Ophthal+

Ophthal+ ექიმ-ოფთალმოლოგ ვალერიან ხუროძის, უახლესი აპარატურით აღჭურვილი ოფთალმოლოგიური კაბინეტი.

10/04/2022

🇬🇪🇬🇪 დატუსაღებული საქართველოს ისტორია 🇬🇪🇬🇪

⚔️ ყველაზე მოთხოვნადი ისტორიული ნაშრომი 👉ჩვენი ქვეყნის რეალური ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის დამდეგამდე ⚔️

🐎 1956 წლიდან წიგნს არ ენახა დღის სინათლე და დღეს წიგნი დაუბრუნდა მკითხველს პირვანდელი სახით 😊

👉👉 ღირებულება 35 ლარი + უფასო საკურიერო მომსახურება საქართველოს მასშტაბით 🚕🚗

📍 ავტორთა ჯგუფი: საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის კოლექტივი: ნ. ბერძენიშვილის, ივ.ჯავახიშვილის, ს.ჯანაშიას ხელმძღვანელობით.

🔻 წიგნის ახალ ვერსიაში მაქსიმალურად შენარჩუნებულია წიგნის ავტორის სტილი და პუნქტუაცია.
🔻 შევსებულია სხვადასხვა წლებში ცენზურის მიერ ამოღებული ადგილები, ამდენად აღნიშნული ტექსტი არის მაქსიმალურად სრული იმ გამოცემებთან შედარებით, რომელიც აქა-იქ შემორჩენილია მოსახლეობაში.
🔻 წიგნი აერთიანებს 22 თემატურ თავს. წიგნში ჩანართების სახით წარმოდგენილია ფერადი და შავ-თეთრი უნიკალური ფოტომასალა.

✔️ ფორმატი: 20.5/14.5
✔️ გვერდების რაოდენობა: 499

📞 ქ.თბილისი 0322430204
📞 ქ.ქუთაისი 032215141

როგორ დავიცვათ კომპიუტერული ჰიგიენა. ექიმი-ოფთალმოლოგი ვალერიან ხუროძე:კომპიუტერულ მხედველობითი სინდრომის პროფილაქტიკისა...
16/09/2021

როგორ დავიცვათ კომპიუტერული ჰიგიენა.

ექიმი-ოფთალმოლოგი ვალერიან ხუროძე:

კომპიუტერულ მხედველობითი სინდრომის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მეთოდების კომპლექსი მოიცავს რამდენიმე ძირითად პუნქტს:

1. ციფრიულ ტექნიკასთან (კომპიუტერი, პლანშეტი, სმარტფონი) მუშაობის ჰიგიენის დაცვა;

2. პროფილაქტიკური ოფთალმოლოგიური სკრინინგი;

3. ადეკვატური ოპტიკური კორექცია;

4. მედიკამენტოზური მკურნალობა;

5. კმს პროფილაქტიკა და სპეციალური
მკურნალობა.

კომპიუტერული ჰიგიენის დაცვა შემდეგ პირობებს მოიცავს:

1. მონიტორის (ან სხვა ციფრული ეკრანის) ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნილებებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „დამცავი“ სათვალე და ეკრანი თანამედროვე მონიტორებთან მუშაობისათვის დიდი ხანია საჭირო აღარ არის

2. მონიტორთან მუშაობისას საშუალოდ ყოველ 20-30 წუთში აუცილებელია შესვენება 3-5 წუთით. სასურველია მხედველობის მოკლეხნიანი კონცენტრირება შორს მყოფ საგნებზე.

3. დაშორება მონიტორამდე არ უნდა იყოს 35-40 სანტიმეტრზე ნაკლები, ხოლო ტელეეკრანიდან მინიმალური მანძილია 2 მ..

4. თვალებსა და მონიტორის ცენტრს შორის უნდა იქმნებოდეს საშუალოდ
10-15 გრადუსიანი კუთხე, რათა თავიდან ავიცილოთ ზედა ქუთუთოების იძულებითი მაღლა დგომა.

5. მონიტორის ირგვლივი ფონური განათება არ უნდა იყოს თვალებისთვის უსიამოდ ძლიერი ან ძალზე სუსტი.. ყოვლად დაუშვებელია კომპიუტერთან მუშაობა ცუდი განათების ან მაგიდის ნათურით განათების პირობებში.

6. მონიტორი არ უნდა ირეკლავდეს სხვა სინათლის წყაროს (ფანჯარა, ნათურა და ასე შემდეგ).

7. მონიტორის კონტრასტი და განათებულობა მკვეთრად არ უნდა გამოიყოფოდეს ირგვლივი ფონისაგან.

8. ტექსტის გადაწერის დროს დოკუმენტიდან ტექსტურ რედაქტორში აუცილებელია კოპი-ჰოლდერის გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ მხედველობის ზედმეტად კონცენტრირება.

9. არასასურველია 6-7 წლამდე ბავშვების დაშვება კომპიუტერთან (მით უმეტეს პლანშეტთან ან სმარტფონთან)!. 7-დან 12 წლამდე ნორმალური მხედველობის მქონე ბავშვებისათვის კომპიუტერთან მუშაობის მაქსიმალური დროა 40-50 წუთი დღეში, ხოლო 12-დან 15 წლამდე მოზარდთათვის კი – დღეში არაუმეტეს 2-2,5 საათისა.

📌კმს მკურნალობა
– ოპტიკური კორექცია (სათვალე, კონტაქტური ლინზები) საჭიროების შემთხვევაში ინიშნება მხოლოდ ექიმ-ოფთალმოლოგის მიერ.

1. თვალის ლუბრიკანტები -. მათი დანიშნულებაა თვალის ლორწოვანა გარსის გამოშრობის თავიდან აცილება. საქართველოში მათი მრავალი სახეობა გამოიყენება, რომელთა დანიშვნა ხდება მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისათვის. მათი ჩაწვეთება თვალებში საჭიროა მუდმივად, საშუალოდ 2-3 საათში ერთხელ ციფრულ ტექნიკასთან მუშაობის დროს.

2. კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფა – დღეისათვის კმ სინდრომის მასობრივი გავრცელების გამო გარკვეული გამოყენება ჰპოვეს “Anti-Strain“-ის ჯგუფის პროგრამებმა, რომელთა ძირითადი მიზანია მხედველობის სიმახვილისა და კონტრასტული მხედველობის გაუმჯობესება და ამის ხარჯზე ბადურა გარსის მაქსიმალური ადაპტირება მონიტორთან. დღეისათვის ცნობილი პროგრამებიდან ყველაზე ეფექტურნი არიან: “RDS”, “FRS”, “Fractal Mac” “Safe eyes”, “T-antistrain”, “Relax”.

🤓აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოზარდთა ასაკში კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომის გამოვლინებისთანავე მოზარდს უნდა აეკრძალოს ნებისმიერ ციფრულ ტექნიკასთან მუშაობა, ხოლო სინდრომის კუპირების შემდეგ ბავშვი დაიშვება მხოლოდ სასწავლო-სამუშაო პროგრამებზე.

📍სინდრომი, რომელსაც კომპიუტერი იწვევს.რა უნდა ვიცოდეთ კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომის შესახებ.ვალერიან ხუროძე:"საყოვე...
15/09/2021

📍სინდრომი, რომელსაც კომპიუტერი იწვევს.

რა უნდა ვიცოდეთ კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომის შესახებ.

ვალერიან ხუროძე:
"საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბოლო ოთხი ათეული წლის განმავლობაში პერსონალური კომპიუტერი მთელს მსოფლიოში ფართო მოხმარების საგანი გახდა. სხვადასხვა ავტორთა მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის 85-90 % ციფრული ტექნიკის (კომპიუტერი, პლანშეტი, სმარტფონი) სისტემატური მომხმარებელია და დღეისათვის მათ ნახევარზე მეტს ბავშვები და მოზარდები შეადგენენ.

პერსონალური კომპიუტერების არსებობის პირველ ეტაპზე მასობრივად დაიწყო როგორც სხვადასხვა ტიპის სამუშაო პროგრამების (საოფისე, საკომუნიკაციო და ა.შ.), ასევე კომპიუტერული თამაშების გამოშვება. იმ პერიოდში მიაჩნდათ, რომ კომპიუტერთან მუშაობა და თამაში ხელს უწყობდა ადამიანის გონებრივი მონაცემების, მხედველობისა და რეაქციის განვითარებას. უფრო მეტიც, ოფთალმოლოგთა ნაწილი ზარმაცი თვალის მქონე ბავშვებს სამკურნალო მიზნითაც კი უნიშნავდა კომპიუტერულ თამაშს.
მაგრამ ამავე პერიოდში ჯერ პროფესიონალი პროგრამისტების დიდ ნაწილს, ხოლო შემდეგ კი კომპიუტერის მომხმარებლებსაც დაეწყოთ ე.წ. “კომპიუტერის დაავადება”. იგი ძირითადად გამოვლინდებოდა მხედველობის დაქვეითებით, თავის ტკივილითა და თავბრუსხვევით, ზოგჯერ კი ნერვული აშლილობაც ახასიათებდა. პლანშეტების და სმარტფონების გამოჩენის შემდეგ ციფრული აპარატურის მომხმარებლებში (განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში) მნიშვნელოვნად გახშირდა მხედველობის დაქვეითება და მხედველობითი დისკომფორტი.

საბოლოოდ, ეს პრობლემა ოფთალმოლოგებმა შეისწავლეს. რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებული საფუძვლიანი კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ:
1. კომპიუტერთან, ხოლო უფრო მეტად პლანშეტთან და სმარტფონთან სისტემატური მუშაობა მოითხოვს მხედველობის კონცენტრაციის მკვეთრ გაძლიერებას, რასაც ძალაუნებურად მოყვება ახლო მანძილზე მხედველობის მექანიზმის ნაწილობრივი გადაწყობა. ეს კი იწვევს როგორც თვალის მამოძრავებელი კუნთების, ასევე თვალის ბროლის (აკომოდაციური) კუნთის ძლიერ გადაღლას და აქედან გამომდინარე, ვითარდება ე.წ. აკომოდაციის სპაზმი. ციფრულ ტექნიკასთან დღეში საშუალოდ 2-3-საათიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ მოზარდის თვალის რეფრაქცია იცვლება უარყოფითისკენ (ანუ, მინუსისკენ) საშუალოდ 0,25 დიოპტრიით, ეს კი ახლომხედველობის (მიოპიის) განვითარების აშკარა წინაპირობაა.

2. ნებისმიერი ტიპის ციფრული ეკრანი თვითმნათი ხელსაწყოა. გამომდინარე აქედან, ნებისმიერი ციფული ეკრანის ერთჯერადად დიდხანს ყურება (30-წუთზე მეტი) თვალზე მოქმედებს, პრაქტიკულად, ისევე, როგორც ანთებული ნათურის დიდხანს თვალიერება: იკლებს კონტრასტული მხედველობა და ციმციმის აღქმის ზღვრული სიხშირე.

3. მხედველობითი კონცენტრაციის პირობებში ასევე მნიშვნელოვნად იკლებს ქუთუთოების ხამხამის სიხშირე, რაც თავის მხრივ, იწვევს თვალის ლორწოვანა გარსის (კონიუნქტივის) და რქოვანა გარსის წინა ზედაპირის გაშრობას. ყალიბდება ე.წ. “მშრალი” კონიუნქტივიტი. ეს დაავადება კი შემდგომში შეიძლება გართულდეს რქოვანა გარსის სერიოზული დაზიანებით.

ზემოაღნიშნულ პათოლოგიურ მოვლენათა ერთობლიობა დღეისათვის ცნობილია, როგორც კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომი (კმს) – Computer Vision Syndrome (CVS). ამ სინდრომის ძირითადი სიმპტომებია: მხედველობითი დისკომფორტი, მხედველობის სიმახვილის გაუარესება, კითხვის გაძნელება, მხედველობის პერიოდული “დაბინდვა”, თვალის ლორწოვანა გარსის (კონიუნქტივის) სიწითლე, თვალებში სიმშრალისა და უცხო სხეულის შეგრძნება, ტკივილი თვალბუდეებისა და შუბლის არეში, შედარებით იშვიათად – სინათლის შიში, თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება.

ზრდასრული ასაკის პაციენტებში კმს ძირითადად შექცევადი ხასიათისა – შესაბამისი მკურნალობის, კომპიუტერული ჰიგიენის დაცვის პირობებში და თვალის ლუბრიკანტის დანიშვნისას 2-3 კვირის განმავლობაში შესაძლებელია განკურნება ან ხანგრძლივი რემისიის მიღება.
აღსანიშნავია ისიც. რომ 20-25 წლამდე ასაკის პაციენტები ბროლის (აკომოდაციური) კუნთის შედარებით დიდი რეზერვის გამო უფრო გვიან გრძნობენ მხედველობით დისკომფორტს, ჩივილების გამოვლენის დროისათვის კი მათ უკვე აღენიშნებათ მეტ-ნაკლებად გამოხატული რეფრაქციის მანკი და/ან ასთენოპია. ამიტომ ამ ასაკში განსაკუთრებული მნიშვნელობა კმს-ის პროფილაქტიკას ენიჭება.

📌შემდეგ პოსტში შემოგთავაზებთ რეკომენდაციებს , როგორ დავიცვათ კომპიუტერული ჰიგიენა.

Address

115 D. Agmashenebeli Av
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 11:00 - 17:00
Tuesday 11:00 - 17:00
Wednesday 11:00 - 17:00
Thursday 11:00 - 17:00
Friday 11:00 - 17:00
Saturday 11:00 - 17:00

Telephone

+995577453555

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ophthal+ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Ophthal+:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram