ბუკიას ლაბორატორია • BUKIA's Laboratory

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ბუკიას ლაბორატორია • BUKIA's Laboratory

ბუკიას ლაბორატორია • BUKIA's Laboratory Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ბუკიას ლაბორატორია • BUKIA's Laboratory, Diagnostic Center, შარტავას ქ. 16, Tbilisi.

ბუკიას ლაბორატორია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს🇬🇪🇬🇪
25/05/2026

ბუკიას ლაბორატორია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს🇬🇪🇬🇪

🔬​ პასუხები ლაბორატორიიდან​💬კითხვა: „დნმ ფრაგმენტაციის კვლევა უცხოეთში ჩავიტარე, სადაც მხოლოდ ორდღიანი თავშეკავება მთხოვ...
23/05/2026

🔬​ პასუხები ლაბორატორიიდან
​💬კითხვა: „დნმ ფრაგმენტაციის კვლევა უცხოეთში ჩავიტარე, სადაც მხოლოდ ორდღიანი თავშეკავება მთხოვეს. აქ განმეორებით გამოკვლევაზე 2-დან 7 დღემდე ინტერვალზე მიმითითებენ. დავიბენი, რომელია სწორი?“

​📍 რას ამბობს „ოქროს სტანდარტი“?
​ჯანმრთელობის მსოფლიო
ორგანიზაციის (WHO) მეექვსე გამოცემა, რომელიც ჩვენი მუშაობის ფუნდამენტია, აბსტინენციის პერიოდად 2-დან 7 დღემდე ინტერვალს განსაზღვრავს. ეს კლასიკური მიდგომაა, რომელიც სტანდარტული სპერმოგრამის ძირითადი მაჩვენებლებისთვის (რაოდენობა, მოძრაობა) საუკეთესო საორიენტაციო ბაზისია.

​ რას გვეუბნება უახლესი მეცნიერება?
​თანამედროვე ლიტერატურა და ბოლო წლების წამყვანი მიმოხილვები (მაგ: JARG, Agarwal et al.) სულ უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ინდივიდუალიზაციაზე. როდესაც კვლევის მიზანი უშუალოდ დნმ-ის ფრაგმენტაცია და ოქსიდაციური სტრესია, საერთაშორისო ექსპერტები უპირატესობას ანიჭებენ შედარებით მოკლე - დაახლოებით 48-საათიან (2-დღიან) ინტერვალს.

​💡 სინამდვილეში, აქ წინააღმდეგობა არ არსებობს!
​48 საათი არის ზუსტად 2 დღე - სწორედ ის ქვედა ზღვარი, რომელსაც WHO-ს მეექვსე გამოცემა მიიჩნევს სტანდარტად. ჩვენ უბრალოდ ვირჩევთ ამ საერთაშორისო რეკომენდაციის ყველაზე ოპტიმალურ წერტილს.

​რატომ არის მოკლე ინტერვალი უფრო ინფორმაციული დნმ ფრაგმენტაციის შეფასებისას?

თანამედროვე კვლევებით, მცირე აბსტინენციის დრო პირდაპირ ასოცირებულია:
​✅ ნაკლებ ოქსიდაციურ სტრესთან (სპერმატოზოიდები ნაკლებ დროს ატარებენ სასქესო გზებში, სადაც შესაძლოა თავისუფალი რადიკალების ზემოქმედება მოხდეს);
​✅ დნმ-ის ნაკლებ დაზიანებასთან;
​✅ გენეტიკურად უფრო სტაბილურ და ხარისხიან ნიმუშთან.

​🔍 ჩვენი შიდა კვლევა და დაკვირვება

​რადგან უახლეს ანდროლოგიურ ლიტერატურაში ეს თემა ამჟამად ყველაზე აქტიურად განიხილება, ჩვენს ლაბორატორიაშიც ინტენსიურად მიმდინარეობს შიდა დაკვირვება. ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვაანალიზებთ, თუ რა პრაქტიკულ სხვაობასა და კლინიკურ ღირებულებას გვაძლევს 2-დღიანი და 7-დღიანი ინტერვალით ჩატარებული კვლევები. ჩვენი მიზანია, საკუთარი სამეცნიერო მონაცემებით შევაფასოთ ამ მიდგომის პრაქტიკული მნიშვნელობა და უახლოეს მომავალში ჩვენს დასკვნებს აუცილებლად გაგიზიარებთ!

​🔬 ქართულ-ავსტრიული კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია (ბუკიას ლაბორატორია)
​ #პასუხებილაბორატორიიდან #პრეანალიტიკა #ანდროლოგია #ფერტილობა #დნმფრაგმენტაცია

🔬 პასუხები ლაბორატორიიდან💬 კითხვა:„სპერმის ანალიზში მიწერია: მრგვალი უჯრედები — 2 × 10⁶/ml. ეს ლეიკოციტებია? საშიშია?“📍 ...
18/05/2026

🔬 პასუხები ლაბორატორიიდან

💬 კითხვა:
„სპერმის ანალიზში მიწერია: მრგვალი უჯრედები — 2 × 10⁶/ml. ეს ლეიკოციტებია? საშიშია?“

📍 პასუხი:
ტერმინი „მრგვალი უჯრედები“ ხშირად სრულიად განსხვავებულ უჯრედებს აერთიანებს.

📍 რას მალავს ტერმინი „მომრგვალო უჯრედები“ (Round Cells)?

სტანდარტული მიკროსკოპიით, ნატიურ (შეუღებავ) პრეპარატში ერთმანეთისგან თითქმის განუყოფელია სრულიად განსხვავებული სტრუქტურები. ეს ფორმა შეიძლება ჰქონდეს:

✅ ნამდვილ ლეიკოციტებს (ანთება);

✅ სპერმატოგენეზის უჯრედებს (სპერმატიდებს);

✅ სპერმატოფაგებს (მაკროფაგებს);

✅ შეჭმუხნულ ცილინდრულ ეპითელიუმს.

ნატიური პრეპარატის მიკროსკოპია მათ შორის ზუსტ დიფერენციაციას ვერ ახდენს, რამაც შეიძლება მცდარ დიაგნოზამდე და პაციენტისთვის არასაჭირო, ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნამდე მიგვიყვანოს.

❓ რას მოითხოვს ოქროს სტანდარტი (WHO 6th)?

გაიდლაინის მიხედვით, თუ მომრგვალო უჯრედები 1 × 10⁶/ml-ზე მეტია, ლაბორატორია ვალდებულია მოახდინოს მათი დიფერენცირება შეღებილ ნაცხში.

ასეთ დროს ნიმუში სავალდებულოდ გადის სპეციფიკურ შეღებვას (Leukocytospermia quantitation), მათ შორის პეროქსიდაზულ რეაქციას, ლეიკოციტების დიფერენცირებისთვის.

შეხედეთ თანდართულ ფოტოს:

პირველი ფოტო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მე-6 გამოცემის ოფიციალური სახელმძღვანელოდან აღებული სპერმის ნაცხის ციტოლოგიური სურათი სპეციფიკური შეღებვის შემდეგ.

🔬 „რაც დაუღებავ ნაცხში ერთნაირად ჩანს, სპეციფიკური შეღებვის შემდეგ სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს.“

მეორე ფოტოზე პეროქსიდაზას რეაქცია (Endtz test) მუქად შეფერილი უჯრედები შეესაბამება პეროქსიდაზა-დადებით გრანულოციტებს.

მხოლოდ ამ მეთოდით ვხედავთ უჯრედების ნამდვილ ბუნებას. ხშირად ირკვევა, რომ მამაკაცს ანთება საერთოდ არ აქვს და ანტიბიოტიკიც არ სჭირდება.

📌 ზუსტი დიაგნოზი სწორი მკურნალობის ერთადერთი გზაა.

🏥 ბუკიას ლაბორატორია — ქართულ-ავსტრიული კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია — გამოცდილება და სიზუსტე თქვენი ჯანმრთელობისთვის.

#პასუხებილაბორატორიიდან #ლეიკოციტოსპერმია #მომრგვალოუჯრედები #ბუკიასლაბორატორია

12/05/2026
პასუხები ლაბორატორიიდან 🔬​ხშირად პაციენტები გვწერენ და ინტერესდებიან, თუ ვინ დგას რუბრიკის „პასუხები ლაბორატორიიდან“ უკა...
10/05/2026

პასუხები ლაბორატორიიდან 🔬

​ხშირად პაციენტები გვწერენ და ინტერესდებიან, თუ ვინ დგას რუბრიკის „პასუხები ლაბორატორიიდან“ უკან.

წარმოგიდგენთ ჩვენი რუბრიკის ექსპერტებს,ბუკიას ლაბორატორიის სპეციალისტებს - საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციების: IFCC-სა და EFLM - აკადემიის წევრებს:

​🎓 თინა ბუკია

•„ქართულ-ავსტრიული კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის“ (ბუკიას ლაბორატორია) დამფუძნებელი და ხელმძღვანელი;

• ​მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ-ის ემერიტუს პროფესორი;

• ​საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის (IFCC-სა და EFLM-ის წევრი ორგანიზაცია) დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი;

•​ ჯანდაცვის სამინისტროს ექიმთა სასერთიფიკაციო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე ლაბორატორიულ მედიცინაში.

• „ავერსის კლინიკის“ ცენტრალური ლაბორატორიის კონსულტანტი

​🎓 ლელი შანიძე

•​ „ქართულ-ავსტრიული კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის“ (ბუკიას ლაბორატორია) დამფუძნებელი და კლინიკური მენეჯერი;

•​ მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ-ის ლაბორატორიული მედიცინის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი;

•​ თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის რეზიდენტურის პროგრამის ლოკალური ხელმძღვანელი (ლაბორატორიული მედიცინა);

•​ თსსუ-ის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკის ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევის სამსახურის უფროსი;

•​ საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის გამგეობის წევრი.

👉​ჩვენი გვერდის მიზანია, თითოეულმა პაციენტმა მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და სანდო ინფორმაცია

​📥 მოგვწერეთ კითხვები პირად შეტყობინებაში.

🔹 ბუკიას ლაბორატორია - ადგილი, სადაც ღირებულებები უცვლელია.

​ #ბუკიასლაბორატორია #ქართულავსტრიულილაბორატორია #პასუხებილაბორატორიიდან

🔬 ერთი მნიშვნელოვანი პრეანალიტიკური დეტალიDNA ფრაგმენტაციისა და ოქსიდაციური სტრესის კვლევის დროს…დღეს სულ უფრო მეტ ყურად...
09/05/2026

🔬 ერთი მნიშვნელოვანი პრეანალიტიკური დეტალი
DNA ფრაგმენტაციისა და ოქსიდაციური სტრესის კვლევის დროს…

დღეს სულ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ სპერმატოზოიდის მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს არა მხოლოდ ორგანიზმში, არამედ - ეაკულაციის შემდეგ აღებულ მასალაშიც.

თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ სპერმის პლაზმა, რომელიც თავდაპირველად სპერმატოზოიდის დაცვისთვის არის აუცილებელი, ხანგრძლივი კონტაქტისას შესაძლოა თვითონაც იქცეს ოქსიდაციური პროცესების ერთ-ერთ წყაროდ.

ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს:
• ოქსიდაციური სტრესის მაჩვენებლებზე
• დნმ-ის სტაბილურობაზე
• და სპერმატოზოიდის ფუნქციურ მდგომარეობაზე

სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
🔬 DNA ფრაგმენტაციისა და ოქსიდაციური სტრესის კვლევების სწორად ორგანიზებული პრეანალიტიკური ეტაპი.

ამ ტიპის კვლევებისთვის სასურველია:
✅ მასალის ადგილზე აღება
✅ ეაკულაციის შემდეგ დროის მაქსიმალური კონტროლი
✅ მასალის სწრაფი დამუშავება გათხიერებისთანავე

რადგან ზოგჯერ პასუხზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ პაციენტის მდგომარეობა, არამედ - თავად ნიმუშის გარემოც.

🔬 ლაბორატორიულ მედიცინაში პრეანალიტიკა ხშირად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თვითონ ანალიზი.

📍 DNA ფრაგმენტაციისა და ოქსიდაციური სტრესის კვლევები ტარდება ყოველდღიურად.
სასურველია წინასწარი ჩაწერა.

#ბუკიასლაბორატორია
#სპერმოგრამა


#პრეანალიტიკა

🔬პასუხები ლაბორატორიიდანბოლო პერიოდში რამდენიმე კითხვა შემოვიდა სპერმატოზოიდების დნმ ფრაგმენტაციის კვლევასთან დაკავშირებ...
07/05/2026

🔬პასუხები ლაბორატორიიდან

ბოლო პერიოდში რამდენიმე კითხვა შემოვიდა სპერმატოზოიდების დნმ ფრაგმენტაციის კვლევასთან დაკავშირებით:

🔹 როგორ განისაზღვრება დნმ ფრაგმენტაცია?
🔹 რა მასალა ბარდება?
🔹 რა მეთოდით სრულდება კვლევა?
🔹 რამდენ დროში მზადდება პასუხი?

სპერმატოზოიდების დნმ ფრაგმენტაციის შეფასება დღეს მამაკაცის ფერტილობის კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.

დნმ ფრაგმენტაციის განსაზღვრისთვის გამოიყენება რამდენიმე მეთოდი, მათ შორის:
🔹 SCD (HaloTech / HaloSperm)
🔹 TUNEL
🔹 SCSA
🔹 Comet assay

ყველა მათგანი განსხვავდება პრინციპით, ტექნიკითა და შესრულების სირთულით.

🔬 ჩვენს ლაბორატორიაში დნმ ფრაგმენტაციის შეფასება ხორციელდება SCD (HaloTech / HaloSperm) მეთოდით.

სპერმატოზოიდში დნმ განსაკუთრებულად კომპაქტურად არის შეფუთული სპეციალური ბირთვული ცილების საშუალებით.

ტესტის პროცესში ამ ცილების მოცილებისა და დნმ-ის დენატურაციის შემდეგ ნორმალურად ორგანიზებული დნმ წარმოქმნის ე.წ. „ჰალოს“, ხოლო ფრაგმენტირებული დნმ ჰალოს ვერ წარმოქმნის ან იგი მნიშვნელოვნად შემცირებულია.

მიკროსკოპული შეფასებისას მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორიას შეუძლია დაინახოს არა მხოლოდ საბოლოო მაჩვენებელი, არამედ:

✅ ჰალოს ზომა
✅უჯრედის კონტური
✅ მორფოლოგიური თავისებურებები
✅ პრეპარატის ხარისხი
✅ საერთო მიკროსკოპული ფონი

✅ შესაძლებელია პრეპარატის შენახვა და ხელახალი შეფასება
✅ თითოეულ სლაიდს ახლავს კონტროლის ზონა

🔬 მიკროსკოპული შეფასება გვაძლევს შესაძლებლობას, შედეგთან ერთად დავინახოთ თვითონ უჯრედიც.

❗️დნმ ფრაგმენტაცია არ ჩანს ჩვეულებრივ სპერმოგრამაში, თუმცა შესაძლოა მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს ფერტილობის შეფასებაში.

📌 კვლევის მასალას წარმოადგენს ეაკულატი.
📌 კვლევა სრულდება ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.

📌 ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შედეგის მიღება, არამედ მისი სწორად დანახვა და შეფასება.

#ბუკიასლაბორატორია
#დნმფრაგმენტაცია
#სპერმოგრამა
#მამაკაცისფერტილობა

🔬სპერმოგრამა - ლაბორატორიული გზამკვლევიჩვენ ხშირად მხოლოდ ციფრებს ვხედავთ.მაგრამ თითოეულ პასუხს უკან დგას ისტორია, მოლოდ...
03/05/2026

🔬სპერმოგრამა - ლაბორატორიული გზამკვლევი

ჩვენ ხშირად მხოლოდ ციფრებს ვხედავთ.
მაგრამ თითოეულ პასუხს უკან დგას ისტორია, მოლოდინი და იმედი.

სპერმოგრამა მხოლოდ დასაწყისია - მთავარი მისი სწორი ინტერპრეტაციაა.

გთავაზობთ მოკლე გზამკვლევს სპერმოგრამის ძირითადი მაჩვენებლების შესახებ.
#ბუკიასლაბორატორია
#სპერმოგრამა
#მამაკაცისფერტილობა

ბუკიას ლაბორატორიის მთელი გუნდის სახელით გულითადად ვულოცავთ დაბადების დღეს ჩვენს კოლეგას,ლაბორატორიის ერთგულ მეგობარსა დ...
01/05/2026

ბუკიას ლაბორატორიის მთელი გუნდის სახელით გულითადად ვულოცავთ დაბადების დღეს ჩვენს კოლეგას,
ლაბორატორიის ერთგულ მეგობარსა და გამორჩეულ ექიმს -
შორენა მაისურაძეს ♥️♥️

შენი განსაკუთრებული პროფესიონალიზმი,
ადამიანებისადმი დიდი სიყვარული და საქმისადმი ერთგულება
იგრძნობა თითოეულ საქმეში- რაც ასე დასაფასებელია

გვიყვარხარ და გისურვებთ ჯანმრთელობას,
ბედნიერებას და წარმატებას
შენს საუკეთესო ოჯახთან ერთად ♥️🪻🌸💐

🔬 პასუხები ლაბორატორიიდან რას ვზომავთ და რას ვერ ვზომავთ სპერმოგრამაში?❓ კითხვა:„გამარჯობა, ასეთი კითხვა მაქვს:სპერმოგრა...
28/04/2026

🔬 პასუხები ლაბორატორიიდან
რას ვზომავთ და რას ვერ ვზომავთ სპერმოგრამაში?

❓ კითხვა:
„გამარჯობა, ასეთი კითხვა მაქვს:
სპერმოგრამა ნორმაში მაქვს,
წყვილი სრულად გამოკვლეული ვართ,
მაგრამ ორსულობა მაინც არ დგება… რატომ? სპერმოგრამის გარდა კიდევ რა შეიძლება გამოვიკვლიო?“

პასუხი ლაბორატორიიდან:

👉ამ კითხვით ძალიან ბევრი მოგვმართავს.

სპერმოგრამა არის ერთ-ერთი მთავარი კვლევა მამაკაცის ფერტილობის შეფასებაში - მაგრამ არა ერთადერთი.

რას გვიჩვენებს სპერმოგრამა?

✅სპერმატოზოიდების რაოდენობას
✅მოძრაობას
✅მორფოლოგიას
ანუ იმას, რასაც ვხედავთ მიკროსკოპით.

მაგრამ რას ვერ ვზომავთ სრულად?

→ შეუძლია თუ არა სპერმას რეალურად განაყოფიერება
→ არის თუ არა სპერმა გენეტიკურად ჯანმრთელი
→ როგორია დნმ-ის ხარისხი
→ ოქსიდაციური სტრესი

სწორედ ამიტომ, სპერმა შეიძლება ვიზუალურად ნორმალური იყოს,
მაგრამ გენეტიკურად დაზიანებული.

მთავარი მესიჯი:

ნორმალური სპერმოგრამა არ ნიშნავს აუცილებლად ნორმალურ ფერტილობას.
და პირიქით - პათოლოგიური სპერმოგრამა არ გამორიცხავს განაყოფიერებას.

სპერმოგრამა არის საწყისი წერტილი, არა საბოლოო პასუხი.
ფერტილობა ბევრად უფრო რთული პროცესია, ვიდრე მხოლოდ ერთი ანალიზი.

თუ სპერმოგრამა ნორმაშია, ექიმის რეკომენდაციით ფასდება დნმ ფრაგმენტაცია, ოქსიდაციური სტრესი.

ეს კვლევები ბუკიას ლაბორატორიაში ყოველდღიური პრაქტიკის ნაწილია.

📚 პასუხი ეყრდნობა EFLM აკადემიის საგანმანათლებლო მასალებს
🔬 ბუკიას ლაბორატორია
დროში გამოცდილი ნდობა
📍 შარტავას 16
📞 599 42 30 10
#ბუკიასლაბორატორია
#პასუხებილაბორატორიიდან
#სპერმოგრამა
#დნმფრაგმენტაცია
#ოქსიდაციურისტრესი

🔬 ლაბორატორიული მედიცინის კვირეულიჩვენ ხშირად უხილავები ვართ…მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების უკან ვდგავართ...
22/04/2026

🔬 ლაბორატორიული მედიცინის კვირეული

ჩვენ ხშირად უხილავები ვართ…
მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების უკან ვდგავართ.

ყოველი სინჯარა -
ერთი ადამიანის ისტორიაა.
ერთი ოჯახის მოლოდინი.

ეს არის პროფესია,
სადაც შეცდომის უფლება არ გვაქვს.
სადაც თითოეული პასუხი
სწორი კლინიკური გადაწყვეტილების საფუძველია.

ლაბორატორია არ არის მხოლოდ ციფრები
ეს არის პასუხისმგებლობა, სიზუსტე და პროფესიონალიზმი

ვულოცავთ ჩვენს კოლეგებს პროფესიულ კვირეულს !

მადლობას ვუხდით ჩვენს გუნდს -
ერთგულებისა და პროფესიონალიზმისთვის♥️♥️

Address

შარტავას ქ. 16
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 11:00 - 17:00

Telephone

0322 37 61 50

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბუკიას ლაბორატორია • BUKIA's Laboratory posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ბუკიას ლაბორატორია • BUKIA's Laboratory:

Share