Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა

Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა ჩვენ ვმუშაობთ საქართველოში ლგბტქ ადამიანების უფლებების დასაცავად. ჩაგვრის წინააღმდეგ!

* PLEASE SCROLL DOWN FOR ENGLISH🎄 ინფორმაცია საახალწლო  არდადეგებთან დაკავშირებით: „თანასწორობის მოძრაობის” გუნდი  გილოც...
24/12/2025

* PLEASE SCROLL DOWN FOR ENGLISH

🎄 ინფორმაცია საახალწლო არდადეგებთან დაკავშირებით:

„თანასწორობის მოძრაობის” გუნდი გილოცავთ შობა-ახალ წელს! საახალწლო არდადეგების გამო, ორგანიზაციის ოფისი არ იმუშავებს 25 დეკემბრიდან 12 იანვრამდე. დროის ამ მონაკვეთში შეიზღუდება ყველა სერვისის გაცემა.

🎄 Holiday Schedule Update

Please note that the Equality Movement office will be closed from December 25 to January 12. Services will resume after this period.

Have a happy holiday!

„თანასწორობის მოძრაობის” ორგანიზებით, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია — ჯანმრთელობის ახალი პარადი...
08/12/2025

„თანასწორობის მოძრაობის” ორგანიზებით, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია — ჯანმრთელობის ახალი პარადიგმა: თანასწორობა, ინოვაცია, ინკლუზიურობა — გაიმართა.

კონფერენცია 4 პანელისგან შედგებოდა და მასში მონაწილეობდნენ ლგბტქ+ თემის წევრები, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი-ინფექციონისტები, ეპიდემიოლოგები, სერვისის მიმწოდებელი, სათემო და ლგბტქ+ ორგანიზაციები.

კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს აივ/შიდსთან დაკავშირებული რეაგირების სოციალურ განზომილებაზე და სათემო ორგანიზაციების როლზე საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში. მომხსენებლებმა ასევე განიხილეს აივ ინფექციის პრევენციის ინოვაციური მეთოდები და მასთან დაკავშირებული ადგილობრივი გამოცდილება. კონფერენციის მსვლელობისას განსაკუთრებით აღინიშნა ისეთი მტკივნეულ საკითხები, როგორიცაა ანტი-ლგბტ კანონმდებლობის „მსუსხავი ეფექტი” და ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ახალი ბარიერები. ამასთან, ქვიარ მიგრაციის საგანგაშო ტემპი და ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გაზრდილი რისკები.

„თანასწორობის მოძრაობა” შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან კავშირში კონფერენციას ყოველწლიურად ატარებს. მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა, როგორც პროგრესის შესაფასებლად და თანამშრომლობის გაძლიერებისთვის, ასევე გამოწვევებზე, მომავალ სტრატეგიასა და მიზნებზე სასაუბროდ.

დავძლიოთ წინაღობა - გარდავქმნათ შიდსის დაავადებაზე რეაგირების გზები პირველ დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე ყოველწლ...
01/12/2025

დავძლიოთ წინაღობა - გარდავქმნათ შიდსის დაავადებაზე რეაგირების გზები

პირველ დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე ყოველწლიურად აღინიშნება. ეს დღე ქმნის შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ იმ სირთულეებზე, რაც შიდსთან ბრძოლის საქმეში საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსების შემცირებამ გამოიწვია. ეს ასევე შესაძლებლობა, ვაჩვენოთ, როგორ მედეგად ცდილობენ ქვეყნები იმ პროგრესის დაცვას, რომელსაც აივ ინფექციასთან ბრძოლის გზაზე უკვე მივაღწიეთ.

2025 წლის ისტორიული ფინანსური კრიზისი საფრთხეს უქმნის ათწლეულების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს.გლობალურად აივ-ის პრევენციასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდება შეფერხებულია. ამის პარალელურად იზრდება რეპრესიული კანონები, რომელიც თავის მხრივ, უფრო აძლიერებს კრიზისს და აივ-თან დაკავშირებულ სერვისებს უფრო მეტად მიუწვდომელს ხდის.

კვლავ ბევრია გასაკეთებელი მდგრადი განვითარების იმ მიზნის მისაღწევად, რომლის თანახმადაც, 2030 წლისთვის შიდსის ეპიდემია უნდა დასრულდეს. ამ მიზნის მისაღწევად ახალი და ტრანსფორმაციის მომტანი მიდგომებია საჭირო.

ქვეყნებმა რადიკალურად უნდა შეცვალონ აივ-ის პრევენციის დაფინანსების მიდგომა, მაგრამ  გლობალური პასუხი ეპიდემიაზე მხოლოდ ქვეყნების შიდა რესურსების იმედად ვერ იქნება. საერთაშორისო საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ფინანსური დეფიციტის აღმოსაფხვრელად, დაეხმაროს ქვეყნებს აივ-ის პრევენციასა და მკურნალობასთან დაკავშირებული სერვისების უზრუნველყოფაში და შეამსუბუქოს სამართლებრივი და სოციალური ბარიერები, რომელიც ართულებს ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობას. #შიდსისმსოფლიოდღე

🏳️‍⚧️ დღეს 20 ნოემბერია, ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღე, ვინც თანასწორობისთვის უთანასწორო ბრძოლაში დაუღალავად იბრძ...
20/11/2025

🏳️‍⚧️ დღეს 20 ნოემბერია, ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღე, ვინც თანასწორობისთვის უთანასწორო ბრძოლაში დაუღალავად იბრძოლა, თუმცა მაინც დავკარგეთ.

ლგბტქ თემში ტრანს თემი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. საზოგადოებაში არსებულ სტიგმასა და სისტემურ გამოწვევებს გასული წლიდან ტრანსფობიური კანონმდებლობის მიღებაც დაემატა, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია, ძირს უთხრის ტრანსგენდერი ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს და მტკივნეულად გვახსენებს, რომ ისედაც დაუცველი ადამიანები დამატებითი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ეს კანონი შეუთავსებელია ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობასთან, უსაფრთხოებასთან და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობასთან.

კრიმინალიზებული ტრანს-სპეციფიკური ჯანმრთელობის სერვისები და გენდერის სამართლებრივი აღიარების აკრძალვა ტრანსგენდერი ადამიანების მიერ სიცოცხლით გაღებული მსხვერპლის უგულებელყოფის მცდელობაა.

საბი, ბიანკა, ზიზი, ლიზა, ლიკა, კესარია… მათი სახელები და გაღებული მსხვერპლი გვახსოვს, მაგრამ შესაძლოა, ჩვენამდე ვერ აღწევდეს სხვა ადამიანების ამბები, ვინც ასევე ემსხვერპლა სიძულვილს და უსამართლობას.

დღევანდელ დღეს არამხოლოდ ვიხსენებთ ჩვენს დაკარგულ თანამებრძოლებს, ასევე გვსურს მადლობა გადავუხადოთ მათი შეუპოვრობისთვის და თავდადებისთვის!

სანამ „ქართული ოცნება” აგრძელებს საქართველოს საჯარო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო რესურსების მიტაცებას, ქვეყნის ანტიკორუფც...
10/11/2025

სანამ „ქართული ოცნება” აგრძელებს საქართველოს საჯარო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო რესურსების მიტაცებას, ქვეყნის ანტიკორუფციული მექანიზმები გამოიყენება არა იმისთვის, რომ ამხილოს და პასუხი აგებინოს კორუფციაში მონაწილე მაღალჩინოსნებს, არამედ იმისთვის, რომ კიდევ ერთი დარტყმა მიაყენონ დამოუკიდებელ, ქართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

დამოუკიდებელი მონიტორინგის თანახმად, 2013 წლიდან მოყოლებული, კომპანიებმა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან და პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან, სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვების შედეგად 3.28 მილიარდ ლარზე მეტი მიიღეს. მათ შორის, 2020–2024 წლებში სახელმწიფო ტენდერებით 1.028 მილიარდი ლარი მიენიჭათ კომპანიებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მმართველი პარტიის დონორებთან, ხოლო მათივე შემოწირულობების ოდენობამ 7.7 მილიონი ლარი შეადგინა.

სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებული კორუფციული ქმედებები მრავალმხრივია და მოიცავს არაკონკურენტულ შესყიდვებსა და გამარტივებულ ტენდერებს, რომლებიც მიკერძოებულია მმართველ პარტიასთან დაახლოებული კომპანიების სასარგებლოდ, ასევე დასაქმების პროგრამებს, რომლებიც ფორმალურად მიზნად ისახავს მოწყვლადი მოქალაქეების მხარდაჭერას, მაგრამ რეალურად საჯარო სახსრებს მმართველი პარტიის ვიწრო-პარტიული ინტერესების მიღწევისკენ მიმართავს, პარტიული კადრების არაფორმალურ ქსელების დაფინანსების გზით. ასევე ნიშანდობლივია, საჯარო მოხელეთა არაპირდაპირი, გაუმჭვირვალე ქონებრივი გარიგებები, მათ შორის არაერთი დადასტურებული შემთხვევა დაუფიქსირებელი ქონების შესახებ. 2024–2025 წლებში მხოლოდ ამ ფორმით დაფიქსირდა 34 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონების, მათ შორის, ნაღდი ფულის და უძრავი ქონების გადაცემა თანამდებობის პირებზე. ფორმალურად ეს ტრანზაქციები რეგისტრირდება როგორც საჩუქარი, თუმცა ფაქტობრივად წარმოადგენს ალტერნატიულ კორუფციულ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ლოიალობის შენარჩუნებას და გავლენების სისტემურ განაწილებას. ეს საკითხები არ არის ასახული ანტიკორუფციული ბიუროს 2023–2024 წლების ანგარიშებში, მიუხედავად იმისა, რომ ბიუროს კანონით ევალება თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების კონტროლი და საეჭვო გარიგებებზე რეაგირება.

ბიუროს მიერ წარდგენილი ანგარიშები ფორმალური ხასიათისაა, მათში არ ფიქსირდება არც ერთი ელიტური კორუფციის შემთხვევა, არც ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტი და არც კონკრეტული ქონებრივი გარიგებების შეფასება. ასეთი მიდგომა ცხადყოფს, რომ ბიურო რეალურად არ ახორციელებს პრევენციულ ან მაკონტროლებელ ფუნქციას, არამედ ემსახურება პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნებს.

შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ საუბრობს კორუფციასთან ბრძოლაზე, პრაქტიკაში, სახელმწიფო რესურსები მიტაცებულია პოლიტიკური ელიტის და მასთან დაახლოებული ბიზნესის მიერ, რომლებიც მდიდრდებიან გამჭვირვალობის, სამართლიანი კონკურენციისა და საჯარო ანგარიშვალდებულების იგნორირების ხარჯზე.

ამავდროულად, სახელმწიფო ანტიკორუფციული ბიურო გამოიყენება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დევნის ინსტრუმენტად. დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ავალებენ ბიუროს მიაწოდონ მოცულობითი ინფორმაცია, მათ შორის, პირადი მონაცემები, 2024 წლიდან დღემდე შესრულებულ საქმიანობაზე, რაც უპრეცედენტო ჩარევაა სამოქალაქო სექტორის დამოუკიდებლობაში.

2025 წლის 4 სექტემბერს, ბიურომ დაიწყო 80-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის “მონიტორინგი”, „გრანტების შესახებ კანონში” ამა წლის აპრილში მიღებული ცვლილებების ფარგლებში. აღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლებას და არათანაბრად აზარალებს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებაზე მომუშავე ორგანიზაციებს.

ეს ქმედებები ასახავს მზარდ ტენდენციას, რომლის პირობებშიც მიტაცებული სახელმწიფო აპარატი მიმართულია სამოქალაქო სექტორის საქმიანობის შეზღუდვაზე, ხოლო ხელისუფლების კორუმპირებული წარმომადგენლები ხელშეუხებლები რჩებიან. კონტროლი გარდაიქმნება რეპრესიად, რომელიც ნიღბად იყენებს სამართლიანობას. ასეთი შერჩევითი ქმედება ზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებებს, სპობს სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობს გამოთქვან დამოუკიდებელი აზრი ან ხელისუფლებას პასუხი მოსთხოვონ კორუფციაზე ან სხვა სახის დანაშაულებზე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს.

ყველასთვის ნათელია “ქართული ოცნების” ორმაგი სტანდარტი. მაშინ როდესაც “ქართულ ოცნების” მაღალჩინოსნები და მათთან ასოცირებული ბიზნესები კორუფციაშია გახვეული, “ქართული ოცნებისვე” შექმნილი ზედამხედველობის მექანიზმები მიმართულია მხოლოდ მათ წინააღმდეგ, ვინც კორუფციას ამხელს. ეს არ არის ანტიკორუფციული პოლიტიკა — ეს კორუფციის და კორუფციული მექანიზმების დაცვის სქემაა, რომელითაც იდევნება კორუფციის მამხილებელი დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი.

ხელმომწერი ორგანიზაციების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://equality.ge/9616

🌈 ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობა უნივერსალური უფლებაა.„თანასწორობის მოძრაობა“ მუდმივად ცდილობს თემის წევრებს უსა...
10/10/2025

🌈 ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობა უნივერსალური უფლებაა.

„თანასწორობის მოძრაობა“ მუდმივად ცდილობს თემის წევრებს უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო შეუქმნას.

მხოლოდ 2024 წელს ორგანიზაციამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები უფასოდ და კონფიდენციალურობის სრული დაცვით შესთავაზა თემის 1340 წევრს — მათ შორის ფსიქოთერაპია და ფსიქიატრის კონსულტაცია.

ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთად უფრო შედეგიანია.
კონსულტაციისთვის მოგვმართეთ ყოველ სამუშაო დღეს, 12 საათიდან 7 საათამდე.

,,ქართულმა ოცნებამ“, რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს ხელით, დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი კანონები...
22/09/2025

,,ქართულმა ოცნებამ“, რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს ხელით, დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი კანონების რეპრესიული აღსრულების ახალი ეტაპი, 30-ზე მეტი ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის, მათ შორის, ხელმომწერი ორგანიზაციების წინააღმდეგ.

ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებები წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციების დევნისა და ზეწოლის ერთიანი პროცესის ნაწილს. მისი მიზანია, ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდნენ ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ქვეყანაში, ვეღარ შეძლონ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანად გაგრძელება და საზოგადოების ინტერესების დაცვა.

2025 წლის 8 სექტემბრის შემდგომ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მიიღეს რაჟდენ კუპრაშვილის წერილები საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო ,,გრანტების შესახებ“ კანონის გამოყენებით მონიტორინგის დაწყების შესახებ.

რაჟდენ კუპრაშვილი ორგანიზაციებისაგან მოითხოვა 2025 წლის 16 აპრილის შემდგომ პერიოდში ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კატეგორიის მოცულობით ინფორმაციას ისე, რომ ფორმალურადაც კი არ ჰქონდა დაცული ,,გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი პროცედურა.

ბიურო არ უთითებს რომელი მუხლების საფუძველზე მოითხოვს ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის 16 აპრილიდან, მაშინ, როდესაც ,,გრანტების შესახებ“ კანონის რეპრესიული ცვლილებები 17 აპრილს შევიდა ძალაში.

რაჟდენ კუპრაშვილის წერილის საპასუხოდ, ადრესატმა ორგანიზაციებმა წერილობით განუმარტეს, რომ ბიურო არღვევდა ,,გრანტების შესახებ“ კანონს და ასევე აცნობეს, რომ კანონში შესული რეპრესიული ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, არ ჰქონდათ მიღებული ახალი საგრანტო ხელშეკრულებები და არც ძველ ხელშეკრულებებში შეუტანიათ ცვლილებები, შესაბამისად, მათზე ,,გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი მონიტორინიგს პროცესის დაწყება უკანონო იყო.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროსაგან ასევე მოითხოვეს საქმის მასალების გაცნობა, თუმცა, ბიურო ამ დრომდე მალავს აღნიშნულ ინფორმაციას, რითაც დამატებით არღვევს არსებულ კანონმდებლობას.

საპასუხო წერილის შემდგომ, რაჟდენ კუპრაშვილი ცდილობს სასამართლოს გამოყენებით უზრუნველყოს რეპრესიული კანონების აღსრულება. ბიურო ეტაპობრივად მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 სექტემბერს უკვე გამოსცა ბრძანება ცხრა ორგანიზაციასთან მიმართებით. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა რაჟდენ კუპრაშვილის უწყების შუამდგომლობა და ორგანიზაციები დაავალდებულა ბიუროს მიაწოდონ საქმიანობასთან დაკავშირებული მოცულობითი ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ არც ბიუროს წერილში და არც სასამართლოს ბრძანებაში არ არის მითითებული კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით დგინდება ორგანიზაციების მიერ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა/დარღვევა.

სასამართლომ ფაქტობრივად უცვლელად გადაიტანა ბრძანებაში ბიუროს შუამდგომლობის დასაბუთება, იმგვარად, რომ შუამდგომლობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი დასაბუთება არ შეუმოწმებია, რითაც მან უარი თქვა კანონით მისთვის მინიჭებული სასამართლო კონტროლის განხორციელებაზე.

გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის რეპროდუცირებას ახდენს, ძირს უთხრის სათანადო სასამართლო კონტროლის კონსტიტუციურ ფუნქციას, და რისკის ქვეშ აყენებს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უფლებრივ მდგომარეობას, ისე, ინდივიდუალურ პერსონალურ მონაცემებს. სასამართლოს როლია, ჯეროვნად გამოიკვლიოს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების კანონიერება, რაც თავის თავში, მოიცავს, არა მარტო, ფორმალური მოთხოვნების შემოწმებას, არამედ, შინაარსობრივ კონტროლს.

უკანონოდ დაწყებული მონიტორინგის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას და სამართლებრივ ბრძოლას რეპრესიული კანონების აღსრულების შესაჩერებლად. გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას ჩვენი და საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
2. პრევენცია პროგრესისთვის
3. ევროპის ფონდი
4. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
5. ცხოველთა თავშესაფარი ფეთიზი
6. წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი - GCRT
7. სამოქალაქო იდეა
8. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
9. თანასწორობის მოძრაობა
10. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” (RICDOG)
11. უფლებები საქართველო
12. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
13. ყვარლის ევროკლუბი
14. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
15. მედია ცენტრი კახეთი
16. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
17. ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის
18. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
19. დემოკრატიის ინსტიტუტი
20. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

08/09/2025

👩‍⚕️ ექიმი-ინფექციონისტი ნინო რუხაძე და ეპიდემიოლოგი ნინო ბადრიძე პრეპის შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობენ.

📽️ ვიდეო მომზადებულია „თანასწორობის მოძრაობის” მიერ, აივ ინფექციის პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის (PrEP) პროგრამის ფარგლებში. პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის პროგრამა დაფინანსებულია გლობალური ფონდის მიერ.

აივ ინფექციის პრევენციის მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეა. შუალედური კვლევის ეტაპზე, აბის სახით წარმოდგენილმა პრეპმა კ...
23/08/2025

აივ ინფექციის პრევენციის მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეა. შუალედური კვლევის ეტაპზე, აბის სახით წარმოდგენილმა პრეპმა კეთილსაიმედო შედეგები აჩვენა და აღნიშნული აბების შესწავლა კვლევის მესამე ფაზაში გაგრძელდება. მედიკამენტს რომელიც კვლევის ეტაპს გადის, ფარმაცევტული კომპანია Merck აწარმოებს, MK-8527-ის სახელით ცნობილი წამალი თვეში ერთხელ მისაღებადაა განკუთვნილი.

პრეპი, იგივე პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა, რომელიც აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მეთოდია ამჟამად რამდენიმე სახითაა ხელმისაწვდომი: ვაგინალური რგოლები, ინიექციური პრეპი, რომელიც 2 თვეში ერთხელ კეთდება და აბების სახით, რომელიც ყოველდღიურად ან საჭიროებისამებრ მიიღება. ახალი მედიკამენტი, რომელიც ჯერ კვლევის ეტაპზეა, კიდევ უფრო იოლს გახდის პრეპის ადმინისტრირებას, რადგან არაინიექციურია და აბის სახით უკვე არსებული პრეპისგან განსხვავებით ყოველდღიურ მიღებას არ საჭიროებს. მისი ყოველთვიური მიღება აივის პრევენციისთვის საკმარისი იქნება.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც 2017 წელს პრეპის საპილოტე პროგრამა დანერგა. „თანასწორობის მოძრაობა”, რომელიც პრეპის ადმინისტრირებას ეწევა, ამაყობს აივ ინფექციის პრევენციის მიმართულებით გაწეული ძალისხმევით. პრეპის პროგრამაში 2700-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული. პრეპის სერვისით სარგებლობა კონფიდენციალური და სრულად უფასოა.

დიდება გმირებს! დიდება საქართველოს! | 17 წელი აგვისტოს ომიდან.
07/08/2025

დიდება გმირებს! დიდება საქართველოს! | 17 წელი აგვისტოს ომიდან.

„თანასწორობის მოძრაობა” 14 წლისაა. ამ თარიღის აღნიშვნა გამოწვევებით სავსე დროში გვიწევს, სადაც ჰომოფობია მთავარი პოლიტიკ...
05/08/2025

„თანასწორობის მოძრაობა” 14 წლისაა. ამ თარიღის აღნიშვნა გამოწვევებით სავსე დროში გვიწევს, სადაც ჰომოფობია მთავარი პოლიტიკური ინსტრუმენტი გახდა. თუმცა ბარიერები, რომელსაც გვიქმნიან, გვარწმუნებს, რომ სწორი მისიით ვმუშაობთ და ამ გზაზე სვლა უნდა გავაგრძელოთ. 🌈

ყოველი გასული წელი ადასტურებს, რომ „თანასწორობის მოძრაობის” არსებობა იმედია თემის წევრებისთვის, ვისაც უფასო სერვისებს ვთავაზობთ, იქნება ეს სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის მომსახურება, თუ სამართლებრივი და სამედიცინო სერვისები.

ყოველი გასული წელი ასევე რწმენას აძლევს ჩვენს მხარდამჭერებს, რომ სიძულვილისგან თავისუფალი და თანასწორი გარემოს შექმნა შესაძლებელია.

გვინდა, ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა თემის წევრებს, მხარდამჭერებს და პარტნიორებს, ვისი ნდობის გარეშეც ჩვენი არსებობა შეუძლებელი იქნებოდა.

This is a Bilingual post, for the English version, please scroll down.ინფორმაცია საზაფხულო არდადეგებთან დაკავშირებით: სა...
31/07/2025

This is a Bilingual post, for the English version, please scroll down.

ინფორმაცია საზაფხულო არდადეგებთან დაკავშირებით:

საზაფხულო არდადეგებთან დაკავშირებით,ორგანიზაციის ოფისი დაიხურება 15 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე. დროებით შეიზღუდება დისტანციური და ფიზიკური სერვისები.

პატივისცემით,
თანასწორობის მოძრაობა



Information about the Summer holiday

Please take into account that the Equality Movement office will be closed from August 15 to September 1. The services will be temporarily unavailable.

Have a happy holiday.

Sincerely yours,
Equality Movement

Address

Ia Kargareteli Street 2
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 12:00 - 19:00
Tuesday 12:00 - 19:00
Wednesday 12:00 - 19:00
Thursday 12:00 - 19:00
Friday 12:00 - 19:00

Telephone

+995322479748

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა:

Share