Salbuni მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Salbuni მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით

Salbuni მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს პროდუქციას და შეიძინოთ საუკეთესო სამკურნალო ნაკრები. | 595 53 56 97

☘️ცაცხვი – ЛИПА – tilia coradata amill ☘️▪️ გამოყენება: ხველის, რევმატიზმის, ანგინის, ჰემოროის, პოდაგრის, დამწვრობის, პი...
04/11/2023

☘️ცაცხვი – ЛИПА – tilia coradata amill ☘️

▪️ გამოყენება: ხველის, რევმატიზმის, ანგინის, ჰემოროის, პოდაგრის, დამწვრობის, პიელონეფრიტის, ცისტიტის, კუჭის სპაზმის, ქალთა სასქესო ორგანოების და პირის ღრუს ანთებითი პროცესების, ფურუნკულოზის, კრუნჩხვების და ეპილეფსიის, ბრონქიალური ასთმის დროს.

▪️ დამზადების წესი: 3 სუფრის კოვზ ნედლეულს ასხამენ 1 ჭიქა (200მლ) ანადუღარ წყალს, ადუღებენ 5-7 წუთის, აცივებენ, წურავენ.

▪️ მიღების წესი: 1-2 ჭიქა 2-3 ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ, ცხელი სახით.

მიღება სასურველია შეთანხმებით. გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.
კონსულტაციას გაგიწევთ მცენარეთმცოდნე და ფიტო თერაპევტი ამირან ნანობაშვილი.

📞 ტელ: 595-53-56-97

🌱ევკალიპტი – ЭВКАЛИПТ – eucalyptus 🌱სამკურნალო გამოყენება აქვს ფოთლებს. ისინი აგროვებენ შემოდგომით და ზამთრობით – ნოემბრ...
04/11/2023

🌱ევკალიპტი – ЭВКАЛИПТ – eucalyptus 🌱

სამკურნალო გამოყენება აქვს ფოთლებს. ისინი აგროვებენ შემოდგომით და ზამთრობით – ნოემბრიდან თებერვლამდე. მშრალი ფოთლები შეიძლება შევინახოთ 3 წლის განმავლობაში.

▪️ ნაყენს, ნახარშს და ევკალიპტის ზეთს იყენებენ ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო საშუალებად: ღრძილების, ხორხის, ტრაქეის, ბრონქების დაავადების დროს, ფილტვების აბსცესის და განგრენისას. ახალმომზადებულ ნაყენს იყენებენ შინაგანად, ამოსახველებელ საშუალებად და კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს.

▪️ დასალევად და გამოსავლებად ნაყენის დასამზადებლად 10გრ ფოთლებს დაასხამენ 1 ჭიქა ადუღებულ წყალს. ადუღებიდან 10-15 წუთს, სვამენ ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებულს. თითო სუფრის კოვზიდან ¼ ჭიქამდე 3-4 ჯერ დღეში. ფოთლების ნახარშს ფართოდ იყენებენ საფენების სახით და დაჩირქებული ჭრილობების გასაწმენდად, ქრონიკული წყლულების, აბსცესის, ჩირქოვანი მასტიტის, ფურუნკულების, დამწვრობის, მოყინვების დროს, ასევე გინეკოლოგიურ პრაქტიკაში გამორეცხვის სახით.
ხველების დამამშვიდებლად იყენებენ ევკალიპტის ნაყენს (20%-ს 70-გრადუსიან სპირტზე). იღებენ 3-ჯერ დღეში 15-20 წვეთს, განზავებულს 1/4 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალთან.

▪️ ევკალიპტის ზეთს იყენებენ გინეკოლოგიურ პრაქტიკაში საშვილოსნოს ყელის ეროზიისა და წყლულების სამკურნალოდ. აგრეთვე, რადიკულიტის დროს შესაზელად.

მიღება სასურველია შეთანხმებით. გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.
კონსულტაციას გაგიწევთ მცენარეთმცოდნე და ფიტო თერაპევტი ამირან ნანობაშვილი.

📞 ტელ: 595-53-56-97

🌿 გარეული პიტნა – МЯТА – menta 🌿▪️ გამოყენება: ნევროზების, უძილობის, სტენოკარდიის, ნაღვლის ბუშტისა და ზემო სასუნთქი გზებ...
04/11/2023

🌿 გარეული პიტნა – МЯТА – menta 🌿

▪️ გამოყენება: ნევროზების, უძილობის, სტენოკარდიის, ნაღვლის ბუშტისა და ზემო სასუნთქი გზების ანთების, ჰიპერსეკრეციული, გასტრიტის, პირში ცუდი სუნის, თირკმლებში მარილების დაგროვების დროს, შარდმდენი.

▪️ დამზადების წესი: 1 სუფრის კოვზი 1 ჭიქა ანადუღარ წყალზე, უმჯობესია გამოხდის წყალზე. 5-7 წუთის განმავლობაში ადუღეთ მომინანქრებულ ჭურჭელში წყლის აბაზანაზე. გაცივების შემდეგ გაწურეთ.

▪️ მიღების წესი: 100-150გ 2-3 ჯერ დღეში, ჭამამდე 15 წუთით ადრე, შემთბარი. შეგიძლიათ მიირთვათ ჩაის სახითაც.

მიღება სასურველია შეთანხმებით. გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.
კონსულტაციას გაგიწევთ მცენარეთ-მცოდნე და ფიტო თერაპევტი ამირან ნანობაშვილი.

📞ტელ: 595-53-56-97

31/10/2023

მოგესალმებით! 👋
მე გახლავართ ამირან ნანობაშვილი. როგორც სამკურნალო მცენარეთმცოდნემ და ოჯახური ტრადიციების გამგრძელებელმა - ბუნებრივი მეთოდებით მკურნალობის საქმეში მრავალწლიანი გამოცდილებით დავაარსე საქველმოქმედო-საგანმანათლებლო კლუბი ,,სალბუნი", რომელიც მდებარეობს მისამართზე : თბილისი, ვაგზალი, თევდორე მღვდლის ქუჩა N7, (საკანცელარიო მაღაზიის ბაზაზე), სადაც თქვენ შეგიძლიათ იმკურნალოთ ბუნებრივი მეთოდებით.

თქვენ შეგიძლიათ იმკურნალოთ ან ისწავლოთ ოჯახურ პირობებში ბუნებრივი სამკურნალო საშუალების დამზადება და გამოყენება, გაეცნოთ სათანადო ლიტერატურას, შეიძინოთ ან სათანადო ინსტრუქტაჟის შემდეგ შემოწიროთ სამკურნალი მცენარეები, ფესვები, ფოთლები, ნაყოფი, ყვავილები, თესლები; შეისწავლოთ მათი მოპოვების, შენახვისა და გამოყენების წესები. შეირჩიოთ თქვენთვის საჭირო საკვები დანამატები, გაეცნოთ მრავალ ხალხურ რეცეპტს, პოპულარულ ხალხური მედიცინის ენციკლოპედიისა და კარაბადინებში გამოქვეყნებულს.

მკურნალობა ხდება ინდივიდუალურად შედგენილი პროგრამა-დანიშნულებით, ორგანიზმის გაწმენდით და იმუნიტეტის გაძლიერებით.

მისამართი:
1. თბილისი, ჩუღურეთის რ-ნი, ზაზიაშვილის ქუჩა 2-შესახვევი, №11.

2. თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. №7, საკანცელარიო მაღაზია "სამკურნალო მცენარეები".

დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე - 📞 595-53-56-97 📞

Address

თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა N7, (საკანცელარიო მაღაზიის ბაზაზე)
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Salbuni მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram