 🌟🌟🌟  კლინიკა დასვენების დღეებია 31 დეკემბერი, 1-2 იანვარი, ...
30/12/2024

“დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრი” გილოცავთ ახალ 2025 წელს 🌟🌟🌟 კლინიკა დასვენების დღეებია 31 დეკემბერი, 1-2 იანვარი, მუშაობას განაახლებს 3 იანვარს.

03/08/2024

„მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ - რჩეულნი“
(მათე. 22:1-14)
„წუთისოფლის სტუმრებს“ ადრე თუ გვიან სიკვდილიც რომ გვესტუმ-რება - არ გვიკვირს, მაგრამ როდესაც სიკვდილი ახლობელ ადამიანს ეხება - ყოველთვის გვიჭირს სინამდვილესთან შეგუება.
რამდენიმე კვირის წინ დავით თელიას გარდაცვალებით გამოწვეული შოკისგან დათრგუნვილი საზოგადოება ჯერაც არ ვიყავით გონს მოსულ-ნი, როცა თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ დაგვცა თავზარი.
საყოველთაოდ ცნობილია დავით თელიას და თენგიზ ცერცვაძის დიდი დამსახურების შესახებ ქვეყნის და ხალხის წინაშე, მათ შორის ისეთი გლობალური კატასტროფის წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო ომის წლებში, როგორიც იყო კოვიდ პანდემიის პერიოდი. ამ ყველაფერზე ბევრი ითქვა და მრავალჯერ კიდევ იქნება თქმული ღირსეული დაფასების გამოსახატად.
ყველაფერთან ერთად კიდევ ერთი რამ მინდა მოგახსენოთ.
საქართველოს არასოდეს აკლდა საამაყო შვილები. ღმერთმა დიდი ბედნიერება მარგუნა წილად, რომ ბევრ მათგანს, ქართული მედიცინის კორიფედ აღიარებულს, მათივე სიცოცხლეში ვიცნობდი. ღვთის წყალობად მიმაჩნია ასეთ ბუმბერაზ პიროვნებებთან საქმიანი ურთიერთობის შესაძლებლობა რომ მქონდა ჯერ სამედიცინო ინსტიტუტში მათი ხელმძღვანელობით სწავლისა და შემდგომ, ჩემი ახალგაზრდა ექიმად საქმიანობის წლებში. ასეთი დიდი ადამიანების გარდაცვალება პიროვნული, ადამიანური დიდი მწუხარების გარდა ხშირად, საზოგადოებრივი გაგებით, უმწეოდ დარჩენის, სიცარიელის განცდას იწვევდა: „რა გვეშველება ჩვენ, ცოცხლად დარჩენილებს, რომ ასეთი დიდი ექიმის იმედის გარეშე ვრჩებით?“.
ასეთი გრძნობა მაქვს ახლაც.
ერის საამაყო შვილების, დავით თელიას და თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება ჩემთვის არ არის მხოლოდ მძიმე პიროვნული დარტყმა. ეს უფრო ფართო შინაარსის განცდების მიზეზია, როცა ვფიქრობ: „რა ეშველება პაციენტებს და თქვენ წარმოიდგინეთ - რა გვეშველება კოლეგებსაც, როცა ასეთი დიდი ექიმების და საიმედო მრჩევლების იმედის გარეშე რომ დავრჩით?“ ეჭვი არ მეპარება, რომ ამ სინანულის განცდა მთელ ჩვენ საზოგადოებაშია და მიმაჩნია, რომ ექიმისთვის ეს უმაღლესი დაფასებაა საზოგადოების მხრიდან, მიუხედავად იმ მრავალი რეგალიებისა, რომლებსაც სრულიად დამსახურებულად ფლობდნენ ბატონი დავითიც და ბატონი თენგიზიც.
გთხოვთ, ნუ ჩამითვლით გადაჭარბებად. თქვენთან ერთად მეც კარგად ვიცი, რომ ამ სამყაროს არსებობა არ არის დამოკიდებული თუნდაც განსაკუთრებულ რომელიმე პიროვნებაზე.
... დიახ, მაგრამ ისიც ხომ გჯერავთ, რომ თითოეული ადამიანი ერთად-ერთი და განუმეორებელია. ეს სევდიანი განცდაც ამის შედეგია, რომ ადამიანი აღარ არის და ვეღარ განმეორდება.
... მხოლოდ ამიტომ, თორემ მადლობა ღმერთს, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი უკვდავია. იგი მუდამ წინ მიდის და ვითარდება.
მოდიან ახალი თაობის უნიჭიერესი ადამიანები. ახლაც არიან და კვლავაც გამოჩნდებიან ერის საამაყო შვილები მამებს რომ სჯობნიან და აჯობებენ კიდეც მომავალში.

08/06/2024
10/04/2024

#9აპრილი

01/04/2024

თითქმის ექვსი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დავით მეტრეველმა თავის სამედიცინო კარიერაში პირველი ნაბიჯები .....

29/02/2024
 #დენსიტომეტრია არის კვლევა, რომელიც გარკვეული სიზუსტით განსაზღვრავს  ადამიანის ძვლის მინერალურ სიმკვრივეს და ავლენს მოტ...
29/02/2024

#დენსიტომეტრია არის კვლევა, რომელიც გარკვეული სიზუსტით განსაზღვრავს ადამიანის ძვლის მინერალურ სიმკვრივეს და ავლენს მოტეხილობის რისკს.
კვლევის ჩატარება რეკომენდირებულია ქალებისთვის 50 ხოლო, მამაკაცებისათვის 60 წლის ასაკიდან. ასევე, ნებისმიერი პაციენტისთვის, ვისაც აქვს ოსტეოპოროზის გამომწვევი სხვა რისკ ფაქტორები: სტეროიდების ხანგრძლივი მიღება (3 თვე დ ამეტი), ტოქსიკური ჩიყვი, თირკმლისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ხშირი მოტეხილობა, ტანდეგობის შეცვლა, სიმაღლეში კლება, ოსტეოპოროზით დამძიმებული მემკვიდრეობა, მავნე ჩვევები: თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლისა და კოფეინიანი სასმელების ჭარბი რაოდენობით მიღება და სხვა.

კვლევა ტარდება ოქროს სტანდარტად მიიჩნეული ორმაგენერგეტიკული რენტგენოაბსორბციომეტრიული აპარატით DEXXUM-T

Address

Tsinandali Street 21
Tbilisi
0144

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00
Saturday 10:00 - 14:00

Telephone

+995591935007

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრი:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram