შინმოვლა-Home Care

შინმოვლა-Home Care შინმოვლა არის სამედიცინო, სარეაბილიტაციო, ფსიქოლოგიური და სოციალური მომსახურების ერთობლიობა. The service model is based on a German model.

Geo/Eng

პროექტის მიზანი: თბილისსა და გორში მცხოვრები მოსახლეობის შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების განვითარება; საექთნო განათლების განვითარების ხელშეწყობა.

პროექტ შინმოვლის ფარგლებში, პროფესიონალი სამედიცინო პერსონალი პაციენტს ბინაზე აწვდის სამედიცინო, სარეაბილიტაციო, ფსიქოლოგიურ და სოციალურ მომსახურებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

დახმარებას იღებენ ადამიანები, რომლებსაც დროებითი ან მუდმივი ფიზიკური ტრავმის ან დაავადების შედეგად, შეზღუდული აქვთ დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა; ადამიანები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადება ან გამოჯანმრთელების პროცესში არიან; ხანდაზმულები და შშმ პირები.

საქართველოში თანამედროვე შინმოვლის კონცეფცია საქართველოს კარიტასის მიერ ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში იყო წარმოდგენილი.
პროექტის განვითარება და სამედიცინო გუნდის მომზადება გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ჩეხეთისა და რუმინეთის კარიტასების მატერიალური და მეთოდური მხარდაჭერით მოხდა.

სერვისების მომსახურება დაფუძნებულია გერმანულ მოდელზე.

დონორისა და სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ მოსახურებასთან ერთად, რომელიც სოციალურად დაუცველი პირებისთვის ხორციელდება, კარიტასი მოსახლეობას ფასიან მომსახურებასაც სთავაზობს.
დეტალური ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.shinmovla.caritas.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 2 34-76-75


Project Goal: to provide Home Care services to the residents of Tbilisi and Gori; to develop the capacity of the local municipalities in the field of management of health and social programs; to develop Nursing Education. Within the Home Care project, healthcare professionals provide medical, rehabilitation, psychological and social services to patients (people, who due to their health problems can not leave the house) at their homes with the aim to stabilize their health condition and improve the quality of life. Along with donor and state-subsidized services for socially vulnerable persons, Caritas also offers paid services to the population. For detailed information please contact us: 2 34-76-75

👉📌მიმდინარე წლის 20 - 21 თებერვალს, საქართველოს კარიტასი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი გორისა...
26/02/2025

👉📌მიმდინარე წლის 20 - 21 თებერვალს, საქართველოს კარიტასი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი გორისა და თბილისის შინმოვლის გუნდებისთვის, არსებული მომსახურების შინმოვლის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
📌ტრენინგი მიეძღვნა იმ ძირითად საკითხებს, რომლებიც აუცილებელია ხარისხიანი და ეფექტური მომსახურების მიწოდებისთვის, ესენია: ბენეფიციარის შეფასება, მომსახურების დაგეგმვა, დოკუმენტაციის შევსება და ა.შ. აღსანიშნავია რომ, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ თბილისსა და გორში უკვე დაიწყო შინმოვლის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება მოსახლეობისათვის.

🔽 For English, scroll down!👉18 დეკემბერს, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის სასწავლო-საკონსულტაციო ცენ...
18/12/2024

🔽 For English, scroll down!

👉18 დეკემბერს, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრში, საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა / College Panacea - ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, საექთნო საქმის სტუდენტებმა შინმოვლის მოდული დაასრულეს.
👩‍⚕️მოდულის სწავლის შედეგების დადასტურება ემსახურება სტუდენტების მიერ შეძენილი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასებას, რაც ფუნდამენტურია ჯანდაცვის სფეროში წარმატებული კარიერის დასაწყებად.
🙏ყველა სტუდენტს ვუსურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას საექთნო საქმიანობაში. თქვენი როლი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაში უაღრესად მნიშვნელოვანია!

👉 On December 18, at the Health Care Program Training and Consultation Center of Caritas Georgia , students of the საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა / College Panacea vocational nursing program successfully completed the Home Care Module.

👩‍⚕️ The confirmation of learning outcomes for this module serves to assess the students’ acquired theoretical knowledge and practical skills, which are fundamental for building a successful career in the healthcare field.

🙏 We wish all the students professional growth and success in their nursing careers. Your role in protecting public health is invaluable!

📌საინფორმაციო პორტალი publicity. ge საქართველოს კარიტასის მიერ ორგანიზებული შეხვედრის შესახებ-
11/12/2024

📌საინფორმაციო პორტალი publicity. ge საქართველოს კარიტასის მიერ ორგანიზებული შეხვედრის შესახებ-

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა საექთნო განათლების პროგრამის გადახედვის მიზნით

👉2024 წლის 22-23 ნოემბერს, საქართველოს კარიტასის ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო  საექთნო განა...
27/11/2024

👉2024 წლის 22-23 ნოემბერს, საქართველოს კარიტასის ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო საექთნო განათლების პროგრამის გადახედვა.
📌შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს კერძო კოლეჯების, ექთნების ასოციაციის, ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. მთავარი განსახილველი საკითხი არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, საექთნო განათლების ჩარჩო დოკუმენტის გადახედვა და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება იყო.
📌სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს საექთნო განათლების პროგრამის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხებზე და არსებულ საგანმანათლებლო პროგრამაში შესატან ცვლილებებზე რაც ხელს შეუწყობს ექთნების კვალიფიკაციის და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებას.
🎊სამუშაო შეხვედრა ჩატარდა კერძო კოლეჯების ასოციაციასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის 10 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში.

🎉 კარიტასის 30 წლის იუბილე!სამი ათწლეულის სითბო, ზრუნვა და მხარდაჭერა.
06/11/2024

🎉 კარიტასის 30 წლის იუბილე!
სამი ათწლეულის სითბო, ზრუნვა და მხარდაჭერა.

საქველმოქმედო ფონდი „კარიტას საქართველო“ 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. შეხვედრა მიზნად ისახავს მისი, როგორც ადგილო....

12/08/2024

🎉 დღეს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა! 🌟

12 აგვისტოს მსოფლიო აღნიშნავს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს. ეს დღე დაწესდა გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით და პირველად აღინიშნა 2000 წლის 12 აგვისტოს.

2024 წლის თემაა: "დაწკაპუნებებიდან პროგრესამდე: ახალგაზრდული ციფრული გზები მდგრადი განვითარებისთვის" 💻🌱

საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა გილოცავთ ყველა ახალგაზრდას და გისურვებთ წარმატებებს, ინოვაციურ იდეებს და ნათელ მომავალს! 🎊🚀

გვჯერა, რომ თქვენი ენერგია და კრეატიულობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს მდგრად განვითარებაში.

იყავით აქტიურები, გამოიყენეთ ციფრული ტექნოლოგიები კეთილი საქმეებისთვის და შექმენით უკეთესი მომავალი! 💪🌍

#ახალგაზრდობისდღე2024

12/08/2024

დემენცია: პროფილაქტიკური ზრუნვა - რა არის ადვოკატის უფლებამოსილება და რა არის იურიდიული დახმარება? მჭირდება ცოც....

06/08/2024

Enjoy the videos and music you love, upload original content, and share it all with friends, family, and the world on YouTube.

30/07/2024

დემენცია: რთული ქცევა - როგორ უნდა გავუმკლავდე დემენციის მქონე ადამიანების შეცვლილ ქცევას?

24/07/2024

დემენციის დიაგნოზი და მკურნალობა - როგორ არის ექიმის მიერ დიაგნოზირებული სხვადასხვა დემენცია და როგორ მკურნალო...

19/07/2024

რა არის დემენცია? როგორ შემიძლია გითხრათ, ადამიანს აქვს დემენცია და რა ვქნა?

28/03/2024

Address

Kurdiani Street 3
Tbilisi
01

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შინმოვლა-Home Care posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to შინმოვლა-Home Care:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram