08/03/2024
🌳რა არის სუროგაცია?
🌸 დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების განვითარების წყალობით, შესაძლებელი გახდა უნაყოფობის გადალახვა იმ შემთხვევებში, რომლებიც ადრე განუკურნებლად ითვლებოდა.
🌸 სუროგაციის პროგრამების განხორციელება რეპროდუქტოლოგიის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა.
🌹 სუროგაცია იძლევა გენეტიკურად საკუთარი შვილის ყოლის შესაძლებლობას ქალებისთვის, რომელთაც არ აქვთ საშვილოსნო – თანდაყოლილი (რაქიტანსკი-კუსტერის სინდრომი) ან ამოღებული აქვს ქირურგიული გზით საშვილოსნო.
🌺სუროგაცია ეხმარება იმ ქალებსაც, ვისაც აქვთ ორსულობის შენარჩუნების პრობლემები, ან გააჩნიათ ისეთი დაავადებები, რომლის დროსაც აკრძალულია ორსულობა და მშობიარობა, ან რომლებსაც ჰქონდათ ხელოვნური განაყოფიერების მრავალი, აუხსნელი მიზეზებით უშედეგო მცდელობა
სუროგატი დედები შეიძლება იყვნენ 39 წლამდე ჯანმრთელი ქალები, რომლებსაც ჰყავთ საკუთარი ჯანმრთელი შვილი.
🌳 დაბადებისთანავე, საქართველოს რესპუბლიკის კანონდებლობის თანახმად, სუროგატის დედასა და ბიოლოგიური მშობლების შორის დადებული შეთანხმების და კლინიკის (სადაც ჩატარდა ხელოვნური განაყოფიერება) მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, გაიცემა დაბადების მოწმობა, სადაც ბიოლოგიური მშობლების სახელები არის დარეგისტრირებული.
☘️ ხელოვნური განაყოფიერების თავისებურებები სუროგაციის პროგრამაში ან როგორ ხორციელდება სუროგაციის პროგრამა?
🍀 სუროგაციის პროგრამების განხორციელებისას, მკურნალობის საწყისი ეტაპები არ განსხვავდება კლასიკური ხელოვნური განაყოფიერების პროგრამებისგან. მკურნალობის მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაციისა და შეთანხმებების მომზადების პარალელურად, ასევე ფორმდება ხელშეკრულება სუროგატ დედასა და ბიოლოგიურ მშობლებს შორის ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. ხელშეკრულებაში დეტალურად არის აღწერილი როგორც სუროგატი დედის, ასევე ბიოლოგიური მშობლების უფლებები და მოვალეობები.
🍀სუროგატის და ბიოლოგიური დედების მენსტრუალური ციკლის სინქრონიზაციის შემდეგ, ხელოვნური განაყოფიერების (IVF) პროგრამა, ჩვეულებისამებრ, იწყება ბიოლოგიური დედის საკვერცხეების სტიმულაციით, ამავდროულად ტარდება სუროგატი დედის ენდომეტრიუმის მომზადება. მთელი პროცესი მკაცრად კონტროლდ