თერაპიის სახლი Therapie Haus

თერაპიის სახლი Therapie Haus ქართულ - გერმანული ინტეგრაციული მედიცინის ცენტრი
(4)

ჰოლისტიკური მკურნალობა - კლასიკური და ალტერნატიული მედიცინის მიღწევების გაერთიანება

"თერაპიის სახლში" მკურნალობა ეფუძნება ანთროპოსოფიულ მედიცინას, რომელიც კლასიკური მედიცინის სულის მეცნიერების საფუძველზე განვრცობას წარმოადგენს. ანთროპოსოფია შემეცნების გზაა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში მოგვცა ავსტრიელმა მეცნიერმა, ფილოსოფიისა და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა რ. შტაინერმა. ის სამყაროს, ადამიანს

და მისი ქმედების ყველა სფეროს შეისწავლის და აცოცხლებს სულიერი იმპულსით.

ანთროპოსოფიულად განვრცობილი მედიცინის ამოსავალი არის ის, რომ დედამიწა, ბუნება და ადამიანი უძველეს წარსულში ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. განვითარების საერთო გზაზე თანდათანობით მოხდა მინერალების, მცენარეების და ცხოველების ამ მთლიანობიდან გამოყოფა, ისე, რომ დღეს ადამიანის წინაშეა ბუნების სამყარო. ადამიანში მიმდინარე ავადმყოფობის ყოველი პროცესი მსგავსია ბუნებაში მიმდინარე ტიპიური პროცესისა. თერაპიული ხელოვნების არსია წამლის გამოყენებით ამ ორი მონათესავე პროცესის ერთმანეთთან დაკავშირება. ბუნების ყველა საუფლოს კი შემორჩა თავისი უძველესი მიმართება ადამიანთან. ამიტომაც ანთროპოსოფიული სამკურნალო საშუალებები მზადდება მინერალური, მცენარეული და ცხოველური სამყაროდან მოპოვებული სუბსტანციებიდან.

მედიკამენტოზური მკურნალობის გარდა ანთროპოსოფიულ მედიცინაში გამოიყენება არამედიკამენტოზური დამხმარე თერაპიები. თერაპიის განსაკუთრებულ სახეს წარმოადგენს „სამკურნალო ევრითმია“ – ეს მოძრაობის თერაპიაა, რაც სასიცოცხლო პროცესებზე მოქმედებს, აღძრავს თვითგანკურნების ძალებს და ხელს უწყობს მთელი ორგანიზმის ჯანმრთელ ფუნქციონირებას.

შემდეგი დამხმარე მეთოდებია:
ხელოვნებით თერაპია;
პლასტიკური ფორმირება, ფერში, გრაფიკაში მუშაობა;
მუსიკით თერაპია;
მეტყველებით თერაპია.
კომპლექსურ მკურნალობაში მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი ფიზიოთერაპიული ღონისძიებები: რიტმული შეზელვა, რიტმული მასაჟი, ზეთის დისპერსიული აბაზანები და სხვა გარეგანი პროცედურები. მკურნალობის ეს მეთოდი ორიენტირებულია მთლიან ადამიანზე, რომელიც წარმოადგენს განუმეორებელ ინდივიდუალურობას თავისი ბიოგრაფიით და სოციალური კავშირებით. პაციენტის ირგვლივ შეკრებილი თერაპიული ერთობა ეხმარება მას ჯანმრთელობის აღდგენაში და ჯერ კიდევ გამოუყენებელი შესაძლებლობების განხორციელებაში.

ანთროპოსოფიული მედიცინა ევროპაში 1920 წლიდან დღემდე 13 ქვეყანაში ხორციელდება (ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია ესპანეთი, ირლანდია, ინგლისი, იტალია ჰოლანდია, პორტუგალია, საფრანგეთი, ფინეთი, შვეცია. გარდა ევროპისა ანთროპოსოფიული მედიცინა ხორციელდება: აშშ, კანადა, სამხრეთ ამერიკა, ბრაზილია, არგენტინა, პერუ, ჩილე, ავსტრალია და სხვა).

ანთროპოსოფიული წამლები გამოიყენება ავსტრიის, გერმანიის, იტალიის, ჰოლანდიის, შვეციის, შვეიცარიის დიდი ბრიტანეთის კლინიკებში. ყოველწლიურად 6 მილიონი პაციენტი იტარებს ანთროპოსოფიული მეთოდით მკურნალობას გერმანიაში. ანთროპოსოფიული მედიცინის საფუძვლები ისწავლება გერმანიის, შვეიცარიის და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში.

28/11/2025

🟣 ფიზიოთერაპიის სერვისები:

▪️ ელექტროფორეზი
▪️ ფონოფორეზი (ულტრაბგერით)

📌 ჩვენებები:

🟣 საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები
🟣 პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებები
🟣 სპორტული ტრავმები
🟣 ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
🟣 ტროფიკული წყლული
🟣 ნაწიბური და კელოიდი
🟣 ცელულიტი

⏱ პროცედურა ტარდება ნებისმიერ ასაკში და გრძელდება 15-20 წუთი.

გულით ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე 💜

📍 მისამართი: თბილისი, კ.კეკელიძის 54 ა

📞 წინასწარ ჩაწერა სავალდებულოა , დაგვიკავშირდით ნომერზე : 322 011 330

#თერაპიისსახლი #ფიზიოთერაპია #ფონოფორეზი #ელექტროფორეზი #ჯანმრთელობა

21/11/2025

📞 რეგისტრაციის ბოლო დღე: 5 დეკემბერი
ტელ.: 995 0322 011 330
სამუშაო საათები: ორშ–პარ: 9:00–18:00; შაბათი: 10:00–15:00

📝 რეგისტრაციისთვის გთხოვთ გამოიყენოთ ბმული:

https://docs.google.com/forms/d/1IVj6pr04tGAAYaV64WYcbdTRJwVGp_o7eilkt8qUIj8/edit

✨ გაცნობითი კურსი სამკურნალო ევრითმიაში ✨„თერაპიის სახლი“ გიწვევთ სამკურნალო ევრითმიის გასაცნობ კურსზე. 👉🏻 კურსი განკუთვ...
20/10/2025

✨ გაცნობითი კურსი სამკურნალო ევრითმიაში ✨

„თერაპიის სახლი“ გიწვევთ სამკურნალო ევრითმიის გასაცნობ კურსზე.

👉🏻 კურსი განკუთვნილია ექიმებისთვის, მედიცინის სტუდენტებისთვის, ევრითმისტებისა და ევრითმიის სტუდენტებისთვის, ასევე მკურნალი პედაგოგებისთვის.

🗓️ პირველი შეხვედრა: 7 ნოემბერი,
პარასკევი, 16:00 სთ
📍 მისამართი: კ. კეკელიძის ქ. 54ა
👩🏻‍⚕️ საკონტაქტო პირი: ნინო ვაშაკიძე
📞 საკონტაქტო: 595 34 38 84

06/10/2025

👩🏻‍⚕️ "თერაპიის სახლის" ოჯახის ექიმი, მედიცინის დოქტორი - ლალი ანდრიაშვილი

02/10/2025

📢 გაცნობებთ, რომ 4 ოქტომბერს ( შაბათს ) კლინიკა „თერაპიის სახლი“ არ იმუშავებს.

ჩვენი მომსახურება ჩვეულ რეჟიმში აღდგება შემდეგი სამუშაო კვირიდან 💜

✨ თერაპიის სახლის გუნდს შემოუერთდა ნევროლოგი ლელა სტურუა! ✨ქალბატონ ლელას აქვს ნევროლოგიურ კლინიკებში მრავალწლიანი გამოც...
27/09/2025

✨ თერაპიის სახლის გუნდს შემოუერთდა ნევროლოგი ლელა სტურუა! ✨

ქალბატონ ლელას აქვს ნევროლოგიურ კლინიკებში მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში — გერმანიასა და ავსტრიაში.

კონსულტაციის დროს ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პაციენტთან გულწრფელ და სიღრმისეულ კომუნიკაციას. მედიკამენტოზური მკურნალობის დანიშვნასთან ერთად, გთავაზობთ საერთაშორისო პროტოკოლებზე დაფუძნებულ ჯანსაღი ცხოვრების წესის გეგმას და, საჭიროების შემთხვევაში, ეფექტურ რეაბილიტაციურ მეთოდებს.

30/08/2025

🔹 ქართულ-გერმანული ინტეგრაციული მედიცინის ცენტრი „თერაპიის სახლი“ — თქვენი ჯანმრთელობის პარტნიორი 1990 წლიდან.

📍 მისამართი: კეკელიძის 54 ა

📞 დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 011 330

#თერაპიისსახლი #კლინიკა #ჯანმრთელობა #სამედიცინოკლინიკა

30/08/2025

📣 1 სექტემბრიდან ჩვენი კლინიკა ჩვეულ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება!

🕘 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით:
09:00 - 18:00

🕙 შაბათი :
10:00 - 15:00

📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 011 330

მადლობას გიხდით ნდობისთვის – თქვენი მხარდაჭერა ჩვენი მუშაობის მთავარი მოტივაციაა! 💜

"თერაპიის სახლი" გილოცავთ მარიამობას - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს! დედა ღვთისა იყოს მფარველი თქვენი...
28/08/2025

"თერაპიის სახლი" გილოცავთ მარიამობას - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს! დედა ღვთისა იყოს მფარველი თქვენი, თქვენი ოჯახების და სრულიად საქართველოსი! 💜

25/08/2025

28 აგვისტოს, მარიამობის დღეს, „თერაპიის სახლი“ ისვენებს.

წინასწარ გილოცავთ მარიამობას და გისურვებთ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას 🙏🏻

29 აგვისტოდან კვლავ ჩვეულ რეჟიმში გელოდებით 💜

👉🏻 თერაპიის სახლი გთავაზობთ ხელოვნებით თერაპიის შეხვედრებს ზრდასრულთათვის ჯგუფი არის ყველასთვის, ვისაც სურს ჩაერთოს შემო...
24/08/2025

👉🏻 თერაპიის სახლი გთავაზობთ ხელოვნებით თერაპიის შეხვედრებს ზრდასრულთათვის

ჯგუფი არის ყველასთვის, ვისაც სურს ჩაერთოს შემოქმედებით პროცესებში და ყოველდღიურობის რუტინული ერთფეროვნებიდან საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისკენ გადადგას ნაბიჯი.

შეხვედრებზე სამი ძირითადი მიმართულებით ვმუშაობთ:

🟣 თიხით პლასტიური ფორმირება და ძერწვა,
🟣 წყლის საღებავებით და პასტელებით ხატვა,
🟣 ფორმების ხატვა.

დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს.

👉🏻 თერაპიული ტექნიკები არ მოითხოვს წინასწარ შემოქმედებით სფეროში მუშაობის გამოცდილებას ან რაიმე განსაკუთრებულ ცოდნას.

👉🏻 შემოქმედებით პროცესებში ჩართვა ყოველდღიურობისგან მოწყვეტისა და განსაკუთრებულ გამოცდილებებზე გადართვის საუკეთესო გზაა.

🟣 ჯგუფის შეხვედრებს უძღვება ხელოვნებით თერაპევტი მარიამ ლორია. მას როგორც ბავშვებთან, ისე ზრდასრულებთან შემოქმედებითი მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მუშაობს სპეციალური თერაპიული პროგრამებით ჯგუფებთან და ინდივიდუალურად.

🟣 საუკეთესო გამოცდილებისა და შემოქმედებითი გზის გავლისთვის სასურველია დროის ერთიდაიგივე ინტერვალით თერაპიული კურსის გავლა, განსაკუთრებული საჭიროების ან ინტერესის შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური ვიზიტის დაჯავშნა.

Address

კეკელიძის ქუჩა 54ა
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 15:00
Saturday 10:00 - 15:00

Telephone

+995322011330

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თერაპიის სახლი Therapie Haus posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to თერაპიის სახლი Therapie Haus:

Share