02/02/2020
კიდევ ერთი საკვები დანამატი რომლის შესახებ უნდა იცოდეთ 💪👨⚕️👨⚕️👨⚕️
კოენზიმ Q10
ზოგადი ინფორმაცია
კოფერმენტ Q (იგივე Ubidecarenone, უბიდეკარენონი; უბიქინონი, ubiquinone, კოენზიმ Q10, coenzyme Q) - ეს არის კოფერმენტ - ბენზოქინონების ჯგუფი, რომელიც შეიცავს ქინოიდურ ჯგუფსა (აქeდან მოდის Q) და რამოდენიმე იზოპრენილურ ჯგუფს (ამ შემთხვევაში 6-10).
IUPAC – 2- [(2E,6E,10E,14E,18E,22E,26E,30E,34E)-3,7,11,15,19,23,27,31,35,39-დეკამეთილტეტრაკონტა-2,6,10,14,18,22,26,30,34,38-დეკაენილ]-5, 6-დიმეთოქსი-3-მეთილციკლოჰექსა-2,5-დიენ-1,4-დიონი;
ქიმიური ფორმულა - C59H90O4
მოლური მასა - 863,34
CAS – 303-98-0
PubChem – 5281915
DrugBank – 09270
უბიქინონი - არის ცხიმში ხსნადი კოფერმენტი, რომელიც ძირითადად გვხვდება მიტოქონდრულ ეუკარიოტულ უჯრედებში. უბიქინონი წარმოადგენს ელექტროლიტების გადატანის ჯაჭვის ძირითად კომპონენტსა და მონაწილეობას ღებულობს ჟანგვით ფოსფორილირების პროცესში.უბიქინონი ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება იმ ორგანოებში, სადაც საჭიროა ყველაზე მეტი ენერგეტიკული მარაგი. მაგალითად, გული და ღვიძლი.
მოკლე ისტორია
1955 წელს პირველად იყო გამოყენებული ტერმინი კოფერმენტ Q, რომელიც აღნიშნავდა ნივთიერებას, რომელსაც ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედი შეიცავდა.
1957-58 წლებში, მეცნიერების, ფრედრიკ კრეინისა და კარლ ქოლკერსის, მიერ შეიქმნა უბიქინონის პრეპარატები და დადგინდა მისი ქიმიური ფორმულა.
1965 წელს იამამურამ, თანამშრომლებთან ერთად, პირველად დაიწყო კოფერმენტ Q-ს გამოყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებულების სამკურნალოდ.
1978 წელს პიტერ მიჩელმა მოიპოვა ნობელის პრემია ქიმიაში ჟანგვითი ფოსფორილირების პროცესის აღწერისთვის.
1997 წელს დაფუძნდა უბიქინონის შემსწავლელი საერთაშორისო ცენტრი.
ფიზიკო-ქიმიური თვისებები
ქიმიური ბუნებით კოფერმენტ Q-ს აქვს E და K ვიტამინების მსგავსი შენება და წარმოადგენს 2,3-დიმეთოქსი-5-მეთილ-1,4-ბენზოქინონს იზოპრენული ჯაჭვით მე-6 მდგომარეობაში. უბიქინონის გვერდითა ჯაჭვში იზოპრენის ნარჩენების რაოდენობა ორგანიზმში განსხვავდება 6-10 დიაპაზონში და აღინიშნება CoQ6, CoQ7 და ა.შ.
Saccharomyces Cerevisiae-ს უჯრედებში გვხვდება CoQ6; Escherichia Coli – CoQ8; მღრღნელების ორგანიზმში - CoQ9, ადამიანისა და სხვა ძუძუმწოვრების მიტოქონდრიებში გვხვდება - CoQ10.
კოფერმენტ Q წარმოადგენს მოყვითალო-მონარინჯისფრო კრისტალს, გემოსა და სუნის გარეშე. ლღვება - 49-51°C ტემპერატურაზე. მარტივად იხსნება დიეთილურ ეთერში, შედარებით ნაკლებად - ეთანოლში და პრაქტიკულად არ იხსნება წყალში. სინათლეზე თანდათანობით იშლება და იცვლის შეფერილობას. წყალში ქმნის 10%, 20% და 40%-იან ემულსაის.
ორგანიზმში სინთეზირდება მევალონის მჟავისგან (Mevalonic acid) და თიროზინისა და ფენილალანინის ნარჩენებისგან.
ბიოქიმიური როლი
კოფერმენტ Q მონაწილეობას იღებს ჟანგვით ფოსფორილირების რეაქციაში, წარმოადგენს მიტოქონდრიაში ელექტრონების გადატანის ძირითად ელემენტს. უბიქინონის ინჰიბიტორები აჩერებენ ჟანგვითი ფოსფორილირების რეაქციას.
კოფერმენტ Q მონაწილეობას ღებულობს ელექტრონების გადატანაში NADH-დიჰიდროგენაზის კომპლექსიდან (კომპლექსი 1) და სუქცინატდეჰიდროგენაზის კომპლექსიდან (კომპლექსი 2) მე-3 კომპლექსზე, რითაც მას აქვს ატფ-ის სინთეზში მონაწილე უმთავრესი ელემენტის სტატუსი (კრებსის ციკლი).
აგრეთვე კოფერმენტ Q წარმოადგენს ანტიოქსიდანტს და სხვა ანტიოქსიდანტებისგან განსხვავებით რეგენირირდება ორგანიზმში. ამის გარდა, კოფორმენტ Q აღადგენს E ვიტამინის - α-ტოკოფეროლის ანტიოქსიდანტურ აქტივობას.
სასარგებლო თვისებები
კოენზიმ Q10 - ეს არის ყველაზე ცნობილი კოფერმენტი, რომელზეც უამრავი სამეცნიერო პუბლიკაცია არის დაწერილი და აღწერილია მისი ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. ახლა კი მოკლედ გავეცნოთ მათ:
1. კოენზიმ Q10 გამოყენება კარდიოლოგიაში
Cochrane-ის მიერ, 2014 წლის მეტაანალიზით დადასტურდა, რომ კოენზიმ Q10 არ ღებულობს მონაწილეობას გულის უკმარისობის მკურნალობის პროცესში. თუმცა მისი გამოყენება მიზანშეწონილია პროფილაქტიკის მიზნით. კარდიოლოგთა მსოფლიიო ასოციაცია კოენზიმ Q10-ის გამოყენებას გვირჩევს სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტის მიზნით: გულის უკმარისობა; იშემიური დაავდებები; ათეროსკლეროზი; არტერიული ჰიპერტონია; კარდიომიოპათია; მიოკარდის დიასტოლური დისფუნქცია; მიოკარდიუმის სხვადსხვა დაზიანება და სხვა. მართალია კოენზიმ Q10 არ არის ჯადოსნური წამალი, თუმცა მისი მოხმარება ამ და სხვა დაავადებების დროს ამცირებს დაავადების გართულებასა და მის მიმდინარეობას. ამის შესახებ ჩატარებულია უამრავი კვლევა და თუ გსურთ დეტალურად გაგაცნობთ ლიტერატურასა და კვლევებს.
2. მონაწილეობს რეპროდუქციული ფუქციის გაუმჯობესებაში
მოკლედ აღვწერ მის ზემოქმედებას: იცავს კვერცხუჯრედს ნაადრევი მჟანგავი დაზიანებისგან; ზრდის განაყოფიერების შანსს; აუმჯობესებს სპერმატოზოიდების ხარსიხს. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს კოენზიმ Q10-ის ანტიოქსიდანტურ ფუნქციას.
3. იცავს კანის სილამაზესა და ახალგაზრდობას
როგორც ენერგიის წარმომქმნელი და ანტიოქსიდანტი CoQ10 (სახის სახცისა და საკვები დანამატების სახით) იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან, აღადგენს კანის სტრუქტურასა და რამდენიმე კვლევაში ნახსენებია, რომ მას იყენებენ კანის კიბოს პროფილაქტიკის დროს.
4. CoQ10-ს აქვს უნარი შეამციროს შაკიკის შეტევები
მიტოქონდრიების ანომალური მუშაობა დიდი რაოდენობით შთანთქავს კალციუმს, რაც იწვევს თავისუფალი რადიკალების ზედმეტი რაოდენობით გამოყოფას და არღვევს ატიოქსიდანტურ დაცვას. ეს თავის მხრივ აქვეითებს თავის ტვინის უჯრედების ენერგეტიკულ მდოგმარეობას და იწვევს შაკიკს (შაკიკის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი). ვინაიდან CoQ10 უშუალოდ მონაწილეობს მიტოქონდრიებში ელეტროლიტების ტრანსპორტში და კრებსის ციკლის ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელია, ის აღადგენს მიტოქონდრიების მუშაობასა და აქვეითებს შაკიკის დროს თავის ტვინის სისხლძარღვების ანთებით პროცესებს. ყველაზე დიდმა კვლევამ, რომელიც ჩატარდა 1550 ადამიანზე, აჩვენა რომ CoQ10-ს მუდმივი მიღება ამცირებს თავის ტკივილს, ხოლო მათ ვისაც აქვთ CoQ10-ის დეფიციტი შაკიკის შეტევები უხშირდებათ. პირდაპირ ვერ ვიტყვით, რომ CoQ10 უშუალოდ კურნავს შაკიკსა და თავის ტკივილს, თუმცა ის მიეკუთვნება საუკეთესო საპროფილაქტიკო ნუტრიენტს.
5. CoQ10-ის გამოყენება სპორტსმენებში
ერთ-ერთ კვლევაში გადავაწყდი CoQ10-ის მოქმედებას ფიზიკური აქტივობების დროს. მართალია კვლევაში აღწერილი არ იყო თუ ვისზე ჩატარდა ექსპერიმენტი, მაგრამ საუკეთესო მაგალითია. სპორტსმენები, რომლებიც დამატებით ღებულობდნენ 800 მგ CoQ10-ს დღეში, 60 დღის მანძილზე, აჩვენეს უჯრედთა მჟანგავი სტრესის შემცირება და წინა საშეჯიბრო პერიოდთან შედარებით უკეთესი სპორტული შედეგი დადეს. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, CoQ10-მა, მისი ბიოქიმიური თვისებებიდან გამომდინა, უნდა უზრუნველყოს ძალისა და ამტანობის ზრდა, აგრეთვე უნდა მოგვცეს საკმაოდ კარგი აღდგენა. სპორტსმენებისთვის მისი გამოყენება მიზანშეწონილია, როგორც კარდიოპროტექტორი ნივთიერება, რომელიც მათ გულის კუნთს ენერგიით გააჯერებს.
6. CoQ10 მონაწილეობს უჯრედის რეცეპტორების მგრძნობელობის გაზრდაში ინსულინის მიმართ, ამცირებს შაქრის რაოდენობას სისხლში, ასტიმულირებს ცხიმის უჯრედების გადატანას მიტოქონდრიაში, ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს.
7. CoQ10 დადებითად მოქმედებს თავის ტვინის უჯრედების კვებაზე და ენერგეტიკულ ფუნქციებზე. აუმჯობესებს კოგნიტურ თვისებებს.
ამის გარდა არსებობს უამრავი კვლევა CoQ10-ის დადებითი შედეგების შესახებ ცნს-ზე, სასუნთქ, რეპროდუქციულ და გულ-სისხლზარღვთა სისტემებზე. ყველა მათგანის აღწერვა და შესწავლა გაცილებით დიდ დროს წაიღებს. სწორედ ამიტომ ვეცადე მოკლედ მეთქვა მისი დადებითი ფუნქციების შესახებ. მაგრამ ძალიან ცოტა პუბლიკაციაა მის უარყოფით თვისებზე. წარმოგიდგენთ ერთ-ერთი კვლევის დასკვნითი სიტყვის ამონარიდს.
იუტას უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის პროფესორი Laura Shane-McWhorter თავის სადისერტაციო ნაშრომში სრულად აღწერს CoQ10-ის უამრავ დადებით თვისებებს და ამავდროულად დასკვნაში ახსენებს: -“მიუხედავად უამრავი დადებითი თვისებისა, პრაქტიკაში ვხვდებით CoQ10-ის ჰიპერდოზირებას. ის ვლინდება საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობებითა (მადის დაკარგვა, ტკივილი მუცელში, გულძმარვა, გულისრევა, ღებინება) და ცნს-ის დაზიანების სიმპტომატიკით (თავბრუხვევა, სინათლის აუტანლობა, გაღიზიანებადობა, თავის ტკივილი). ზოგიერთ პაციენტში ამის გარდა ვლინდება - ქავილი, გამონაყარი, ძლიერი დაღლილობა და გაციების მაგვარი სიმპტომები. CoQ10 აქვეითებს ვარფარინის მოქმედებას. კიდევ სრულად არ არის შესწავლილი სხვა პრეპარატებთან მისი ურთიერთქმედება. სწორედ ამიტომ ჩვენ ზუსტად უნდა განვსაზღვროთ მომხარებლისთვის საჭირო CoQ10-ის რაოდენობა...“
CoQ10-ის დღიური ნორმა
• კლინიკურად ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც არ ტვირთავს საკუთარ თავს, პირველი სამი კვირა, ყოველდღე, ღებულობს 200-300 მგ CoQ10-ს, ხოლო სამი კვირის შემდეგ ყოველდღიურად 100 მგ.
• ჯანმრთელი ადამინი, რომელიც ვარჯიშობს ფიტნეს დარბაზში და/ან აქვს ქრონიკული ნერვული გადატვირთვა, აუცილებლად ღებულობს 200-300 მგ CoQ10-ს ყოველდღიურად.
• ჰიპერტონიისა და არითიმიის დროს - 200 მგ CoQ10;
• გულის უკმარისობის დრო - 300-600 მგ CoQ10 (მხოლოდ ექიმის დანიშნულებით);
• პროფესიონალი სპორტსმენები - 300-600 მგ CoQ10 (რაოდენობა განსაზღვრულია დატვირთვისა და სპორტის სახეობის მიხედვით).
დღიური რაოდენობა უნდა გადანაწილდეს 2-3 მიღებაზე, რადგან მივაღწიოთ გაცილებით დიდ კონცენტრაციას სისხლში, ვიდრე ერთჯერადი მიღების დროს.
კოფერქმენტ Q-ს რაოდენობა საკვებში - მგ/100გრ
- სოიოს ზეთი - 8.7 მგ;
- ქოქოსის წითელი ზეთი - 5.4 მგ;
- შემწვარი საქონლის ხორცი - 3,1 მგ;
- მიწისთხილი - 2.8 მგ;
- სელდი - 2.7 მგ;
- შემწვარი წიწილა - 1,6 მგ;
- ორაგული - 1,1 მგ;
- მოხარშული ბროკოლი - 0,5 მგ;
- მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო - 0,4 მგ;
- ფორთოხალი - 0,2 მგ;
- მარწყვი - 0,1 მგ;
- მოხარშული კვერცხი - 0,1 მგ.