4U Multimedia

4U Multimedia Interest areas
The interest areas of 4U platform are tourism, art, sports, lifestyle, health, business, new technologies and society.

მულტიმედია ჯგუფი
4U წარმოადგენს უნიკალურ მულტიმედია ჯგუფს, რომელიც აერთიანებს რადიოებს JAKO FM, LIFE FM, შოკოლადი, ქმნის საინტერესო და აქტუალურ კონტენტს პლატფორმისთვის 4U.ge.

ერთადერთი და უნიკალური
2018 წლიდან მულტიმედია პლატფორმა 4U მომხმარებელს აწვდის უნიკალურ მასალას და აძლევს საშუალებას 4 ენაზე გაეცნოს ინფორმაციას შემდეგი საშუალებებით - აუდიო, ვიდეო, ტექსტი, ფოტო.

ინტერესის სფეროები
4U-ს ინტერესის სფეროებს წარმოადგენს ტურიზმი, ხელოვნება, სპორტი, ცხოვრების წესი, ჯანმრთელობა, ბიზნესი, ახალი ტექნოლოგიები საზოგადოება. GBTIMES
4U არის საერთაშორისო მედია ჰოლდინგ GBTIMES-ის წევრი, რომელიც წარმოადგენს ხიდს ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის, არის კულტურათა გაცვლისა და კომუნიკაციის წყარო. Multimedia Group
4U represents a unique multimedia group, whitch unites three radio stations JAKO FM, LIFE FM and SHOKOLADI, creating interesting and current content for the 4U.ge platform. Unique
From 2018, the 4U multimedia platform will allow its users to get acquainted with a wide range of new information in four languages (English, Russian, Chinese and Georgian), using audio, video, text and photo resources. GBTIMES
4U is a member of the international media holding GBTIMES, which functions as a bridge between China and the rest of the world, it is the platform for communication and cultural exchange.

ქართული სპორტული წყვილი ჩინეთის გრან-პრის გამარჯვებულიაჩინეთში გამართულ ფიგურული სრიალის გრან-პრის სერიის მეორე ეტაპზე წ...
25/10/2025

ქართული სპორტული წყვილი ჩინეთის გრან-პრის გამარჯვებულია

ჩინეთში გამართულ ფიგურული სრიალის გრან-პრის სერიის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა ქართულმა სპორტულმა წყვილმა ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას შემადგენლობით. ისინი ტურნირის ჩემპიონები გახდნენ.

2025 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლი...
24/10/2025

2025 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჭოუ ციენთან.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრს.

ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ურთიერთობების დინამიკას და ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველო-ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს როგორც ბიზნესწრეების დაახლოებას, ასევე ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარებას.

ხაზი გაესვა ასევე პირდაპირი ავიამიმოსვლის მნიშვნელობას.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს შანხაიში ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები.

საუბარი შეეხო ფართო რეგიონში მიმდინარე პროცესებს, შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს.

საქართველოს ნაკრებმა კუნგ-ფუს მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა 36 მედლით დაასრულაჩინეთში, ქალაქ ემეიშანში, კუნგ-ფუს მეათე...
20/10/2025

საქართველოს ნაკრებმა კუნგ-ფუს მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა 36 მედლით დაასრულა

ჩინეთში, ქალაქ ემეიშანში, კუნგ-ფუს მეათე მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 54 ქვეყნის 1586 სპორტსმენმა მიიღო. სხვადასხვა კატეგორიაში საქართველოს კუნგ-ფუს ნაკრებმა ჩემპიონატზე 36 მედალი - ორი ოქრო, ცხრა ვერცხლი და 25 ბრინჯაო - მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა ასევე მონაწილეობა მიიღო გუნდურ ასპარეზობაში, რომელშიც მოიპოვა სპეციალური პრიზი.

ქართველი სპორტსმენები ჩინეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს დაფინანსებით იმყოფებოდნენ.

📍 ძინდეგჯენი (Jingdezhen), ჯიანგსის (Jiangxi) პროვინციაძინდეგჯენი ცნობილია, როგორც ფაიფურის დედაქალაქი. აქ საუკუნეების გ...
17/10/2025

📍 ძინდეგჯენი (Jingdezhen), ჯიანგსის (Jiangxi) პროვინცია

ძინდეგჯენი ცნობილია, როგორც ფაიფურის დედაქალაქი. აქ საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდნენ ხელნაკეთობის ტრადიციას და დღესაც ქმნიან ნამუშევრებს, რომლებიც ჩინეთის კულტურის სიმბოლოა.

აქ ოსტატები თიხას აქცევენ ხელოვნებად. თითოეულ ნაკეთობაში იგრძნობა დრო, სიზუსტე და სიყვარული საქმისადმი.
ფაიფურის მოხატვა, ფორმის დამუშავება და ფერის შერწყმა, ყველაფერი ხელით კეთდება, როგორც ასობით წლის წინ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს ...
15/10/2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკაზე, მათ შორის, სავაჭრო - ეკონომიკური მიმართულებით.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს მონაწილეობაზე ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში, რომელიც შანხაიში 5-10 ნოემბერს გაიმართება. აღინიშნა, რომ შანხაის გამოფენა კარგი შესაძლებლობაა ქართველი ექსპორტიორებისთვის, რათა ისინი უფრო აქტიურად გავიდნენ ჩინეთის ბაზარზე. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს შანხაის გამოფენაზე 2018 წლიდან მონაწილეობს და ამ შესაძლებლობით 120-ზე მეტმა ადგილობრივმა ექსპორტიორმა ისარგებლა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მიმდინარე გამოფენაზე 40-ზე მეტი წამყვანი ქართული კომპანია სამ პავილიონში იქნება წარმოდგენილი.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ როგორც შანხაის გამოფენა, ისე სხვა ორმხრივი ეკონომიკური აქტივობები ხელს შეუწყობს ჩინეთთან სტრატეგიული ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გამყარებას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში. აღინიშნა, რომ უვიზო რეჟიმმა და დამატებითი ფრენების დაწყებამ საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელი შეუწყო ტურისტული ნაკადების ზრდას. ასევე ხაზი გაესვა ახალი მიმართულებების დანიშვნისა და სიხშირეების მატების მნიშვნელობას ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი.ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.
#თანამშრომლობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.საქართველოს...
13/10/2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის მეთაურს დიპლომატმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკაზე. ჩინეთის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადასცა ჩინური მხარის ოფიციალური მიწვევა ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, რომელიც შანხაიში 5-10 ნოემბერს გაიმართება.

🌕 გილოცავთ შუა შემოდგომის დღესასწაულს! (中秋节快乐) 🏮✨დღეს, 6 ოქტომბერს, ვუერთდებით ჩინეთსა და მსოფლიოს, რათა მივულოცოთ ყველა...
06/10/2025

🌕 გილოცავთ შუა შემოდგომის დღესასწაულს! (中秋节快乐) 🏮✨

დღეს, 6 ოქტომბერს, ვუერთდებით ჩინეთსა და მსოფლიოს, რათა მივულოცოთ ყველას შუა შემოდგომის დღესასწაული — დღესასწაული, რომელიც აღნიშნავს ოჯახურ ერთობას, მთვარის სილამაზეს და მადლიერებას.

📜 ტრადიციულად, ამ დღეს:
🥮 მიირთმევენ მთვარის ნამცხვრებს (Moon Cake 月饼) — სიმბოლოს ერთიანობისა და სრულყოფილობის;
🌕 ერთად აღბეჭდავენ სრული მთვარის სილამაზეს — როგორც ჰარმონიისა და მშვიდობის სიმბოლოს;
🏮 ანთებენ ლამპიონებს, რომლებიც გამოხატავენ იმედსა და კეთილ სურვილებს.

🎉 Mid-Autumn Festival დღესასწაული აღინიშნება შემდეგ ქვეყნებში:
🇨🇳 ჩინეთი
🇸🇬 სინგაპური
🇻🇳 ვიეტნამი
🇲🇾 მალაიზია
🇰🇷 სამხრეთ კორეა

თითოეულ ქვეყანაში დღესასწაული აღინიშნება განსხვავებული ტრადიციებით, მაგრამ საერთო სულისკვეთებით — ერთიანობა, სიყვარული და ჰარმონია.

#中秋节快乐

🗳️ დღეს — 4 ოქტომბერს, საქართველოში არჩევნების დღეა! 🇬🇪დღეს ქვეყნის მასშტაბით ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევ...
04/10/2025

🗳️ დღეს — 4 ოქტომბერს, საქართველოში არჩევნების დღეა! 🇬🇪

დღეს ქვეყნის მასშტაბით ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც მოქალაქეები ირჩევენ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და საკრებულოს წევრებს.

📋 საერთო ჯამში რეგისტრირებულია 17 პოლიტიკური პარტია, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

🕖 საარჩევნო უბნები გახსნილია 07:00 საათზე და მუშაობენ 19:00 საათამდე.
თუ 19:00 საათზე უბანზე მისულხართ და ხართ რიგში — თქვენ კვლავ გაქვთ ხმის მიცემის უფლება.

📍 გადაამოწმეთ თქვენი საარჩევნო უბანი ოფიციალურ პორტალზე:
🔗 https://voters.cec.gov.ge

ყოველი ხმა მნიშვნელოვანია — მიიღეთ მონაწილეობა და გამოხატეთ თქვენი არჩევანი!

#საქართველო #არჩევნები2025 #ადგილობრივითვითმმართველობა

🇨🇳 ვულოცავთ ჩვენს მეგობრებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ დღეს! 🎉ჩინეთი წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს ცივილიზაციას, ...
01/10/2025

🇨🇳 ვულოცავთ ჩვენს მეგობრებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ დღეს! 🎉

ჩინეთი წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს ცივილიზაციას, რომლის ისტორია, სიბრძნე და ერთიანობა საუკუნეების განმავლობაში შთაგონების წყაროა მთელი მსოფლიოსთვის.
დღეს ჩინეთი აღიარებულია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და გავლენიანი ქვეყანა, რომლის განვითარება დაფუძნებულია შრომისმოყვარეობაზე, ინოვაციაზე და ჰარმონიაზე. 🌏

ვუსურვებთ ჩინეთსა და მის მოქალაქეებს მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებებს ქვეყნის განვითარების გზაზე.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ერების შორის მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა და თანამშრომლობა მომავალშიც კიდევ უფრო გაძლიერდება. 🤝

#დიპლომატია #მეგობრობა #მშვიდობა #თანამშრომლობა

🤖 Beijing Innovation Center of Humanoid Robotics — ადგილი, სადაც მომავალი უკვე რეალობად იქცევა.💡ეს ტექნოლოგიები უკვე გამ...
29/09/2025

🤖 Beijing Innovation Center of Humanoid Robotics — ადგილი, სადაც მომავალი უკვე რეალობად იქცევა.

💡ეს ტექნოლოგიები უკვე გამოიყენება სხვადასხვა სფეროში — მრეწველობა, ლოგისტიკა, სერვისები, განათლება და სტუმარმასპინძლობა.

📅 ცენტრი დაარსდა 2023 წლის ნოემბერში და არის ჩინეთის პირველი სრულფასოვანი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც სპეციალიზდება შინაგანად ინტელექტუალურ (Embodied Intelligence) სისტემებში — აერთიანებს როგორც ჰარდვერის, ისე პროგრამული უზრუნველყოფის სრულ ციკლს.

ცენტრი ქმნის ინოვაციებს, რომლებიც რობოტებს აძლევს შესაძლებლობას ირბინონ, იმუშაონ და ისწავლონ დამოუკიდებლად.

🌟 მთავარი პლატფორმებია:
🔹 Embodied Tien Kung — უნივერსალური ჰუმანოიდური რობოტების პლატფორმა
🔹 HuiSi KaiWu — მსოფლიოში პირველი უნივერსალური ინტელექტუალური პლატფორმა, რომელიც რობოტებს რთულ გარემოებებში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს.

🇨🇳 ჩინეთი თამამად გადადის Embodied Intelligence-ის ეპოქაში — რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მომავალი უკვე აქ არის


ჩინეთის ქალაქ ანკანში სათამაშოების ქარხანა მხოლოდ ეკონომიკა კი არა, ის ადამიანური ზრუნვის ისტორიაა ❤️. ფაბრიკა შეიქმნა ს...
28/09/2025

ჩინეთის ქალაქ ანკანში სათამაშოების ქარხანა მხოლოდ ეკონომიკა კი არა, ის ადამიანური ზრუნვის ისტორიაა ❤️.
ფაბრიკა შეიქმნა სოფლის ბავშვების პრობლემის გადასაჭრელად — იმ პატარა ბიჭებისა და გოგონებისთვის, რომელთა მშობლები ხშირად ტოვებენ სოფელს და მიდიან ქალაქებში სამუშაოდ.

🎠 აქ ფაბრიკა იქცა ინტეგრირებულ საზოგადოებად:
- მშობლები მუშაობენ ერთ სივრცეში,
- იღებენ ღირსეულ შემოსავალს 💰,
- შეუძლიათ ყოველდღიურად იყვნენ შვილებთან 👨‍👩‍👧‍👦.

🌍 ფაბრიკაში წარმოებული პლუშის სათამაშოები ეკოლოგიურად სუფთა და ანტიალერგიულია, სწორედ ამიტომ ის იყიდება ევროკავშირში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციაი ბავშვებისთვის.

🇬🇪 საქართველოში მსგავსად შეგვიძლია ვიფიქროთ სოციალური საწარმოების მოდელზე, სადაც მშობლები იმუშავებენ ისეთ წარმოებებში, რომლებიც აერთიანებს ოჯახურ ცხოვრებასა და სტაბილურ დასაქმებას.
წარმოიდგინეთ, რომ ახმეტაში, ზუგდიდში ან თელავში შეიქმნას სათამაშოების ჰაბი, სადაც ადგილობრივები შექმნიან პროდუქტს სიყვარულით — საქართველოს ბრენდით!

ეს ისტორია გვახსენებს, რომ ეკონომიკა მხოლოდ ციფრები არ არის, ის არის ადამიანები, ოჯახები და ღირებულებები, რომლებიც დგას ყოველი პროდუქტის უკან ❤️

#სათამაშოებისინდუსტრია #სოციალურიინოვაცია

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეხვედრაზე ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან აღნიშნა, რომ ევროკავშირი მ...
28/09/2025

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეხვედრაზე ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა გააღრმავოს დიალოგი და ურთიერთგაგება ჩინეთთან, რათა გაძლიერდეს ნდობა და თანამშრომლობა ორ მხარეს შორის. 🇪🇺🤝🇨🇳

📆 დიპლომატიური ურთიერთობების 50 წლის იუბილეს ფარგლებში, ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ვაჭრობის, ინვესტიციების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით. 🌱

ევროკავშირი აფასებს ჩინეთის როლს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში და მიიჩნევს, რომ საერთო ძალისხმევა აუცილებელია გლობალური მდგრადი განვითარებისათვის.

Address

26 მაისის მოედანი #1
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995322430630

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when 4U Multimedia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram