RareGene • რეარგენი

RareGene • რეარგენი გენომური მედიცინის და იშვიათი დაავადებების ცენტრი
Genomic Medicine and Rare Diseases Center

ცენტრის მიზანია, სხვადასხვა ტიპის გენეტიკური და მეტაბოლური კვლევები ჩატარდეს დროულად, ხარისხიანად და ხელმისაწვდომი იყოს ქართველი პაციენტებისთვის.

Liquid Biopsy (ctDNA) – არაინვაზიური მიდგომა პერსონალიზებულ ონკოლოგიაშიროდესაც ქსოვილოვანი ბიოფსიის ჩატარება რთულია ან შ...
14/04/2026

Liquid Biopsy (ctDNA) – არაინვაზიური მიდგომა პერსონალიზებულ ონკოლოგიაში
როდესაც ქსოვილოვანი ბიოფსიის ჩატარება რთულია ან შეზღუდულია, სიმსივნის მოლეკულური პროფილის შეფასება შესაძლებელია სისხლის ანალიზით (Liquid Biopsy).
ctDNA კვლევა ეფუძნება სიმსივნური უჯრედებიდან სისხლში მოხვედრილი დნმ-ის ანალიზს
✔️ არაინვაზიური – მხოლოდ სისხლის ნიმუში
✔️ მიზნობრივი რთულად მისადგომი სიმსივნეების შემთხვევაში
✔️ ეფექტური მეტასტაზური ან ადრე ოპერირებული სიმსივნეების დროს
✔️ თანამედროვე ინსტრუმენტი მკურნალობის დაგეგმვასა და მონიტორინგში
Liquid Biopsy წარმოადგენს თანამედროვე კვლევას, რომელიც ავსებს ტრადიციულ ბიოფსიას და იძლევა დამატებით ინფორმაციას დაავადების მართვისთვის.
ზუსტი მონაცემები - უფრო მიზნობრივი მკურნალობისთვის
დაგვიკავშირდით დეტალური ინფორმაციისთვის 511146672, laboratory@raregene.ge

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ❤️
12/04/2026

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ❤️

02/04/2026

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის საერთაშორისო დღეა.
ამასთან დაკავშირებით, ექიმი ირმა გოცირიძე საუბრობს FRAT ანალიზზე, რომლის ჩატარებაც შესაძლებელია RareGene-ში. ❤️

აირჩიე პროაქტიული მიდგომა. 🤍ჩაიტარე მემკვიდრეობითი ონკოგენეტიკური ტესტირება RareGene-ში და გაიგე:🔍 გაქვს თუ არა მემკვიდრ...
28/03/2026

აირჩიე პროაქტიული მიდგომა. 🤍
ჩაიტარე მემკვიდრეობითი ონკოგენეტიკური ტესტირება RareGene-ში და გაიგე:
🔍 გაქვს თუ არა მემკვიდრეობითი რისკი
📊 რა პრევენციული ნაბიჯები არის რეკომენდებული შენთვის
🧠როგორ დაგეგმო შენი და შენი ოჯახის ჯანმრთელი მომავალი

გენეტიკური ტესტირება პირდაპირ ცვლის რისკის მართვის ტაქტიკას:
✔️ სკრინინგის დაწყება უფრო ადრე
✔️ რისკის შემცირების ქირურგიული ან მედიკამენტური სტრატეგიები
✔️ მიზნობრივი თერაპიის შერჩევა
✔️ ოჯახის წევრების სკრინინგი (კასკადური ტესტირება)

🌷 გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!მადლობა ყველა ქალს ნდობისთვის.
08/03/2026

🌷 გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!

მადლობა ყველა ქალს ნდობისთვის.

მტარებლობის სტატუსი არ ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს სიმპტომები.ეს ნიშნავს, რომ თქვენ შესაძლოა იყოთ გარკვეული გენეტიკური და...
07/03/2026

მტარებლობის სტატუსი არ ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს სიმპტომები.
ეს ნიშნავს, რომ თქვენ შესაძლოა იყოთ გარკვეული გენეტიკური დაავადების მტარებელი - ჯანმრთელი, მაგრამ კონკრეტული გენეტიკური ცვლილების მქონე.

როცა ორივე პარტნიორი ერთი და იმავე აუტოსომურ-რეცესიული დაავადების მტარებელია, არსებობს შანსი, რომ ეს დაავადება შვილს გადაეცეს.

RareGene-ში შესაძლებელია პარტნიორებთან ერთად გენეტიკური მტარებლობის ტესტის ჩატარება, რომელიც დაგეხმარებათ:
✔ გაიგოთ ხართ თუ არა კონკრეტული დაავადებების მტარებელი
✔ განსაზღვროთ შესაძლო რისკი მომავალი შვილისთვის
✔ გენეტიკოსთან კონსულტაციის საფუძველზე დაიგეგმოს სწორი გზა, რათა შემცირდეს/თავიდან იქნეს აცილებული გენეტიკური დაავადების განვითარების რისკი მომავალ ბავშვში.

გენეტიკის ცოდნა ნიშნავს მშვიდ მომავალს.

🌷 გილოცავთ დედის დღეს!RareGene-ში ჩვენ ვხედავთ თქვენს სიყვარულს და გამბედაობას.💚 მადლობა ყველა დედას ნდობისთვის.
03/03/2026

🌷 გილოცავთ დედის დღეს!

RareGene-ში ჩვენ ვხედავთ თქვენს სიყვარულს და გამბედაობას.

💚 მადლობა ყველა დედას ნდობისთვის.

28/02/2026

მარიამ ცინცაძე - CDG სინდრომის და აუტიზმის ფონდის ბენეფიციარებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, საქართველოს იშვიათი დაავადებების ალიანსის თანადამფუძნებელი

28/02/2026

ჟანა ჩოხელი - SCN2A საქართველოს ასოციაციის დამფუძნებელი, საქართველოს იშვიათი დაავადებების ალიანსის თანადამფუძნებელი

იშვიათი დაავადებების დღეიშვიათი დაავადებები 7 000-ზე მეტ განსხვავებულ დაავადებას და სინდრომს აერთიანებს და მსოფლიოში 300...
28/02/2026

იშვიათი დაავადებების დღე

იშვიათი დაავადებები 7 000-ზე მეტ განსხვავებულ დაავადებას და სინდრომს აერთიანებს და მსოფლიოში 300 მილიონზე მეტი ადამიანის ცხოვრებას ცვლის.

▪ დაახლოებით 80% გენეტიკურია
▪ უმეტესობა ბავშვობაში იწყება
▪ დიაგნოზამდე გზა ხშირად წლების განმავლობაში გრძელდება

იშვიათი დაავადება შეიძლება იშვიათი იყოს სტატისტიკურად -
მაგრამ არასოდეს არის იშვიათი იმ ოჯახისთვის, ვინც მას ყოველდღიურად უმკლავდება.

ცნობიერების ამაღლება ნიშნავს:

✔ ადრეულ და ზუსტ დიაგნოზს
✔ პერსონალიზებული მართვის შესაძლებლობას
✔ მეტ სიცხადეს და იმედს

გაიგე მეტი რეარგენის დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებზე 💥

🧬 ლაბორატორია Raregene გახდა CDG სინდრომისა და აუტიზმის ფონდის ოფიციალური პარტნიორი.✍️ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნა...
27/02/2026

🧬 ლაბორატორია Raregene გახდა CDG სინდრომისა და აუტიზმის ფონდის ოფიციალური პარტნიორი.

✍️ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იშვიათი გენეტიკური დაავადებების დროული დიაგნოსტიკისა და მაღალი ხარისხის ლაბორატორიული სერვისების ხელმისაწვდომობის გასაძლიერებლად საქართველოში.

📍Raregene / რეარგენი არის გენომური მედიცინისა და იშვიათი დაავადებების ცენტრი, რომელიც ქართველი პაციენტებისთვის მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს გლობალური ლაბორატორიული ექსპერტიზის ხელმისაწვდომობას.

💚 პარტნიორობის ფარგლებში ჩვენი საერთო მიზანია მეტი ოჯახის მხარდაჭერა, სამედიცინო ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება.ჩვენ ერთად ვზრუნავთ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების უკეთეს მომავალზე.

რა არის FRAT ტესტი?FRAT ტესტის მეშვეობით განისაზღვრება ფოლატის ალფა რეცეპტორის მიმართ აუტოანტისხეულები, რომელიც ხელს უშლ...
21/02/2026

რა არის FRAT ტესტი?

FRAT ტესტის მეშვეობით განისაზღვრება ფოლატის ალფა რეცეპტორის მიმართ აუტოანტისხეულები, რომელიც ხელს უშლის ფოლატის გადასვლას თავ-ზურგტვინის სითხეში და გავლენას ახდენს ბავშვის ნეიროგანვითარებაზე. ანალიზის ჩატარება შესაძლებელია ვენური სისხლით.

როდის არის რეკომენდებული FRAT ტესტის ჩატარება?
•⁠ ⁠ნეიროგანვითარების დარღვევების არსებობის დროს
•⁠ ⁠მეტყველების დაგვიანების ან რეგრესის შემთხვევაში
•⁠ ⁠აუტიზმის სპექტრის ნიშნების არსებობისას
•⁠ ⁠ქცევითი დარღვევების დროს

Address

ბიძინა კვერნაძე 13
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995511146672

Alerts

Be the first to know and let us send you an email when RareGene • რეარგენი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to RareGene • რეარგენი:

Share

Category